|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი
#101
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით ფორუმელებო, ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი. დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი? გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ... თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი) სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს: (ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.) შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი... ![]() ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა) ![]() ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე. ![]() ![]() მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა ![]() ![]() და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ) ![]() ![]() ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა. ![]() ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა ![]() კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო ![]() ![]() როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი... ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ... და ეს ყველაფერი sound lock წყალობით. ![]() ![]() თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა... ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს. და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა. მაშ ასე, დავიწყეთ ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში. გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ. ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული). რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე ![]() AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min) 1. 241 3000 PSI 2. 245 3. 245 4. 244 5. 243 6. 244 7. 246 8. 243 9. 245 10. 241 11. 243 12. 242 13. 249 14. 244 15. 245 16. 249 17. 247 18. 244 19. 245 20. 246 21. 247 22. 254 23. 248 24. 251 25. 252 26. 251 27. 256 28. 255 29. 253 30. 257 31. 254 32. 256 33. 256 34. 258 35. 259 36. 259 37. 258 38. 262 39. 262 40. 260 41. 266 42. 260 43. 265 44. 268 45. 270 46. 262 47. 262 48. 274 49. 266 50. 265 51. 271 52. 278 53. 272 54. 285 *** 55. 280 56. 276 57. 284 58. 287 59. 287 60. 287 61. 291 62. 287 63. 288 64. 296 65. 287 66. 290 67. 288 68. 293 69. 284 70. 294 71. 300 72. 305 73. 310 74. 303 75. 309 76. 306 77. 294 78. 310 79. 306 80. 309 2300 PSI მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ. პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა ![]() პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია) მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში ![]() ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია) ![]() მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია): ![]() და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია): ![]() მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე. უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ.
| |
| > |
|
|
pilotina AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc Feb 27 2015, 11:55 PM
ბაიკერი მოტოციკლეტებისაც. May 9 2015, 11:44 PM
pilotina მოკლედ მოვიდა დრო ... May 16 2015, 09:23 PM
SCORPIONS მაგი ქარი,5-7 მეტრს ა... May 16 2015, 09:31 PM
SCORPIONS P.S. სულ მარცხენა მხა... May 16 2015, 10:44 PM
shotexa7 pilotina
მომილოცავს ოქ... May 17 2015, 12:15 PM
ბაიკერი ციტატა(shotexa7 @ May 17 2015, 01... May 17 2015, 06:49 PM
pilotina shotexa7
მადლობა მოლოც... May 17 2015, 06:34 PM
datka25 ქარის კვალობაზე უმ... May 17 2015, 07:50 PM
pilotina datka25
ციტატა(datka250885 @ 17t... May 17 2015, 09:04 PM
datka25 ციტირებაში ავირიე ... May 17 2015, 09:13 PM
pilotina datka25
ოოოო, ეგ არ ვიცი May 17 2015, 10:39 PM
geojorjika აგი რაია? May 17 2015, 11:37 PM
ბაიკერი geojorjika
მაგ ჩათლახ საი... May 17 2015, 11:52 PM
cz80 geojorjika
მაგ საიტიდან შ... May 18 2015, 01:26 AM
okela84 19მმ-ნი ჯგუფი როა, მა... May 18 2015, 09:51 AM
ბაიკერი cz80
მეც იგივე სიტუაც... May 18 2015, 10:33 AM
shotexa7 ბაიკერი
ციტატა(ბა... May 18 2015, 07:42 PM
tengo pilotina
ეს მაგარი ფიშტ... May 20 2015, 09:51 AM
pilotina tengo
მადლობა May 20 2015, 09:59 AM
ilariona pilotina
მშვენიერი შენა... Sep 22 2015, 03:18 PM
pilotina ilariona
ციტატა(ilariona @ 22nd ... Sep 22 2015, 03:59 PM
ilariona pilotina
27-ი სექტემბრის ... Sep 22 2015, 05:52 PM
pilotina ციტატა(ilariona @ 22nd September ... Sep 22 2015, 06:02 PM
pilotina აჰა, აქაც, როგორც კრ... Sep 30 2015, 04:51 PM
Multi-Tool pilotina
რა ლამაზი ციფრ... Sep 30 2015, 09:51 PM
pilotina Multi-Tool
ხო, დამავიწყდ... Sep 30 2015, 10:10 PM
Multi-Tool pilotina
შენა კონდახზე ... Sep 30 2015, 10:12 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Sep 30 2015, 10:18 PM
SCORPIONS pilotina კარგით რია,105 მე... Oct 1 2015, 06:58 AM
pilotina მოკლედ, როგორც მოგ... Nov 20 2015, 04:37 PM
SCORPIONS pilotina მძიმე უყვარს და... Nov 20 2015, 06:47 PM
gregory pilotina
მართლაც მშვენი... Nov 20 2015, 06:54 PM
SCORPIONS gregory
ციტატა(gregory @ 20th No... Nov 20 2015, 07:06 PM
kaka8079 SCORPIONS
სამწუხაროდ სუ... Nov 20 2015, 07:20 PM
pilotina kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 20th ... Nov 20 2015, 08:30 PM
pilotina დღევანდელი სროლა ი... Nov 21 2015, 09:04 PM
geojorjika გუთ გუთ Nov 21 2015, 09:27 PM
SVD ზდპ თი ყველაზე კაი ... Nov 21 2015, 09:32 PM
SCORPIONS SVD
10მმ 25 მეტრზე ზდპ ე... Nov 22 2015, 02:53 PM
SVD ციტატა(SCORPIONS @ Nov 22 2015, 0... Nov 22 2015, 04:32 PM
okela84 pilotina
მშვენიერია, ეხ... Nov 22 2015, 03:28 PM
SCORPIONS მესიჯებს არ ნახულო... Nov 24 2015, 01:03 AM
SVD ციტატა(SCORPIONS @ Nov 24 2015, 0... Nov 24 2015, 04:44 AM
geojorjika მსუქანი ლულის სიგრ... Dec 16 2015, 01:31 AM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th ... Dec 16 2015, 08:06 AM
pilotina geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th ... Dec 16 2015, 11:08 AM
ja_ja pilotina
ციტატა(pilotina @ 16th ... Dec 16 2015, 11:19 AM
pilotina ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th Decemb... Dec 16 2015, 11:27 AM
geojorjika რედუქტორი მაინტერ... Dec 16 2015, 12:36 PM
pilotina geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th ... Dec 16 2015, 01:17 PM
geojorjika pilotina
ეგენი ნანახი მ... Dec 16 2015, 07:42 PM
pilotina geojorjika
ციტატა(giorgi @ 16t... Dec 16 2015, 07:47 PM
pilotina პატარა აფდეიტი ჩემ... Jan 26 2016, 09:14 PM
SCORPIONS pilotina ანუ ვან ტაუჩი? გ... Jan 26 2016, 09:18 PM
ბაიკერი მევასება ეს კანდარ... Jan 28 2016, 09:40 PM
pilotina დღეს გადავწყვიტე ფ... Feb 5 2016, 06:19 PM
Multi-Tool pilotina
მაგარი შედეგი... Feb 5 2016, 07:00 PM
ilariona pilotina
მშვენიერი! არ... Feb 5 2016, 07:14 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Feb 5 2016, 07:18 PM
pilotina ilariona
ციტატა(ilariona @ 5th F... Feb 5 2016, 07:23 PM
Multi-Tool Multi-Tool
ციტატა(pilotina @ 5... Feb 5 2016, 07:37 PM
datka25 pilotina
მაგარი შედეგია... Feb 5 2016, 08:59 PM
bubusicha pilotina
ყოჩაღ შენ, მაგა... Feb 5 2016, 09:10 PM
pilotina datka25
ციტატა(datka250885 @ 5th... Feb 5 2016, 10:59 PM
datka25 ციტატა(pilotina @ Feb 5 2016, 11... Feb 5 2016, 11:11 PM
okela84 pilotina
ვაა მაგარი შედ... Feb 6 2016, 12:40 AM
pilotina okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th ... Feb 6 2016, 01:09 AM
okela84 pilotina
ციტატა(pilotina @ 6th F... Feb 6 2016, 02:14 AM
pilotina ეს დღევანდელი ქაღა... Nov 28 2016, 07:21 PM
userman ეს უკვე სერიუზულია... Nov 28 2016, 07:48 PM
chefo pilotina
პირველ რიგში მ... Nov 8 2017, 10:44 AM
giga2010 ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 11... Nov 8 2017, 11:13 AM
chefo giga2010
ციტატა(giga2010 @ 8th N... Nov 8 2017, 11:39 AM
giga2010 ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 12... Nov 8 2017, 12:25 PM
chefo giga2010
ციტატა(giga2010 @ 8th N... Nov 8 2017, 12:58 PM
pilotina chefo
პირველ რიგში კე... Nov 8 2017, 04:13 PM
chefo pilotina
მადლობა გამოხმ... Nov 8 2017, 04:40 PM
giga2010 ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 05... Nov 8 2017, 04:51 PM
chefo ციტატა(giga2010 @ 8th November 20... Nov 8 2017, 05:56 PM
giga2010 ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 06... Nov 8 2017, 05:59 PM
pilotina chefo
ციტატა(chefo @ 8th Novembe... Nov 8 2017, 07:48 PM
ja_ja pilotina
ციტატა(pilotina @ 8th N... Nov 9 2017, 08:12 AM
chefo pilotina
ja_ja
1500$ დავითვა... Nov 9 2017, 09:35 AM
gregory chefo
მართალია, საიტზ... Nov 9 2017, 12:06 PM
chefo gregory
ერთჯერადად მის... Nov 9 2017, 12:51 PM
gregory chefo
დატენვა ჯაჯასთა... Nov 9 2017, 01:05 PM
ja_ja chefo
ციტატა(chefo @ 9th Novembe... Nov 10 2017, 01:31 PM
chefo pilotina
ვაკომპლექტებ ... Nov 21 2017, 10:10 AM
gregory ციტატა(chefo @ 21st November 2017... Nov 21 2017, 10:36 AM
ja_ja chefo
ციტატა(chefo @ 21st Novemb... Nov 21 2017, 11:14 AM
chefo ja_ja
ციტატამაშინ აგე... Nov 21 2017, 01:05 PM
ja_ja chefo
ციტატა(chefo @ 21st Novemb... Nov 21 2017, 01:47 PM
chefo ja_ja
რაც მე გამოვიკვ... Nov 21 2017, 02:25 PM
pilotina chefo
ციტატა(chefo @ 21st Novemb... Nov 21 2017, 03:17 PM
ja_ja chefo
არა მთლად სწორე... Nov 21 2017, 04:52 PM
chefo ja_ja
pilotina
gregory
დიდი მად... Nov 24 2017, 03:47 PM
giga2010 ციტატა(chefo @ Nov 24 2017, 04... Nov 24 2017, 03:55 PM
giga2010 სალამი ფორუმს. ერთ... Nov 25 2017, 03:41 PM
giga2010 ამ თემას არ ეხება დ... Nov 25 2017, 10:46 PM
gregory 600$ დაახლოებით( აქ ... Nov 26 2017, 10:40 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 10:21 PM |
| Hosted by Pro-Service |