|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() ![]() |
Jul 17 2026, 03:55 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,355 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
13 სექტემბერი ღია, თავისუფალი სტილის შეჯიბრი ლაგოდეხში წელს მეორედ ტარდება გასვლითი შეჯიბრი, სულ დაგეგმილი იყო წელს 2 ასეთი ტიპის შეჯიბრი, პირველი იყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბათუმში, მეორ ეკი ტარდება აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ლაგოდეხში. იმის გამო რომ ღონისძიება პირველად ტარდება და გარკვული დამატებითი მოთხოვნების ჩამოყლებით შეიძლება შეზღუდვები დაუწესდეს რეგიონის მონაწილეებს, მიღებული იყო გადაწყვეტილება: - დამატებითი წესები მკაცრად არ იყოს გაწერილი (როგორიცაა რეკლამა, რეგისტრაცია და ასე შემდეგ) - მაქსიმალურად გამარტივებული ტიპის შეჯიბრი იყოს როგორც PCP ასევე ზდპ კლასისთვის - შემუშავებულია მაქსიმალურად ხემისაწვდომი დისტანციები და პირობები ![]() შეჯიბრის საერთო წესები: ● 25 მეტრიან დიატანციაზე დაშვებულია ზამბარ დგუშიანი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, CO2, ასევე ზამბარ დგუშიანი) ● 50 მეტრზე დაიშვება მხოლოდ PCP პნევმატური იარაღი, იგულისხმება პნევმატიკა წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, მექანიკური, ან ელექტრო სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ, მექანიკური დატენვის მექანიზმით და ნახევარავტომატური გადატენვის მექანიზმით. არ დაიშვება სრული ავტომატური გადატენვის მექანიზმის მქონე იარაღით შეჯიბრში მონაწილეობა. ● დაშვებულია ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა, ღია, დიოპტრიკული, Red Dot, ოპტიკური სამიზნე (SFP ან FFP) ● დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები (გარდა დამატებითი შესაძლებლობების მქონისა როგორიცაა სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე, ციფრული, ბალისტიკური კალკულატორით, თუ სხვა) ● დაშვებული კალიბრი 4,5 მილიმეტრი (დუიმების სისტემით .177) ● ტყვიის სიჩქარეზე შეზღუდვა არ არის დაწესებული ● არ არის შეზღუდვა ენერგეტიკაზე ● არ არის იარაღის წონის შეზღუდვა ● არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა ● პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურვილი კლიპით, ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას ● დაიშვება ნებისმიერი მექნიკური გადატენვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი მექანიკური მოქმედების და მსროლელის ჩარევის შემდეგ თითო ტყვიის მიწოდებას (პომპა, ბოლტი, ლულის გადატეხვა და სხვა) ● ტყვიები თავისი იარაღიდან სროლისთვის უნდა უზრუნველყოს თვითონ მონაწილემ. ● სამიზნეების დისტანცია განისაზღვრება კლასების მიხედვით, ზამბარ დგუშიანი (ასევე ნიტრო) იარაღისთვის მაქსიმალური დისტანცია 25 მეტრი (ასევე მულტიპამპი და co2), PCP იარაღისთვის მაქსიმუმ 50 მეტრი. ● მანძილის ათვლა ხორციელდება მაგიდის ნაწილიდან რომელიც განთავსებულია მსროლელის მოპირისპირეთ (ანუ იმ ნაწილიდან რომელიც მიმართულია სამიზნისკენ) ● თოფის დასადებ მაგიდას, სკამს და საყრდენ ბალიშებს ნომინალურად უზრუნველყოფს შეჯიბრის ორგანიზატორები. იმ შემთვევაში, თუ მსროლელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია მოირგოს შემოთავაზებული მაგიდა, ბალიშები სკამის და სხვა მოწყობილობები, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს თავისი მაგიდის და ინსტრუმენტარიუმის მიტანა შეჯიბრის ადგილზე. წინააღმდეგ შემთვეში მონაწილისგან არ მიიღება შენიშვნები რომ მისთვის მაგიდა სკამი, ან ბალიში მოუხერხებელი აღმოჩნდა. ● იარაღის საყრდენ სისტემად ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სასროლ ბალიშებს, რომელიც შევსებულია მარცვლეულით, ან შესაბამისი ინერტული მასალით. თუ მონაწილეს გააჩნია და სურს საკუთარი საყრდენი სისტემის გამოყენება, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საყრდენი სისტემის მოტანა შეჯიბრის ადგილზე, და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ მფლობელს მისი გაზიარება სხვა მონაწილისთვის დაუშვებელია. დასაყრდენ სისტემად შეიძლება იყოს გამოყენებული, ბალიშები, დამატებითი საყრდენი სისტემა რეგულირებით ყველა სიბრტყეში, (განმარტება - ასევე დაიშვება ბიპოდებიც), გარდა ერთი მთლიანი ნაწილისგან შემდგარი საყრდენებისა, რომელზეც თოფის წინა და უკანა მხარე ერთდროულად მაგრდება ● PCP იარაღის მფლობელს, თუ დასჭრდება შეჯიბრის დროს იარაღის დატენვა, ამ შემთხვევაში მონაწილე აცნობებს მსაჯს რომ სურს იარაღის დატენვა, ამის შემდეგ: - მონაწილე იარაღს მაგიდიდან არ იღებს - მსაჯი უზრუნველყოფს მონაწილის მაგიდასთან დასატენი ბალონის მიტანას - მონაწილე თავისით ან მსაჯის დახმარებით ტენის იარაღის ისე რომ იარაღი არ უნდა იყოს მაგიდიდან აღებული - დატენვის შედეგ მონაწილე უბრუნდება სროლას, - მაგიდასთან არსებული ბალონი შეიძლება დარჩეს მონაწილის მაგიდასთან ან გადატანილი იყოს სხვა მონაწილესთან. ● გარდა ამისა შესაძლებელია მონაწილემ თვითონ უზრუნველყოს თავისი იარაღის დამტენი მოწყობილობის მიტანა მაგიდასთან, ნასოსი, ან ბალონი. კომპრესორის გამოყენება არ არის დაშვებული, რადგან კომპრესორის მუშაობისთვის საჭიროა ელ-ენერგიის წყარო, რომელიც სასროლ მაგიდასთან მიყვანილი არ იქნება. ● გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის პერიოდში ● შეჯიბრის მსვლელობისას მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი მისთვის გამოყოფილი ტყვიებით რომლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 16 ტყვიას. გარდა მისროლისთვის გამოყენეული ტყვიებისა ● შეზღუდულია მონაწილეების საერთო რაოდენობა 100 მონაწილით, შესაბამისად შეჯიბრში მონაწილეობაზე დაიშვებიან პირველი 100 დარეგისტრირებული მონაწილეები. 50 მონაწილე ზდპ კლასისთვის და 50 მონაწილე PCP კლასისთვის. - შენიშვნა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეჯიბრის დასრულების შემდეგაც მიუღებელია დამსწრე საზოგადოებიდან მსურველების მიერ ძალის მოსინჯვა და სროლა სამიზნეებზე, რადგან საორგანიზაციო ჯგუფი შეჯიბრის დამთავრების შემდეგ დაკავებული იქნება ქულების დათვლით და ვერ უზრუნველყოფს მსურველებისთვის როგორც უსაფრთხო გარემოს ასევე სამიზნეების სასროლ მდგომარეობაში მოყვანას. იარაღის კლასები: ● ზამბარ დგუშიანი კლასი ამ კლასში მოიაზრება იარაღები რომელიც ჭურვის სროლისთვის იყენებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მეთოდს: - დგუშის გადასაადგილებლად გამოიყენება ფოლადის ხვეული ზამბარა - დგუშის გადასაადგილებლად გამოიყენება ნიტრო (იგივე აირის) ზამბარა ● PCP კლასი ამ კლასში მოიაზრება იარაღები რომელიც ჭურვის სროლისთვის იყენებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მეთოდს: ● იარაღი აღჭურვილია აირის ავზით რომელშიც ინახება წინასწარ დაჭირხნული აირი, როგორც წესი ყველაზე ხელმისაწვდომ აირად ითვლება ატმოსფერული ჰაერი ● იარაღი აღჭურვილია აირის ავზით რომელშიც ინახება წინასწარ დაჭირხნული აირი, შეიძლება იარაღის ავზის შესავსებად გამოიყენებოდეს აირადი აზოტი. იმის გამო რომ ატმოსფერულ აირში აზოტის შემცველობა 78%-ია, იგი პრაქტიკულად ატმოსფერული აირის ექვივალენტია და მისაღებია ● კატეგორიულად არ მიიღება ის იარაღი შეჯიბრზე, რომლის აირის ავზიც დატენილი იქნება საშიში და საფრთხის შემცველი აირებით, როგორიცაა: - ბუნებრივი აირი (გაზი) - ავტომობილებისთვის განკუთვნილი თხევადი აირი (გაზი) - ფრეონი - წყალბადი - ჰელიუმი სამიზნეები და გასროლების რაოდენობა: ● ყველა კლასში და დისტანციაზე გამოიყენება ერთნაირი კონსტრუქციის და ზომის წაქცევადი სამიზნეები. სამიზნედ გამოიყენება რკინის წრეები, რომლის დიამეტრიც არის 50 მილიმეტრი. დამატებით იქნება გამოყენებული ბონუს სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის. ● სამიზნეები იქნება განთავსებული 4 დისტანციაზე, 3 დისტანციაზე განთავსებული იქნება 5 სამიზნის ჯგუფი. ჯამში თითო მონაწილეს ექნება 16 სამიზნე დასაზიანებელი, აქედან 15 წასაქცევი და 1 ბონუს სამიზნე. ● კლასების მიხედვით სამიზნეები განთავსებული იქნება განსხვავებულ დისტანციებზე, კერძოდ ზამბარ დგუშიანი სისტემის პნევმატკისთვის იქნება 1 კლასი - ზამბარ დგუშიან კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე - აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დისტანციაზე 10, 15 და 20 მეტრი, თითო დისტანციაზე განთავსებული იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 30 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის PCP სისტემის პნევმატკისთვის იქნება 2 კლასი - OPEN კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დიასტანციაზე - 30, 40 და 50 მეტრი. თითო დისტანციეზე იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 70 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის - PRO კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დიასტანციაზე - 30, 50 და 70 მეტრი. თითო დისტანციეზე იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 100 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის ● გასროლების მაქსიმალური რაოდენობა ერთ რაუნდში 16 ● ყველა მონაწილეს მაგიდაზე ექნება განთავსებული ადგილი, ან ტარა რომელშიც უნდა იყოს მოთავსებული მონაწილის მიერ მოტანილი ჩათვლითი გასროლის 16 ტყვია, რაოდენობის გადამოწმება და მონიტორინგი განხორციელდება მსაჯების მიერ. ამასთანავე მონაწილეს მისროლისთვის და სამიზნის გასასწორებლად შეუძლია გამოიყენოს შეუზღუდავი რაოდენობის ტყვია, მაგრამ მისროლისთვის დამატებითი დრო არ გამოიყეფა, მონაწილე უნდა ჩაეტიოს მატჩისთვის გამოყოფილ დროში როგორც მისროლით ასევე ჩათვლითი გასროლებით. ● თითო მსროლელის მაგიდასთან იქნება 1 მსაჯი, რომელიც ჩაინიშნავს მსროლელის მიერ დახარჯულ დროს, დათვლის შედეგიან მოხვედრას, დათვლის ტყვიების რაოდენობას. მათ შორის რამდენი სამიზნე იყო წაქცეული 16 ტყვიით. ● სამიზნეებზე სროლის დაწყების წინ, მონაწილეს შეუძლია მიზნის გასწორებისთვის გამოიყენოს მისასროლი სამიზნე, რომელიც განთავზებული იქნება შესაბამისი კლასისთვის გამოყოფილ ყველაზე ახლო დისტანციაზე. მისასროლი გასროლების რაოდენობა შეეზღუდული არ არის, მაგრამ დამატებითი დრო მსროლელს არ ეძლევა, მსროლელი უნდა ჩაეტიოს მისთვის გამოყოფილ დროში როგორც სამიზნის გასასწორებლად ასევე სამიზნეების წასაქცევად. ● სროლის დროს მსროლელს შეუძლია ჰკითხოს მსაჯს საერთო პირობები, სთხოვოს შეახსენოს, თუ რამდენი გასროლა გააკეთა, რამდენი დრო დახარჯა, ან შეჯიბრის ტექნიკური დეტალები, მაგრამ მიუღებელია რჩევის მოთხოვნა, ან მიღება თუ როგორ უნდა იყოს ნასროლი, ან რა კორექტირებები უნდა იყოს შეტანილი სროლაში რომ შედეგი გაუმჯობესდეს, სროლის და დამიზნების ტექნიკას შედეგის მისაღწევად ირჩევს თვითონ მონაწილე. მატჩის ფორმატი: - 16 სამიზნე ერთ მსროლელზე - ჩათვლითი გასროლების საერთო რაოდენობა 16 - 1 ტყვია თითო სამიზნეზე სულ 16 ტყვია - გამოყოფილია თითო მონაწილეზე 15 წუთი სროლისთვის - მსროლელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაიწყოს სროლა, ჯერ ესროლოს შორს განთავსებულ სამიზნეებს შემდეგ საშუალო დისტანციას და ბოლოს ყველაზე ახლოს, ან ჯერ ესროლოს ყველაზე ახლო სამიზნეებს, შემდეგ შორს განთავსებულს და საშუალო დისტანციაზე განთავსებულ სამიზნეებს, შეზღუდვა აქ არ არსებობს, გარდა ერთი ძირითადი მომენტისა, ბონუს სამიზნე ყოველთვის ბოლო მე-16 გასროლით უნდა დაზიანდეს, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ამ ყველა მოქმედებაზე, ესტაფეტისთვის გამოყოფილ 15 წუთში უნდა ჩაატიოს ყველა ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მსროლელს არ ეძლევა. - ყველა მსროლელს ექნება გამოყოფილი მაგიდა, რომელზეც იქნება შესაბამისი სამიზნის აღმნიშვნელი ნომერი დატანილი, იგივე ნომრები იგივე ფერის აღწერით იქნება დატანილი მისთვის გამოყოფილ სამიზნეებზე შეჯიბრის ფორმატი: - ყოველი მსროლელი ესვრის 16 სამიზნეს - ყოველ რაუნდში იქნება მაქსიმუმ 5 მსროლელი (მაქსიმუმ 10 რაუნდი) - თითოეული მონაწილე იღებს 2 რაუნდში მონაწილეობას, ანუ საერთო გასროლების რაოდენობა 1 მონაწილეზე ჯამურად არის 32. - პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღების შემდეგ, მონაწილე ელოდება სანამ ყველა მონაწილე არ გაივლის პირველ რაუნდს, შემდეგ კი იღებს მონაწილეობას მეორე რაუნდში. - მონაწილეს პირველ რაუნდში რომელ 5-ულშიც მოუწევს გამოსვლა იგივე 5-ულში მიიღებს მონაწილეობას მეორე რაუნდშიც - თუ მოგებულ მონაწილეებს შორის იქნება ერთნაირი თანაბარი ქულების რაოდენობა, გამარჯვებულის გამოსავლენად გამოყენებული იქნება მონაწილის მიერ დახარჯული დრო. ვისაც უფრო ნაკლებ დროში ექნება მიღებული შედეგი ის მონაწილე ჩაითვლება გამარჯვებულად. - ყოველი მონაწილე ისვრის მისთვის გამოყოფილ სამიზნეებს რომელიც იქნება განსხვავებული ფერით შეღებილი სამიზნეების თავისებურება და მსროლელის ვალდებულება: - მსროლელი ვალდებულია დააკვირდეს სამიზნეებს რომელსაც ესროლა, თუ აღოჩნდება რომ გასროლისას ნასროლი იყო ერთ სამიზნეზე და ამასობაში წაიქცა 2-3 სამიზნე ან 5-ივე სამიზნე ერთ ბლოკში (სროლის შემდეგ მსაჯები ჩამოივლიან ყველა სამიზნეს და წაქცეულ სამიზნეზე აკვირდებიან ტყვიის კვალს, თუ ტყვიის კვალი არ იქნება აღმოჩენილი წაქცეულ სამიზნეზე, ან აღმოჩნდება რომ ტყვია სამიზნე წრეშI კი არა არამედ მოხვედრილია სამიზნე რგოლის ღერძში, ასეთი წაქცეული სამიზნე არ ჩაითვლება შედეგიან გასროლად), ეს არ ნიშნავს იმას რომ მსროლელი სუპერ ქულას მიიღებს, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ან მსროლელის მიერ ნასროლი ტყვია, ან ასხლეტილი ტყვია მოხვდა მექანიზმის იმ ნაწილს რომელმაც უზრნველყო რამდენიმე სამიზნის წაქცევა. - ასეთ შემთხვევაში, მსროლელის ვალდებულებაა გააკონტროლოს წაქცეული და გაკეთებული გასროლილი სამიზნეების რაოდენობა. თუ მსროლელმა გააკეთა მაგალიტად 10 გასროლა და წაქცეული აქვს 12 ან მეტი სამიზნე მინიმუმ კითხვა უნდა გაუჩნდეს რატომ მოხდა ეს. - გვერდზე მდგომი მსაჯი მხოლოდ აფიქსირებს შედეგებს და იმის გამო რომ მას ხელთ არ აქვს ოპტიკური სამიზნე შეიძლება ვერ დააფიქსიროს შორ მანძილებზე ერთ გასროლაზე რამდენიმე სამიზნის წაქცევა, ამიტომაც საყვედური მსაჯის მიმართ არ მიიღება - იმ შემთხვევაში თუ ნმსროლელი ან მსაჯი დააფიქსირებენ რომ 1 გასროლით წაიქცა რამდენიმე სამიზნე, იმისათვის რომ აცილებული იყოს ქულების დათვლისას დაუზიანებელი სამიზნეების გამორიცხვა და ქულების დაკლება, მსროლელმა უნდა აცნობოს მსაჯს (თუ მსაჯმა თავისით ვერ დააფიქსირა იგივე), რომ ერთი გასროლით მოხდა რამდენიმე სამიზნის წაქცევა. ამ შემთხვევაში, მსაჯი ჩაინიშნავს თუ რომელ დისტანციაზე მოხდა აღნიშNული ხარვეზი, სთხოვს მსროლელს გააგრძელოს სროლა, ხოლო ბოლო ბონუს გასროლის შმედეგ, მსაჯი დააპაუზებს დროს, შეამოწმებს ჩანიშNული სამიზნეების ბლოკს, და თუ აღმოჩნდება რომ წაქცეულია რამდენიმე სამიზნე რომლებზეც არ არის ნატყვიარების კვალი, მაშის მსაჯი გაასწორებს სამიზნეებს და მოიყვანს სასროლ მდგომარეობაში, შემდეგ დაბრუნდება მსროლელთან გააფრთხილებს რომ აღმოჩენილი იყო წაქცეული სამიზნეები რომლებზეც არ იყო მოხვედრის კვალი, ამიტომაც, მსროლელს შესაბამისი რაოდენობა გასროლა შეუძლია გააკეთოს ხელახლა და ამ დროს მსაჯი დაპაუზებულ დროს გააგრძელებს, რათა მიიღოს საბოლოო გაერთიანებული დრო. - ზემოთ აღწერილი წესი არ იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ა) მსროლელმა არ მიუთითა მსაჯს და არ აღნიშნა სამიზნეების თავისით წაქცევა ბ) მსროლელმა არნიშნა რომ ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნე წაიქცა, მაგრამ მატჩი ისე გაიარა რომ 16 გასროლა გააკეთა, შედეგად მსაჯმა რომც გაასწოროს სანმიზნეები მონაწილეს ფიზიკურად გასროლების რაოდენობა არ ექნება - თუ სამიზნე წაიქცა, და სროლის დასრულების შემდეგ გაირკვა რომ სამიზნე დაზიანებული არ არის ეგრეთქოდებულ "Kill Zone"-ში, არამედ მოხვედრილია სამიზნის დამჭერ ღერძში, ასეთი წაქცეული სამიზნე ჩაითვლება დაზიანებლად და მსროლელს ასეთ წაქცეული სამიზნისთვის ქულები არ დაერიცხება სამიზნეები: ● სამიზნეებად გამოყენებული იქნება წასაქცევი სამიზნეების ბლოკი, თითო ბლოკში არის 5 სამიზნე, ასევე გამოყენებული იქნება ჩამოკიდებული ბონუს სამიზნე ● წასაქცევი სამიზნეების მექანიზმი, გაერთიანებული იქნება 5 წასაქცევი სამიზნე. მექანიზმი უზრუნველყოფს სამიზნეში ტყვიის მოხვედრისას სამიზნის წაქცევას და წაქცეული სამიზნის მსროლელის თვალთახედვის არეალიდან გაქრობას. ● ბონუს სამიზნედ გამოყენებული იქნება ჩამოკიდებული გონგი 150 მილმეტრის დიამეტრის. ● შედეგიან მოხვედრად ჩაითვლება ის შემთხვევა როდესაც მოხვედრილი ტყვია უზრუნველყოფს სამიზნის წაქცევას, ხოლო ბონუს სამიზნის შემთხვევაში ტყვიამ უნდა უზრუნველყოს სამიზნის გამოძრავება და მკაფიოდ მოხვედრის ხმის გამოცემა. თუ ტყვია მხლოდ მსუბუქად შეეხება სამიზნეს და ვერ უზრუნველყო საკმარისი ენერგიის მინიჭება სამიზნისთვის რომელიც მას წააქცევდა ან გაამოძრავებდა, ასეთი მოხვედრა შედეგიანად არ ჩაითვლება. ● გასათვალისწინებელი მომენტი - თუ სამიზნეს ტყვია შეეხო და სამიზნე არ წაიქცა, მოქმედებს ზემოთ აღწერილი წესი, ანუ მსაჯი იღებს დასკვნას რომ მოხვედრილი იყო ტყვია ძალიან სუსტად, ან მოხვედრილი იტო ტყვიის ანასხლეტი რაც სამიზნის წასაქცევად საკმარისი არ იყო, ამიტომაც ასეთი გასროლა არ ჩაითვლება შედეგიან გასროლად, მიუხედავად იმისა რომ სამიზნეზე შეიძლება დარჩეს საღებავის აცლის კვალი. ● სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target (ლინკი განახლების პროცესშია) სამიზნეების ზომები და ქულები: - ყველა სამიზნე მიუხედავად იმისა თუ რა კლასში იქნება გამოყენებული, ან რა დისტანციაზე იქნება განთავსებული, იქნება ერთი ზომის - გამოიყენება რკინის მრგვალი სამიზნე თითოეული სამიზნის დიამეტრი არის 50 მილიმეტრი - ბონუს სამიზნედ გამიყენება გონგი 150 მილიმეტრის დიამეტრის - სულ წასაქცევი სამიზნეების რაოდენობა 1 მსროლელზე 1 რაუნდში არის 15 ცალი - ასევე იმავე რაუნდში მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ბონუს გონგის დაზიანება 1 ტყვიით - შედეგად სულ 1 რაუნდში მონაწილე ისვრის 16 ტყვიას (15 წასაქცევ სამიზნეზე და 1 ბონუს სამიზნე) ქულების დათვლა: - თითო წაქცეული სამიზნე ითვლება 10 ქულად - ბონუს სამიზნე ითვლება 20 ქულად - მაქსიმალური რაოდენობა რაც შეიძლება მონაწილემ დააგროვოს ერთ რაუნდში არის 170 ქულა უსაფრთხოება ● ყველა მონაწილე ვალდებულია შეჯიბრზე გამოცხადდეს თავისი იარაღით, იარაღი უნდა იყოს განმუხტული. კერძოდ - იარაღში შეიძლება იყოს ჰაერი, ან აირი რომელიც გამოიყენება სროლისთვის, მაგრამ იარაღში არ უნდა იყოს განთავსებული კლიპი, ან ტყვია და იარაღი არ უნდა იყოს გადატენილი და საბრძლო მდგომარეობაში მოყვანილი. ● მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის გადამოწმების დროს იარაღი წარუდგინოს მსაჯს, ან შეჯიბრის ორგანიზატორებს აჩვენოს რომ იარაღი არაა დატენილი და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ამის შემდეგ კი იარაღი უნდა განათავსოს ცალკე გამოყოფილ ზონაში, სადაც იარაღი იქნება განთავსებული იმ დრომდე სანამ მონაწილეს არ მოუწევს თავისი რიგი. ● შეჯიბრის ტერიტორიაზე არ დაიშვება იარაღის შემოწმება, მიზნის გასწორება და იარაღის ხელით ტარება. ● ნებისმიერი ტექნიკურად გაუმართავი იარაღი (თვითსროლა, მექანიზმის გაჭედვა, ჰაერისგან დაცლა, ნაწილების მოძრობა, კონდახიდან ამოვარდნა, არასაიმედოობა რომელიც გამოვლენილი იქნება მსაჯის მიერ) განხილვის გარეშე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ● ყველა მონაწილემ იარაღი უნდა განათავსოს ცალკე გამოყოფილ ზონაში, და აიღოს იარაღი მხოლოდ მაშინ როდესაც მას უწევს ესტაფეტაში მონაწილეობა ● ერთ რაუნდში მონაწილეები ვალდებულნი არიან ჩათვლითი დროის 15 წუთის დამთავრებამდე იარაღი დატოვონ მაგიდაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ სროლა გამოყოფილ დროზე ადრე დაამთავრეს. ● იარაღის მაგიდიდან აღება მოხდება მსაჯის ნებართვის შემდეგ. ● სროლის დამთავრების შემდეგ იარაღი მსაჯის თანდასწრებით შემოწმებული უნდა იყოს რომ განმუხტულია და დაბრუნებული უნდა იყოს, ან იარაღის შენახვის ზონაში, ან შენახული იყოს ჩანთაში, ან ყუთში და გატანილი იყოს შეჯიბრის ზონიდან ● შეჯიბრის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, ქულების დათვლის დამთავრებამდე და დაჯილდოების დასრულებამდე იარაღი უნდა იყოს განთავსებული უსაფრთხოების ზონაში. მონაწილეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აქვს უფლება იარაღი წასვლამდე აიღოს, გადასცეს სხვას, ან ნებისმიერი სხვა მოქმედება ჩაატაროს. ხალხმრავალ ტერიტორიაზე სადაც ძნელია კონტროლი, არ არის მიზანშეწონილი იარაღის უკონტროლოდ მოძრაობა ნებისმიერი ფორმით. პასუხისმგებლობა ყველა მონაწილე პასუხისმგებელია თავის იარაღზე, იარაღის დაზიანება, დაკარგვა, მოვლა უსაფრთხოდ განთავსება, შენახვა და სხვა მოქმედებები რომელიც შეიძლება მოხდეს თოფის შეჯიბრის ტერიტორიაზე არსებობის დროს არის მონაწილის მხარეს. იარაღზე პასუხს არ აგებენ შეჯიბრის ორგანიზატორები არანაირი ფორმით. რეგისტრაცია რეგისტარციის საფასური 1 მონაწილეზე 50 ლარი დაინტერესების შემთხვევაშI რეგისტრირეგისთვის დარეკეთ ნომერზე: 557 00 07 01
| |
| > |
|
|
Aug 25 2026, 11:55 AM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,355 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
დამატებითი ინფორმაცია მონაწილეებისთვის შეჯიბრის თარიღი ზემოთა პოსტიდან უკვე იცით მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - 13 სექტემბერი 2026 წელი შეჯიბრის ჩატარების ადგილი - ლაგოდეხი, კონკრეტული ლოკაცია გაზიარებული იქნება მონაწილეებისთვის ვინც დარეგისტრირდებიან შეჯიბრში შეჯიბრის დაწყების დრო - 10:00 დაგეგმილია 10 საათზე დაწყება, იმედია ხელის შემშლელი ფაქტორები არ იქნება და ყველაფერი წარმატებით დაიწყება დათქმულ დროს შეჯიბრი ჩატარდება დაგეგმილია 3 ეტაპად, ყველა ეტაპში იქნება 2-2 მატჩი, ანუ თითო კლასის მონაწილეს 2-2-ჯერ მოუწევს სროლა მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ვთქვათ ზდპ კლასში იქნება 13 მონაწილე, ამ შემთხვევაში როგორც ზემოთ წესებშია აღწერილი, თითო მატჩში მიიღებს მონაწილეობას 5 მონაწილე, ეს 5 მონაწილე გაისვრის მისთვის განკუთვნილ სამიზნეებზე, მიიღებს კონკრეტულ შედეგს, რომელსაც გადაამოწმებენ მსაჯები, გადამოწმებულ შედეგზე მსაჯი ხელს მოაწერინებს მონაწილეს რომ შედეგები მიღებულია გასაჩივრება და პრეტენზია მონაწილეს არ აქვს. ამის შემდეგ შემდეგი 5 მონაწილე მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას, იმის შემდეგ რაც მეორე ხუთეულიც მიიღებს მონაწილეობას, შეჯიბრს გააგრძელებს დარჩენილი 3 მონაწილე. როდესაც პირველი მისვლა ჩავლილი იქნება ყველა 13-ივე მონაწილისთვის, პირველი ხუთეული ხელახლა მეორე მისვლით გაივლიან იგივე ეტაპს, ანუ ესვრიან მათთვის განკუთვნილ სამიზნეებს, სროლის დასრულების შედეგ მსაჯები გადაამოწმებენ შედეგებს და ასევე მეორე შედეგების ფურცელზეც ხელს მოაწერენ მონაწილეები. შედეგად ყველა მონაწილეს ექნება გაკეთებული გასროლა 2-ჯერ და 2 შედეგის ფურცელი, მათი დაჯამებით მიიღება საერთო ქულები და საერთო დახარჯული დრო 2 მატჩში. სწორედ ამ ქულებით და დახარჯული დროით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა იგივე გამეორდება OPEN კლასშიც და PRO კლასშიც. დღის განრიგი ნულოვანი ეტაპი - გამზადებული ინექბა შეჯიბრის ლოკაცია რომელზეც განთავსებული იქნება წესების მიხედვით გაწერილი სამიზნეები წინასწარ განსაზღვრულ დისტანციებზე. ასევე გამზადებული იქნება სასროლი მაგიდები სკამები და მინიმალური ბალიშების ნაკრები. უ რომელიმე მსროლელს სურს თავისი პირადი სკამის და ბალიშების გამოყენება, ასეთ შემთხვევაში მსროლელმა თვითონ უნდა უზრუნველყოს თავისი ეკიპირების მიტანა შეჯიბრის ადგილზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ შეჯიბრში არ არის ლიმიტები დაწესებული ამიტომაც, ყველა მსროლელს აქვს უფლება გამოიყენოს ნებიმისერი ენერგეტიკის იარაღი და ნებისმიერი ტიპის ტყვია, როგორც ეგრეთწოდებული "პელეტი"-ს ტიპის ტყვია ასევე ეგრეთწოდებული "სლაგი"-ს ტიპის ტყვია ეტაპი პირველი - ზდპ კლასი დაიწყება 10:00 საათზე ამ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ზდპ კლასში დარეგისტრირებული მონაწილეები. იმის შედმეგ რაც ყველა მონაწილე 2-2-ჯერ გააკეთებს როტაციას ზდპ კლასის შეჯიბრი დასრულდება, შედეგების ფურცლები იქნება შენახული და გამარჯვებული გამოვლინდება დღის ბოლოს ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ. ეტაპი მეორე - ამ ეტაპზე განხორციელდება სამიზნეების გადალაგება OPEN კლასის პირობების მიხედვით, პარალელურად გაირკვევა მონაწილეების თანმიმდევრობა თუ რომელ ჯგუფში (დივიზიონში) ვის მოუწევს მონაწილეობა ეტაპი მესამე - OPEN კლასის შეჯიბრი, დაიწყება ზდპ კლასის შემდეგ, სამწუხაროდ კონკრეტული დროის დასახელება ჭირს დამოკიდებულია ზდპ კლასის მონაწილეთა რაოდენობაზე, საორიენტაციოდ ეს იქნება 12:00. იმის შემდეგ რაც ყველა მონაწილე 2-2-მატჩში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ჩაწერილი შედეგები, გადამოწმებული იქნება მსაჯების მიერ და ხელმოწერილი იქნება მონაწილეების მიერ, OPEN კლასის შეჯიბრი იქნება დასრულებული ეტაპი მეოთხე - ამ ეტაპზე განხორციელდება სამიზნეების გადალაგება PRO კლასის პირობების მიხედვით, პარალელურად გაირკვევა მონაწილეების თანმიმდევრობა თუ რომელ ჯგუფში (დივიზიონში) ვის მოუწევს მონაწილეობა. აქვე შეგახსენებთ რომ PRO კლასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ მონაწილეს რომელსაც ერთხელ მაინც ექნება მიღებული მონაწილეობა ნებისმიერ სხვა შეჯიბრში რომელიც ორგანიზებული იყო AIRGUN.GE-ს ეგიდით. სწორედ ამიტომ ტარდება ჯერ ზდპ და OPEN კლასი რომ PRO კლასში მონაწილეობის მიღების მსურველებს ჰქონდეთ ფორმალურად ეს პირობა დაცული. ეტაპი მეხუთე - PRO კლასის შეჯიბრი, იგივე პრინციპით ყველა მონაწილე იღებს 2-2-ჯერ მონაწილეობას, თითოეული მონაწილეობის შემდეგ ხდება მსაჯების მეშვეობით შედეგების გადამოწმება და მონაწილის მიერ ხელმოწერით დასტურდება რომ ყველაფერი მისაღებია და არ ასაჩივრებს შედეგებს. ეტაპი მეექვსე - ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა კლასის შეჯიბრის მონაწილეების ქულების დაჯამება და გამარჯვებულების გამოვლენა თითოეულ კლასში, ამის შემდგ თითოეული კლასის დაჯილდოვება.
| |
| > |
|
|
![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th August 2026 - 09:45 PM |
| Hosted by Pro-Service |