|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Dec 2 2015, 10:15 AM
პოსტი
#401
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker . ![]() ![]() ![]() ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ... იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ![]() ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც. ![]() ![]() ![]() ![]() პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი. ![]() ![]() იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე. ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო. ![]() ![]() ![]() რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“. სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც. ![]() ![]() ![]() მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა. ![]() კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! ![]() ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა: 1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება 2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო. 3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ... გადავიდეთ საველე გამოცდებზე. ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს სატანოკში მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი ბალიშები გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც: ![]() 1 277 2 277 3 277 4 277 5 277 6 277 7 277 8 275 9 276 10 275 11 276 12 276 13 276 14 275 15 274 16 274 17 275 18 273 19 274 20 273 21 272 22 273 23 274 24 271 45 274 26 273 27 274 28 274 29 271 30 272 31 271 32 270 33 271 34 270 35 268 36 269 37 268 38 269 39 268 40 268 41 267 42 267 43 267 44 267 45 265 46 265 47 264 48 264 49 263 50 264 51 262 52 261 53 261 54 261 55 261 56 261 57 260 58 258 59 258 60 256 მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია! შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() 1 278 2 278 3 279 4 279 5 279 6 279 7 277 8 279 9 277 10 278 11 277 12 279 13 278 14 278 15 278 16 277 17 279 18 277 19 277 20 277 21 276 22 276 23 277 24 277 45 276 26 276 27 274 28 275 29 275 30 276 31 276 მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ: JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა) 1 265 2 265 3 265 4 265 5 264 6 266 7 266 8 265 9 264 10 265 JSB 0.54gr 1 299 2 298 3 297 4 298 1 277 2 278 3 278 4 277 5 277 ესეც ნასროლი სამიზნეები: JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() ![]() ![]() JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ![]() ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას. ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია. შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
| |
| > |
|
|
gregory "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა Dec 2 2015, 10:15 AM
giga2010 გაგიზიარებთ რისი ... May 9 2017, 07:37 PM
ja_ja ნახაზის მიხედვით რ... May 9 2017, 10:47 PM
giga2010 კპ14, ზამბარას რასაც... May 9 2017, 11:10 PM
datka25 ციტატა(giga2010 @ May 10 2017, 12... May 9 2017, 11:12 PM
giga2010 მეც ესე ვფიქრობდი, ... May 9 2017, 11:22 PM
vexam "chrono connect mobile" - არის ... May 10 2017, 12:14 PM
giga2010 ვცადე, მე არაფერი გ... May 10 2017, 12:39 PM
giga2010 დღეს კიდევ ერთხელ ... May 10 2017, 02:01 PM
ja_ja giga2010
ციტატა(giga2010 @ 10th ... May 11 2017, 09:29 AM
okela84 მაგრად ვბალერშიკო... May 11 2017, 09:51 AM
giga2010 ყველას მადლობა თან... May 11 2017, 06:03 PM
geojorjika შედეგი? May 11 2017, 10:30 PM
giga2010 ვერ ვისროლე ქაღალდ... May 11 2017, 11:20 PM
gregory giga2010
პლატო ნამდვილა... May 12 2017, 11:34 AM
giga2010 ესეც ჩემი მოკრძალე... May 24 2017, 06:13 PM
okela84 giga2010
მშვენიერია, რა ... May 24 2017, 07:53 PM
giga2010 okela84
მადლობა. ლულა შ... May 24 2017, 08:05 PM
pilotina giga2010
ადრინდელთან შ... May 24 2017, 09:38 PM
giga2010 მადლობა ყველას რჩე... May 24 2017, 10:05 PM
giga2010 სალამი ფორუმს. დღე... May 29 2017, 06:12 PM
pilotina თუ გინდა რომ რეალუ... May 29 2017, 08:19 PM
giga2010 pilotina
ეს ჩემი პირველი... May 29 2017, 09:52 PM
koba1973 მოგესალმებით.
დღეს... Jun 18 2017, 07:36 PM
datka25 ციტატა(koba1973 @ Jun 18 2017, 08... Jun 18 2017, 08:29 PM
koba1973 datka25
არა არ გამიცხელ... Jun 18 2017, 08:47 PM
ja_ja koba1973
შენს გახარებას... Jun 19 2017, 08:05 AM
koba1973 ja_ja
აქ ადგილობრივ ტ... Jun 19 2017, 10:51 AM
STALINI ციტატა(koba1973 @ 18th June 2017 ... Jun 20 2017, 07:09 PM
gregory koba1973
და ქარხნული არ ... Jun 20 2017, 07:12 PM
gregory ეხლახან მოვედი საბ... Jun 20 2017, 07:34 PM
userman კლიპიანი ვერსიაა ? ... Jun 20 2017, 08:14 PM
gregory userman
კი კლიპიანია, ს... Jun 20 2017, 08:16 PM
gregory აქ უბრალოდ გავამარ... Jun 20 2017, 08:59 PM
giga2010 ვაა, რა კარგი სიახლ... Jun 20 2017, 09:50 PM
SVD ამ თემაშიც დავწერ ,... Jun 20 2017, 11:03 PM
giga2010 რეალობაში, კრალი თ... Jun 20 2017, 11:07 PM
koba1973 STALINI
ციტატა(giga2010 @ 21st J... Jun 21 2017, 10:10 AM
gregory koba1973
შეგიძლია სურათ... Jun 21 2017, 12:28 PM
koba1973 gregory
აწყობილია. მაინ... Jun 21 2017, 02:12 PM
koba1973 ამ თემის 296 პოსტში დ... Jun 21 2017, 02:22 PM
gregory კი რგაა. ეგ დასბორი... Jun 21 2017, 02:37 PM
koba1973 gregory
ძალიან კარგი. მ... Jun 21 2017, 02:46 PM
koba1973 აი ამ კლაპანმა გამ... Jun 25 2017, 03:17 PM
ja_ja koba1973
ნუ მიწყენ მაგრ... Jun 25 2017, 06:12 PM
koba1973 ასეთები არიან მოწი... Jun 25 2017, 07:26 PM
ja_ja koba1973
მარტივ რაღაცას... Jun 26 2017, 08:03 AM
koba1973 ja_ja
კარგი მეთოდია, მ... Jun 26 2017, 10:01 PM
lev კრალის რეგულატორი ... Aug 17 2017, 10:28 PM
gregory ციტატა(lev @ 17th August 2017 ... Aug 18 2017, 07:14 AM
lev gregory
რაც გამატანე იგ... Aug 18 2017, 09:07 AM
userman lev
ციტატა(lev @ 17th August 201... Aug 19 2017, 09:16 AM
giga2010 სალამი მეგობრებო. ... Aug 27 2017, 02:07 PM
pilotina giga2010
მაგის მაგვარი ... Aug 27 2017, 11:59 PM
giga2010 ციტატა(pilotina @ Aug 28 2017, 12... Aug 28 2017, 09:44 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 06:46 PM |
| Hosted by Pro-Service |