გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად
ja_ja
პოსტი Mar 25 2012, 09:54 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი.


ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი.


იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა

1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს

2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია.

3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა

4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება....


მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...)

დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი.



ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა.


კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ:

Benjamin marauder Bullpup stock
Hatsan At44 Bullpup stock
HW100 Bullpup stock
AA 510 Bullpup stock

გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი:



მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ.

1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა.

2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს.

3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად.

უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა



შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე



ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან.

ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება....

.................... ................................. ....................... ............................. .....................

მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ smile.gif ), მოკლედ იმედია დაუმეგობრდებით ამ თემას და იდეებსა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
23 გვერდი V  « < 17 18 19 20 21 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (360 - 379)
sekurifa
პოსტი Jun 3 2013, 10:07 PM
პოსტი #361


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(gela @ 3rd June 2013 - 11:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დააგდე აბა ლინკი საიდან გამოიწერე ეგ კეისი,

არ გამომიწერია. დინამოსთან ვიყიდე მონადირის მაღაზიაში ტრენაჟორების სახლის გვერდით რომ არის. 70 ლარი ღირს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jun 4 2013, 12:12 AM
პოსტი #362


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



sekurifa
ვა რა მაგარი ვიდი აქვს რა smile.gif ვსიო, მეც ვიწყებ ჩალიჩს smile.gif რელსი რა დაგიჯდა ზურა და რამდენ ხაში ჩამოგივიდა ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jun 4 2013, 12:38 AM
პოსტი #363


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(Saint Dave @ 4th June 2013 - 01:12 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რელსი რა დაგიჯდა ზურა და რამდენ ხაში ჩამოგივიდა ?

ჩემი ხიდი ცოტა ძვირია. 50$ ხიდი და პლიუს გამოგზავნის ფული 12$. ანუ სულ 62$. ამაზონზეც არის ხიდი ილარიონს რომ აქვს ბულკაზე ეგეც კარგია მგონი. თუარ ვცდები 40 დოლარი ღირს. მასაც გადმოკიდებული აქვს ოპტიკა.

მე უბრალოდ ეგ უკრაინელი ხელოსნის ვარჩიე ფოლადის ხიდი. რვიანთან ერთად არვიცი რამდენედ აკეთებს. შენც მოიცადე გა ნახე გელას ვარიანტი როგორი გამოვა. ეგ ხიდიც იაფი ღირს და რვიანსაც თბილისში დაამზადებინებ.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jun 4 2013, 01:01 AM
პოსტი #364


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



ციტატა(sekurifa @ 4th June 2013 - 01:38 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეგ ხიდიც იაფი ღირს და რვიანსაც თბილისში დაამზადებინებ.


თავისი რაც აქვს ხაჩიკას პლასტმასის, მაგას რო თავი სწორად მოვაჭრა რაღად მინდა ახალი რვიანი???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jun 4 2013, 11:52 AM
პოსტი #365


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(Saint Dave @ 4th June 2013 - 02:01 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თავისი რაც აქვს ხაჩიკას პლასტმასის, მაგას რო თავი სწორად მოვაჭრა რაღად მინდა ახალი რვიანი???

არა ეგრე არ გამოვა. შენ თუ რვიანზე გინდა ხიდის დასმა რკინის ან დურალის რვიანი გინდა ზედა მაღალი კედლით რომ შიგ რეზბა მოიჭრას ხიდისთვის.გადმოკიდებით კი მაგ უბრალო ხიდს ვერ გადმოკიდებ მაგხელაზე. მაშინ სალასკას მთლიანად უნდა ეჭიდებოდეს წინიდან როგორ მე მაქვს ისე და ხიდიც სქელი უნდა იყოს რომ მოცურავის სახტომი დაფასავით არ იქანქაროს ოპტიკამ.

მიტო ვარჩიე მე ფოლადის გადმოკიდებული ხიდი. წონა მეტი აქვს თავისთავად მარა დურალზე მტკიცეა. შენ ჯობია გელას ვარიანტი გააკეთო. უფრო ადვილია და იაფიანიც.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 5 2013, 09:13 PM
პოსტი #366


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



მოკლედ დასრულდა ჩემი ბულკა, დარჩა რვიანის გაშავება და ჭირდება აუცილებლად მაღალი რინგები, ჯაჯას მაძლევდა რინგებს მაგრამ დღეს სამსახურში ისე გამომკეტეს რომ sad.gif ამჟამად ბულკა ასე გამოიყურება
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jun 5 2013, 09:39 PM
პოსტი #367


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(gela @ 5th June 2013 - 10:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ დასრულდა ჩემი ბულკა,

სასხლეტი როგორ გადაიტანე იმის სურათი შეგიძლია რომ დადო? სპიცი იხმარე თუ რამე სხვა. თუ შეძლებ გადაუღე სურათი და გვაჩვენე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 5 2013, 10:48 PM
პოსტი #368


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



სასხლეტი ფოლადის მავთულით მივაერთე, სასხლეტთან კიდევ სამაგრად ელეკტრო სადენის კონტაქტორი გამოვიყენე და მასში ეყრება ეს ჩემს მიერ მიღუნულ მოღუნული მავთული. ესეც ფოტოები
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jun 6 2013, 02:44 PM
პოსტი #369


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



როგორც სურათზე ჩანს რვიანის ხვრელი უფრო განიერია ვიდე ლულა და არაფერს არ შეუშლის ეგ ხელს ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 6 2013, 03:06 PM
პოსტი #370


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gela
გარეგნული ფორმა გუტ!

რაც შეეხება სასხლეტის მავთულს... მე არარ მახსოვს ჰაჩიკას კონსტრუქციული დეტალები... ჰადა ის მაინტერესებს შუაში რანცხა ვინტი რომაა ჩამოშვერილი და მაგ სპიცას ხელს უშლის, მაი რა დატვირთვას ასრულებს? არ შეიძლება მაგის მოძრობა ან მაგის შუაში გახვრეტა და მავთულის შუაში გატარება?

კიდო ერთი კითხვა მაქვს, სასხლეტზე რომ მაგრდება მაი მავთული... მოკელდ მე რამდენადაც მახსოვს სასხლეტის ეგ ადრილი გეომეტრის იცვლის, ანუ მხარი გამოდის და საკმაოდ მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ... ჰოოდა იდეაში დატვირთვა არ მოდის მავთულზე?

ხომ არ ჯობია ძირა მხარეს დამაგრდეს, ან სასხლეტის ეგ ადგილი გვერდიდან გაიხვრიტოს და შპონკაზე დაჯდეს ეგ მავთული რომ სასხლეტის მოძრაობისას მინიმალური ვერტიკალური გადაადგილებები ჰქონდეს....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 6 2013, 03:52 PM
პოსტი #371


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



ja_ja

ციტატა(ja_ja @ 6th June 2013 - 03:06 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შუაში რანცხა ვინტი რომაა ჩამოშვერილი და მაგ სპიცას ხელს უშლის, მაი რა დატვირთვას ასრულებს?

მაგ ვინტზე მაგრდება პლასტიკატის კონდახი ჯააჯ, მარტო რვიანებს და უკანა სამაგრებს არ უჭირავს თოფი, არ მოვხსენი იმიტომ რომ , სურვილის შემთხვევაში ისევ დაბრუნებოდა საწყის პოზიციას : )) ჩემს ბულკაზეც სძირითადად მაგ ვინტით მაგრდება კონდახი თოფთან, და კიდევ რვიანით, რომელთანაც ვივერის რელსია ხიდად, ამ ვინტის გარეშე მარტო რვიანით მთელი თოფი კონდახზე ვერ დამაგრდებოდა,


ციტატა(ja_ja @ 6th June 2013 - 03:06 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სასხლეტის ეგ ადრილი გეომეტრის იცვლის, ანუ მხარი გამოდის და საკმაოდ მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ... ჰოოდა იდეაში დატვირთვა არ მოდის მავთულზე?

კი მართალია რომ გეომეტრიულად ისე არ მოძრაობს როგორც ბულკას ჭირდება და ზემოთ-ქვემოთაც ადიჩადის, სასხლეტის მოქაჩვის დროს, მაგრამ უკანა სვლაც იმდენი აქვს რომ ყოფნის რადნოი სასხლეტს ასამოქმედებლად : )

კონდახს რაც შეეხება, გმადლობთ შექებისა და სტიმულისათვის : ))

Dave
ციტატა(Saint Dave @ 6th June 2013 - 02:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
როგორც სურათზე ჩანს რვიანის ხვრელი უფრო განიერია ვიდე ლულა და არაფერს არ შეუშლის ეგ ხელს ?

რატომ უნდა შეშალოს ხელი?> პირიქით ლულა დამოუკიდებელია ყველაფრისაგან და თავისუფლად არის გაშტიკინებული თავისთვის, არც რეზიკი უშლის ხელს და არც რვიანი რომ ადგილიდან ფორმა შეაცვლევინოს, თავისით კიდევ არ დაიწყებს ქანქარს კორპუსთან მიმართებაში : ) თუ ვირულად არავინ დაეჭიდა ლულაზე : ) ასე რომ ,,ნიხტ პრობლემ''-ო, როგორც დიდი ჯაჯა იტყოდა : ))
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 6 2013, 04:09 PM
პოსტი #372


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gela
ციტატა(gela @ 6th June 2013 - 04:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგ ვინტზე მაგრდება პლასტიკატის კონდახი ჯააჯ, მარტო რვიანებს და უკანა სამაგრებს არ უჭირავს თოფი, არ მოვხსენი იმიტომ რომ , სურვილის შემთხვევაში ისევ დაბრუნებოდა საწყის პოზიციას : ))

შეკაცო! შე ადამიანო, შე ფორუმელო, შე აირგანელოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ უკვე 4 კაცს აქვს ფორუმზე სტანოკი smile.gif (აღარაფერს ვამბობ დანარცენ ნებისმიერ ტოკარზე საქართველოს მაშტაბით, იმიტომ რომ ძალიან მარტივად გადაწყვეტადი პონტია) არცერთი არ დაგზარდებოდა რომ გეთქვა და სიტყვაზე ეგეთივე ზომის ვინტი გაგვეკეთებინა ცოტა სქელი ტანით და შუაში დირკით.

შედეგად
1) ეგ შტუკა თავის ადგილზე ჩაეხრახნებოდა
2) მავთული შუაში გაივლიდა და ზედმეტი გვერდული დატვირთვები და გადაღუნვები არ ექნებოდა
3) კონდახიც ხოშიანად მიმაგრდებოდა ზედა ნაწილში უზრუნველყოფილი ვინტის ხვრელით


ანუ ორიგინალი ვინტიც დაგრჩებოდა უკან დაბრუნების შემთხვევაში და ბულკისთვის უფრო ასევთქვათ მოსახერხებელი სისტემა იქნებოდა... ნუ აღიარე ახლა მაგის გაკეტება არაფერი არაა, ბოლო-ბოლო ვისაც რვიანი გააკეთებინე იმისთვსი გეჩვენებინა და გეთქვა რომ სქელი ტანით გინდოდა, გაგიმზადებდა, მერე მიიტანდი სახლში მოუჭერდი, აიღებდი ზომას და სწორი მიმართულებით ხვრელს გაუკეტებდი ი ვსიო smile.gif

P.S. გადამრევთ რა ეს მორიდებული აირგანელები რა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jun 7 2013, 12:33 PM
პოსტი #373


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 6th June 2013 - 04:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. გადამრევთ რა ეს მორიდებული აირგანელები რა


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შემოგევლეე კარგი ჯაჯა გვყავხარ მთელ ფორუმს : )))
აი დალშე თუ რამე პატარა დეტალის დამუშავება დამჭირდება კი შეგაწუხებთ, ამჯერად იყოს ასე, თუ გააჩმახა მუშაობის დროს, მაშინ ავიღოთ და გამოვჩარხოთ ან გავდირკოთ : )) მადლობა ჯაჯიკო : )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jul 17 2013, 02:53 PM
პოსტი #374


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამომადგება ბულპაპზე ??? შეიძლება ცოტა გლეხურად ვხსნი მარა, განიერი ფიქსაციის ოპტიკა დაყენდება ზედ ??? ანუ 11 მმ არ არის უფრო მეტია, აი ჰატსანს რო მეორე გენიერი სამაგრი აქვს აი მაგხელა biggrin.gif biggrin.gif:D
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Jul 17 2013, 03:19 PM
პოსტი #375


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



Dave

არის dovetail და არის weaver რელსები, შენ რომელსაც ამბობ, 11 მილიმეტრიანი, ეგ არის dovetail, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ მერცხლისკუდა, ამ შემთხვევაში შენ გინდა weaver რელსი, ანუ 22 მილიმეტრიანი სიგანით, გააჩნია რა თოფზე გინდა დაყენება, შეიძლება ეს ის რინგი არც არის რაც შენ გინდა? ზუსტად აგვიხსენი რა იარაღზე გინდა დაყენება, რა ფიშტოს აბულპაპებ და დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად, მე თვითონ ჰაჩიკა მაქვს დაბულკებული, და ჩემი წილ გამოცდილებასაც გაგიზიარებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jul 17 2013, 03:32 PM
პოსტი #376


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(Saint Dave @ 17th July 2013 - 03:53 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
განიერი ფიქსაციის ოპტიკა დაყენდება ზედ ???

შენ გინდა გადამყვანი ბულკასთვის რომელიც დაჯდება ვივერის რელსზე და ასევე თვითონ რელსიც ექნება ვივერის. შენი ოპტიკა არის ვივერის სამაგრით. ეგ გადამყვანიც ვივერზე ჯდება ანუ შენს ხაჩიკას კი დააჯდება კარობკის წინა მხარეს და გექნება გადმოკიდებული ხიდი მარა სიგრძე ყოფნის კიი? თან მთლიანად უნდა მოეწიდოს სამაგრით გადამყვანი. ზომები უნდა დააზუსტო კარგად.

გაზომე კარგად ყველაფერი. ბულკაზე ოპტიკას კაიხელაზე უნდა წინ გაწევა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jul 17 2013, 03:35 PM
პოსტი #377


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



gela

მეც ჰაჩიკა გავაბულპაპე ... ფოტოაპარატი არ მაქვს სურათები რომ დავდო თორე უფრო კარგად ავხსნიდი .... ან ეგ მინდა რომ დავაყენო, ზემოთ რაც დავწერე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. ეს უფრო მაღალია და მგონი რომ ეს ჯობია ხო ?

ციტატა(sekurifa @ 17th July 2013 - 03:32 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გაზომე კარგად ყველაფერი. ბულკაზე ოპტიკას კაიხელაზე უნდა წინ გაწევა.


ზურა ჩემი ოპტიკა ეხლა წინ მაქვს გაწეული და მარტო უკანა სამაგრებითგა ეჭიდება კარობკას და ოდნავ გაწევაგა მინდა რო კომფპრტულად ვიგრზნო თავი ... მაგ ვივერს სიმაგლეც კარგი აქვს და წინაც საკმარისად გავა რო სრული კომფპრტი შემიქმნას ... მე მარტო ის მაინტერესებდა ჩემი ოპტიკა თუ დააჯდებოდა მაგ ვივერს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jul 17 2013, 03:39 PM
პოსტი #378


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(Saint Dave @ 17th July 2013 - 04:35 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე მარტო ის მაინტერესებდა ჩემი ოპტიკა თუ დააჯდებოდა მაგ ვივერს.

შენი ოპტიკა ახლაც ვივერზე ზის და მაგ რელსზეც დაჯდება ჩვეულებრივად.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jul 17 2013, 03:41 PM
პოსტი #379


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



ციტატა(sekurifa @ 17th July 2013 - 03:39 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენი ოპტიკა ახლაც ვივერზე ზის და მაგ რელსზეც დაჯდება ჩვეულებრივად.


ხო მე ხო არ მაქვს მაგის გამოცდილება და მაგ ვივერს ჭრილები რომ აქვს ზემოდან ვშისობდი ეგ არ მოედოს ოპტიკის სადგამს მეთქი და ეხლა ყველაფერი გასაგებია .... მაგას გამოვიწერ და ვსო ეგ არის რა smile.gif ეხლაც ვისვრი ჩVეულებრივად მარა ოპტიკა მარტო უკანა სამაგრებზე რომ დგას ირევა წამდაუწუმ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Jul 23 2013, 06:23 PM
პოსტი #380


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



მეც დავამთავრე ჩემი ბულკას პროექტი smile.gif ვივერის ხიდს ველი ეხლა ამაზონიდან და ვსო smile.gif







>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

23 გვერდი V  « < 17 18 19 20 21 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 12:23 AM
Hosted by Pro-Service