გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ნოუჰაუ იხვი!
monadire.
პოსტი Feb 6 2013, 11:40 AM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



მოგესალმებით ყველას!

ეს თემა გავხსენი იმის გამო, რომ მინდა თქვენთან ერთად და თქვენი დახმარებით გავაკეთო ერთი პატარა პროექტი, პირობითად "სუპერიხვი"! spiteful.gif მოკლედ, იმის გამო რომ ამ სახის პროდუქტი ამაზონზე კარგა ბლომად მწვანეებს ითვლის, არადა ძალზედ საჭირო და გამოსადეგი ნივთია, გადავწყვიტე ჩემით ამეწყო, როგორც რუსები იტყვიან "პადრუჩნი" მატერიალებით. უპირველეს ყოვლისა საჭიროა იხვის ფიტული,რომელიც გამოიყენება იხვის მისატყუებლად და ღირს 15-20 ლარი და რაიმე რადიო მართვადი მანქანა, ისეთი ზომის რომ მისი მექანიზმი ადვილად ჩავატიოთ იხვში! მანქანა სხვადასხვა ზომის ღირს 20-50 ლარი, მე ვიყიდე 30 ლარიანი, MP3 ფუნქციით, ნუ ამაზე მერე!



ეს იხვი საწყის მდგომარეობაში



ესეც მანქანა. ის გირჩევთ როცა მაქანის დაშლას დაიწყებთ, ბავშვები არ იყვნენ ახლომახლო თორემ ოოოო... treaten.gif იხვზე მარკერით ვაკეთებთ ზოლს იმ ადგილზე სადაც გვინდა რომ ამოიჭრას



და



ძელაემ ნადრეზ



ესეც გამოშიგნული იხვი ok.gif




ახლა მანქანის ჯერიც დადგა




ვაშორებთ ზედმეტ გაყვანილობას( განათება აშკარად არ გვჭირდება)



და ცოტაოდენი მიჭრა მოჭრის შემდეგ მივიღე ეს



იმის გამო, რომ იხვი უნდა გამოვიდეს ჰერმეტული, აუცილებელია დასატენი პორტის და ჩართვა გამორთვის ღილაკები გამოვიტანოთ გარეთ, ანუ იხვის კორპუსზე.







რადგანაც სათამაშო მანქანის საბურავების ღერძი არ აღმოჩნდა სათანადო ზომის, მომიწია მის დაგრძელებაზე ფიქრი. ბევრი ფიქრისა და იდეების დატესტვის შემდეგ გამახსენდა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია! (თუ როგორც არის yes.gif ) ავიღე ე.წ "კლემნიკი", რომელსაც ვიყენებთ კაბელის გადასაბმელად, დავშალე და გამოვიდა გადასარევი გადაბმის საშუალება!





გავსინჯოთ წყალზე როგორ გრძნობს თავს ჩვენი სუპერიხვი



როგორც ხედავთ, როგორც იხვი წყალში!!! good.gif იმის გამო, რომ მექანიზმმა ამოიწიოს ფსკერიდან ზემოთ, რათა გარეთ გამომავალი ღერძები დაშორებული იყვნენ წყლიდან მომიწია ხის შუასადების ჩადება იხვის ფსკერსა და მექანიზმს შორის



ამით ჩემი გუშინდელი ნამუშევარი ამოიწურა. გეგმაშია ღერძების დაგრძელება და გარეთ გამოყვანა, MP3 პორტის დამაგრება კორპუსზე. MP3 ფუნქციით უფრო იმიტომ ავირჩიე მანქანა, რომ მინდა ზურგზე დავუმაგრო MP3 პლეერი, სადაც ჩაწერილი იქნება იხვის ხმა! ნავაროტ ნუ! acute.gif

წავაწყდი ორ პრობლემას და იმედი მაქვს თქვენი დახმარების:

1. მექანიზმი ჩართვის დროს მუდმივად გამოსცემს დაქოქილი მანქანის ხმის ომიტაციას, ხოლო დაძვრის და შეჩერების დროს გაზის და მუხრუჭის საშინელ ხმას. ხმის გათიშვა შემიძლია თუკი დინამიკს ჩავხსნი, მაგრამ დავკარგავ იხვის ხმის გამოცემის საშუალებას!
2. იქნებ მირჩიოთ ფრთებათ რა მასალა გამოვიყენო, მსუბუქიც რომ იყოს და საღებავით ფერის მიცემაც რომ შეიძლებოდეს, შტობი დერჟალსია! victory.gif


ველოდები იდეებს და კრიტიკას! ერთადერთი ამ სმაილიკს maxati.gif ნუ მომწერთ და დანარჩენს ავიტან როგორმე!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- monadire.   ნოუჰაუ იხვი!   Feb 6 2013, 11:40 AM
- - geojorjika   monadire. აუფ ამხელა ნაშ...   Feb 6 2013, 11:47 AM
|- - monadire.   ციტატა(geojorjika @ Feb 6 2013, 1...   Feb 6 2013, 11:54 AM
- - ja_ja   monadire. ციტატა(monadire. @ 6th...   Feb 6 2013, 12:02 PM
- - koknar   monadire. ამ სურათებზე კ...   Feb 6 2013, 01:42 PM
|- - monadire.   ციტატა(koknar @ Feb 6 2013, 02...   Feb 6 2013, 02:58 PM
- - sekurifa   ციტატა(monadire. @ 6th February 2...   Feb 6 2013, 01:56 PM
- - monadire.   ციტატა(ja_ja @ 6th February 2013 ...   Feb 6 2013, 03:04 PM
- - ilariona   monadire. ბიჭოს, ეს რა კა...   Feb 6 2013, 03:12 PM
- - ja_ja   ilariona პენოპლასტი როგ...   Feb 6 2013, 04:18 PM
- - monadire.   ციტატა(ilariona @ 6th February 20...   Feb 6 2013, 05:24 PM
- - Dave   monadire. მაგ იხვის რო ც...   Feb 6 2013, 05:59 PM
- - ja_ja   Dave ციტატა(Saint Dave @ 6th Feb...   Feb 6 2013, 06:37 PM
- - koknar   monadire. კაროჩე ეგ კვატ...   Feb 6 2013, 06:39 PM
- - doctor   მაპატიეთ პესიმიზმ...   Feb 6 2013, 06:42 PM
- - Dave   ja_ja ხო ვერ შეგეწინა...   Feb 6 2013, 07:30 PM
- - monadire.   ციტატა(ja_ja @ 6th February 2013 ...   Feb 6 2013, 08:00 PM
- - geojorjika   monadire. მაგდენ ჩალიჩს ...   Feb 6 2013, 08:08 PM
|- - cz80   ციტატა(geojorjika @ Feb 6 2013, 0...   Feb 6 2013, 08:41 PM
- - geojorjika   აააა, გასაგებლარია   Feb 6 2013, 08:44 PM
- - foxi   მაგარი იხვია. ყოჩა...   Feb 6 2013, 09:24 PM
- - koknar   ეგეთი შედეგი უნდა ...   Feb 6 2013, 09:49 PM
- - ilariona   ვააა, შეხედე შენ თა...   Feb 7 2013, 04:49 AM
- - Davitus   წარმატებები, მაგრა...   Feb 7 2013, 08:24 AM
|- - monadire.   ციტატა(Davitus @ Feb 7 2013, 09...   Feb 7 2013, 08:43 AM
- - monadire.   ციტატა(koka @ 6th February 2013 ...   Feb 7 2013, 08:27 AM
- - Davitus   monadire. სხვა სურათებს...   Feb 7 2013, 08:48 AM
|- - monadire.   ციტატა(Davitus @ Feb 7 2013, 09...   Feb 7 2013, 10:03 AM
- - monadire.   რაღაც ამდაგვარი გა...   Feb 7 2013, 10:19 AM
- - monadire.   მოკლედ, სად გავჩერ...   Feb 16 2013, 08:31 PM
- - geojorjika   monadire. მალაძეც მაგრა...   Feb 16 2013, 08:46 PM
- - monadire.   გიოჯან, შენ და ჯაჯა ...   Feb 16 2013, 09:06 PM
- - geojorjika   monadire. აწი ვერაფერს   Feb 16 2013, 09:11 PM
- - ja_ja   monadire. ჩტო ზა ბეზობრა...   Feb 16 2013, 09:17 PM
|- - monadire.   ციტატა(ja_ja @ Feb 16 2013, 10...   Feb 16 2013, 09:22 PM
- - monadire.   არ დებს დიდ სურათე...   Feb 16 2013, 11:47 PM
- - monadire.   იმის გამო, რომ წინა ...   Feb 17 2013, 12:04 AM
- - Davitus   monadire. თაზო ერთი ლეკ...   Feb 17 2013, 08:23 AM
|- - monadire.   ციტატა(Davitus @ Feb 17 2013, 09...   Feb 17 2013, 09:55 PM
- - ja_ja   monadire. ციტატა(monadire. @ 17t...   Feb 17 2013, 10:07 PM
- - monadire.   ციტატა(ja_ja @ 17th February 2013...   Feb 17 2013, 10:58 PM
- - tengo   monadire. ყოჩაღ შენ, საინ...   Feb 19 2013, 12:17 PM
- - norica_dragon   ეეე არ იცით რა, აზრზ...   Feb 19 2013, 02:18 PM
- - ja_ja   norica_dragon ვსტროენნი ავ...   Feb 19 2013, 03:30 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(ja_ja @ Feb 19 2013, 04...   Feb 20 2013, 04:54 AM
- - koknar   monadire. სექსუალურ ხმე...   Feb 19 2013, 05:17 PM
|- - monadire.   ციტატა(koknar @ Feb 19 2013, 06...   Feb 19 2013, 07:19 PM
- - Dave   ციტატა(monadire. @ 19th February ...   Feb 19 2013, 07:35 PM
- - monadire.   ციტატა(ja_ja @ 19th February 2013...   Feb 20 2013, 04:29 PM
- - gregory   monadire. აღარ მუშაობ პრ...   Mar 16 2013, 09:30 AM
- - monadire.   პროციტატა(gregory @ 16th Ma...   Mar 17 2013, 02:33 AM
- - maqsimusa   monadire. ამ სუპერ კვატა...   Mar 13 2014, 12:33 AM
- - ja_ja   maqsimusa ციტატა(maqsimusa2 @ 13...   Mar 13 2014, 08:13 AM
- - Davitus   ja_ja   Mar 13 2014, 08:30 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2025 - 06:16 AM
Hosted by Pro-Service