გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc, პნევმატიკა მფლობელის თვალით
pilotina
პოსტი Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
11 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (140 - 159)
Lukiane123
პოსტი Nov 22 2015, 04:32 PM
პოსტი #141


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 798
რეგისტრ.: 6-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,057
ქალაქი:თბილისი



ციტატა(SCORPIONS @ Nov 22 2015, 03:53 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
SVD
10მმ 25 მეტრზე ზდპ ესთვის კარგია.
P.ს. სად დაინახე აქ 20მმ?

არა ამაზ არვამბობ 20 მმ არის თქო.50 მეტრზე მაინტერესებს მე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Nov 24 2015, 01:03 AM
პოსტი #142


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



მესიჯებს არ ნახულობ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Lukiane123
პოსტი Nov 24 2015, 04:44 AM
პოსტი #143


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 798
რეგისტრ.: 6-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 2,057
ქალაქი:თბილისი



ციტატა(SCORPIONS @ Nov 24 2015, 02:03 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მესიჯებს არ ნახულობ?

მე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 16 2015, 01:31 AM
პოსტი #144


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 16 2015, 08:06 AM
პოსტი #145


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 02:31 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?

შენ რაში გაინტერესებს შე კუკუ


მაიტა აქეთ ეგ ყველაფერი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Dec 16 2015, 11:08 AM
პოსტი #146


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 02:31 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?


მსუქანი, გამხდარი, ორივეს ერთი სიგრძე აქვს, 18" ანუ 45,7 სმ

ერთი ეს ამოხსენით ვინმემ თუ შეგიძლიათ, რატომ უწერია პირამიდეარზე ამ იარაღს Loudness: 4-Medium-High , როცა ხამ პრაქტიკულად არა აქვს? მხოლოდ დამრტყმელის ხმა ისმის. ნუ, ვისაც ნანახი აქვს ჩემი ეს იარაღი, დამეთანხმება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 16 2015, 11:19 AM
პოსტი #147


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



pilotina
ციტატა(pilotina @ 16th December 2015 - 12:08 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი ეს ამოხსენით ვინმემ თუ შეგიძლიათ, რატომ უწერია პირამიდეარზე ამ იარაღს Loudness: 4-Medium-High ,

ნუ მაგის წინამორბედის ტექსტი აქვთ ეტყობა კოპირებული, აი იმას ხმა აქვს თუ აქვს smile.gif, მარა მაგასაც აქვს ხმა თუ მაქსიმუმზე აწევ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Dec 16 2015, 11:27 AM
პოსტი #148


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th December 2015 - 12:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მარა მაგასაც აქვს ხმა თუ მაქსიმუმზე აწევ


მაქსიმუმზე კი, გეთანხმები, მარა რომელი ჭკუათმყოფელი ისვრის მაქსიმუმზე? biggrin.gif , იმხელა სიჩქარეს იძლევა, რომ მიმიქარავს ''ბარრეტი" biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 16 2015, 12:36 PM
პოსტი #149


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



რედუქტორი მაინტერესებს მაგ ფიშტოსი smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Dec 16 2015, 01:17 PM
პოსტი #150


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 01:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რედუქტორი მაინტერესებს მაგ ფიშტოსი


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვიყიდე, გადავიხადე PayPal-ით, საქართველოს ფოსტის გადამკიდე თითქმის ორი თვე ველოდე.
ესეც მათი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 16 2015, 07:42 PM
პოსტი #151


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



pilotina
ეგენი ნანახი მაქვს კაცო, მე თვითონ უნდა გავაჟეთო და პროსტა ახლოდან მაინტერესებდა რაღაც დეტალები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Dec 16 2015, 07:47 PM
პოსტი #152


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



geojorjika


ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 08:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
პროსტა ახლოდან მაინტერესებდა რაღაც დეტალები


ოოოო, მაშინ მოდი და განახებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Jan 26 2016, 09:14 PM
პოსტი #153


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



პატარა აფდეიტი ჩემი კონდორის.
შევიძინე და დავაყენე (შევცვალე) სასხლეტის მექანიზმში აი ეს დეტალიები (მარჯვენა სქემაზე როა ნაჩვენები) :

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


შედეგად მივიღე სასხლეტის უფრო მკვეთრად გამოხატული ორი საფეხური და მეორე საფეხურის სიმძიმე გაზდა 50-60 გრამი, მოკლედ თითის დადება და გასროლა ერთია. smile.gif
რომ მოვიცლი დავტესტავ სროლაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Jan 26 2016, 09:18 PM
პოსტი #154


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



pilotina ანუ ვან ტაუჩი? გილოცამ ძმა,მაგრამ ჩემი ვარია 40 გრამია და ჰენელი კი 30 wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. სადაა ბბ?
კიდო რაა იცი? ეხლა თითქოს,გაგიჭირდება,მაგრამ 20-30 გასროლაში უცბად აუღებ ალღოს....მე,რომ ვარია 40 გრამამდე დავამსუბუქე,ძალიან მეუცხოვა,ვერ ვასწრებდი სასხლეტს,ეხლა კი მივეჩვიე და მაგარი პონტია რია wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი Jan 28 2016, 09:40 PM
პოსტი #155


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



მევასება ეს კანდარა მაგრად. პროსტა ძAან დიდია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Feb 5 2016, 06:19 PM
პოსტი #156


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



დღეს გადავწყვიტე ფაზენდაზე ავსულიყავი და კონდორი დამეტესტა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კონდორის სასხლეტში გაუმჯობესების შეტანის შემდეგ სასხლეტის წონა გახდა 50 გრამი. მინდოდა ასე ვთქვათ საველე პირობებში მეგრძნო განსხვავება smile.gif ,
ასევე დღეს ისევ გუსუქე კონდორს ლულა biggrin.gif და შესაბამისად ოპტიკაც უნდა გამესწორებინა. ამინდი მშვენიერი იყო, ქარი პრაქტიკულად არ იყო.
ჯერ ვისროლე ქაღალდზე 50 მეტრზე, შემდეგ კი გადავწყვიტე 103 მეტრზე 12 კალიბრის სანადირო გილზებისთვის მესროლა.
ჯერ ვითომ ოპტიკაზე დამაგრებული კამერის მეშვეობით მინდოდა სროლა, მარა არაფერი გამომივიდა. როცა კამერა მაღალი სიჩქარით ჩაწერაზე დავაყენე ( 480 fps ), დისპლეიზე გამოსახულება ისე შემცირდა, რომ ნორმალური დამიზნების საშუალება არ მქონდა, ჰოდა მოვხსენი ისევ კამერა და ჩვეულებრივად გავაგრძელე სროლა. ასე რომ გილზებზე სროლა ვერ ჩავიწერე, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ biggrin.gif : 103 მეტრზე ლუდის ბოთლი პირველივე გასროლით მივლეწე, ხოლო გილზები ერთი 10 ცალი მქონდა დალაგებული და 3-4 სროლა დამჭირდა, რომ დამიზნების წერტილი მეპოვა და შემდეგ უკვე 5 გილზა ზედიზედ მოვხსენი, დანარჩენებიც ერთი-ორი აცელის მერე.

ეხლა ფოტო ვიდეო მასალა

ეს 50 მეტრზე ნასროლი 5 ტყვია



ეს კიდო იგივე 50 მეტრი, ოღონდ ნასროლია უკვე 10 ტყვია



ესეც ვითომ კამერის მეშვეობით სროლის ცდა, იმხელა ბოთლს ავაცილე sad.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Multi-Tool
პოსტი Feb 5 2016, 07:00 PM
პოსტი #157


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 703
რეგისტრ.: 14-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,830
ქალაქი:თბილისი



pilotina
მაგარი შედეგია 100 მეტრისთვის. ეტყობა იარაღსაც მოეწონა სასხლეტის სიმსუბუქე.
ისა და100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?
კამერაში გამოსახულების რწევა ალბათ აპარატის ოპტიკური სტაბილიზატორის ბრალია.
ოფციაში თუ ეგიძება, გაუთიშე და ეგრე სცადე.
ხალხი მაღალ სიჩქარიან გადაღებისას როგორ უმიზნებს, თუ ეგრე აპატარავებს. მაქ სხვ რამეში იქნება საქმე,
ისევ ოფციებში იქნება საჭირო ბოდიალი biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Feb 5 2016, 07:14 PM
პოსტი #158


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



pilotina
მშვენიერი! არა და სულ რაღაც 2 წლის წინ ყველა აძაგებდა ამ თოფს smile.gif

ძალიან კარგი შედეგია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Feb 5 2016, 07:18 PM
პოსტი #159


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 5th February 2016 - 08:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ა100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?


ამას ვერ მივხვდი.... საიდან დაასკვენი, რომ 100 მეტრზე ნაკლები აქ გაფანტვა ვიდრე 50-ზე? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Feb 5 2016, 07:23 PM
პოსტი #160


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 5th February 2016 - 08:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მშვენიერი! არა და სულ რაღაც 2 წლის წინ ყველა აძაგებდა ამ თოფს


ნუ, ცოტა ხელის შევლება კი უნდა smile.gif , აქ რედუქტორიო, იქ სასხლეტი... მერე მაგას ლულის, კორპუსში დაჭერის თავისებური მუღამი აქ, ჯერ ქვედა ქანჩები უნდა დაუჭირო მაქსიმალურად, ხოლო გვერდითა ქანჩებს ძალა არ უნდა დაატანო საერთოდ, სუსტად დაუჭერ და ეგაა. რომელიღაც უცხოურ ფორუმზე ამოვიკითხე ეს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

11 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2025 - 04:02 PM
Hosted by Pro-Service