გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დისკოს ორი რეზერვუარით
datka25
პოსტი Mar 7 2013, 02:01 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 643
რეგისტრ.: 20-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: yvareli
წევრი №: 1,720
ქალაქი:ყვარელი



მოგესალმებით ყველას!!!
კარგად მოგეხსენებათ დისკოს პატარა რეზიკის ამბავი, რაც ჩემი აზრით ამ იარაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მინუსს წარმოადგენს. ჩემნაირ მოყვარულს 30-40 გასროლა არანაირად არ ეყოფოდა (ზდპ_თი დღეში პაჩკანახევარი ტყვია მაქვს გასროლილი)...
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, როგორმე გასროლების რაოდენობა მომემატებინა ჩემი დისკოსთვის. თავიდან ვიფიქრე უბრალოდ დამეგრძელებინა რეზიკი წინიდან, მაგრამ ამით თოფი ძალიან მახინჯდებოდა და თან ვერც ისე მოიმატებდა რეზიკის მოცულობა როგორც მე მინდოდა..
მერე მაგნუმში ვიყიდე ჰაცანის რეზერვუარი და დავიწყე ტვინის ჭ*ლეტა, როგორ მიმეყენებინა ეს უკანასკნელი ჩემი დისკოსთვის. თავიდან მინდოდა დისკოს მანომეტრის ადგილიდან მიმეერთებინა ჰაჩიკას რეზიკი, მაგრამ რადგან რედუქტორის ჩაყენებასაც ვაპირებდი, გადავიფიქრე და. . .

დავიწყოთ!!!



რადგან მანომეტრის დაყენება თავიდანვე წინიდან მქონდა გადაწყვეტილი, დისკოს მანომეტრისთვის რეზბა აღარ მოვაჭრევინე და იგივე რეზბა წინიდან მოიჭრა





შემდეგ იყო დისკოს დამტენ პორტზე (ესეც სხვა გავჩარხეთ) 10 მმ რეზბის მოჭრა გადამყვანისთვის:



ბოლოს ეს ყველაფერი შეერთდა პაკლის გამოყენებით (არ ვიცი რამდენად რეკომენდირებულია ეს უკანასკნელი, მაგრამ 2 დგეა 180 ატმოსფეროზე დაბერილი თოფი გრამ ჰაერს არ აპარებს smile.gif )
დავიწყე დატუმბვა... თავიდან 50_ზე ... მერე ნელნელა მოვუმატე და ბოლოს150 თუ 160 ჩაკაჩავების შემდეგ 160 ბარზე გავჩერდი. ისე, დაბერვის დროს მე და თოფი სხვადასხვა ოთახებში ვიყავით smile.gif რამდენად მიშველიდა 5 სანტიმეტრიანი ფიჭვის კარები არ ვიცი, მაგრამ მაინც...

ესეც უკვე აწყობილ-დატუმბული თოფი:

რომელსაც დაერღვა ბალანსი, მოიმატა წონაში (4.35კგ) , ალბათ ცოტა დაუშნოვდა კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ მოიმატა ჩემთვის აგრერიგად მნიშვნელოვანმა, გასროლების რაოდენობამ -(100+) ზუსტად რამდენია ვერ გეტყვით რადგან ჯერ-ჯერობით 200 ბარზე დაბერვას ვერიდებიsmile.gif
ეხლა კონდახს და რვიანებს ველოდები (თუ რედუქტორსაც ჩავაყენებ ხო მთლად უკეთესი) და დროებით დავასრულებ . . .



და ბოლოს.... მინდა მაპატიოთ თუ რამე გაურკვევლად დავწერე, ეს ხომ ჩემი პირველი თემა იყო.....


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th June 2025 - 04:57 AM
Hosted by Pro-Service