![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ჩემო კარგო და მურაბა ფორუმელებო, ასეა თუ ისეა გაიდა ბოლოში ეს 2012 წელი, სულ რამდენიმე საათში (ასე 4 საათში) ბახაბუხით შეამობიჯებს ახალი 2013 წელი გულით და სულით გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, ყველაფერს წამარტებულს გისურვებთ როგორც პირად წამოწმებაშI, პირად ცხოვრებაშI, ასევე ბიზნესშI საქმიანობაშI და თქვენს მიერ ამორჩეულ ჰობის მიღწევებშიც. ![]() პაწა გახსენებაც გავაკეთოთ რა მოხდა 2012 წელს: 1) ასე თუ ისე მოხდა და წელს შეიქმნა აირგანის კლუბი, ამიერიდან ოფიციალურად გვაქვს რაღაც სტატუსი. გაწევრიანების წესები და პირობები ჩამოყალიბდება ალბათ იანვრიდან და ჩვენი პრეზიდენტი ამ ინფორმაციას გაგვიმხელს.... 2) 2012 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში მოვახერხეთ და წარმატებით ჩავატარეთ შეჯიბრი BR25-ში , გვქონდა საკმაოდ კარგი პრიზები და რა თქმა უნდა დამაგვირგვინებელი დახურვა 3) სამწუხაროდ დაიგეგმა, მაგრამ ვერ მოხერხდა ტექნიკური მიზეზების გამო HFT-ს შეჯიბრების ჩატარება, თუმცა ძირითადი წესები გვაქვს (HFT-ს 2012 წლის წესები და FT-ს 2012 წლის წესები) და ცოტაოდენ დათბობასთან ერთად არაფერი გვიშლის ხელს რომ დამდეგ 2013 წელს განვახორციელოთ ჩაფიქრებული იდეა. 4) რამდენიმე ახალი და საინტერესო თოფი შემოგვემატა, მაგალითად EVANIX AR6 და AIR FORCE TALON P, რეპორტები ჯერჯერობით მომზადების სტადიაში და იმედია მალე ვიხილავთ 5) რამდენიმე საინტერესო პოროექტის განხორცილებელა მოახერხეს ჩვენმა ფორუმელებმა 6) არაერთი საინტერესო და სახალისო გასვლები მოეწყო მთელი წლის მანძილზე, ზოგმა უბრალოდ დაისვენა, ზოგმა რარაც ახალი გაიგო ამ შეხვედრებზე, ზოგმაც კი დაუღალავად იმუშავა ამ გასვლებზე ან მათ მოწყობაზე ![]() 7) შემოგვემატა პნევმატიკის სულით გამსჭვალული რამდენიმე ათეული წევრი, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა წევრებო ჩვენს საერთო ინტერესების საზოგადოებაში 8) სამწუხაროდ კანონი პნევმატიკის შესახებ არ ამუშავდა ![]() საერთო ჯამში 2012 წელის მგონი საკმაოდ საინტერესო და დახუნძლული იყო, ჭარბობს დადებითი მხარეები, უარყოფითი ძირითადად ერთი და ყველასათვის მტკივნეული თემა რჩევა (ანუ ისევ და ისევ კანონი), რაღაც სამუშაოებს კი ვატარებთ ამ მხრივ, მაგრამ შეიძLება ითქვას რომ ჯერ შედეგი არ ჩანს და ალბათ კარგახანს არ გამოჩნდება. მოკლედ კიდევ ერთხელ ჩემო კეთილო და მურაბა ხალხნო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ბედნიერები და წარმატებულები მენახეთ ყველანი მომავალ წელსაც, ძირითადი ბირთვი კი ისევ შეეცდება რომ მომავალი წელი ასევე არ იყოს მოსაწყენი. აბა წაიდა მილოცვები ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 09:17 PM |
Hosted by Pro-Service |