გამარჯობათ მეგობრებო, მინდა მოგითხროთ დღევანდელი მოკრძალებული გასვლის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა kokai-მ მოვაწყეთ, რომელიც ამ ფორუმის არაააქტიური წევრია. მე თან მქონდა ჩემი დისკო, კოკაის კი ჰასან AT44-ის პლასტიკის კონდახიანი და კლიპიანი ვერსია, რომელიც გასწორებულია ბარაკუდა ჰანთერზე და ადგას 6-24 გადიდების მქონე ლიპერსის ოპტიკა, ასევე ტაქტიკური ფეხები. ე.წ ბიპოდი, ტიპიური ვარმინტის შაშხანაა, მძიმე და ზუსტი.

გავედით 1 საათზე და გზად გრიგოლთან შევიარე, გავამდიდრე არსენალი კროსმან დისკავერის 10,5 გრეინიანი სანადირო ტყვიებით, მადლობა მას გაწეული დახმარებისა და შეღავათისათვის

შემდგომად ამისა გავემართეთ ჩემს მიერ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ,,ელდორადოსაკენ''

გზად მტრედი და ჩიტები მოვინადირეთ და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე დავიწყეთ ნადირობა. სამზადისი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, იმისათვის რომ სატყუარებით დახუნძლული მოედანი მოგვეწყო დიდი ჯაფა დაგვადგა, ბევრი ვიარეთ და სხვადასხვა მანძილებზე მოვინადირეთ ყვავები და კაჭკაჭები. თავიდან გაოცებულები დავრჩით, ჩემი მეგობარი რომ ესროდა დაჭრილი ფრინველები მიფრინავდნენ და მერე კვდებოდნენ, ერთი კაჭკაჭი 600 მეტრის მოშორებით შემთხვევით ღმოვაჩინე როა კაჭკაჭების გუნდს ვეპარებოდი მიდ თავზე რომ ისეხდნენ და ერთი გნიასი ჰქონდათ ატეხილი. ჩემმა დისკომ მართლაც გამაოცა, ხელიდან სროლისას რამდენჯერმე მოვკალი არანაკლებ 50 მეტრში მაღალ ხეზე მჯდომი კაჭკაჭი და ყვავი, დღითიდღე ვრწმუნდები მის უპირატესობაში სხვა მძიმე მოდელებთან შედარებით. ერთ-ერთი გასროლისას მოპოვებულ იქნა დაჭრილი ყვავი,თუ არსებობს ,,პადსადნაია უტკა'' მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს ,,პადსადნოი ვორან''?

ნუ ეს რათქმაუნდა ხუმრობით, ისე კი ამ ყვანჩომ დიდი დახმარება გაგვიწია და ბევრი თანამოძმე მოიტყუა. სიარულით დაღლილებმა მოვაგროვეთ ნადავლი და სატყუარები ისე ოსტატურად დავალაგეთ რამის ჩევნც ცოცხლები გვეგონა, მეტი დამაჯერებლობისათვის ხეებზეც დავსვი ერთი ორი კაჭკაჭი. უნდა გენახათ რა მაგარი შედეგი ჰქონდა, ჩვენი ყვანჩო იმდენ ყვავსა და კაჭკაჭს იზიდავდა სროლას ვერ ავუდიოდით. აი დღის მთავარი გმირიც

Uploaded with
ImageShack.us
|