გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა
gregory
პოსტი Dec 2 2015, 10:15 AM
პოსტი #201


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker .





ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ...
იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.



ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც.






პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი.




იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე.
ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო.





რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“.
სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც.





მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა.



კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! biggrin.gif



ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა:
1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება
2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო.
3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ...

გადავიდეთ საველე გამოცდებზე.
ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს სატანოკში მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი ბალიშები გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც:



1 277
2 277
3 277
4 277
5 277
6 277
7 277
8 275
9 276
10 275
11 276
12 276
13 276
14 275
15 274
16 274
17 275
18 273
19 274
20 273
21 272
22 273
23 274
24 271
45 274
26 273
27 274
28 274
29 271
30 272
31 271
32 270
33 271
34 270
35 268
36 269
37 268
38 269
39 268
40 268
41 267
42 267
43 267
44 267
45 265
46 265
47 264
48 264
49 263
50 264
51 262
52 261
53 261
54 261
55 261
56 261
57 260
58 258
59 258
60 256

მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია!
შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე



1 278
2 278
3 279
4 279
5 279
6 279
7 277
8 279
9 277
10 278
11 277
12 279
13 278
14 278
15 278
16 277
17 279
18 277
19 277
20 277
21 276
22 276
23 277
24 277
45 276
26 276
27 274
28 275
29 275
30 276
31 276

მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ:
JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა)
1 265
2 265
3 265
4 265
5 264
6 266
7 266
8 265
9 264
10 265


JSB 0.54gr
1 299
2 298
3 297
4 298


1 277
2 278
3 278
4 277
5 277

ესეც ნასროლი სამიზნეები:
JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე




JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე


ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას.
ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია.
შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- gregory   "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა   Dec 2 2015, 10:15 AM
- - lev   ja_ja ციტატა(ja_ja @ 9th Decembe...   Dec 9 2016, 09:16 PM
- - ja_ja   lev ციტატა(lev @ 9th December 20...   Dec 9 2016, 09:21 PM
- - sekurifa   თუ კრალის შტუცერი ...   Dec 9 2016, 09:28 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 9th D...   Dec 9 2016, 09:36 PM
- - datka25   მაგ კრალის შტუცერს...   Dec 9 2016, 11:46 PM
|- - lev   ციტატა(datka25 @ Dec 10 2016, 12...   Dec 10 2016, 08:17 AM
- - userman   lev ხომ გითხრა ციტატ...   Dec 10 2016, 01:39 PM
|- - lev   ციტატა(userman @ Dec 10 2016, 02...   Dec 10 2016, 01:57 PM
|- - giga2010   ციტატა(lev @ Dec 10 2016, 02...   Dec 10 2016, 03:10 PM
|- - lev   ციტატა(giga2010 @ Dec 10 2016, 04...   Dec 10 2016, 03:14 PM
- - userman   lev ციტატა(lev @ 10th December 2...   Dec 10 2016, 04:35 PM
|- - lev   ციტატა(userman @ Dec 10 2016, 05...   Dec 10 2016, 04:46 PM
- - koba1973   gregory ციტატა(gregory @ 4th Dec...   Dec 10 2016, 07:34 PM
|- - SVD   ციტატა(koba1973 @ Dec 10 2016, 08...   Dec 10 2016, 07:55 PM
- - userman   koba1973 შენ რაც გაგიტყ...   Dec 10 2016, 07:55 PM
- - koba1973   SVD რატომ მალე. 5 თვე ი...   Dec 10 2016, 08:16 PM
|- - datka25   ციტატა(koba1973 @ Dec 10 2016, 09...   Dec 10 2016, 11:06 PM
- - lev   datka25 ციტატა(datka250885 @ 11t...   Dec 10 2016, 11:22 PM
|- - datka25   ციტატა(lev @ Dec 11 2016, 12...   Dec 10 2016, 11:28 PM
- - SVD   ანუ ჩემ კრალსაც ემ...   Dec 10 2016, 11:35 PM
- - koba1973   datka25 რა მასალის გააჩ...   Dec 11 2016, 05:41 AM
|- - datka25   ციტატა(koba1973 @ Dec 11 2016, 06...   Dec 11 2016, 10:10 AM
- - gregory   ძაან ცუდი ამბავია. ...   Dec 11 2016, 10:18 AM
|- - lev   ციტატა(gregory @ Dec 11 2016, 11...   Dec 11 2016, 10:20 AM
|- - datka25   ციტატა(gregory @ Dec 11 2016, 11...   Dec 11 2016, 10:23 AM
- - koba1973   ციტატა(gregory @ 11th December 20...   Dec 11 2016, 12:09 PM
- - gregory   koba1973 ისეთი ოსტატები...   Dec 11 2016, 01:03 PM
- - lev   gregory ციტატა(gregory @ 11th De...   Dec 11 2016, 01:07 PM
- - koba1973   ეს იმ კაცის ქმნილე...   Dec 11 2016, 01:49 PM
- - lev   ისევ ჯაჯამ მიშველა...   Dec 11 2016, 02:03 PM
- - lev   გავაკეთე ნასოსი. უ...   Dec 11 2016, 03:57 PM
- - koba1973   ტყუილად ვიტრაბახე....   Dec 12 2016, 05:29 PM
|- - lev   ციტატა(koba1973 @ Dec 12 2016, 06...   Dec 12 2016, 05:42 PM
|- - geojorjika   ციტატა(koba1973 @ Dec 12 2016, 06...   Dec 12 2016, 11:11 PM
- - koba1973   lev ციტატა(lev @ 12th December 2...   Dec 12 2016, 06:29 PM
- - gregory   საახალწლოდ ახალი პ...   Dec 12 2016, 10:34 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Dec 12 2016, 11...   Dec 13 2016, 12:35 AM
- - Multi-Tool   ციტატა(SVD @ 13th December 2016 ...   Dec 13 2016, 07:44 AM
- - koba1973   კი კლიპზეა. ძველებ...   Dec 13 2016, 08:40 AM
- - koba1973   geojorjika ციტატა(giorgi @ 13th ...   Dec 13 2016, 08:47 AM
- - userman   koba1973 ჩაირბინე წნორ...   Dec 13 2016, 10:10 AM
- - gregory   ციტატა(SVD @ 13th December 2016 ...   Dec 13 2016, 12:28 PM
- - ja_ja   koba1973 ციტატა(koba1973 @ 13th ...   Dec 13 2016, 01:59 PM
- - SVD   ჩემი კლიპიც ატრაკე...   Dec 13 2016, 05:53 PM
- - gela   gregory ციტატა(gregory @ 13th De...   Dec 13 2016, 06:29 PM
- - gregory   ციტატა(gela @ 13th December 2016 ...   Dec 13 2016, 06:53 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Dec 13 2016, 07...   Dec 13 2016, 06:54 PM
- - koba1973   ja_ja ციტატა(ja_ja @ 13th Decemb...   Dec 13 2016, 08:26 PM
- - geojorjika   რაო ამათმა რაგვინდ...   Dec 17 2016, 10:57 PM
- - Multi-Tool   ესენი აღარ ხუმრობე...   Dec 17 2016, 11:15 PM
- - ბაიკერი   ვალტერების დაყენე...   Dec 18 2016, 08:36 AM
- - giga2010   მემგონი კლიპები შე...   Dec 18 2016, 09:14 PM
- - giga2010   საიტზე ვერ ვნახე ა...   Dec 18 2016, 09:21 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 17th ...   Dec 19 2016, 09:03 AM
- - userman   ციტატა(giorgi @ 17th December 201...   Dec 19 2016, 12:39 PM
- - ბაიკერი   ლულას მიხედონ ბლია...   Dec 19 2016, 01:19 PM
- - gregory   ციტატა(ბაიკერი @ 19...   Dec 19 2016, 02:33 PM
- - ბაიკერი   gregory გაავალტერონ რო...   Dec 20 2016, 11:22 AM
- - okela84   საკმაოდ სწორი ადგი...   Dec 20 2016, 03:33 PM
- - koba1973   ციტატა(ბაიკერი @ 20...   Dec 20 2016, 06:44 PM
- - userman   ციტატა(koba1973 @ 20th December 2...   Dec 20 2016, 08:30 PM
|- - lev   ციტატა(userman @ Dec 20 2016, 09...   Dec 20 2016, 08:43 PM
- - gregory   userman ვიცოდი რომ გაინ...   Dec 20 2016, 09:02 PM
- - userman   ციტატა(userman @ 20th December 20...   Dec 20 2016, 09:54 PM
- - gregory   მოკლედ როგორც იქნა...   Dec 27 2016, 09:16 PM
- - ბაიკერი   gregory ძია გრიგორ ფასე...   Dec 27 2016, 09:53 PM
- - gregory   ციტატა(ბაიკერი @ 27...   Dec 27 2016, 09:59 PM
- - gregory   მაშ ასე: ახალი მოდე...   Dec 28 2016, 01:19 PM
|- - vexam   გრძელი კონდახით ფა...   Dec 29 2016, 09:26 AM
|- - vexam   ციტატა(gregory @ Dec 28 2016, 02...   Dec 29 2016, 09:31 AM
- - koknar   ვა! პლასმასის ბულ...   Dec 28 2016, 02:34 PM
- - lev   გვეღირსა კლიპები. ...   Dec 28 2016, 03:21 PM
- - koba1973   ეგ კლიპები ძველ ვე...   Dec 28 2016, 06:17 PM
|- - lev   ციტატა(koba1973 @ Dec 28 2016, 07...   Dec 28 2016, 06:17 PM
- - SVD   გრიგორ გაქ კლიპი? ფ...   Dec 28 2016, 06:47 PM
- - koba1973   lev მადლობა. 25 დოლარი...   Dec 28 2016, 06:52 PM
|- - lev   ციტატა(koba1973 @ Dec 28 2016, 07...   Dec 28 2016, 08:43 PM
- - gregory   ციტატა(SVD @ 28th December 2016 ...   Dec 28 2016, 08:34 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Dec 28 2016, 09...   Dec 28 2016, 08:54 PM
- - ikaaa   მშვენიერი ტავარია,...   Dec 28 2016, 08:38 PM
- - gregory   ციტატა(vexam @ 29th December 2016...   Dec 29 2016, 10:57 AM
- - gregory   ბრიტანეთის მერე კრ...   Jan 25 2017, 12:30 PM
- - SVD   გრიგორ 230 სა და 330 იან...   Jan 25 2017, 12:48 PM
- - gregory   წონაში რათქმაუნდა ...   Jan 25 2017, 12:50 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Jan 25 2017, 01...   Jan 25 2017, 12:57 PM
- - gregory   კი მაქვს   Jan 25 2017, 12:58 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Jan 25 2017, 01...   Jan 25 2017, 01:24 PM
- - gregory   http://www.airgun.ge/forums/index.php?show......   Jan 25 2017, 01:27 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Jan 25 2017, 02...   Jan 25 2017, 01:41 PM
- - gregory   ციტატა(SVD @ 25th January 2017 ...   Jan 25 2017, 01:50 PM
- - mamukaaa   თეთრი მეტალი კრალზ...   Jan 25 2017, 03:27 PM
- - gregory   ციტატა(mamukaaa @ 25th January 20...   Jan 25 2017, 04:41 PM
- - userman   ციტატა(userman @ 10th December 20...   Feb 2 2017, 12:54 PM
- - gregory   ციტატა(userman @ 2nd February 201...   Feb 2 2017, 01:14 PM
- - lev   პირამიდ აირმა მალე...   Feb 3 2017, 08:51 PM
- - gregory   აქ დავდებ ახალი კრ...   Mar 14 2017, 06:16 PM
- - userman   gregory მაპატიე მარა თ...   Mar 14 2017, 07:23 PM
- - gregory   ასე?   Mar 14 2017, 07:51 PM
- - userman   gregory ისე შეგაწუხე მ...   Mar 14 2017, 08:22 PM
- - gregory   სამწუხაროდ მარტო თ...   Mar 14 2017, 08:30 PM
5 გვერდი V  < 1 2 3 4 5 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 02:04 AM
Hosted by Pro-Service