![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 857 რეგისტრ.: 11-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 66 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩვენ კამათებში თუ ტესტებში ხშირად ვეხებით სხვა და სხვა ბრენდის ტყვიების სიზუსტის მაჩვენებლებს. აქვე მინდა ავღნიშნო რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სასროლი იარაღის ლულის მაჩვენებლებს. ანუ არსებობს ლულის 3 ნაირსახეობა მიუხედავად კლასისა - დაბალი, საშუალო და მაღალი სიჩქარის ლულები. ეს სახეობები განისაზღვრება ე.წ. "ტვისტით" - ანუ ლულის ხრახნის სრული (360გრად) შემობრუნების სიდიდე - სიგრძე. ხშირად ამ სიდიდეს აღნიშნავენ " ინჩებში ანუ დიუიმებში, მაგალითად ჩემი ეირფორს ტალონის ლულის (ლოტარ ვალტერის) ტვისტი = 16" ანუ 406 მმ. 1. დაბალი სიჩქარის ლულა ტვისტი - 270-310 მმ . ამ ლულით ისვრიან 200-240 მ/წ-ში მოკლე ტყვიებით 8-8,5 გრანის ტყვიებით 2. ჩქარი ლულები ტვისტით 340-360მმ, რეკომენდირებული სიჩქარე 260-290 მ/წ , ხელსაყრელი ტყვიის წონა 10.5 გრანი, კარგად ინარჩუნებს სტაბილურებას ნიავის დროსაც. 3. ზეჩქარი ტვისტი 390-410მმ, რომლის საუკეთესო მაჩვენებლები 300 მ/წმ სიჩქარეზე მიიღწევა ჩნდება კითხვა თუ რა შედეგებს მივიღებთ ამ რეკომენდაციებს ყირამალა შესრულებისას? ნელი ლულა და მაღალი სიჩქარე - "ზე-სტაბილიზირებული" ტყვია პირველ 20-25 მეტრაზე შესაძლოა მივაღწევთ ნასროლების საკმარის ჯგუფურობას, უფრო შორ მანძილზე კი ელოდეთ უსისტემო გაბნევას. სწრაფი ლულა დაბალ სიჩქარეზე - სტაბილურობის ნაკლებობა და არადამაკმაყოფილებელი შედეგი. რაც შეეხება ფილდ-ტარგეტსა და ვარმიტინგს. აქ თყვიების შემდეგი პრიორიტეტებია: პირველი, ჯგუფურობა 12-15მმ ნატყვიარევის გარე კიდეებიდან 50 მ დისტანციაზე- 1. AirArms JSB Diabolo Field. 4.5mm / 8.3 gran/ 50m/ 290m/sec. / n10 სადაც n- გასროლის რაოდენობაა 2. H&N Baracuda Match Extra Heavy 4,5mm / 10.6gran / 265 m/sec. / 50m /n10/ Vr = 245 m/sec. 3. H&N Baracuda Match Extra Heavy 5,5mm / 10.6gran / 285 m/sec. / 50m /n10 / Vr = 255-260 m/sec. 4. H&N Diabolo Sport 5.5 mm / 8.1 gran / 290 m/sec./ 50m/ n10 უზარმაზარი გაბნევა 25 სმ მიუხედავად შესრულების მაღალი ხარისხისა. 5. Diana Rastatt 4.5mm / 10.5 gran / 278 m/sec. /50m / n10 Vr=240-245m/sec Stayer 300mm twist ჯგუფი 8-12 მმ და 15მმ-იანი ჯგუფი 275-280 მ/წმ. 6. Diabolo Field by AirArms იგივე რაც JSB და Daystate 5.5 mm / 16.3 gran / 297 m/sec. / 50m / n10 Vr=300m/sec ყველაზე რეკომენდირებული ტყვია სიჩქარის ფართო დიაპაზონზე !!! 7. H&N Field&Target 5.5mm / 16.4 gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 ნადირობა საშუალო და მოკლე დისტანციაზე 8. H&N Field&Target 4.5mm / 8.4 gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 შეჯიბრისათვის დაბალ სიჩქარეებზე, მიზანშეწონილია მურკაზე გამოყენებისათვის MP-512 9. H&N Field&Target Trophy 5.5mm / 14.3gran. / 285 m/sec./ 50m/ n10 ძალიან დიდი გაბნევა, აჟკარად გადაჭარბებული სიჩქარე. ეს არის მოკლე ექსკურსი ჩემი მნევმოტოლოგიური ბიბლიოთეკიდან MP #88 2004 წელი გვ 46.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 11:22 PM |
Hosted by Pro-Service |