გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად
ja_ja
პოსტი Mar 25 2012, 09:54 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი.


ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი.


იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა

1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს

2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია.

3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა

4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება....


მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...)

დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი.



ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა.


კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ:

Benjamin marauder Bullpup stock
Hatsan At44 Bullpup stock
HW100 Bullpup stock
AA 510 Bullpup stock

გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი:



მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ.

1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა.

2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს.

3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად.

უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა



შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე



ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან.

ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება....

.................... ................................. ....................... ............................. .....................

მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ smile.gif ), მოკლედ იმედია დაუმეგობრდებით ამ თემას და იდეებსა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
23 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (160 - 179)
sekurifa
პოსტი Jan 30 2013, 02:53 PM
პოსტი #161


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(giorgi @ 30th January 2013 - 03:46 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უკრაინაში მეც ველაპარაკე ერთ ოსტატს KAR ერქვა მემგონი

ხომარ გახსოვს რომელი ფორუმიდანაა? ან მაილი ხომარ გაქვს მისი?

ააა მივაგენი smile.gif ესაა ხო?
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jan 30 2013, 02:57 PM
პოსტი #162


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



sekurifa
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Jan 30 2013, 03:35 PM
პოსტი #163


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



ამდაგვარ უბრალო რამეს რათ უნდა უკრაინიდან ჩამოტანა?ასეთი რამ მე აქაც გავაკეთებინე, რგოლები რუტერზე ამომიჭრა ერთმა ჩვენმა მეგობარმა,პლანკა კიდევ 15 ლარად გამიკეთა ფრეზიროვშიკმა სოხას დახმარებით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jan 30 2013, 03:42 PM
პოსტი #164


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



kaka8079

მიმასწავლე ეგ ფრეზეროვშიკი სად მუშაობს. ალბათ რგოლსაც გააკეთებს ხო? თუ აქ არის შესაძლებელი მაგის ჩალიჩი გაცილებით დაბალ ფასში რასაც უკრაინაში ითხოვენ მართლაც რატო ვიწვალო.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Jan 30 2013, 03:56 PM
პოსტი #165


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



sekurifa
რგოლს ეგ ბებერი ალბათ ვერ გაგიკეთებს,მაგას რუტერი გააკეთებს ადვილად,რუტერები თბილისში მგონი უკვე ბლომადაა,აი პლანკას კი პრობლემა არაა,სოხა ქვია ჩვენს ფორუმელს და მაგის სამსახურის ტერიტორიაზეა ეგ ფორუმელი და მაგას შეეხმიანე და დაგაკვალიანებს,თუ შენ თავად წახვალ ფრეზიროვშიკთან მაშინ მისამართს გეტყვი,ჯიქიაზე მაგთის სათაო ოფისის ტერიტორიაზეა,როგორც კი შეხვალ ეზოსში მარცხენა მხარეს არსებულ შენობაში არის ის ტიპი,ნუ მანდ საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს,ის ტიპი ვინც პლანკა გამიკეთა არის ცეხის ბოლოში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jan 30 2013, 03:58 PM
პოსტი #166


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ისადა მარტო ეგ პლანკა რომ დავითრიო და მარტო კარობკაზე დავსვა წინა ლულის რგოლის გარეშე ვითომ არ ივარგებს?

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


kaka8079 მადლობა შევეხმიანები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Jan 30 2013, 04:01 PM
პოსტი #167


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



sekurifa
ეგ მგონი თხელია და შენი ოპტიკის სიმძიმემ შეიძლება ცუდად იმოქმედოს პლანკაზე,თან როგორ გინდა ამ პლანკის ზეზუსტად დაყენება კოლოფზე?ჯაჯამ მგონი დააგდო ამ თემაში ლინკი 30$იანი პლანკისა,მე ეგ მაქ პირადად და საკაიფოდ დაჯდა ჩემს ბულკაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jan 30 2013, 08:10 PM
პოსტი #168


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ზურა ისა და ბარემ კამუფლირებულად შეგეღება? რო აღარ დაგჭირდეს მერე სკოჩები და სახვევები. მხატვარს მიუტანე ფოთლები და წიწვები დაგიხატოს ხის ტოტებიც და ეგაა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Jan 30 2013, 08:18 PM
პოსტი #169


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(CHICO30 @ 30th January 2013 - 09:10 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მხატვარს მიუტანე ფოთლები და წიწვები დაგიხატოს ხის ტოტებიც და ეგაა


არა ჩიკო, ეს ბულკა ჩემი პირველი მერცხალის და ვერ მივაყენებ შეურაწყოფას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Jan 31 2013, 02:27 AM
პოსტი #170


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



ყოჩაღ ზურა მაგარი რამე გამოგდის smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Feb 2 2013, 03:44 PM
პოსტი #171


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



sekurifa ნახე აბა ინებ რამაში გამოგადგეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Feb 3 2013, 05:07 PM
პოსტი #172


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



მესამე დღეა ზეთიანი ნაჭრით ვამუშავებ ზედაპირს და ვეღარ გავიგე უკვე როდის შევჩერდე smile.gif ანუ კონდახი მაღლა მაქვს შეკიდული ოთახში. ზემოთ სითბო გროვდება კარგად. შუადღეს რომ გავზეთავ საღამოს უკვე შემშრალია ზეთი.

ანუ ეგ ზეთს იწოვს თუ ზეთი აშრება გარედან ვერ გავიგე.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Feb 3 2013, 05:29 PM
პოსტი #173


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(sekurifa @ 3rd February 2013 - 06:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ ეგ ზეთს იწოვს თუ ზეთი აშრება გარედან ვერ გავიგე.

ზეთს იწოვს, უნდა წაუსვა მანამ სანამ არ გაძღება, სანამ წასმევის შემდეგ ზეთი დარჩება ზედაპირზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Feb 3 2013, 05:38 PM
პოსტი #174


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



sekurifa
რომ შეაშრება ზეთი,ფრჩილი გადაუსვი კონდახს და შეხედე ზეთი ხომ არ ამოდის!მე რამოდენიმე თვის წინ ზაუსვი მაგრამ ეტყობა ძან გავჟღენთე და ფრჩხილს რომ ვუსმევ ამოდის კონდახიდან.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Feb 3 2013, 09:51 PM
პოსტი #175


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



sekurifa
მომილოცავს ზურა, მაგარ ფერზე ჯდება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Feb 6 2013, 01:59 PM
პოსტი #176


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



კონდახზე ზეთის წასმას მოვრჩი და ახლა სად დავკიდო გამოსაშრობად? ჭერზე შევკიდო სადაც მეტი სითბო გროვდება თუ აივანზე გავიტანო ქარმა რომ გაუაროს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Feb 15 2013, 05:48 PM
პოსტი #177


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Feb 15 2013, 06:22 PM
პოსტი #178


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



ჩემი ბულკას სურათის ატვირთვა მინდა და ვერაფტით ვერ ავტვირთე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TAMPLIER
პოსტი Feb 15 2013, 07:02 PM
პოსტი #179


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Feb 15 2013, 08:17 PM
პოსტი #180


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



kaka8079
ყოჩაღ მომეწონა wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

23 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th August 2025 - 04:05 PM
Hosted by Pro-Service