|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 25 2012, 09:54 AM
პოსტი
#401
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი. ![]() ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი. იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა 1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს 2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია. 3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა 4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება.... მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...) დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი. ![]() ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა. კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ: Benjamin marauder Bullpup stock Hatsan At44 Bullpup stock HW100 Bullpup stock AA 510 Bullpup stock გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი: ![]() მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ. 1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა. 2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს. 3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად. უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა ![]() შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე ![]() ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან. ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება.... .................... ................................. ....................... ............................. ..................... მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ
| |
| > |
|
|
ja_ja Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად Mar 25 2012, 09:54 AM
gregory WARNer brother
არამგონია ნა... Aug 31 2013, 06:44 PM
ja_ja ელექტრო რედუქტორი ... Apr 23 2014, 04:27 PM
zax ara მივხვდი მგონი. ელე... Apr 23 2014, 04:42 PM
ja_ja zax ara
ელექტრო კლაპან... Apr 23 2014, 06:17 PM
ja_ja ამასწინათ ერთი ჩვე... May 8 2014, 01:19 PM
iorama წინ გადატანილი გად... May 8 2014, 02:02 PM
ხ.მ.ე.ლ.ო კი მაგრამ ბულკად გ... May 8 2014, 03:25 PM
urubu მაგ მომენტში ზუსტი... May 8 2014, 03:50 PM
nihontoman urubu
და ელექტრო მაგნ... May 8 2014, 09:27 PM
urubu ბალანსი
მეორე სიბრ... May 9 2014, 10:02 PM
ja_ja ჰოო გადატენვის ახლ... May 9 2014, 11:08 PM
urubu მორიგი მოდიფიკაცი... Jun 3 2014, 05:10 PM
nihontoman მაგარი საინტერესო ... Jun 3 2014, 07:05 PM
geojorjika ნდააა
მძიმე სურათ... Jun 3 2014, 07:31 PM
Sk-box გადავწყვიტე მარად... Oct 29 2015, 10:47 PM
ja_ja მგონი მულტიტულსი ა... Oct 30 2015, 09:32 AM
Sk-box ja_ja
მადლობა ! ისე ა... Oct 30 2015, 11:33 AM
ja_ja Sk-box
მერე რა გინდა ცა... Oct 30 2015, 10:28 PM
mister_io RE: Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად Oct 31 2015, 03:43 PM
Sk-box ja_ja
არაა ცუდი ! ვე... Oct 31 2015, 04:49 PM
SCORPIONS ja_ja
+10 Oct 31 2015, 06:41 PM
gregory აბა ეს ვინაა თუ მიხ... Oct 31 2015, 08:27 PM
SCORPIONS gregory
რაცხა თურქულს ... Oct 31 2015, 08:47 PM
gregory ციტატა(SCORPIONS @ 31st October 2... Oct 31 2015, 08:50 PM
Sk-box kral puncher breaker Oct 31 2015, 09:05 PM
gregory ციტატა(shotexa7 @ 31st October 20... Oct 31 2015, 09:09 PM
geojorjika კრალით რომ.იწყება ... Oct 31 2015, 09:16 PM
giga2010 ესეთი რაგაც მინდა, ... Nov 21 2016, 09:08 PM
geojorjika giga2010
საქართველოში ა... Nov 21 2016, 11:33 PM
sekurifa მე ამ ოსტატმა გამი... Nov 21 2016, 11:44 PM
giga2010 სალამი ფორუმს, კიდ... Mar 29 2017, 10:34 PM
sekurifa ეგ შენი ჰაცანი ჩას... Mar 29 2017, 11:09 PM
giga2010 კრალის კონდახს მოუ... Mar 29 2017, 11:36 PM
sekurifa ციტატა(giga2010 @ 29th March 2017... Mar 30 2017, 01:14 AM
NRG რა კარგი ყოფილა ბუ... Sep 2 2017, 04:05 PM
Multi-Tool ბულპაპი ნამდვილად ... Sep 2 2017, 04:56 PM
NRG Multi-Tool
რა პაწუკაა კრ... Sep 2 2017, 07:40 PM
Multi-Tool NRG
კი, რკინა კრუგე... Sep 2 2017, 08:14 PM
NRG Multi-Tool
კონდახი შენია ... Sep 2 2017, 08:39 PM
Multi-Tool NRG
იარაღი ერთერთი ... Sep 2 2017, 08:58 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 02:19 PM |
| Hosted by Pro-Service |