გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc, პნევმატიკა მფლობელის თვალით
pilotina
პოსტი Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (100 - 119)
ბაიკერი
პოსტი May 9 2015, 11:44 PM
პოსტი #101


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



მოტოციკლეტებისაც. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 16 2015, 09:23 PM
პოსტი #102


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მოვიდა დრო თემას პატარა, მარა მნიშვნელოვანი აფდეიტი გაუკეთო smile.gif
აფდეიტი ეხება მიზანში სროლას. როგორც იქნა მოვაბი თავი ამ საქმეს, თუმცა როგორც Crosman 1720T - თემაში დავწერე კონდორს არ გაუმართლა იმ მხრივ,რომ სროლა კროსმანით დავიწყე და როცა კონდორის ჯერი დადგა კაი ქარიც, ასე 5-7 მ/წმ ამოვარდა. აგერ ვიდეოს დავდებ ჯერ, სადაც ეს მომენტი დავაფიქსირე



ნუ, მაინც გადავწყვიტე სროლა, აბა ტყუილა ხო არ ვათრიე ამხელა თოფი biggrin.gif

მანძილი 50 მეტრი, ტყვია JSB 25.39 გრანი, ქარი არამდგრადი, სხვადასხვა მიმართულების.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ეს ჯგუფი გარგად დაიწყო, მარა ბოლოს ორმა ტყვიამ გააფუჭა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


აი იმ ორი ტყვიის გარეშე, ფაქტიურად 3 ტყვია ტყვიაში ჩაჯდა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ბოლის გადავწყვიტე ბარაკუდები დამეტესტა 31.02 გრანიანი. თუმცა JSB-ის მერე ლულა არ გამიწმენდია და ეგრევე ვატაკე ბარაკუდა. შედეგმაც არ დააყოვნა sad.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


იმედია, უფრო კაი ამინდშიც გავტესტავ და ვნახავ რისი თავი აქ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი May 16 2015, 09:31 PM
პოსტი #103


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



მაგი ქარი,5-7 მეტრს არ გავს რაცხა! ისე კი 50 მეტრზე,ძალიან კარგი შედეგია ჯსბ-ით! ქარის ბრალია დანარჩენი. მოკლედ,მაგარია რა smile.gif wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი May 16 2015, 10:44 PM
პოსტი #104


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



P.S. სულ მარცხენა მხარეს როა ტყვიები,ნახე? ან ქარი იყო,მაგ მიმართულებით და ან..-ნუ,ეგ შენც კარგად იცი რაშიცაა საქმე wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Sk-box
პოსტი May 17 2015, 12:15 PM
პოსტი #105


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 115
რეგისტრ.: 19-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,972
ქალაქი:თბილისი



pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 17 2015, 06:34 PM
პოსტი #106


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



shotexa7

მადლობა მოლოცვისთვის.
არა მგონია GM-ის ლულა ძაან ჩამოუვარდებოდეს ვალტერს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი May 17 2015, 06:49 PM
პოსტი #107


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



ციტატა(shotexa7 @ May 17 2015, 01:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.




სხვაობა იქნება ძალაში. სიზუსტეში ძალიან კი არა არ ჩამოუვარდება საერთოდ. მაზიანს დავდებ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
datka25
პოსტი May 17 2015, 07:50 PM
პოსტი #108


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



ქარის კვალობაზე უმაგრესი შედეგია, ვალტერი მართლა გლიჯავს, მითუმეტეს ჯსბ-თი smile.gif

ციტატა(shotexa7 @ May 17 2015, 01:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.


თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? smile.gif სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 17 2015, 09:04 PM
პოსტი #109


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



datka25
ციტატა(datka250885 @ 17th May 2015 - 08:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?


პირამიდიდან
სიგრძე 45 სმ, გარე დიამეტრი 16 მმ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
datka25
პოსტი May 17 2015, 09:13 PM
პოსტი #110


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



ციტირებაში ავირიე smile.gif Green Mountain-ის ლულა მაინტერესებს, საიდან იწერება. . .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 17 2015, 10:39 PM
პოსტი #111


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



datka25

ოოოო, ეგ არ ვიცი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 17 2015, 11:37 PM
პოსტი #112


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი May 17 2015, 11:52 PM
პოსტი #113


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



geojorjika
მაგ ჩათლახ საიტზე ვიყიდე ადრე ოპტიკა, 2 კვირის მერე მომწერეს რომ უცხოურ ბარათებს არ ვიღებთო და გამიუქმეს შეკვეთა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი May 18 2015, 01:26 AM
პოსტი #114


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



geojorjika
მაგ საიტიდან შარშანწინ ვიყიდე რაღაცეები,
ხოოდა მეორედ რომ დავაპირე..ესაო ისაო მაგრამ თქვენს მიერ მითითებული მისამართი გადამზიდი კომპანიააო და კაროჩე იუესეის საზღვრებს გარეთ არ ვაგზავნითო..
სხვადასხვა გადამზიდის მისამართებიც ვცადე, სხვადახვა იუზერით მივწერე, მარა გაშიფრულ;ი ჰქონდათ უჟე და არაოო.. ვოტ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი May 18 2015, 09:51 AM
პოსტი #115


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



19მმ-ნი ჯგუფი როა, მაგ ტყვიით რამდენჯერმე რო გეცადა უკვე ნათლად გამოჩნდებოდა მაგ თოფის რეალური შესაძლებლობები, ეგ ჯგუფი თუ პირველივე ცდაზე დასვა არაა გამორიცხული 15-მდეც ჩამოხვიდე, ანუ 5 ცდიდან 2 15მმ-ში მოაქციო. ქარს რაც შეეხება გეტყვი, რომ მაგ თოფს არ ჭირდება ძაან იდიალური ამინდი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი May 18 2015, 10:33 AM
პოსტი #116


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



cz80
მეც იგივე სიტუაცია შემემთხვა. არადა ხან მაგარი სეილები აქვთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Sk-box
პოსტი May 18 2015, 07:42 PM
პოსტი #117


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 115
რეგისტრ.: 19-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,972
ქალაქი:თბილისი



ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 17th May 2015 - 07:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სიზუსტეში ძალიან კი არა არ ჩამოუვარდება საერთოდ. მაზიანს დავდებ

მჯერა შენი biggrin.gif მე რაც ვისროლე 40 ნაბიჯიდან ერთ წერტლში ხვდება ! უბრალოდ გასაგები მიზეზების და გამო დიამეტრი ფართოვდებოდა biggrin.gif

datka25
ციტატა(datka250885 @ 17th May 2015 - 08:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?

არ გამომიწერია სტოკია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი May 20 2015, 09:51 AM
პოსტი #118


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



pilotina
ეს მაგარი ფიშტო შეგიძენია, გილოცავ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 20 2015, 09:59 AM
პოსტი #119


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



tengo

მადლობა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Sep 22 2015, 03:18 PM
პოსტი #120


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



pilotina
მშვენიერი შენაძენი და მშვენიერი შედეგი.

იმედია გაგიცნობთ თქვენ და თქვენს ფიშტოს.

geojorjika

შენა ვინა ხარ ჰა? თემა ვერ წავიკითხე სადაც ვაჭრობა არ გაქვს გამართული biggrin.gif

აქაც ყიდვა მომინდომა!!!
ქშა აქედან

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

11 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2025 - 02:32 PM
Hosted by Pro-Service