|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Dec 2 2015, 10:15 AM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
მინდა წარმოგიდგინოთ თურქული საიარაღო ფირმა KRAL ARMS-ის უახლესი PCP ბულპაპი Puncher Breaker . ![]() ![]() ![]() ვიცი, რომ „კრალის“ გაგონებაზე პნევმატურ იარაღთან თუნდაც რამენაირი შეხების მქონე ადამიანი არასასიამოვნოდ დაიჭმუხნება და ეგრევე ის ურჩხული „კისტის თოფი“ გაახსენდება, რომელსაც არცერთი დადებითი თვისება არ აქვს, გარდა ალბათ დაბალი ფასისა. რათქმაუნდა ასეთი გამოცდილებით შეიარღებულ ადამიანს ამ ახალ აგერგატზეც უკვე ჩამოყალბებული აქვს შესაბამისი შთაბეჭდილება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შევეცდები ყველაფერს ნელ-ნელა მივყვე. მაშ ასე, დავიწყოთ... იარაღი ჩამოვიდა პლასტიკის ქეისში(ოფციაა) და თვალში ეგრევე გხვდება მრგვალი წარწერა „KRAL ARMS” თავად ქეის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ![]() ხსნი ქეისს და იქ აღმოაჩენ: თავად იარაღს, რომელიც ლურჯ ცელოფანშია გახვეული, 2 ცალ 14 ტყვიიან კლიპს, სატენ პორტს, სათადარიგო 0-რინგებს და „შესტიგრანკებს“. მოკლედ სტანდარტული, ნორმალური კოპლექტია. ასევე ოფციის სახით შესაძლებელია მოდერის შეძენაც. ![]() ![]() ![]() ![]() პირველი შთაბეჭდილება ძაან სასიამოვნოა. მშვენიერი ნამუშევარი, იდეალურად დამუშავებული კონდახი, მეტალის მჭიდი... თუმცა ეგრევე თვალში გხვდება, რომ ვივერის პლანკა პლასტიკისაა. დამერწმუნეთ , ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს უბრალო პლასტმასი კი არა, ბალისტიკური პოლიმერის, რომლისგანაც თანამედროვე იარაღი მზადდება. არც პრაქტიკამ აჩვენა რაიმე ხარვეზი. ![]() ![]() იარაღი 3.2 კილოა, მაგრამ ბულპაპის სქემა თავისას შვება და სიმძიმეს ვერ გრძნობ. მთლიანი სიგრძე 75 სანტიმეტრია, რომლიდანაც 53 სანტიმეტრი ლულაა. შეიძლება 48 სმ-იანი ლულიანის შეძენაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლების უაზროდ დაბრეხვებული მინიმუმ 50 სმ სიგრძის ლულის გამო, ეს ვამჯობინე. ლულის ბოლოს დეკორატიული „ნადულნიკია“. ხსნი ამ „ნადულნიკს“ და შეგიძლია მოდერი მიახრახნო. ![]() ![]() ![]() რაც შეეხება მოდერს. სასიამოვნო ისაა, რომ სროლისას არანაირ გადახრებს და გაფანტვებს არ იწვევს და თავის საქმესაც ნორმალურად ართმევს თავს. ერთი კია, რომ დასაშლელია და ოდნავ მისახედი, თორემ ცოტა „რახრახებს“. სასხლეტი ძაან რბილია და რეგულირების საშუალებაც აქვს, მაგრამ ამისთვის კონდახია მოსახსნელი. თავად კონდახი ერთი ქანჩით მაგრდება და ელემენტარულად იხსნება. ასევე აქვს ბიპოდის სამაგრიც. ![]() ![]() ![]() მანომეტრი წინაა განთავსებული და საკმაოდ ზუსტად ასახავს რეზიკის წნევას, თუმცა ნაკლებად ინფორმატიულია. მის ჩვენებას ბალონის მანომეტრის ჩვენებას ვადარებდით და პრაქტიკულად ერთნაირ მონაცემებს იძლეოდა. ![]() კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი სიმძლავრის რეგულატორია რომელიც იდეალურად მუშაობს. Kral Arms-ია თუ Air Arms-ი?! ![]() ეხლა იმაზე, თუ რა არ მომეწონა: 1. ვივერის პლანკა თითქოს დაბლაა და მგონი აუცილებლად მოგიწევთ მაღალი რინგების ხმარება 2. ოპტიკის( „ფანქარს“ არ ვგულისხმობ) დაყენების შემდეგ იარაღი ქეისში აღარ ეტევა. ეს პრეტენზია მწარმოებელს შევუთვალე და გამოვასწორებთო. 3. სასურველი იქნებოდა კონდახის უკანა მხრის რეგულირების საშუალება ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტური ბულკისთვის ალბათ ბევრს ვითხოვ... გადავიდეთ საველე გამოცდებზე. ამინდი იყო ოდნავ ნიავიანი, დისტანცია 40 მეტრი, მაგიდა საკმაოდ მყარი. თავიდან იარაღი ჩავამაგრეთ ჩემს მაგრამ არ გაამართლა: ეს სტანოკი აშკარად არაა ბულპაპისთვის. შემდეგ ისევ კარგად გამოცდილი გამოვიყენეთ . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფებს კი არ ვამოწმებდით, არამედ იარაღის ენერგიას და განმეორადობას. პირველად ჩავდეთ Crosman CP 10.5 , რეგულატორი მაქსიმუმზე იდგა და რამდენიმე გასროლამ აჩვენა 330მ/წმ , ანუ 37 ჯოული! გადავწყვიტეთ, რეგულატორი ნახევრამდე (ოოოდნავ წინ) მოგვებრუნებინა და აი შედეგიც: ![]() 1 277 2 277 3 277 4 277 5 277 6 277 7 277 8 275 9 276 10 275 11 276 12 276 13 276 14 275 15 274 16 274 17 275 18 273 19 274 20 273 21 272 22 273 23 274 24 271 45 274 26 273 27 274 28 274 29 271 30 272 31 271 32 270 33 271 34 270 35 268 36 269 37 268 38 269 39 268 40 268 41 267 42 267 43 267 44 267 45 265 46 265 47 264 48 264 49 263 50 264 51 262 52 261 53 261 54 261 55 261 56 261 57 260 58 258 59 258 60 256 მგონი ურედუქტორო იარაღისთვის მშვენიერი შედეგია! შემდეგი ტყვია JSB 10.34. რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() 1 278 2 278 3 279 4 279 5 279 6 279 7 277 8 279 9 277 10 278 11 277 12 279 13 278 14 278 15 278 16 277 17 279 18 277 19 277 20 277 21 276 22 276 23 277 24 277 45 276 26 276 27 274 28 275 29 275 30 276 31 276 მერე უბრალოდ რამდენიმე ტყვია ვცადეთ: JSB16.2(რეგულატორი მაქსიმუმზეა) 1 265 2 265 3 265 4 265 5 264 6 266 7 266 8 265 9 264 10 265 JSB 0.54gr 1 299 2 298 3 297 4 298 1 277 2 278 3 278 4 277 5 277 ესეც ნასროლი სამიზნეები: JSB 8.44, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ოოდნავ ნაკლებზე ![]() ![]() ![]() JSB 10.34, 40m, 280m/s რეგულატორი ნახევარზე ![]() ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განმეორადობები იდეალურთან მიახლოებულია და რეგულატორიც მშვენივრად ართმევს თავს თავის მოვალეობას. ესეც სროლის შედეგები. აქვე დავძენ, რომ უკეთესი შედეგის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა, უბრალოდ თან გაქრონვა, თან ტყვიებისა და სიჩქარეების ცვლა და თან ზუსტი სროლა საკმაოდ რთული პროცესია. შთაბეჭდილება კი ესეთია: მშვენიერი სანადირო იარაღი საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივებით და რაც მთავარია საკმაოდ მოკრძალებულ ფასში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მზად ვარ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო თქვენს კითხვებს...
| |
| > |
|
|
![]() |
Feb 4 2016, 10:47 AM
პოსტი
#41
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი |
datka25 გილოცავ, სულ მიზანში.... ისა და პლასტიკის კონდახით არ გინდოდა?
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 11:14 AM
პოსტი
#42
|
||
|
მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,062 ქალაქი:tbilisi |
datka25 მშვიდობაში დავით
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 12:57 PM
პოსტი
#43
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
მშვიდობაში. ვა, კრალი ნახეე? ნეტავ რას იზავს საინტერესოა. მაგის ზედეპეები კაპიკად არ ვარგა და იმედია პცპ კარგი გამოდგება
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 12:57 PM
პოსტი
#44
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
Multi-Tool davita76 გაიხარეთ პლასტიკის მინდოდა, მარა ხის ძაან ლამაზია. . . ხოდა პირველი ნაკაწრიც აქვს უკვე
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 01:31 PM
პოსტი
#45
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
datka25 ციტატა(datka250885 @ 4th February 2016 - 01:57 PM) მარა ხის ძაან ლამაზია. . . ხოდა პირველი ნაკაწრიც აქვს უკვე აი ზუსტად ეგ გავიფიქრე ეგ იარაღები რომ მეჭირა ხელში მოკლედ გილოცავ ახალ სათამაშოს, იმედია მაგასაც არ გალახავ
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 06:07 PM
პოსტი
#46
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(x.m.e.l.o @ 4th February 2016 - 01:57 PM) ვა, კრალი ნახეე? ნეტავ რას იზავს საინტერესოა. მაგის ზედეპეები კაპიკად არ ვარგა და იმედია პცპ კარგი გამოდგება და რომლის ზდპეებია კარგი ? ნუ პცპ-სთან შედარებით ვიძახი . ისე ჩემი აზრით ნებისმიერი დაბალფასიანი პცპ აჯობებს მაღალფასიან ზდპ-ს.
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 10:57 PM
პოსტი
#47
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
ციტატა(ja_ja @ Feb 4 2016, 02:31 PM) datka25 აი ზუსტად ეგ გავიფიქრე ეგ იარაღები რომ მეჭირა ხელში მოკლედ გილოცავ ახალ სათამაშოს, იმედია მაგასაც არ გალახავ მადლობა, ჯაჯ, შენთვისაც მალე მომელოცოს "იმპაქტი" ეხლა სანამ ამისი გალახვაც დამიწყია რამოდენიმე კითხვა მაქვს . . . პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რო პლატო არ მომწონს. (გავქრონე დღეს, მაგრამ სამწუხაროდ სიჩქარეები არ ჩამიწერია მოკლედ 200 ბარზე ვიწყებ ვთქვათ ნახევრად ღია რეგულატორით, ამ დროს აქვს 290 მ\წმ. შემდეგ მოდის და მოდის სტაბილურად დაბლა, თითქმის ყოველ გასროლაზე 1მ\წმ აკლდება ეხლა მეორე. მიზანშიც ვისროლე რათქმაუნდა კლიპით, დაახლოებით 25-30 მმ-ში იჯდა 40 მ-ში, მაგრამ 1-2 ტყვია გაექცეოდა ხოლმე. ეს გაქცევები ძირითადად ხდება სავსე კლიპიდან. დავაკვირდი მერე და აი რა ხდება. ამ კლიპს აქვს პატარა კბილანასავით რომელიც მიმწოდებლს მოყავს მოქმედებაში, ამ დროს კლიპი ტრიალებს და მომდევნო ტყვიას აყენებს ლულის წინ. ჩემ შემთხვევაში სანამ ტყვია კლიპს დატოვებს, კლიპი უკვე ტრიალს იწყებს და მიმართულებას უცვლის ტყვიას. ამავდროულად მიმწოდებელს ეს ჩვენი ტყვია ცერად მიაქვს ლულისკენ. . . შემდეგ რაც მოხდება ჩემზე კარგად იცით, ტყვია შემავალ ფასკას ედება და ითლება. . . ხელშიც იგრძნობა, კაი მიწოლა უნდა ხოლმე მაგ დროს ჩახმახს. . ხოდა მაგის მერე ვცადე კლიპის გარეშე სროლა, შედეგი ნუ რავი რაა, მე პრადად ნაღდად არ ველოდი დაბლა მოხვდა. რავი იმედია გასაგებათ ავხსენი ყველაფერი პს. სათადარიგო მეორე კლიპიდან საერთოდ ვერ ისვრის კიდე, თაბახის ფურცელს ცდება ზოგი ტყვია 15 მეტრში
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 11:18 PM
პოსტი
#48
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ნდაა, კლიპის შიგნეულობა რომ მიაშლიფოვკო ცოტა? ოღონდ 1500-2000 შკურკით და არატაჩილით როგორც შენ იცი
| |
| > |
|
|
Feb 4 2016, 11:26 PM
პოსტი
#49
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
ციტატა(geojorjika @ Feb 5 2016, 12:18 AM) ნდაა, კლიპის შიგნეულობა რომ მიაშლიფოვკო ცოტა? ოღონდ 1500-2000 შკურკით და არატაჩილით როგორც შენ იცი რავი მეც ვიფიქრე ეგ მარა ტყვიას რაიმეთი რო გამოვაგდებ ხოლმე ვიზუალურად არაფერი ეტყობა და . . . იცი მე რას ვფიქრობ? მიმწოდებლის წვერი რო დავაგრძელო სადღაც 1-2 მმ-ით ? სანამ მიმწოდებლის კონუსი კლიპს დაატრიალებს წვერს უკვე გატანილი ექნება ტყვია ლულაში, მარა მერე ძაან შიგნით შეიტანს ტყვიას და ეგ სიზუსტეზე არ იმოქმედებს ? . . .
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 08:15 AM
პოსტი
#50
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
აი მაგ თოფში მაგრა არ მომწონს ეგ კლიპის მექანიზმი, ნამეტანი გართულებული იდეაა, პლიუს მიმწოდებლის ცხვირს ჩხაპნის და ცვითავს.... მემგონი ყველაზე კარგი იქნება 1 ტყვიის ლატოკის გაკეთება და ცალ-ცალი ტყვიის სროლა... ია ტაკ დუმაიუ
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 08:25 AM
პოსტი
#51
|
||
|
ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 25-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,904 ქალაქი:gori |
ჩემი გამოცდილებით მიმწოდებელმა ტყვიის უკანა ნაწილი კაბა, ნარეზზე არ უნდა შეაცუროს თორე უმეტეს შემთხვევაში არასწორად აცურებს . და რათქმაუნდა აისახება სიზუსტეზე. დაწებე სასინჯად მიმწოდებლის წვერზე რამე , შეატაინე ტყვია უკან რო გამოიღებ ტყვიის ყკანა მხარეს კაბაზე ნარეზის კვალი არ უნდა იყოს. მერე უკვე შეგიძლია კაპიტალურად დააგრძელო მიმწოდებელი
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 10:40 AM
პოსტი
#52
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
ციტატა(geojorjika @ Feb 5 2016, 12:18 AM) ნდაა, კლიპის შიგნეულობა რომ მიაშლიფოვკო ცოტა? ოღონდ 1500-2000 შკურკით და არატაჩილით როგორც შენ იცი ჟორჟ, ერთი მარადას კლიპი გამიზომე სიგანეში აბა
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 02:25 PM
პოსტი
#53
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 5th February 2016 - 08:15 AM) აი მაგ თოფში მაგრა არ მომწონს ეგ კლიპის მექანიზმი, ნამეტანი გართულებული იდეაა, პლიუს მიმწოდებლის ცხვირს ჩხაპნის და ცვითავს და საერთოდ რომ მოიხსნას ეგ დეტალი, არ გამოვა მასე? ანუ რასაც მიმწოდებელი ეხება და ხსნის კლიპს. ეგ რაღაც ჩამოშვებული რო გაუქმდეს, და კლიპი სულ ,,ტონუსში რომ იყოს ჰაა??
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 05:12 PM
პოსტი
#54
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
არ გამოვა, ეგ ჩამოშვერილი გაუგებრობაა კლიპის გამანთავისუფლებელი კბილი, ანუ ყოველ შესვლაზე, მიმწოდებელი მაგ შტუკას ეხება და გამოსვლისას იმის გამო რომ ეგ კიჭი აწეულია ზემოთ, კლიპის მექანიზმი ახერხებს გადატრიალებას. მაგ კიჭის ამოღებით კლიპს ყბა გაუსივდება (გადატანითი მნიშვნელობით
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 09:13 PM
პოსტი
#55
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
ეშველა მგონი კრალს, მიმწოდებელი დავაგრძელე 1 მმ-თი და ეხლა უკვე სანამ მიმწოდებელი კლიპს დაატრიალებს ტყვია უკვე ლულაშია მაგრამ იმ დაღმავალ სიჩქარეებს როგორ ვუშველო? კლაპანში რო პრუჟინა გავაძლიერო რამე შედეგს მომცემს ვითომ ? ტყვილა არ მინდა რო ბოლომდე დავცალო რეზიკი თორე ამას ჩემი ნასოსით 2 დღეში ვერ დავბერავ მერე
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 10:56 PM
პოსტი
#56
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
datka25 ციტატა(datka250885 @ 5th February 2016 - 10:13 PM) მაგრამ იმ დაღმავალ სიჩქარეებს როგორ ვუშველო? კლაპანში რო პრუჟინა გავაძლიერო რამე შედეგს მომცემს ვითომ ? მე მგონი ყველა კრალი ისეა დარეგულირებული, რომ პატარა, მაგრამ მაინც დაღმავალი პლატო აქვს. ნუ ეგ 1 მ/წმ განსხვავება ყოველ გასროლაზე არა მგონია კრიტიკული იყოს. აბა სცადე ცოტა სიმძლავრე დაუკლო, მაგ. დააყენე სადღაც 270-275 მ/წმ-ზე JSB 10.34 gr. ტყვიებით. ჩვენ რომ ვტესტავდით კრალის ბულკას მაგ სიჩქარეზე ნორმალური პლატო იყო, ოდნავ დაღმავალი, მარა . თუ არა და მაშინ კლაპნის ზამბარა უნდა გააძლიერო, მარა თუ დამრტყმელის ზამბარაც არ გააძლიერე, სიჩქარეს დაგიკლებს.
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 11:19 PM
პოსტი
#57
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 643 რეგისტრ.: 20-February 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: yvareli წევრი №: 1,720 ქალაქი:ყვარელი |
ციტატა(pilotina @ Feb 5 2016, 11:56 PM) datka25 მე მგონი ყველა კრალი ისეა დარეგულირებული, რომ პატარა, მაგრამ მაინც დაღმავალი პლატო აქვს. ნუ ეგ 1 მ/წმ განსხვავება ყოველ გასროლაზე არა მგონია კრიტიკული იყოს. აბა სცადე ცოტა სიმძლავრე დაუკლო, მაგ. დააყენე სადღაც 270-275 მ/წმ-ზე JSB 10.34 gr. ტყვიებით. ჩვენ რომ ვტესტავდით კრალის ბულკას მაგ სიჩქარეზე ნორმალური პლატო იყო, ოდნავ დაღმავალი, მარა . თუ არა და მაშინ კლაპნის ზამბარა უნდა გააძლიერო, მარა თუ დამრტყმელის ზამბარაც არ გააძლიერე, სიჩქარეს დაგიკლებს. გადამშვების რეგულატორით რა სიჩქარეზეც არ უნდა დავაყენო მაინც იგივეს აკეთებს, იკლებს მაინც სიჩქარეები. სადღაც 150-მდე კიდე არაუშავს, მაგრამ მაგის მერე ძაან მოდის დაბლა-დაბლა . . შევცვლი კლაპნის ზამბარას და ისე ვცდი აბა, დამრტყმელის პრუჟინას არამგონია შეცვლა დაჭირდეს, აქვს საშუალება მიჭიმვის და მაგით ვიჩალიჩებ . . .
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 11:23 PM
პოსტი
#58
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მაგსი წამალი რედუქტორია იმჰო, ნეტა ჩემი რას შვება , არც მისვრია
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 11:30 PM
პოსტი
#59
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
geojorjika ციტატა(giorgi @ 6th February 2016 - 12:23 AM) ნეტა ჩემი რას შვება , არც მისვრია რას შვრება და შკაფში დევს
| |
| > |
|
|
Feb 5 2016, 11:31 PM
პოსტი
#60
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
pilotina რავიცი აბა, ნამეტანი ავუშვი აი , უნდა დავერიო ერთი ჩემს ფიშტოებს
| |
| > |
|
|
![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 01:03 AM |
| Hosted by Pro-Service |