![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ლამის 1 თვეზე მეტი დრო გავიდა რაც ეს ტყვია ჩამომივიდა, ზუსტად 1 თვე გავიდა რაც ამ ტყვიაზე ტესტები ჩავატარე, მაგრამ დღემდე რაღაც თავი ვერ მოვაბი მის მიმოხილვას. შევეცდები კომპენსირება მოვახდინო, გაგიზიაროთ საკუთარი აზრები გამოცდილება და ერთად გადავწყვიტოთ ღირს თუ არა ამ ტყვიაში ფულის გადაყრა. დავიწყებ შეძენით განვიხილავ ტყვიის ფორმებს მიზანში სროლის შედეგებს და ... ![]() პირამიდის საფირმო შეფუთვა ![]() საცდელი ობიექტი შეძენილი იყო ამაზონზე, უფრო სწორედ -ზე, შუალედური რგოლი იყო ამაზონი. ტყვია დაჯდა ამერიკაში 9.99$, საქართველოში ჩამოტანიანად სადღაც 13-13.5$. ![]() კოლოფში არის 250 ცალი ტყვია, სხვათაშორის დევს მიახლოებით 250 ტყვია რეალური გადათვლისას კოლოფში აღმოჩნდა 278 ცალი ტყვია, ეტყობა წონაზეა და არა რაოდენობაზე კოლოფის შევსება. ![]() ერთის მხრივ ტყვია კაი რამ ჩანს, 10.65 გრანი სპილენძის გარსიანი, პრიალა და სუფთა ზედაპირით. ტყვიის ხელში აღებისას ხვდები რომ ხელში ბრონგამტანი რაღაც გიჭირავს, ხელის თითებით პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ტყვიის დეფორმირება, საკმაოდ მედეგი ტყვიაა. მაგრამ პირველი ნაკლი რამდენიმე ტყვიის გადამოწმებისას ჩნდება. ![]() ზემოთა მხრიდან ტყვიები პრაქტიკულად იდენტურია და თუ მიკროსკოპით არ ჩავეძიებით პრაქტიკუალდ სათქმელი არაფერია, მშვენიერი ტყვიებია, ოდნავ წაწვეტებული პრიალა და თითქმის ყველა იდენტური. აი ამოტრიალებისას კი ჩანს რომ ტყვიები ყველა ერთნაირი არაა, ზოგიერთი შიგნიდან პრიალებს ზოგს კი რაღაც შავი ადგილი უჩანს. ![]() საქმე ნათელი ხდება როდესაც ტყვიის შუა ჭრილს შევხედავთ, ტყვია არ არის მთლიანად სპილენძის, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ტყვიის ლითონისგან დამზადებული ტყვია, ოღონდ ზემოდან დაფარულია სპილენძის თხელი ფენით. ![]() სურათზე მოყვანილია ტყვიის სხვადასხვა რაკურსები რომ უფრო იოლი დასანახი იყოს ყველა მხრიდან მეორე ტყვია კი სკეციალურად შუაზეა გაჭრილი რომ შევსების ფორმა და შიგთავსი დავინახოთ ჭრილში. კარგი ბატონო გადავერთოთ ძირითად ტესტირების პუნქტებზე როგორიცაა წონა, წონის განმეორადობა და ზომები. წონაზე რა გითხრათ, მართალია რაიმე სუპერ პუპერ სასწორი არ მაქვს და 0.1 გრანზე მეტი სიზუსტით დაანგარიშება არ შეუძლია, მაგრამ ტყვიების აწონა მაინც შეიძლება, თუმცა ზუსტად 10.65 გრანს ვერ ამიწონის, ან 10.6 ან 10.7. 0.05 ჩემი სასწორისთვის მიუღწეველი სიზუსტეა. ![]() ასე თუ ისე ეს დიდი სიზუსტე მაინც არ დამჭირდა, ტყვიების უმეტესობა არის სადღაც 10.2 დან 10.6-მდე მთელი კოლოფი არ გადამირჩევია, მაგრამ სადღაც 100 ტყვიის გადარჩევის მერე მთლიანი დიაპაზონი გამოვიდა 10 გრანიდან 10.7 გრანამდე, საკმაოდ დიდი გაფანტვაა წონაში, როგორც ადრე ვთქვი ძირითადად წონები არის 10.2-სა და 10.6-ს შორის, 100 ცალიდან 20-25-მა მომცა დანარჩენი გაფანტვა რამაც ფონი გააფუჭა. ![]() საინტერესოა საშუალო წონა, ამისათვის ავიღე 10-10 ცალი ტყვია და ერთად ავწონე, პრაქტიკულად ყოველთვის მივიღე ერთი და იგივე წონა, ფაქტს სურათზე ხედავთ ![]() საშუალოდ ტყვიის წონა გამოგვდის 10.3 გრანი. ისმის კითხვა სადაა შეპირებული 3.5 გრანი? ვინ მოგვპარა? ალბათ მოგვპარა დაზგამ, შესაბამისად იმის მაგივრად რომ კოლოფში ზუსტად 250-ცალი ყოფილიყო, მოკლებულ წონაში რაოდენობა დაგვიმატეს, იმიტომაც გამოვიდა კოლოფში 278 ცალი ![]() წონიდან გადავდეთ ზომებზე. ტყვიის თავი საკმაოდ მოზრდილი გამოდის 4.53 მილიმეტრი, რაც ცნობილ JSB-ზე 0.01 მილიმეტრით მეტია. ![]() აი ეგრეთწოდებული იუბკა, ანუ ქვედაბოლო საერთოდ შოკის მომგვრელია, 4.66 მილიმეტრია, ეს პრაქტიკულად სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ეს ტყვიები ლულაში შესვლისას გარკვეულ წინააღმდეგობას გიწევენ, ანუ ქვედაბოლო მართლაც განიერია და ჩახმახზე პატარა ძალის დამატება გჭირდება. ![]() ბოლოს მთლიანი სიგრძე ![]() ახლა გადავიდეთ ბალისტიკურ თვისებებზე. ეს ტყვიები როგორც თავში ვთქვი არის ბრონგამტანი. ტყვია დეფორმირებას იღებს, მაგრამ უმნიშვნელოს, გაზეთების გროვაში ყველაზე შორს აღწევს (ყოველ შემთხვევაში იმ ტყვიებს შორის რაც მე გამაჩნია). ![]() გაითვალისწინეთ სურათზე მოყვანილი პირველი და მეორე გაუსროლელი ტყვიებია, უბრალოდ საწყისი ფორმისთვის დევს, მესამე არის შუა ჭრილიანი გაუსროლელი, ნასროლი ტყვიები იწყება მეოთხე ტყვიიდან, ბოლოში დაჭმუჭნული არის ტყივები რომლებიც 2-3 ერთმანეთს ერთი და იგივე ადგილზე ჩაეხუტა. ცალკე მოხვედრილ ტყვიებს ნომინალური დაზიანება აღენიშნებათ. ქრონში სროლისას საკმაოდ საოცარი შედეგები მივიღე, პრაქტიკულად ყველა გასროლისას გამოდიოდა შეცდომა, შემდეგ დავასკვენი რომ ქრონი წესრიგში იყო უბრალოდ პრიალა ზედაპირის გამო შეუძლებელი ხდებოდა ტყვიის დაფიქსირება. აქ გამომადგა დავითუსის მეთოდი , გადავაფხიკე სპილენძის ზედაპირი და.... გამოვიდა 260-265 მეტრ წამში, პრაქტიკულად CP-ს ნაირი სიჩქარეა. გადავიდეთ ბოლო პუნქტზე სიზუსტე. ჰოოო, ამ ტყვიებით ოლიმპიადაზე გამოსვლას არავის ვუსურვებ. მართალია სროლისას საექსპერიმენტო დასაყრდნობს ვიყენებდი (პოლიეთილენის დაბერილ ბალიშს), რამაც რა თქმა უნდა გააფუჭა საერთო შედეგი, მაგრამ 5 და 10 სერიან სროლაში 25 მეტრიან დისტანციაზე მივიღე 23 მილიმეტრიანი ჯგუფები, რაც არანაირად სახარბიელო არ არის. არც ამ ტყვიისთვის და არც ჩემი შედეგებისთვის. ![]() ჩემი ტესტების შემდეგ, 1 კვირის თავზე მე და ჯორჯიკამ კიდევ ერთი ტესტირება ჩავატარეთ უკვე ნორმალური დასაყრდენით და ამ შემთხვევაში საუკეთესო ჯგუფი უკვე გამოვიდა 16-18 მილიმეტრი. უკვე რაღაც არის. თუმცა ეს იტო 5 ტყვიანი სერიები და 10-ში რა გამოვიდოდა არავინ იცის. ![]() მაშ ასე ჩამოვაჯამოთ მიღებული შედეგები. 1) ტყვია არც თუ ისე ძვირი ღირს, მაგრამ იმავე CUM-თან შედარებით ცოოტათი ძვირი გამოდის. 2) წონა არასტაბილურია, იგივე CUM-ში თუ 2-3 განსხვავებულ წონასა ამოარჩევ ამ ტყვიაში შეიძლება მთელი 7-8 განსხვავებული იპოვო. 3) ზომები თავისებურია, განსაკუთრებით ქვედაბოლო, თან იმის გამო რომ მყარი ტყვიაა ცოტათი ძნელად შედის ლულაში 4) სიჩქარე CP და CUM-ივით 260-265 მეტრი წამში 5) სიზუსტე აქვს, მაგრამ ოლიმპიური შედეგებისთვის ვერ გამოდგება გამოყენების არეალი ფიცრების, ხვრეტა, და ცხოველებში ლამაზი ხვრელების გაკეთება, არანაირ ექსპანსიურობაზე საუბარი არაა, მაგრამ ძვლებს გარანტირებულად გახვრიტავს. სულ ეს იყო, იმედია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ნუ ჯაჯ კვლავ და კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა შენი რეპორტები ![]() დიდი მადლობა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
კაკ ვსეგდა კაი ჯიგრიანი რეპორტია! ყოვლისმომცველი ისეთი რო რაიმე კითხვა აღარ გაგიჩნდება, კაია მე მომწოსნ ეს ტყვიები სანადიროდ მშვენიერი იქნება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
wow! კაია ჯაჯ, რეპორტების მამა ხარ... აი მნევმატიკა თუ ისე განვითარდება როგორც ამერიკაში, და ჩემი შვილი მოქანდაკე იქნება, აუცილებლად ანდერზად დავუტოვებ, შენი ძეგლი დადგას მარადიორით ხელში... ხუმრობის გარეშე სვხების რეპორტებიდან ისევ CUM-ი ლიდერობს პრაქტიკულობაში და ფასში, მაგრამ საკუტარი თვალით დანახული სულ სხვაა, მე სამწუხაროდ, ქრონი, შტანგერფარგალი, სასწორი და მსგავსი ატრიბუტები არ მაქვს, თორემ ერთი ტიპის ტყვიის რეპორტს მეც დავდებდი, ანუ ყველამ რომ გადავინაწილოთ კაი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ შენნაირად სეიარაღებულები ვერ ვართ... იმედია დროებითია ეს ყველაფერი, პნევმატიკის "ილია ჭავჭავაძე" ხარ რა იმენნა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ja_ja მაგარი ვინმე ხარ რააა შენ რომ არა რა გვეშველებოდა (ოღონდ მართლ) დიიიდი თენქიუ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Davitus bazuka ავოეეე, კარით ხალხო რა ილია რის აკაკი, კაი გავჭითლდი, რეპორტი რეპორტია. მაიცათ რა. დღეს კიდევ 3-ის დადებას ვაპირებ და .. შემცხვება ბოლოს და აღარ დავდებ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ბრავო, ჯა_ჯ! როგორც ყოველთვის, მშვენიერი რეპორტია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Aug 28 2009, 09:55 AM) Davitus bazuka ავოეეე, კარით ხალხო რა ილია რის აკაკი, კაი გავჭითლდი, რეპორტი რეპორტია. მაიცათ რა. დღეს კიდევ 3-ის დადებას ვაპირებ და .. შემცხვება ბოლოს და აღარ დავდებ ![]() ![]() ![]() ნუ უმრავლესობა სკაზალ, ე.ი. ეგრეა, ნუ გვეწინააღმდეგები ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 ![]() |
საღოლ მაგარი ხარ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Aug 28 2009, 10:55 AM) შემცხვება ბოლოს და აღარ დავდებ ![]() ![]() ![]() :lol: ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2025 - 12:50 AM |
Hosted by Pro-Service |