|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით ფორუმელებო, ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი. დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი? გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ... თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი) სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს: (ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.) შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი... ![]() ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა) ![]() ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე. ![]() ![]() მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა ![]() ![]() და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ) ![]() ![]() ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა. ![]() ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა ![]() კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო ![]() ![]() როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი... ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ... და ეს ყველაფერი sound lock წყალობით. ![]() ![]() თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა... ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს. და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა. მაშ ასე, დავიწყეთ ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში. გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ. ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული). რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე ![]() AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min) 1. 241 3000 PSI 2. 245 3. 245 4. 244 5. 243 6. 244 7. 246 8. 243 9. 245 10. 241 11. 243 12. 242 13. 249 14. 244 15. 245 16. 249 17. 247 18. 244 19. 245 20. 246 21. 247 22. 254 23. 248 24. 251 25. 252 26. 251 27. 256 28. 255 29. 253 30. 257 31. 254 32. 256 33. 256 34. 258 35. 259 36. 259 37. 258 38. 262 39. 262 40. 260 41. 266 42. 260 43. 265 44. 268 45. 270 46. 262 47. 262 48. 274 49. 266 50. 265 51. 271 52. 278 53. 272 54. 285 *** 55. 280 56. 276 57. 284 58. 287 59. 287 60. 287 61. 291 62. 287 63. 288 64. 296 65. 287 66. 290 67. 288 68. 293 69. 284 70. 294 71. 300 72. 305 73. 310 74. 303 75. 309 76. 306 77. 294 78. 310 79. 306 80. 309 2300 PSI მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ. პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა ![]() პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია) მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში ![]() ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია) ![]() მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია): ![]() და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია): ![]() მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე. უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ.
| |
| > |
|
|
pilotina AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc Feb 27 2015, 11:55 PM
geojorjika კიდევ ერთხელ გილოც... Feb 28 2015, 12:07 AM
Power_VANO გილოცავ, 10-იანებში ... Feb 28 2015, 12:15 AM
pilotina geojorjika
Power_VANO
დიდი მადლ... Feb 28 2015, 12:26 AM
ბაიკერი მშვიდობაში. ძAლიან ... Feb 28 2015, 12:28 AM
archi_daili გილოცავ მშვენიერი ... Feb 28 2015, 12:37 AM
pilotina ბაიკერი
მადლობა, გ... Feb 28 2015, 12:57 AM
cz80 მშვიდობაში , სასურ... Feb 28 2015, 03:35 AM
mister_io გილოცავ შენაძენს , ... Feb 28 2015, 03:44 AM
ja_ja ვაა გილოცავ კაი შე... Feb 28 2015, 09:19 AM
Davitus გაიხარე კარგი რეპო... Feb 28 2015, 09:28 AM
ikaaa გილოცავ მართლა კა... Feb 28 2015, 11:11 AM
pilotina cz80
mister_io
გაიხარეთ, მა... Feb 28 2015, 11:30 AM
Multi-Tool pilotina
გილოცავ! ძალ... Feb 28 2015, 02:55 PM
koknar pilotina
გილოცავ, მაგარ... Feb 28 2015, 04:24 PM
pilotina Multi-Tool
koknar
მადლობა, მო... Feb 28 2015, 05:06 PM
ბაიკერი pilotina
FX revolution. პოლუავტო... Feb 28 2015, 05:30 PM
nihontoman pilotina
გილოცავ. მადლო... Feb 28 2015, 09:43 PM
kubi11 ციტატა(nihontoman @ Feb 28 2015, ... Mar 2 2015, 04:04 PM
maqsimusa pilotina
გილოცავ ძაან მ... Feb 28 2015, 11:05 PM
pilotina nihontoman
გაიხარე, მადლ... Feb 28 2015, 11:20 PM
ja_ja pilotina
Davitus
აუ ახლა ნუ ა... Mar 1 2015, 08:07 AM
okela84 უი რა მსუბუქია, ოპტ... Mar 1 2015, 11:59 AM
Ex3 გილოცავ, bullseye ბში,მა... Mar 1 2015, 05:15 PM
nihontoman Ex3
ტყვიები მძიმეა კ... Mar 1 2015, 05:31 PM
gela ხოშიანი თოფია, მშვ... Mar 2 2015, 09:58 PM
pilotina Ex3
gela
მადლობა, გაიხა... Mar 2 2015, 10:34 PM
SCORPIONS pilotina გილოცავ! სიმა... Mar 2 2015, 11:22 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 3rd... Mar 2 2015, 11:48 PM
bazuka pilotina
გილოცავ, მართლ... Mar 3 2015, 10:21 AM
ბაიკერი ციტატა(bazuka @ Mar 3 2015, 11... Mar 3 2015, 10:43 AM
pilotina bazuka
ციტატა(bazuka @ 3rd Marc... Mar 3 2015, 11:14 AM
archi_daili pilotina
რას იწონის ეს მ... Mar 3 2015, 01:22 PM
pilotina archi_daili
ციტატა(archil @ 3rd ... Mar 3 2015, 04:52 PM
Multi-Tool pilotina ძალიან მაინტერ... Mar 3 2015, 06:23 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Mar 3 2015, 06:52 PM
Multi-Tool pilotina მადლობა, მაგრა... Mar 3 2015, 08:47 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Mar 3 2015, 09:16 PM
ja_ja თემა გასუფთავებულ... Mar 4 2015, 09:49 AM
ხ.მ.ე.ლ.ო თოფი პირდაპირ გეუბ... Mar 4 2015, 02:21 PM
pilotina ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა
... Mar 4 2015, 03:32 PM
koknar pilotina
ერთი სამნაირი ... Mar 4 2015, 06:06 PM
ბაიკერი რატო ჩაკვდა ეს თემ... Mar 17 2015, 10:42 AM
pilotina არ ჩამკვდარა, რედუ... Mar 17 2015, 11:17 AM
dawiti pilotina გილოცავ მოგვია... Mar 17 2015, 09:21 PM
pilotina dawiti
მადლობა, გაიხარ... Mar 17 2015, 09:24 PM
pilotina მოკლედ ვიფიქრე დღე... Mar 28 2015, 07:15 PM
SCORPIONS pilotina
ციტატა(pilotina @ 28th ... Mar 28 2015, 07:40 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 28t... Mar 28 2015, 07:43 PM
Multi-Tool ციტატა(pilotina @ 28th March 2015... Mar 28 2015, 08:25 PM
SCORPIONS pilotina მაინც ვერ გავიგ... Mar 28 2015, 08:49 PM
maqsimusa ციტატა(pilotina @ 28th March 2015... Mar 28 2015, 08:51 PM
SCORPIONS maqsimusa მეთქვი,მარტო... Mar 28 2015, 09:07 PM
pilotina რა ვერ გაიგეთ კაცო... Mar 28 2015, 10:40 PM
Power_VANO სადაა მოდერი, მიხე... Mar 28 2015, 10:43 PM
Multi-Tool ციტატა(maqsimusa2 @ 28th March 20... Mar 28 2015, 10:43 PM
SCORPIONS pilotina გასაგებია! გმ... Mar 28 2015, 10:45 PM
datka25 ციტატა(pilotina @ 28th March 2015... Mar 28 2015, 10:48 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(datka250885 @ 2... Mar 28 2015, 10:53 PM
SCORPIONS pilotina გმადლობ. ჩემი ვ... Mar 28 2015, 10:57 PM
datka25 ციტატა(SCORPIONS @ Mar 28 2015, 1... Mar 28 2015, 11:12 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 28t... Mar 28 2015, 11:11 PM
SCORPIONS pilotina მაიცა,მაიცა, ჩე... Mar 29 2015, 06:56 AM
ja_ja SCORPIONS
maqsimusa
აუ ამას ქვ... Mar 29 2015, 01:17 PM
SCORPIONS ja_ja 2x2 ვიცი რო ორია და ... Mar 29 2015, 01:22 PM
mister_io ციტატა(pilotina @ Mar 28 2015, 11... Mar 29 2015, 02:20 PM
Ex3 SCORPIONS
გრამი არაა
სხვ... Mar 29 2015, 02:29 PM
SCORPIONS Ex3
ციტატა(Ex3 @ 29th March 2015... Mar 29 2015, 03:59 PM
ja_ja Ex3
SCORPIONS
ე ბიჯო თუ აკვ... Mar 29 2015, 09:16 PM
SCORPIONS ja_ja ოკ Mar 29 2015, 09:25 PM
mister_io შემოისეირნებს მერ... Mar 29 2015, 11:50 PM
pilotina მოგესალმებით ყველ... Apr 20 2015, 10:28 PM
geojorjika აფიგეწ , როგორ ვიყი... Apr 20 2015, 10:44 PM
pilotina geojorjika
ოოოოოო მაგ ფი... Apr 20 2015, 10:47 PM
geojorjika pilotina
გილოცავ, გილოც... Apr 20 2015, 10:50 PM
SCORPIONS pilotina რა უნდა გაყიდო,... Apr 20 2015, 10:51 PM
geojorjika ეხლა მთავარია შედე... Apr 20 2015, 10:54 PM
pilotina geojorjika
ციტატა(giorgi @ 20th ... Apr 20 2015, 11:03 PM
Multi-Tool ციტატა(giorgi @ 20th April 2015 ... Apr 20 2015, 11:08 PM
pilotina Multi-Tool
მადლობა გოჩა, ... Apr 20 2015, 11:12 PM
Multi-Tool ციტატა(pilotina @ 21st April 2015... Apr 20 2015, 11:21 PM
ბაიკერი pilotina
ეგ შეშას დიდ ნა... Apr 20 2015, 11:22 PM
pilotina Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha ... Apr 20 2015, 11:25 PM
ja_ja ლოს კაიფოს და გადა... Apr 21 2015, 12:28 PM
pilotina ja_ja
კი, ვარიდებ შეძლ... Apr 21 2015, 12:38 PM
gocha311 ვააახ მართლა ხელოვ... Apr 21 2015, 10:06 PM
SCORPIONS gocha311
ციტატა(gocha311 @ 21st ... Apr 21 2015, 10:11 PM
maqsimusa ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 1... Apr 21 2015, 11:10 PM
SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 1... May 8 2015, 11:14 PM
SCORPIONS maqsimusa
ოკ. მაგარი ის ი... Apr 21 2015, 11:23 PM
Power_VANO pilotina
მეც გილოცავ, მშ... Apr 29 2015, 03:49 PM
pilotina Power_VANO
მადლობა, გაიხ... Apr 29 2015, 05:03 PM
Power_VANO pilotina
ჰოო, თან კანონი... May 1 2015, 08:29 AM
ბაიკერი Power_VANO
ბიძინას და მის... May 1 2015, 02:19 PM
SCORPIONS pilotina ლულას ნუ აცივებ... May 7 2015, 11:17 PM
pilotina SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 8th... May 8 2015, 07:19 PM
ბაიკერი pilotina
ყველაზე მაგარი... May 8 2015, 07:24 PM
pilotina ბაიკერი May 8 2015, 08:13 PM
SCORPIONS ბაიკერი
ციტატა(ბა... May 8 2015, 09:55 PM
ja_ja ყველაფრის სიყვარუ... May 9 2015, 03:41 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 08:51 AM |
| Hosted by Pro-Service |