|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 25 2018, 04:18 AM
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ხანგრძლივი 5 წლიანი შესვენების შემდეგ BR 25 ბრუნდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოში 2018 წლის 23 სექტემბერს Airgun.ge-ის ნებართვით ჩატარდა რიგით მესამე BR25 პნევმატური იარაღიდან 50 მეტრზე სროლაში, რომელშიც 10 მსურველი იღებდა მონაწილეობას. აქვე შეგახსენებთ რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით, პნევმატური იარაღის მაგიდიდან სროლაში ეს არის ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრი, როგორც არაოფიციალურ, ასევე არარსებულ ოფიციალურ შეჯიბრებს შორის. მონაწილეების სიმცირე კი ორგანიზატორების სიფრთხილით იყო განპირობებული, რაც პირადად ჩემი აზრით სრულიად გამართლებული და ჯანსაღი მიდგომაა მაშინ როდესაც საქმე სროლაში შეჯიბრს ეხება. ორგანიზაოტერები ყველა დაშვებული მონაწილის პნევმატურ იარაღთან მოპყრობის კულტურაზე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები. რითაც უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და ის ადამიანები ვინც ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო ეტაპებს არ გაივლით ინდვიდუალურ პატარა გასვლებზე და ჩვენს თანაფორუმელებს თუ არ მოხიბლავთ იარაღთან ქცევის კულტურით, შეჯიბრზე უბრალოდ არ დაიშვებით. აქვე იმასაც დავწერ რომ ამ მიდგომამ შეჯიბრი უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი გახადა და სათვლელი ინვენტარის მომარჯვებამდე თვალში მოსახვედრი ფოვორიტები არ გვყავდა და მიუხედავად არაერთი ძალიან დაბალზუმიანი ფაქტიურად სანადირო მსხვილბადიანი ოპტიკებისა, ბიჭებმა მაინც მოახერხეს და ტოლი არ დაუდეს ტოპ კლასის აგრეგატებს ძვირადღირებული ოპტიკებით და საკმაოდ კონკურენტუნარიანი შედეგები დადეს საბოლოოდ. ამის დეტალურ განხილვას მოგვინებით დავუბრუნდებით, მანამდე კი არ შემიძლია არ შევეხო ინდივიდოალური მაგიდების თემას, რამაც მე თუ მკითხავთ არც თუ ისე პატარა როლი ითამაშა შეჯიბრის მაღალ დონეზე და მაღალი ქულების დადებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს თანაფორუმელებს giga2010-ს, aleqsa-ს და Monsoon-ს, ასევე მადლობას ვუხდი მთელი ფორუმის სახელით ამავე ბიჭებს სამიზნე მოწყობილობებისთვის. Aleqsa-ს კიდევ ერთი მადლობა ულიმიტო სამიზნეებისთვის. პრიზიორების და ყველა მონაწილის სახელით მადლობას ვუხდი pilotina-ს და Gregory-ს დამატებითი პრიზების დაწესებისთვის. წინა შეჯიბრის მონაწილეები დამეთანხმებიან ალბათ რომ ბეტონის მაგიდას რომელსაც თითქმის ცათამბჯენისთვის საკმარისი ფუნდამენტი ჩაუსხეს, მაინც არ გამოვიდა იმდენად მყარი, რომ სტაბილური და ურყევი დამიზნება უზრუნველყოს. დამიზნების მომენტში ვინმეს მიყრდნობისას საკმაო ვიბრაცია გადმოდის თოფზე საიმისოდ რომ შედეგზე გავლენა მოახდინოს და სროლის მომენტში კი ტყვიის კვატრატიდან გასვლაც კი ძალუძს მაგიდასთან ვინმეს მიერ უხეშად შეხებას. დავუბრუნდეთ ისევ 23 სექტემბერს და თანმიმდევრულად გავიხსენოთ დილის შეკრებიდან დაშლამდა რა ხდებოდა ჩვენს თავს. Amindi.ge-ზე მილიონჯერ შეცვლილი პროგნოზისდა მიუხედავად pilotina-მ 22 სექტემბერის საღამოს წერტილი დაუსვა ჩვენს ნერვიულობას და მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი სიზუსტის პროგნოზი მოგვაწოდა. მონაწილე და არა მონაწილეების დილა კი ასე დაიწყო: დილის 10:00-ზე შევიკრიბეთ ყველანი ისნის კარფურთან, ყველაფერი რაც შეჯიბრის შემდგომი ქეიფისთვის იყო საჭირო შევიძინეთ და დაახლოებით 11:40-ზე 4 მანქანით ქესალოს გზას გავუდექით. ადგილზე მისულებს კი დაგხვდა ამინდი როგორზეც არც კი გვიოცნებია. მართალია ცოტა ნერვიულობა მაინც არ აგვცდა იმის გამო რომ მკვეთრად სხვა სიტოაციას წავაწყდით ბეტონის მაგიდამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე და ერთი მომენტი ისიც კი დავუშვით რომ მაგიდა და მაგიდის მიმდებარე ტერიტორიაც გადათხრილი დაგხვდებოდა, თუმცა ბოლო მემენტში გადათხრილ გადმოთხრილების იქით ღრმა ჩრდილიდან ქესალოს მაგიდამაც გამოანათა და ნერვიულობის მეორე ეტაპიც ასე გადაილახა. მანქანები ცოტა მოშორებით დავაბინავეთ და გადმოსვლისთანავე შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარი გადმოვზიდეთ თოფების ჩათვლით და მომენტალურად სასროლეთის მოწყობას შევუდექით. რასაც რეკორდულად ცოტა დრო მოვანდომეთ ბიჭების დაუზარელობის და მაღალი აქტიურობის ხარჯზე. თუმცა გაგრძელებაზე იგივეს ვეღარ ვიტყოდი. შეჯიბრამდე მისროლისთვის კონკრეტული დრო არ გამოვყავით, რამაც საბოლოო ჯამში ცოტა ქაოტურობას ჩაუყარა საფუძველი და ერთიანობაში საკმაოდ ხანგრძლივი შეჯიბრი გამოგვივიდა. ასეთი იყო ჩვენი წინასაშეჯბრო მოსამზადებელი სიტოაცია ამ ვიდეოში წესები შევახსენეთ მონაწილეებს და მიუხედავად იმისა რომ ვიდეოში 20 წუთზეა საუბარი, შეჯიბრის სტარტშივე შევცვალეთ ერთხმად ეს გადაწყვეტილება და სასროლი დრო 30 წუთამდე გავზარდეთ. შეჯიბრის მსვლელობისას, ოდნავ მოგვიანებით ღონისძიებას ძირძველი Gela, Ilariona, CZ, Jaja და Davitusa შემოურთდნენ, რამაც სიტოაცია კიდევ უფრო გამოაცოხლა. საერთო ჯამში შეჯიბრის მონაწილეც და არა მონაწილეც კარგად ერთობოდა შეჯიბრის მსვლელობისას. კაკოიეს შეჯიბრის ბოლოსს ფიქტიური დაჯილდოებაც კი მოუთხოვია როგორც ვიდეოში გაირკვა მოგვიანებით და მოუკვდეს ჩემი თავი რო ადგილზე ვერ გავიგე და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად (ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს რო იგებენ ყოველ ჯერზე) არ დავეხმარე ფეიკ ნიუსის შექმნაში მონაწილეები კენჭისყრის შედეგად შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ და შეჯიბრმაც აიღო სტარტი როგორც იქნა. სამწუხაროდ იმდენად გავერთეთ რომ ყველა მონაწილის სროლის მომენტში გადაღება ვერ შევძელით, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ![]() Pilotina-Taipan MKII///Athlon 8-34X56 2012, 2013, 2018-ის საუკეთესო ნასროლი და საქართველოს რეკორდი BR25-ში 50 მეტრზე პნევმატურით სროლაში. ზურა ძალიან მაღალ დონეზე იყო მომზადებული და შედეგმაც არ დააყოვნა. giga2010-Artemis P15///4-16X50 შეჯიბრის დაწყებმადე გიგა ჩემი ვარაუდით შეჯიბრის ერთერთი ფავორიტი იყო და პრიზიორიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ჩემი ვარაუდით ოპტიკა ვერ გაასწორა სათანადოდ. ამას იმიტომ ვწერ, რომ ნასროლების თითქმის 90% მარჯვნივ არის გადახრილი, რაც იმას ნიშნავს რომ თოფის პოტენციალი სრულად არაა გამოყენებული. ჩემი ვარაუდით კარგი ოპტიკით ამ თოფს სტაბილური 220 ქულა შუძლია 50 მეტრზე ________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _ ![]() ![]() gura93-Cometa Lynx///C. Zeiss 6-24X50 სანდრო არის ჩვენი ფორუმის ახალბედა მსროლელი, რომელმაც აკაკიც თოფით საკმაოდ კარგი ქულა აჩვენა და იმედი მაქვს მომავალში თავის თოფსაც მოიყვანს მწყობრში და შედეგს ბევრად გააუმჯობესებს. Monsoon-Artemis P10///4-16X40 გიორგიც დებიუტანტია ჩვენი შეჯიბრის და აქაც ვხედავთ რომ თოფის პოტენციალი არაა ბოლომდე გამოყენებული. პირველ ზოლში ყველა ტყვია მარცხნივ არის წასული. მის სამიზნეს თუ დააკვირდებით, მესამე ზოლში კარგად დაინახავთ მისი თოფის რეალურ პოტენციალს. ________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ ![]() ![]() Ilariona-B. Marauder E///10-40X50 ილომ ჩემი აზრით პირველ ზოლში დროულად შენიშნა ტყვიის მარჯვნივ მკვეთრი გადახრა და დანარჩენ 20 სამიზნეში სავარაუდოდ კლიკების პაპრავკის გარეშე მილდოტებით იხელმძღვნელა და 10-თან უფრო ახლოს მიყვანა ყველა ტყვია ნუ ილარიონამ როგორც კი დაასრულა სროლა, გაეშურა მიზნის წამოსაღებად და უკან მობრუნებისას უეცრად მოულედნელმა მოუთმენრობამ შეიპყრო, რამაც საკუთარი ნასროლის სწრაფადვე დათვლისკენ უბიძგა. ![]() და როგორც კი დაასრულა დათვლა მომენტალურად 212 ქულიანი ბრინჯაოს ღიმილი მოეფინა სახეზე, ![]() ________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ ![]() ![]() STALKER-Artemis P15///UTG3-12X44 სტალკერას ნასროლზე ცოტა მიჭირს დასკვნების კეთება, ერთი შეხედვით ოპტიკა კარგად აქვს გასწორებული და რატომღაც მეჩვენება რომ რამდენიმე კარგი გასროლის შემდეგ ყურადღებას ადუნებს ან პირიქით ემოციებისგან ივსება და ცივად დამიზნებას ვეღარ ახერხებს. ნუ საერთო ჯამში დასკვნა ვერ გამომაქვს. შესაძლოა თოფის ბრალიც იყოს, მოკლედ შემოვა და თვითონ დამეხმარება იმედია დასკვნების კეთებაში. ![]() ![]() NRG-Cometa Lynx///C.Zeiss 6-24X50 აკაკის მისროლაზე 2-ჯერ ზედიზედ X-ში ჰქონდა ნასროლი და აქვე ჩანდა რომ მას თავიდანვე ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. სავარაუდოდ ინანა რომ მისი X-ები მისროლამ შთანთქა. საერთო ჯამში აკაკიმაც საქართველოს ბრ-ების ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ქულა აჩვენა და შესაბამისად ვერცხლის პრიზირორიც გახდა. Aleqsa-Kruger///Leapers 6-24X50 ალექსამაც ქულების დიდი წილი პირველ ზოლში დაკარგა და ამის მიუხედავად მაინც საკმაოდ მაღალი ქულა აიღო. აქაც იქმნება შთაბეჭდილება რომ ოპტიკა არაა კარგად გასწორებული. პირველი ზოლში 4 ნასროლი ფაქტიურად 10-11 მილიმეტრიან ჯგუფშია, რაც ოპტიკის უკეთესად გასწორების შემთხვევაში იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ეს 4 ნასროლი 10-დან არ გამოსულიყო. ![]() ![]() okela84-Weihrauch HW100T///Walther FT8-32X56 ნუ მეც დაახლოებით იგივე დამემართა რაც სხვებს. პირველი ზოლის 6-ვე ტყვია ფაქტიურად 12 მილიმეტრიან ჯგუფშია და მეორე ზოლიდან უკვე საკმაოდ დემორალიზებულმა, მიუხედავად მონდომებისა ვეღარ მივხვდი ორიენტირი როგორ ამეღო მილდოტებით და ჩემი მონდომების და მიუხედავად ვერ შევძელი კაი ქულების აღება Ja ja-Steyr LG110///Falcon T50 ჯაჯას პირველი 5 გასროლა მისროლის ჩათვლით იყო იდიალურთან ძალიან ახლოს მეორე ზოლში კი დააკვირდით მის უდიდებულესობას LG110-ის ვერტიკალურ თითქმის 5 მილიმეტრიან ჯგუფს ![]() ერთი სიტყვით მეორე ზოლის შემდეგ ხელჩაქნეულ ნასროლებს ჰგავს. რატომღაც მეჩვენება რომ კისერი ძაან დაჭიმული აქვს. ეგ პლანკა მინიმუმ სარეგულირებელ სალოყეს ითხოვს და მგონი ოპტიკის ოდნავ უკან წამოწევას. შედეგების დათვლამაც აზრთასხვადასხვაობების გარეშე ჩაირა. ![]() ![]() ![]() ![]() ნუ კოღოების ხელის შეშლის მიუხედავად, ჯაჯამ მაინც მოახერხა და ამ მედლების მფლოფელებიც გამოგვივლინა. 1) Pilotina 219 2) NRG 213 3) Ilariona 212 4) giga2010 195 5) okela84 192 6) STALKER 189 7) Aleqsa 183 8) gura93 177 9) ja ja 154 10) Monsoon 151 ![]() აქვე დაჯილდოვების ორი ვიდეო რომელიც ამ დილით ჩემს ტელეფონში აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით. შემდეგ ჯერზე ეს საკითხიც უნდა დალაგდეს. ერთ ადამიანს უნდა დაეკისროს ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღება. ნუ აქ უკვე ისე ვარ რომ ვაბშე სხვები რო დამეჯილდოვებინა არ უნდა გაგკვირვებოდათ ![]() ![]() ესეც ჩვენი ახალი ჩემპიონის თოფი ![]() სანამ ქეიფზე გადავიდოდით ფოტოსესიებმა ცოტა ხნით გამოვედით მწვადის ბურუსიდან და ფოტოსესიებისთვისაც მოვიცალეთ აწ უკვე პოპულარულ ჩემპიონებთან ერთად ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ მორჩა ობიექტივისკენ ნატყორცნი მზერები და დაიწყო ქეიფისთვის მზადება, რეალობაში ოდნავ სხვა თანმიმდევრობა იყო, მაგრამ რეპორტს ეს თანმიმდევრობა უფრო უხდება ![]() ![]() ![]() მადლობა დავითუსას ლამაზი და ხარისხიანი ფოტოებისთვის. ნახევარი რეპორტი მისი ფოტოებით შევავსე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იქ მყოფს, მონაწილეებს, პრიზიორებს და თანაორგანიზატორებს. დამეთანხმებით ალბათ რომ კარგი დღე გამოვიდა და ამ ფოტოთი ვასრულებ რეპორტს ![]()
| |
| > |
|
|
okela84 მესამე შეჯიბრი BR25 (EURO) Sep 25 2018, 04:18 AM
aleqsa okela84
კაცო ალექს შენ ... Sep 25 2018, 07:55 AM
name კარგია, გილოცავთ ბ... Sep 25 2018, 09:22 AM
vexam გილოცავთ ყველას! Sep 25 2018, 10:10 AM
S.T.A.L.K.E.R მშვენიერი გასვლა დ... Sep 25 2018, 11:21 AM
pilotina მალადეც ალეკო, შენ ... Sep 25 2018, 03:49 PM
userman pilotina -ს ვულოცავ გამა... Sep 26 2018, 10:01 AM
SVD ვუერთდები მილიცვე... Sep 26 2018, 02:49 PM
okela84 ბიჭებო ზუმი არის მ... Sep 26 2018, 05:23 PM
vexam ალბათ, ეს ახალი (უხმ... Sep 26 2018, 07:29 PM
okela84 vexam
კი რათქმაუნდა დ... Sep 26 2018, 08:24 PM
ilariona სანაქებო რეპორტი, ... Oct 1 2018, 07:37 AM
gela ilariona
ციტატა(ilariona @ 1st O... Oct 1 2018, 09:23 AM
okela84 ციტატა(ilariona @ 1st October 201... Oct 1 2018, 08:30 PM
okela84 ციტატა(ilariona @ 1st October 201... Oct 1 2018, 08:30 PM
NRG okela84
ძაან ობიექტური ... Oct 2 2018, 12:56 AM
okela84 NRG
ციტატა(nrg123 @ 2nd October ... Oct 2 2018, 09:14 AM
gregory NRG
გილოავ კიდევ ერთ... Oct 2 2018, 12:39 PM
userman NRG
კიდევ ერთხელ გილ... Oct 2 2018, 06:00 PM
okela84 მართლა მაგარი თოფი... Oct 2 2018, 06:50 PM
userman okela84
ციტატა(aleqsandre @ 2nd ... Oct 2 2018, 08:40 PM
giga2010 რამე შუალედური შე... Oct 2 2018, 09:28 PM
okela84 giga2010
BR25-ს 50 მეტრზე, ხა... Oct 2 2018, 10:06 PM
giga2010 ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2... Oct 2 2018, 10:16 PM
okela84 giga2010
რათქმაუნდა სახ... Oct 2 2018, 10:24 PM
giga2010 okela84
კარგი იქნება. ე... Oct 2 2018, 10:31 PM
ilariona წელიწადში ორჯერ არ... Oct 3 2018, 12:39 PM
giga2010 ციტატა(ilariona @ 3rd October 201... Oct 3 2018, 01:27 PM
okela84 წელიწადში ერთი და ... Oct 3 2018, 03:22 PM
giga2010 okela84
არ ვიძახი რომ ... Oct 3 2018, 04:55 PM
userman გაზაფხულამდე ბევრ... Oct 3 2018, 05:02 PM
giga2010 userman
გაიხარე, ეგრე რ... Oct 3 2018, 05:04 PM
userman giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd O... Oct 3 2018, 06:12 PM
Davitus ვერ მოვიცალე ნორმა... Oct 4 2018, 01:45 PM
okela84 ციტატა(Davitus @ 4th October 2018... Oct 4 2018, 02:38 PM
NRG okela84
ციტატა(aleqsandre @ 2nd ... Oct 4 2018, 11:28 PM
NRG userman
ყველაზე მაგრად ... Oct 4 2018, 11:35 PM
userman NRG
მე როცა გავტესტე... Oct 5 2018, 09:15 AM
okela84 NRG
ციტატა(nrg123 @ 5th October ... Oct 5 2018, 11:37 AM
gela okela84
ოქროს ხელები გქ... Oct 5 2018, 11:54 AM
giga2010 გარდამავალი თასიც... Oct 5 2018, 01:13 PM
okela84 giga2010
გიგა გარდამავა... Oct 5 2018, 02:00 PM
pilotina okela84
მე მგონი თასი უ... Oct 5 2018, 02:33 PM
okela84 იმდენს იზავთ რო გრ... Oct 5 2018, 02:54 PM
giga2010 ციტატა(pilotina @ 5th October 201... Oct 5 2018, 05:04 PM
okela84 giga2010
მეორე მესამე ა... Oct 5 2018, 05:12 PM
giga2010 okela84
ეგ მოვიფიქროთ. ... Oct 5 2018, 05:25 PM
okela84 კი გიგა კარგი იდეა... Oct 5 2018, 05:59 PM
NRG userman
უკვე სხვა ეყენა... Oct 5 2018, 06:06 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 5th ... Oct 5 2018, 08:17 PM
okela84 pilotina
2 გვერდია მაგაზ... Oct 5 2018, 08:40 PM
giga2010 okela84
გარდამავალი თა... Oct 5 2018, 08:53 PM
okela84 giga2010
ციტატა(giga2010 @ 5th O... Oct 5 2018, 09:10 PM
NRG okela84
რაღაც ასეთს ვგ... Oct 5 2018, 10:48 PM
okela84 NRG
მეც მომწონს შენი ... Oct 5 2018, 11:42 PM
aleqsa ციტატა(okela84 @ Oct 6 2018, 12... Oct 6 2018, 09:04 AM
okela84 aleqsa
ეგ მეც ვიფიქრე დ... Oct 6 2018, 11:46 AM
pilotina okela84
მე მქონდა დადე... Oct 6 2018, 11:58 AM
giga2010 pilotina
კარგი იქნება ... Oct 6 2018, 02:12 PM
okela84 ზურა ეგ ჯგუფებზე ს... Oct 6 2018, 02:31 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th ... Oct 6 2018, 02:55 PM
okela84 pilotina
აი ესაა საერთა... Oct 6 2018, 07:28 PM
pilotina ჰოოო, ეგ კაია. მარა ... Oct 6 2018, 07:42 PM
okela84 სპეციალურად არის მ... Oct 6 2018, 08:04 PM
pilotina ციტატა(aleqsandre @ 6th October 2... Oct 6 2018, 08:55 PM
okela84 pilotina
ჰო მეც მასე ვფი... Oct 6 2018, 09:00 PM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th ... Oct 6 2018, 09:04 PM
okela84 გავარკვევ ზუსტად, ... Oct 6 2018, 11:01 PM
giga2010 მეგობრებო, იქნებ ც... Oct 6 2018, 11:04 PM
okela84 giga2010
გიგა ამ შეჯიბრ... Oct 8 2018, 11:13 AM
giga2010 okela84
ოკელ კარგი დის... Oct 8 2018, 12:15 PM
MonSoon ციტატა(giga2010 @ 8th October 201... Oct 8 2018, 12:43 PM
okela84 giga2010
ციტატა(giga2010 @ 8th O... Oct 8 2018, 01:25 PM
giga2010 okela84
ოკელ ხომ ხვდებ... Oct 8 2018, 01:38 PM
okela84 giga2010
გიგა უახლოეს მ... Oct 8 2018, 01:56 PM
NRG მივესალმები ექსტრ... Oct 8 2018, 03:04 PM
aleqsa სამიზნეების თემას ... Oct 8 2018, 04:45 PM
okela84 aleqsa
გარკვევით კი გა... Oct 8 2018, 05:09 PM
okela84 კალიბრზე სწორი ითქ... Oct 8 2018, 06:09 PM
aleqsa okela84
გეთანხმებით მე... Oct 8 2018, 06:35 PM
okela84 aleqsa
კი რათქმუნდა კა... Oct 8 2018, 08:05 PM
aleqsa okela84
ციტატა(aleqsandre @ 8t... Oct 8 2018, 11:58 PM
okela84 aleqsa
მასე ფაქტიურად ... Oct 9 2018, 12:38 AM
aleqsa okela84
ციტატა(aleqsandre @ 9t... Oct 9 2018, 07:27 AM
MonSoon ისე მე ოკელას ვეთა... Oct 9 2018, 08:29 AM
aleqsa MonSoon
გიო ადრე თუ გვი... Oct 9 2018, 08:41 AM
okela84 ციტატა(bedo @ 9th October 2018 ... Oct 9 2018, 09:26 AM
giga2010 შეზღუდვების დაწეს... Oct 9 2018, 09:42 AM
okela84 ციტატა(giga2010 @ 9th October 201... Oct 9 2018, 10:23 AM
giga2010 okela84
ოკელ, ჯგუფებზე ... Oct 9 2018, 10:28 AM
giga2010 ზოგადად საინტერეს... Oct 9 2018, 10:38 AM
aleqsa მდააა ეტყობა ვერ ა... Oct 9 2018, 10:42 AM
NRG br ის მთელი ემოცია დ... Oct 9 2018, 10:46 AM
giga2010 aleqsa
მე გეთანხმები.
... Oct 9 2018, 10:59 AM
aleqsa ციტატა(giga2010 @ Oct 9 2018, 11... Oct 9 2018, 11:12 AM
MonSoon რავიცი, 5.5 რაღაცა ბუ... Oct 9 2018, 12:18 PM
okela84 giga2010
aleqsa
რა გენაღვლე... Oct 9 2018, 12:27 PM
giga2010 MonSoon
ეხლა ჩვენ სხვ... Oct 9 2018, 12:43 PM
MonSoon aleqsa
ერთი რაღაცა უნდ... Oct 9 2018, 12:49 PM
giga2010 ციტატა(bedo @ 9th October 2018 ... Oct 9 2018, 01:01 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st November 2025 - 12:37 PM |
| Hosted by Pro-Service |