![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
სანამ ჩვენი კომპრესორი ავადაა აქტუალური ხდება ხელის ტუმბოების საკითხი. ხოდა ჩამოვიდა ახალი ხელის ტუმბოები. ჯაჯას მიერ განხილულ "3 მუშკეტერს" ქართულ ბაზარზე დაემატა ჩინელი " ჯეკიჩანი" ![]() ![]() ![]() ჩვენთან გავრცელებულ ტუმბოებტან შედარებით აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა. 1. კომპლექტაცია თავად ტუმბოს გარდა კომპლექტში შედის საკმაოდ ვრცელი და ილუსტრირებული ინსტრუქცია, უნივერსალური ქანჩი, სილიკონის ზეთი, სათადარიგო ვინტები, რინგების 2 სრული კომპლექტი. დამერწმუნებით არცერთ ტუმბოს არ აქვს ასეთი მდიდარი კომპლექტაცია. ![]() ![]() 2. მასალა ტუმბოს მილები დამზადებულია 2 მმ სისქის, 304 მარკის უჟანგავი ფოლადისაგან. არცერთი სხვა მწარმოებელი ჯერჯერობით არ იყენებს ასეთ მასალას. შედეგად ნესტის დაგროვების გამო ხშირია კოროზია და ღრმულების გაჩენა. რაც თავის მხრივ კომპრესიას ასუსტებს და რეზინის რგოლებსაც აფჭებს. 3. მანომეტრი ![]() საოცრად ზუსტი, ინფორმატიული მანომეტრია. ისრის მოძრაობის სიზუსტისთვის და ზედმეტი გადატვირთვების თავიდან ასაცილებლად მანომეტში ჩატუმბილია გლიცერინი. 4. მოხერხებულობა ძალიან სასიამოვნო სიმყარის და ფაქტურის სახელურები აქვს. უმარტივესად იშლება და იწყობა. 5. ფასი არამგონია ამაზე იაფად რაიმე იყიდებოდეს ქართულ ბაზარზე. ფასი 325 ლარია(დღევანდელი კურსით)
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 02:57 PM |
Hosted by Pro-Service |