გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc, პნევმატიკა მფლობელის თვალით
pilotina
პოსტი Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
11 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (80 - 99)
Multi-Tool
პოსტი Apr 20 2015, 11:21 PM
პოსტი #81


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 703
რეგისტრ.: 14-November 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,830
ქალაქი:თბილისი



ციტატა(pilotina @ 21st April 2015 - 12:12 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვისროლე ზემოთ მოყვანილი ტყვიები და მივიღე 1044 fps ანუ 318 მ/წმ.

რა ამბავია და ეგ 5.4 იანი პერეპუსკით?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი Apr 20 2015, 11:22 PM
პოსტი #82


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



pilotina
ეგ შეშას დიდ ნაჭრებად დაჭრილს 250მ/წმ ით მაინც გაისვრის biggrin.gif


გილოცავ ძალიან მაგარი თოფია. გაემართლებინოს რისთვისაც იყიდე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Apr 20 2015, 11:25 PM
პოსტი #83


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 21st April 2015 - 12:21 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რა ამბავია და ეგ 5.4 იანი პერეპუსკით?


კი, 5.4-იანით

ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 21st April 2015 - 12:22 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეგ შეშას დიდ ნაჭრებად დაჭრილს 250მ/წმ ით მაინც გაისვრის


ხოოოო, ეს კაი იდეააა, ერთი უნდა ვცადო.... მე მგონი მუხა აჯობებს, თუ წიფელი? biggrin.gif


ციტატა(ბაიკერი @ 21st April 2015 - 12:22 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გილოცავ ძალიან მაგარი თოფია. გაემართლებინოს რისთვისაც იყიდე


მადლობა, გაიხარე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 21 2015, 12:28 PM
პოსტი #84


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ლოს კაიფოს და გადასარევოს, პროსტა შენს გახარებას მოარიდე ეგ სილამაზე ჩვენს ჭკუა მოგრეხილ სამართალდამცავებს თორემ ფერი არ უშველის მაგ საყვარლობას, მაგის შარში გახვევა კიდევ შენზე არანაკლებად მეწყინება ისე გადასარევად გამოიყურება ეგ მამაძაღლი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Apr 21 2015, 12:38 PM
პოსტი #85


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



ja_ja

კი, ვარიდებ შეძლებისდაგვარად უკეთესი მომავლის იმედით. sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Apr 21 2015, 10:06 PM
პოსტი #86


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ვააახ მართლა ხელოვნების ნიმუშია ,რა ლამაზია თვალი მძლივსღა მოვაშორე.ეგეთი იარაღის უბრალოდ ხელში დაჭერა სიცოცხლის წუთების გახანგრძლივებას ნიშნავს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Apr 21 2015, 10:11 PM
პოსტი #87


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



gocha311
ციტატა(gocha311 @ 21st April 2015 - 11:06 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.ეგეთი იარაღის უბრალოდ ხელში დაჭერა სიცოცხლის წუთების გახანგრძლივებას ნიშნავს.
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 21 2015, 11:10 PM
პოსტი #88


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 11:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
gocha311
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif


გეტყობა სახეზე 100%-ით biggrin.gif

რა მაგრობაა 22.gif მეც დამაპიპინებინეთ ერთი ცალი რა იქნება 14.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Apr 21 2015, 11:23 PM
პოსტი #89


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



maqsimusa
ოკ. მაგარი ის იყო,პირველ დანახვაზე,რო წყალქვეშ სანადირო თოფი მეგონა:-) მოკლედ, კარგი რამაა და კარგი ფასიც აქვს!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Apr 29 2015, 03:49 PM
პოსტი #90


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



pilotina
მეც გილოცავ, მშვენიერი შედეგები მიგიღია, იმედია ჯგუფებიც შესაბამისი იქნება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Apr 29 2015, 05:03 PM
პოსტი #91


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



Power_VANO

მადლობა, გაიხარე. smile.gif
ხო, რავი ვერ მოვაბი თავი ჯერ ჯგუფობანას. შეიძლება კვირას გამოვიდეს, თუ ამინდამა შემიწყო ხელი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი May 1 2015, 08:29 AM
პოსტი #92


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



pilotina
ჰოო, თან კანონის გადამკიდე გარეთ საშიშია, სახლში კიდევ 50 მეტრიანი პრიამიკი ვის აქვს აბა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი May 1 2015, 02:19 PM
პოსტი #93


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



Power_VANO
ბიძინას და მისნაირთ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი May 7 2015, 11:17 PM
პოსტი #94


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



pilotina ლულას ნუ აცივებ wink.gif არსად გიჯგუფავია.?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 8 2015, 07:19 PM
პოსტი #95


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 8th May 2015 - 12:17 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულას ნუ აცივებ არსად გიჯგუფავია.?


არა, არა, სადა მაქ მაგის დრო sad.gif
ამ შაბათ-კვირას მინდოდა ვითომ, მარა ვმუშაობ და არ გამოვა ეხლაც.... sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ბაიკერი
პოსტი May 8 2015, 07:24 PM
პოსტი #96


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



pilotina
ყველაზე მაგარი სამუშაო გაქვს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი May 8 2015, 08:13 PM
პოსტი #97


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



ბაიკერი

smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი May 8 2015, 09:55 PM
პოსტი #98


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 8th May 2015 - 07:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყველაზე მაგარი სამუშაო გაქვს
მაგ სამსახურს,დვორნიკობა მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი May 8 2015, 11:14 PM
პოსტი #99


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 11:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
gocha311
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif

არა ისე,გერმანელიც მაგარი ლამაზია,თუ ჩემი როა მიტო მომწონს?ვენატალე მაგასა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გულში გენატალე ვარკააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისა და,იარაღზე შეყვარებაც არსებობს ხალხნო? რაცხა ცუდად ხო არაა ჩემი საქმე და მე ვერ ვგრძნობ??? დამერხა მგონი.მაგ ფოტოზე რო ვარკას ვუყურებ,სულ ვირევი რა blush.gif როგორ ირემივითაა..თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 9 2015, 03:41 PM
პოსტი #100


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ყველაფრის სიყვარული არსებობს. მანქანა, თოფი,სახლი დ ასე შემდეგ....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

11 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:04 PM
Hosted by Pro-Service