გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamim Marauder - ახალი თოფი, ახალი ხედები, არ განვიხილოთ?
ja_ja
პოსტი Oct 11 2009, 09:40 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ჩამოჯდა ჩიტი ხეზე, შენ დიდი ხანია ელოდებოდი მას. ათვალიერებ და ემზადები სასროლად, მაგრამ ამჩნევ რომ მეორე ტოტზე კიდევ ერთი ჩიტი ჯდება, 3 ტოტით ქვემოთ კიდევ 2 ჩიტი ჯდება, ემოციები გეუფლება, გინდა ყველას წვდე, მაგრამ ხვდები ეს შეუძლებელია, გულში იქნევ ხელს და ფიქრობ ჯანდაბას ერთს ხომ მაინც მოვინადირებ.

ეფერები სასხლეტს, იღებ მიზანში პირველ ჩიტს, და ცოოოტათი აწვები სასხლეტს.... ჩვეული ბრახუნის მაგივრად რაღაც მოგუდული ხმა გესმის, თითქოსდა ნაჭერში გახვეული ლურსმანი ისე რა ძალით დაჰკარი ქვას. პირველი ჩიტი ვარდება, მაგრამ დანარჩენი არ ინძრევა, აგრძელებს ჭყიპინს და თავის ენაზე ჭორაობას, უცბად გადაწევ ჩახმახს, მეორე ტყვია თვითონ მზადდება, ჩაკეტე ჩახმახი ისევ ოდნავი დაწოლა სასხლეტზე და მეორე სამიზნეც ძირს ჩამოვარდა, სასწრაფოდ კიდევ ერთხელ ჩახმახის გადაწევა და მესამე სამიზნე ძირს აგდია, კიდევ ერთხელ აპირებ ჩახმახის გადაწევას მაგრამ მეოთხე დამფრთხალი ჩიტი მიფრინავს, იმიტომ რომ დაინახა მისი გვერდზე მჯდომი როგორ ჩამოვარდა, ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ თვითშენარჩუნების ინსტიქტი აიძულებს გაფრინდეს.

ჩამოწიე თოფი, აიქნიე თავი ოფლიანი შუბლიდან ”ჩოლკის” ასაგდებად და გაიფიქრე, 2-3 წამში 3 ნადავლი არც თუ ისე ცოტაა, მითუმეტეს ტყე ბახაბუხით არ გაგიყრუებია და მონადირებული ფრინველის მეგობრები ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გაიქცნენ, შორს, შორს უნდა გაიქცნენ.

ეს ყველაფერი შეუძლებელ ოცნებად მიაჩნია ბევრი პნევმო თოფის მფლობელს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გათვალე..... ქარხნიდან გამოსული თოფივე მოგცემს საშუალებას ერთდროულად გახდე მიზანში ზუსტი მსროლელიც და ტყის ჩუმი რისხვა. მაშ ასე გაიცანით - საუბარია წლის ინოვაციურ მოდელზე! რომელმაც ყველა ნომინაციაში მოწონება მიიღო, საუბარის კომპანია Crosman-ის ნაწარმზე Benjamin Marauder-ზე.



ეს მიმოხილვა დიდი ხნის წინ უნდა დაწერილი, მაგრამ სუბიექტური, ობიექტური და ოჯახური პრობლემების გამო კარგა ხნით გადაიდო. მოკლედ 1 თვეზე ცოტა მეტი გავიდა რაც სამყაროსთვის შედარებით ახალთ ახალი Benjamin Marauder-ი ჩამომივიდა. ჩამოსვლის მომენტში საქართველოში უკვე არსებობდა ერთი მარადიორი, მაგრამ ბევრმა მის შესახებ ლამის ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდით. ჩამოტანით ჩამოიტანა ეს საუცხოო თოფი კროსმანის ლოკალურმა წარმომადგენელმა ინდ საწარმომ გრიგოლ ხელაძემ (ფირმის მფლობელს იგივე სახელი აქვს), მისი ნახვა და კონტაქტზე გასვლა შეიძლება ქართული ვებ გვერდი www.iaragi.ge-ს მეშვეობით. ბატონ გრიგოლს სტაბილურად ჩამოაქვს კროსმანის პროდუქცია, მე პირადად მეორედ ვისარგებლე მისი დახმარებით და მინდა გითხრათ რომ 100%-ით კმაყოფილი ვარ. პირველი გამოცდილება მქონდა Benjamin Discovery-ს დროს, მეორე კი Benjamin Marauder-ის დაკვეთისას.

შეიძლება ცოტაოდენ რეკლამა გამომდის, მაგრამ ამ პიროვნებამ ყველანაირად დადებითი ემოციები გამოიწვია, უკვეთავთ საქონელს და მას ჩამოაქვს (თანხის გადახდაზე წინასწარ მოილაპარაკებთ, გააჩნია შემთხვევას და ფასს,). არ შემიძლია არ ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ ბატონ გრიგოლს ჩამოაქვს აღნიშნული საქონელი გაცილებით იაფად, ვიდრე იგივე საქონელი, რომ ჩამოგეტანათ მაგალითად ცნობილი პირამიდ აირიდან. Benjamin Marauder-ი პირამიდზე ღირს 499$ პლიუს საქართველოში გამოგზავნა 272$, პლიუს განბაჟების პროცედურები, მოკლედ თავისუფლად შეიძლება 1000$ მიუკაკუნოთ რაც რა თქმა უნდა, იაფი აღარ გამოდის, მაგრამ ბატონი გრიგოლის მეშვეობით ჩემს მიერ სანატრელი Benjamin Marauder-ი ჩამბარდა 600$-ად. აქ შედის ყველა ხარჯი, ტრანსპორტირებაც განბაჟებაც, წარმომადგენლობის მოგებაც და სხვაც. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გრიგოლს მოუხადო, მოქმედებს ყველანაირი გაგებით, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით და ფასს არ ზრდის ქართული უჯიშო მაღაზიებივით 2 და 3-ჯერ.

ახლა კი მოკლე შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ დღევანდელ სტუმარს, მაშ ასე გაიცანით Benjamin Marauder:

მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Benjamin
იარაღის კლასი: PCP
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3.4 კგ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
წინა სამიზნე: არა
უკანა სამიზნე: არა
ოპტიკის სამაგრი: 11mm dovetail
სასხლეტი: 2 დონიანი რეგულირებადი
სასხლეტის რეგულირება: არის
ჩახმახის ტიპი: Bolt
ტყვიების რაოდენობა: 10
კლიპების რაოდენობა ქარხნიდან: 1 ცალი
გამოყენებადი აირი: მაღალი წნევის ჰაერი ან CO2

ჩამოსვლით მარადიორი ჩამოდის მარტო, ან ნასოსთან ერთად, რადგან ნასოსი მე უკვე მქონდა, იგი აღარ დამიკვეთია, სავარაუდოდ ნასოსიანი ვერსია 800$-ს მიუკაკუნებს, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ზემოთხსენებულ წარმომადგენელთან უნდა დააზუსტოთ, მე კი დავუკვეთე მხოლოდ თოფი და მხოლოდ თოფი მივიღე. ჩამოსვლისას თოფი ჩამოდის საკმაოდ ვიწრო და გრძელი ყუთით.



როგორც ყველა ყუთს ამასაც აქვს ორი მხარე წინა და უკანა.



პირველი რეაქცია ჰქონდა ტაქსის მძღოლს როდესაც შენაძენი სახლში მომქონდა, მიუხედავად იმისა რომ კოლოფი უკუღმა დავდე მაინც დააინტერესა და შემეკითხა რა დამიჯდა ეს სნაიპერული შაშხანა. როდესაც ვუთხარი, რომ პნევმატიკაა... მძროლმა არ დაიჯერა და პირდაპირ მითხრა, რომ ვინმე შპიონი ნუ გგონივარ პროსტა იარაღი ბავშვოდიდან მიტაცებსო smile.gif. ბევრი ახსნის მერე დავაჯერე თუმცა ბოლომდე დაიჯერა თუ არა არ ვიცი. ის, რომ მარადიორი ძალაინ ჰგავს ცეცხლსასროლ შაშხანას ეს ფაქტია, პირველი ქართველი მფლობელი და ჩვენი აქტიური ფორუმელი Beqa-ც საბაჟოზე ლამის შარში გაეხვა, თუ არა ვცდები მოსთხოვეს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი არააო. თუმცა იქაც საკითხი მალე და უმტკივნეულოდ გადაწყდა.

გულდასაწყვეტია, რომ ქართული კანონმდებლობით .22-იანი კალიბრის პნევმატიკის შეძენა არ შეიძლება, თორემ ამ თოფს სანადირო კუთხით ბადალი არ ეყოლებოდა.

კარგი ბატონო ჩავხედოთ კოლოფს შიგნით. გახსნისას ვნახულობთ სათუთად პოლისტიროლის დამჭერებში ჩამჯდარ ფიშტოს.



დისკოსგან განსხვავებით თოფს ლულაზე პატარა დამცავიც კი აქვს წამოცმული რომ ტრანსპორტირებისას მტვერი არ შეიპაროს.





რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტს მოყვება თავისი სახელმძღვანელო და სხვადასხვა პატარა ინსტრუქციები, გასაკვირი ისაა, რომ დისკოსგან განსხვავებით მარადიორს მოყვება დეგაზაციის ინსტრუმენტი, იდეაში ეს ერთი დიდი გრძელი ვინტია, მაგრამ აშკარად სასიამოვნო და საჭირო ნივთია, დისკოს დეგაზაციის ვინტი 15$ ღირს რაც მთლად კარგი არაა, აქ კი უფასოდ გაქვს.





ზედა სურათზე ალბათ დაინახეთ, რომ გამოსახულია 2 კლიპი (ეგრეთწოდებული ”აბოიმა”, ისე ჩვენში დარჩეს და როდის გადმოხვალთ რუსული ენიდან???), აქვე უნდა გამოგიტყდეთ მეორე კლიპი დამატებით მე დავუკვეთე და დამიჯდა 20$, მარადიორს ქარხნულად მხოლოდ 1 კლიპი მოყვება. 1 კლიპი ძალიან ცოტაა, ანუ გაისროლე და სანამ დატენი კლიპს მანამდე თოფში ტყვია არ გაქვს biggrin.gif, რა თქმა უნდა უფრო მეტის დაკვეთაც შეიძ,ება, მაგრამ 2 ყველაზე ოპტიმალურია, თავიდან ორივე დატენილი გაქვს, პირველს ცვლი და მეორეს არჭობ თოფში, პირველს კი ამასობაში ტენი, თუ უცებ რაიმე სამიზნე გაჩნდა, მეორე კლიპიდან შეგიძლია ისროლო. მოკლედ მე პირადად მიმაჩნია რომ 2 კლიპი აუცილებელია, რადგან თოფი ძირითადად კლიპზეა გათვლილი და თითო ტყვიის ჩატენვა ხელით ცოტა არ იყოს მოუხერხებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, შეუძლებელი ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ....

თოფის ხელში დაჭერისას თვალში გხვდება მისი უბადლო შესრულების დონე, წარმოუდგენელია, რომ პნევმატიკაზე ასეთი სუფთა მუშაობა იყოს ჩატარებული, კონდახი კი თვალებს გინათებს, ბევრს მაღალი კლასის სანადირო ცეცხლსასროლ თოფზე ვერ ნახავთ ამ დონის სუფთა ნამუშევარს და მდიდრულ გრავირებას.













რამდენ პნევმატურ თოფზე გინახიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის მონტეკარლოს კონდახი? თან არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ უნივერსალი, გინდა მარჯვენა ხელისთვის გინდა მარცხენა ხელისთვის, გამზადებული ღვედების დასამაგრებელი და სხვა.









სასხლეტი უკვე რადიკალურად შეცვლილია, ანუ პირველ PCP თოფზე, რომელიც კომპანია კროსმანმა გამოუშვა სასხლეტი იყო ერთ საფეხურიანი (საუბარი discovery-ს სასხლეტზეა) და თან პლასტმასის, აღარაფერს ვამბობ ზამბარაზ,ე რომელიც გამოიყენება სასხლეტში, ასე ვთქვათ თითებს მოგამტვრევს და პირველი რასაც დისკოს მფლობელი აკეთებ ეს არის სასხლეტის ზამბარის შეცვლა.



მაშ ასე სასხლეტი მარადიორზე არის 2 საფეხურიანი, აქვეა განთავსებული მცველიც, როდესაც სასხლეტის წინ დამაგრებული დეტალი უკანაა მოწეული სასხლეტი დაბლოკილია და გასროლა შეუძლებელია, როდესაც წინაა მცველი გაწეული სროლა უპრობლემოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი სასხლეტი ორ საფეხურიანია თან შეიძლება მისი რეგულირება, როგორც სასხლეტის სვლის სიგრძე, ასევე დაწოლის ძალა, ქარხნულად მარადიორის სასხლეტი გათვლილია 500 გრამზე, ანუ საკმარისია სასხლეტს 500 გრამის ძალით დააწვეთ და გასროლა მოხდება, შეიძლება ძალიან მგრძნობიარეც გახადოთ, მაგალითად შეხება და გასროლა ერთი რომ იყოს, საერთოდ სნაიპერული სროლისთვის ასეთი სასხლეტი სჯობია, რადგან დაწოლით გამოწვეული გვერდითი ძალა არ გიცვლით სამიზე წერტილს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი უსაფრთხო აღარაა, ასე რომ რაღაც საშუალო უნდა იპოვოთ, მე სხვათაშორის დღემდე ქარხნულ ვარიანტს ვიყენებ, საკმაოდ მოსახერხებელი, თუმცა არ შემიცვლია მარტივი მიზეზის გამო, შესაბამისი ინსტრუმენტები არ მაქვს. მარადიორში ისევე როგორც დისკოში ყველა ვინტი და დეტალი დუიმების სისტემაზეა. ასე რომ....



ისე სიმართლისთვის ერთი რამ უნდა დავამატო, კროსმანმა ეტყობა ჩათვალა რომ ბოლომდე ყველაფერი 5-იანზე გააკეთა და ბოლოს რაღაც სისულელე არ გაეკეთებინა არ შეიძლებოდა, ამიტომაც სასხლეტის ხუფი გააკეთა პლასტმასისგან biggrin.gif, რა თქმა უნდა ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იდეაში ჭკვიანურიც კი არის, ზამთარში თითი ცივი ლითონის გარემოცვაში არ იქნება, ერთი ლითონის სასხლეტიც ეყოფა თითს biggrin.gif.

რეზერვუარი და მანომეტრი უკვე გათვლილია 3000 PSI-ზე ანუ უხეშად 207 ატმოსფეროზე. დისკოზე ლიმიტი იყო 2000 PSI ანუ 136 ატმოსფერო. სროლა შესაძლებელია 3000-დან 1000 PSI-ს დიაპაზონში, თუმცა მაინცა და მაინც თავიდან ბოლომდე სროლა არ მოგცემთ სახარბიელო სროლის ვარიანტს. ჩემი დაკვირვებით ოქროს შუალედი სადრაც 2600-2500-დან უნდა ეძებოთ. თოფს რედუქტორი არ აქვს, ასე რომ წნევის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტყვიის სიჩქარეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.



რეზერვუარი მარადიორზე საკმაოდ დიდია, კროსმანის განცხადებით 215 კუბური სანტიმეტრი, შედარებისთვის გეტყვით, რომ დისკოს სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი მოცულობა აქვს. ანუ ორმაგი მოცულობა და მეტი წნევა, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დისკოსავით 40 გასროლა კი არ გააკეთო ერთი დატენვით არამედ..... თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

კარგი ბატონო გადავიდეთ ჩახმახზე. ეს ის დეტალია, რომელიც მაგიურად გიპყრობს, გიჭერს და რაღაც ენით აუღწერელ სიამოვნებას განიჭებს. მიუხედავად იმისა რომ დღეს მოდაში შემოდის, ბიატლონისტების მაგვარი ჩახმახი ეგრეთწოდებული Sidelever-ი, მე მაინც კლასიკური მამაპაპური ჩახმახი მირჩევნია, ეგრეთქოდებული BOLT-ი. სროლისას იმდენად ეფექტურია (ემოციურ ვარიანტში) და იმდენად დადებით ემოციებს გაწვდის ეს კლასიკური ძველმოდური ჩახმახი, რომ თავი მართლაც სნაიპერი გგონია, ეგაა რომ ნასროლი ჰილზების ამოყრა არ ხდება biggrin.gif







ქარხნიდან ჩახმახის მრგვალ თავს მოყვა დამცავი პლასტიკატის ჩამოსაცმელი, მაგრამ მე იმდენად მომეწონა ეს პლასტიკად ცელოფნის ხუფი, რომ დღემდე ჩახმახიდან არ მომიძვრია biggrin.gif. ჩახმახის მოქმედების პრინციპი მარტივია, ამოწიე ზემოთ (იხსნება საკეტი), გამოწიე უკან ბოლომდე სანამ დამრტყმელი არ დადგება საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, კლიპიდან გამოსული ჩახმახის ცხვირი ანთავისუფლებს ტყვიისთვის ადგილს. კლიპი თავის მხრივ ზამბარის ზემოქმედებით მუშაობს, როდესაც კლიპში აღარც გასროლილი ტყვიაა და აღარც ჩახმახის ცხვირი, იგი ავტომატურად ტრიალდება და ჩახმახის ცხვირის წინ ახალ ტყვიას აყენებს. თქვენ ამას ვერც კი გრძნობთ ჩახმახი უკან გამოწიეთ და მილიწამებში ახალი ტყვიაა ჩახმახის წინ გამზადებული, მომენტალურად ჩახმახი წინ მიგაქვთ და ჩახმახის ცხვირი თვითონ იტაცებს ახალ ტყვიას, რომელსაც თქვენი ხელის მოძრაობასთან ერთაც ლულაში მიათრევს. ბოლო პოზიციაში მისვლისას ჩახმახს ძირს ჩამოწევთ და ჩაკეტავთ.







მოკლედ კლასიკური თოფი გიჭირავთ ხელში, მაგალითად ბრიტანული ლი-ენფილდი ან ლი-მეტფორდი ენა არ მიტრიალდება ეს სილამაზე რუსულ მახინჯ თოფებს შევადარო.

თუმცა აქვე უნდა ვახსენო გარკვეული ცუდი მომენტები. საქმე იმაშია, რომ კლიპი მარტივადაა გაკეთებული, პრაქტიკულად ადრე განხილული ვირთხმინატორის კლიპის ანალოგია, ყოველი მოძრაობისას ახალი ტყვია მიემგზავრება ჩახმახში, ეს ქმნის პრობლემას. ახალბედობისას როდესაც ეს თოფი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხშირად ჩახმახი ბოლომდე არ მიმყავდა უკან. შედეგად დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში არ მოდის, ზამბარა ჩახმახს უკან აწვება და საწყის პოზიციაში მიათრევს. თუ შეცდი და გგონია, რომ გადატენე თოფი, ასუსტებ ხელს მაგრამ ამ დროს ზამბარა ჩახმახს წინ მიათრევს, ამ დროს პირველი ტყვია ლულაში უკვე ჩაიტენა. როგორც კი მიხვდები, რომ შეგეშალა, ავტომატურად ცდილობ ჩახმახი ხელმეორედ ბოლომდე უკან გაწიო, ამ დროს, კლიპიდან ჩახმახის ცხვირი ისევ გამოდის, კლიპს სულ არ აინტერესებს იყო უკვე ტყვია ლულაში გაგზავნილი თუ არა, ისევ ტრიალდება და ახალ ტყვიას აყენებს ჩახმახის წინ. თქვენ ჩახმახს წინ ამოძრავებს და აი ლულაში უკვე ერთად 2 ტყვიაა.

რა თქმა უნდა ეს სიზუსტეზე ნეგატიურად მოქმედებს და გასროლისას სამიზნეში უცებ 2 ხვრელი ჩნდება ერთის მაგივრად თან როგორც წესი ყოველთვის აცდენილია იმ წერტილს რომელსაც უმიზნებდით biggrin.gif. ნელნელა პრაქტიკაზე მოდის გამოცდილება და ასეთი შეცდომები ქრება. თუმცა მაინც არის რის გამო შემთხვევები როდესაც ვერ იგებ დატენილი გაქვს თოფი თუ არა, სულ იმის ფიქრში ხარ ახლა რომ გადავტენო და თუ უკვე საბრძოლო მდგომარეობაშია თოფი ესეიგი მეორე ტყვიას ჩავტენი ლულაში...

თუმცა მოტვინვა აქაც შეიძლება:
1) ჩახმახს ხსნით და ოდნავ გამოწევთ უკან ისე, რომ ჩახმახის ნემსი არ გამოვიდეს კლიპიდან (საკმაოდ ღრმადაა ცხვირი ლულაში სადღაც 3-4 სანტიმეტრით, თქვენ კი 1 სანტიმეტრის მოძრაობაც არ გჭირდებათ), შედეგად თუ საბრძოლო მდგომარეობაში დამრტყმელი არაა, ჩახმახის ოდნავ უკან მოწევისას მაშინვე იგრძნობთ საკმაოდ გემრიელ წინააღმდეგობას ზამბარისგან, ესეიგი თოფი გადატენილი არაა და ტამამად შეგიძლიათ გადატენოთ.

2) თუ პირველად გაგისხლტათ ჩახმახი ხელიდან და პირველი ტყვია შეიტანა ლულაში, მაშინ ჩახმახი უკან მიგაქვთ, აყენებთ საბრძოლო მდგომარეობაში და აძრობთ კლიპს, კეტავთ ჩახმახს და ისვრით პირველ ტყვიას. შემდგომი გადატენვისას კლიპს თავის ადგილზე აყენებთ და აგრძელებთ სროლას.


მოკლედ არც ისე ძნელია, და რაიმე კოშმარული არ ხდება. ცუდი უფრო ისაა, რომ დისკოსავით არ შეგიძლია ჩატენო ტყვია, შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოსხნა დამრტყმელი და თოფი ისე შეინახო (ზამბარა რომ არ დაჯდეს), ხოლო როდესაც გასროლა დაგჭირდება უცებ გამოწიო ჩახმახი ჩაკეტო და გაისროლო. იდეაში ეგეც შეიძლება, ოღონდ კლიპი უნდა მოხსნა მარადიორს, საქმე იმაშილა რომ ამ დროს მარადიორი ერთ დამტენიანი ხდება.

კიდევ ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ თვითონ ლულის უკანა ნაწილშია ჩახმახის რეზინი ჩასმული. იმის გამო, რომ ჩახმახმა კლიპი უნდა გაიაროს ხოლმე ჩახმახის ცხვირზე აღარაა განთავსებული ჩამკეტი რეზინა. ეს საქმეს ართულებს ლულის შეცვლისას, მაგალითად კროსმანის ლულა რომ შეცვალოთ LW-ს ლულაზე საჭირო ხდება რეზინის ჩასასმელი ბუდის ამოჩარხვა, რაც საქართველოში საკმაოდ რთულ ოპერაციად ითვლება.

კარგი მოდი შევადაროთ დისკოს ახალი მარადიორი, როგორც ორივე ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული და შემდეგ სხვა საინტერესო დეტალები განვიხილოთ.



მარადიორი რაღაც უფრო ზრდასრულ ჩამოყალიბებულ თოფად გამოიყურება დისკოსთან შედარებით, იგივე ჩემი ცნობილი დიდი ოპტიკა VO 6-25x56 მარადიორზე კარგად ჩანს მაშინ როდესაც დისკოზე ზედმეტად დიდ კუზად ჩანდა.



სამაგიეროდ დისკოს მოუხდა Crosman-ის მიერვე გამოშვებული Centerpoint 4-16x40 ოპტიკა, საკმაოდ ნორმალურად დაჯდა დისკოზე. ახლა ჩახმახების სისტემასაც უხეშად გადავხედოთ





დისკოს რუდიმენტალურ ჩახმახის სახელურსა და მარადიორის ჩამოყალიბებულ ჩახმახს შორის, მემგონი დიდი სხვაობაა biggrin.gif, სხვათაშორის ეს ჩახმახია რომ ხალხს აგიჟებს. მეზობელი, გამვლელი, ნათესავი თუ ახლობელი, ყველა ქლიავდება მარადიორის დანახვაზე, პატარა შესავალია ყველსათვის გასაკეთებელი რომ ეს პნევმატიკაა და არა ცეცხლსასროლი, ზოგიერთი ამის შემდეგ მარადიორზე ხელს იქნევს, ასევთქვათ იმედგაცრუებას ხედავს, მითუმეტეს საერთოდ ეცინებათ როდესაც მარადიორის ხმას იგებენ საერთოდ სათამაშო ჰგონიათ, ვერ ხვდებიან რომ ეს სიჩუმე ოქროს ფასი ღირს.

ერთერთ მინუსად შეიძლება მარადიორს ჩავუთვალოთ წონა. დისკოს მერე მარადიორი ოპტიკის გარეშე უკვე დიდ წონად გეჩვენება, ოპტიკიანად კი.... მართალი გითხრათ ხელიდან სროლაც კი ჭირს, 5-10 წამი ეს არის მაქსიმუმი, რომელსაც შესძლებთ და ხელიდან დამიზნებიდან გაუძლებთ, შემდეგ მიზანი ხელში დადის და ზუსტ გარტყმა პრაქტიკულად ქრება, რაც დრო გადის მით უფრო ქრება. საყრდენი აუცილებელი პირობა გახდა. აი დისკო კი... ფუმულა მჩატე თოფია. ასე რომ ყველა პლიუსთან ერთად რაღაც მინუსი არ გამოიძებნოს არ შეიძლება biggrin.gif.

მოდით ახლა გადავიდეთ ლულაზე და მოდერზე. ლულა დისკოსგან განსხვავებით მოკლეა, ანუ დისკოს აქვს 61 სანტიმეტრიანი ლულა, მარადიორს 50 სანტიმეტრიანი, დისკოს ლულის მწარმოებელი იდეაში უცნობია, ხოლო მარადიორზე კროსმანი აცხადებს რომ თვითონ ამზადებს და ამზადებს ამერიკაში, რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად სარეკლამო სვლაა ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია ორივე ლულა მიზანში სროლის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება. დისკოს შეუძლია JSB-ს მეშვეობით გააკეთოს 11-12 მილიმეტრიანი ჯგუფები, მარადიორს კი JSB არ მოსწონს. 25 მილიმეტრინიანი ჯგუფი იმავე პირობევში საუკეთესო შემთხვევაა. თავიდან მეგონა რომ ჩემს მარადიორს სჭირს რაღაც, ან ტყვიები შემხვდა არანორმალური, მაგრამ შემდგომში საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მარადიორის ლულას უყვარს კროსმანის ტყვიები და ეს მტკიცდება ლამის მთელი პლანეტის მაშტაბით, ვერავინ კარგად,ვერ ისვრის სახელგანთქმული JSB-ს ტყვიებს მარადიორიდან, სამაგიეროს Crosman Premier 10.5 gr იძლევა საუცხოო შედეგს, პირადად მოვახერხე 20 ტყვიის ჩაჯენა 10 მილიმეტრიან რგოლში, დისკოზე 10 მილიმეტრიან რგოლში ჩაჯენა შეუძლებლად მიმაჩნია და თან 20 ტყვიის ერთად, მაქსიმუმ დისკომ 10 ტყვიის ჩაჯენა მოახერხოს.



პირველი 10 გასროლის შემდეგ იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მეორე კლიპიც მივუშვი, შედეგი გამაოგნებელია 20 ტყვია ურედუქტორო თოფის მეშვეობიოთ 10 მილიმეტრიან ხვრელში. შესაშური მიზანი ამ თოფს აქვს, ოღონდ თავისი ჭკუის ტყვიები უნდა biggrin.gif

ჰო მართლა სანამ დამავიწყდა, მარადიორს ღია სამიზნე საერთოდ არ აქვს, ასე რომ ოპტიკა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელი ხდება, მინიმუმ გირჩევთ 4-16-იანი ჯერადობის ოპტიკას, თოფს აშკარად შეუძლია დიდ დისტანციაბზე სროლა და არ ღირს პატარა ჯერადობის ოპტიოკით შემოფარგვლა.

აი რაც შეეხება მოდერს…. ჰოო ამის აღწერა ალბათ გამიჭირდება, კიდევ კარგი მოწმეები მყავს, თორემ არავინ დამიჯერებდა, მოკლედ თავისი პლიუსები აქვს დიდი ხნით გაჭიმულ რეპორტს. მოკლედ მოდერი მუშაობს ენით აუღწერელი ხარისხით. ანუ თუ თოფი დატენილია 3000 PSI-ზე მაშინ გასროლის ხმა არ არსებობს, მაქსიმუმ კლაპანზე დამრტყმელის ხმა ისმის, ისიც იმდენად მოგუდული და არარეალური რომ სროლა გამოდის არამიწიერი, ანუ რაღაც ხმა არის, რომელიც ენით აღწერას არ ექვემდებარება და ბოლოს მიზანში მოხვედრის ხმა. მოწმედ მოვიშველიებ ჯორჯიკას, დავითუსს და დავითს, დატენილი თოფის ხმა მოისმინეს და ტბებშიც ისროლეს, ისეთი შეგრძნებაა რომ ციდან ჩამოვარდნილი კენჭი ხვდება წყალს, გასროლა პრაქტიკულად არ არსებობს. აი წნევის ვარდნის შემდეგ ხმა ცოოტათი მატულობს. სადღაც 2600-2500-დან ჩნდება სისინის ხმა გასროლისას, ხოლო სადღაც 2000-1900-დან შეიძლება ითქვას დისკოს ხმას ეწევა, ოღონდ დისკო TKO22-ის კარბონის მოდერით (მოდერი რომელიც ლისის ტბაზე ჩავახრჩვე). თავის დროზე TKO22-ის მოდერმა გამოიწვია ფურორი ერთერთი გასვლისას, ბევრმა ჩათვალა რომ ხმა თოფს პრაქტიკულად აღარ გქონდა, აბა რაღა ვთქვა მარადიორზე.... არ აქვს, საერთოდ არ აქვს biggrin.gif. რა თქმა უნდა საუბარია ღია სივრცეზე და არა ჩაკეტილ ოთახზე, ოთახში ცოტაოდენ სროლის ხმა ისმის. ნუ შეეცდებით ხმა გაიგოთ რაიმე ვიდეო კლიპის ჩანაწერის მეშვეობით, ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გექნებათ, ჩანაწერსე ყოველთვია არის ხმა, ეს გამოწვეულია მიკრაფონის მიერ ექოს და სხვა ტალღების დაჭერის შედეგად, ვერცერთი ჩანაწერი ვერ მოგცემთ მარადიორის რეალურ ხმას.

ამ სიტუაციამ იმდენად დამაინტერესა რომ მარადიორს მოვხსენი მოდერატორი, უფრო სწორედ ამას უკვე მოდერატორი აღარ ჰქვია, მარადიორს აქვს შრაუდერი, ანუ მთელი ლულის სიგრძეზე წამოცმული დამატებითი მეორე ალუმინის ლულა. თვითონ ლულის გარე დიამეტრი არის 11.14 მილიმეტრი, შრაუდერის მილის გარე დიამეტრი კი 22.5 მილიმეტრი, შრაუდერი არის 60 სანტიმეტრის სიგრძის.

ესეიგი ვიღებთ შემდეგ სიტუაციას ლულის 50 სანტიმეტრიდან 5 სანტიმეტრი არის კოლოფში მოთავსებული დარჩენილ 45 სანტიმეტრს გარს შემორტყული აქვს შრაუდერი, დარჩენილი შრაუდერის 15 სანტიმეტრი შევსებულია 4 ცალი პლასტიკატის ჭიკით, ფსკერზე ამ ჭიქებს აქვს 6.25 მილიმეტრიანი ხვრელი (.22-იანიც უპრობლემოდ გაეტევა, ან ბოლო ბოლო 1 მილიმეტრით გააფართოვებ და მორჩა საქმე). ბოლოს შრაუდერს უკეთია ალუმინის ხუფი, რომელიც იჭერს პლასტიკატის ჭიქებს შრაუდერში. შრაუდერი თავის მხრივ საწყისად მაგრდება ლულის დასაწყისზე ჩამოცმულ დეტალზე, რომელსაც შესაბამისი სისქის რეზბა აქვს.



ახლა როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი - ტყვია გასროლისას გადის ლულაში და ბოლოს რა თქმა უნდა ტოვებს ლულას. აქ ტყვია ხვდება პირველ დახურულ სივრცეში, უფროსწორედ ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადი. ანუ ლულის თავზე ჩამომჯდარი პირველი პლასტმასის ჭიქა ჰაერს კვეთავს ტყვიისგან და ლულის ირგვლივ 45 სანტიმეტრის სიგრძეზე ანაწილებს, ამით წნევას აგდებს, და აირს აცივებს აირის გაფართოების ეფექტის გამო. ტყვია აგრძელებს მოძრაობას და გადადის მეორე პლასტიკატის ჭიქაში, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება უკან მოყოლილი ჰაერი, მაგრამ უკვე ნაკლები წნევით და ნაკლები ტალღით. გარდა ამისა ტყვია კიდევ 2 პლასტიკატის ჭიქას გადის რის გამოც ჰაერის ხმა და წნევა კიდევ 2-ჯერ იკვეთება. ბოლოს ტყვია ტოვებს ლულასაც და შრაუდერსაც, ხოლო შრაუდერში დარჩენილი გაფართოებული დაწყნარებული ჰაერი ნელნელა და ჩუმად ტოვებს შრაუდერს იმ ხვრელიდან რომლიდანაც ტყვია გაფრინდა.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარა ხდება, მაგრამ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის დამრტყმელი ტალღა ჩააწყნაროს. რამდენიმე წყარო იტყობინება რომ შეიძლება მესამე ჭიქის უკუღმა მოტრიალება, ისე რომ ბოლოს ერთი დიდი სივრცე შეიქმნას, შედეგად 4 საფეხურიანი სისტემის მაგივრად ვიღებთ 3 საფეხურიანს, მაგრამ იმის გამო, რომ მესამე საბოლოო სარქველი მეორე სარქველზე დიდია ჰაერს უფრო ეფექტურად ჭრის და თოფი უფრო ჩუმიაო, არ ვიცი მე ვერაფერი ეგეთი ვერ შევამჩნიე თუმცა მე ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში გავაკეთე და შეიძლება ექოს ეფექტმა არ მომცა საშუალება, რომ განმესხვავებინა ესპერიმენტის მიღებული ხმები ერთმანეთისგან. აქვე დავძენ მათთვის ვისაც აინტერესებს მარადიორის ორიგინალი ხმა მოდერის გარეშე.... ცეცხლსასროლი გისვრიათ? ახლა 308 ვინჩესტერს ვერ ეწევა, მაგრამ ეგრეთწოდებულ GEKO-ზე 1,5-ჯერ მეტი ხმა აქვს. ყოველ შემთხვევაში ორმაგი დისკოს ხმა გარანტირებულად გაქვს. ასე რომ შრაუდერი სუპერ ეფექტურად მოქმედებს (ასეთი ხმა მოჭრა თითქმის ნოლამდე....).



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
80 გვერდი V  « < 63 64 65 66 67 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (1280 - 1299)
CHICO30
პოსტი Dec 29 2012, 11:20 PM
პოსტი #1281


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



გასროლების რაოდენობა 30 ზემოთ აღარ მაღელვებს. 1 ნადირობაზე მაქსიმუმ მაგდენი ვისროლო. ხოლო ძალა კი მჭირდება ხოლმე. მაგრამ ასეთი ნასტროიკა როგორ მიზიდავსსსსსსსსსსსსსსსსსსს

ოდნავ რომ გავაღო კლაპანი ძალიან აირევა ნასტროიკა? 10- 15 მწ რომ მოვუმატო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 29 2012, 11:23 PM
პოსტი #1282


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 30th December 2012 - 12:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ვიცი მერე რაც, მერე ისევ 1000 ბუქნი, მერე ისევ 1000 და ბოლოს რადიკულიტი, ამ შედეგს ვეღარასდროს დაუბრუნებ და ძალზედ გაბრაზდები შენს თავზე, თუ რატომ მოკიდე თოფს ხელი.

ზალატიე სლოვა ბლინ blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 29 2012, 11:33 PM
პოსტი #1283


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



CHICO30
ოდნავ კლაპნის გაღებით 10-15მწ-ს ვერ მოუმატებ. კლაპანი სულ ბოლიმდე უნდა გადაუჭირო და მერე 3.5 ბრუნზე მოუშვა, ეგაა სულ ღია. ნახე რა შედეგს მოგცემს.

ja_ja
ჩემი თავი მახსენდება სულ biggrin.gif biggrin.gif გახსოვს რამდენი ვეჩალიჩე? biggrin.gif ლისზე ერთხელ 8-ჯერ დავტენე თოფი biggrin.gif მეორე დღეს ვერ ვინძრეოდი.

CHICO30

10 მწ-ი არაფერს არ მოგცემს საერთოდ! თუ ენერგეტიკა გინდა დააყენე 300-ზე და გამოგივა 30 ჯოული, 40 გასროლა და იქნები ბედნიერი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 29 2012, 11:47 PM
პოსტი #1284


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



30 გასროლაზეც კმაყოფილი ვიქნები 300 მწ ზე. შენი რეცეპტი მითხარი აბა რომელი რამდენ შაგზე მოვატრიალო რო 300 მწ მივიღო ნორმალური. პირველი მაგას ვსინჯავ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 29 2012, 11:50 PM
პოსტი #1285


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 30th December 2012 - 12:47 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენი რეცეპტი მითხარი აბა რომელი რამდენ შაგზე მოვატრიალო რო 300 მწ მივიღო ნორმალური.

აზრი არ აქვს, ყველა მარადიორი ინდივიდუალურია, ერთზე რომ 2 ბრუნია საკმარისი მეორეზე 7-ია საჭირო, ან დაჟე 300 ბრუნი რომ გააკეთო მაინც იგივეს არ მოგცემს რაც პირველი... ასე რომ მომეცი შენი ნასტროიკები არ ამართლებს smile.gif

დაჟე ერთი და იგივე თოფზე, რომ გადაატრიალო რაიმე ვინტი წაღმა და მერე იმდენითვე უკან დააბრუნო, ან დაბრუნდება იგივე პარამეტრები ან არა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 30 2012, 06:24 AM
პოსტი #1286


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



CHICO30
გიოს მოუწერია უკვე smile.gif კლაპნის ვინტის მოშვება ადვილია, მოუშვი და ეგაა, აი მერე ზამბარის რეგულირება და ჩაქუჩის სვლის რეგულირება დაგტანჯავს.

თუმცა ის პარამეტრები რაც შენ დაწერე უმარტივესია, 30 გასროლა 300-ის ფარგლებში ზაპროსტო!

ერთია, ძალიან მალე ამოგივა ნასოსი ყელში და შეეცდები 30-ი გასროლის ნაცვლად მიიღო 50 გასროლა იგივე სისწრაფეთი და მაში გიყვარდება ნასოსი უფრო მეტად biggrin.gif

3 რამ არის სულ გასაკეტებელი:

1) გადამშვები კლაპნის გახსნა, რომ ერათ ჯერზე მეტი ჰაერი მიაწოდოს
2) ზამბარის მოჭიმვა (უფრო ძლიერად რომ დაარტყას კლაპანს)
3) დამრტყმელი ჩაქუჩის სვლის რეგულირება, გამოექანოს და ისე გახსნას კლაპანი თუ ახლოდან და ძლიერად ხიოს.


ამ სამი პარამეტრის იდეალური შედეგია მეტი გასროლა მეტი სისწრაფით.

აბა წარმატებას გისურვებ. ერთი იცოდე, ვინტიკები ცვეთადია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 30 2012, 06:52 PM
პოსტი #1287


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



აბა ბიჭებო მისმინეთ. ესეიგი ასეთი ნასტროიკაა კლაპანი მოშვებულია ბოლომდე. ზამბარა გადავჭიმე ქარხნული მდგომარეობიდან 3 აბაროტით. დაქრონვა რომ დავიწყე წნევა იდგა 3000 სულ ოდნავ დაბლა.

ასეთი შედეგია რა. 299,297,297,299,297,302,302,304,303,306,306,307,304,307,308,312,313,312,312,312,
310,312,310,311,311,307,309,309,306,306,305,306,302,301,301,301,298,298,296,296 და წნევა 2000 პსი ზე იყო და გავწყვიტე გარონვა აშკარა იყო რომ სიჩქარეები მკვეთრად ეცემოდა.

38 გასროლა გამოვიდა 15 მწ იან დერეფანში. ეხლა გამოცდილო ხალხო რის დატრიალებას მირჩევდით უფრო მეტი სტაბილურობისთვის? თუ ხარჯიც მოიკლებს ხომ ძალიან კარგი. სიჩქარეები ტყვიის მაკმაყოფილებს ჯერჯერობით ვნახავ თუ დიდი გაბნევა არ ექნა ქაღალდზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 30 2012, 08:05 PM
პოსტი #1288


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მგონი , ხაზს ვუსვავ მგონი მხოლოდ გადამშვებთან გაქვს საჩალჩო (რასაც შენ კლაპანს ეძახი), ანუ ნელნელა უნდა დახურო და დააკვირდე რომ სიჩქარეებზე დიდი ზეგავლენა არ იქონიოს, თუ გადამჩვების დახურვისას სიჩქარე შენარჩუნდება, მაშინ 1-2 (მაქსიმუმ 5 თუმცა მეეჭვება) გასროლა მოგემატება

თუ სიჩქარე დიდია, მაშIნ ჯერ უნდა ეჩალIჩო ზამბარას და დამრტყმელის სხვას, კერძოდ მოასუსტე ზამბარა (დატრიალებს საათით ისრის საწინააღმდეგოდ), და შეამცირე დამრტყმელის სვლა (დატრიალება სააის ისრის მიმართულებით)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 30 2012, 09:18 PM
პოსტი #1289


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



1-2 და 5 გასროლა არ მაღელვებს. უფრო კარგი იქნებოდა თუ 30 გასროლას მივიღებდი 10 მეტრ წამიან დერეფანში. შენი გამოთვლით ძალიან დიდი ხარჯი აქვს ეხლა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 30 2012, 09:43 PM
პოსტი #1290


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



გადამშვებირომ დავკეტო მაშინ ზამბარის კიდევ უფრო მიჭიმვა მომიწევს რაც ხანგრძლივ ხმარებაში უფრო მალე არ გააფუჭებს ზამბარას? ამ შემთხვევაში იმ პატარა ვინტიკის ტრიალი რას მომცემს? ზამბარის სვლის მარეგულირებელი როა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Dec 30 2012, 10:15 PM
პოსტი #1291


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



CHICO30
მე ადრე კლაპნის ზამბარა შევცვალე და უფრო ძლიერი ზამბარა ჩავაყენე,შედეგად მივიღე 30 გასროლა 300მეტრ წამით,თან სასიამოვნო ის იყო რომ ამ 30 გასროლას აკეთებდა ისე თითქოსდა თოფში რედუქტორი მქონოდა ჩასმული 3 მეტრ წამიანი დერეფანი იყო მხოლოდ,ალბათ სიჩქარე რომ დამეწია 290მდე უკეთესი იქნებოდა და შეიძლება 40 გასროლაც მიმეღო,შენ ჯერ არ გირჩევ ამის გაკეტებას რადგან ახალი ნაყიდი გაქ თოფი და ჯერ ვინტების ტრიალით უნდა დაკმაყოფილდე და ეძებო სასურველი შედეგი,თან ყველა თოფი ინდივიდუალურია და შეიძლება შენთან ამ მეთოდნა სულაც არ გაამართლოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 30 2012, 10:30 PM
პოსტი #1292


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



კლაპნის ზამბარა ანუ მალე რო დაეკეტა ხომ? ეგ ხომ უფრო მეტად ხარჯვაზე მოქმედებს? ანუ მაგ ზამბარაზე ძალიან არის დამოკიდებული განმეორადობა?

მე ტყვიები რომლითაც ვქრონავ არც გამირეცხია არც ამიწონია.

ნუ ეხლა კარგ ამინდს დაველოდები მერე 40 მეტრზე გავისვრი ამ 35 ტყვიას და ვნახავ ჯგუფს. თუ დიდად არ გაფანტა დავტოვებ ასე. სავსებით მაკმაყოფილებს 35 გასროლა ნადირობისას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Dec 31 2012, 12:06 AM
პოსტი #1293


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(CHICO30 @ 30th December 2012 - 11:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სავსებით მაკმაყოფილებს 35 გასროლა ნადირობისას.

კლიპიანზე ცოტა რთული სათქმელია smile.gif მადა აქვს მაგას ნადირობისას კაი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 31 2012, 08:45 AM
პოსტი #1294


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 30th December 2012 - 11:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კლაპნის ზამბარა ანუ მალე რო დაეკეტა ხომ? ეგ ხომ უფრო მეტად ხარჯვაზე მოქმედებს? ა

მოკლედ მე ვიტყოდი რომ შენ ჯერ არ გაქვს კარგად ყველაფერი აღქმული... ასეთი ცოდნით თოფის შიგნეულობაში ჩაძრომა ცოტა არ იყოს.... ნუ კატასტროფა არ მოხვდება, მაგრამ თუ ერთხელ დაშლი მერე ვეჩნა ეგრე იქნები და შენი დამაკმაყოფილებელი არაფერი არ იარსებებს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 31 2012, 04:59 PM
პოსტი #1295


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



დაშლა არ მინდაა biggrin.gif ეხლა ვაპირებ სოტა მოვჭიმო ზამბარა და მოვკეტო კლაპანი. მემგონი გასროლების რაოდენობა მეტი უნდა მომცეს და სტაბილურობაც. და მერე ვეჩალიჩები იმ მესამე ვინტს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Dec 31 2012, 07:39 PM
პოსტი #1296


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



CHICO30
ოხ ამ დღეებში პახმელიაზე რომ მქონდეს შენი თოფი ჯაჯა კი არა ბევრი ჯაჯაც ვერ უშველიდა))))ისე მეც კაი ხანი ვშლიდი და ვაწყობდი ჩემს თოფსაც მაგრამ საბოლოოდ მომბეზრდა,ასე რომ დაშალე არაუშავს ოღონდდდ ჯერ ჰაერისგან დაცალე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jan 1 2013, 03:58 PM
პოსტი #1297


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ხოდააა ვაწვალე კიდე ჩემი მარადა და მივიღე ასეთი შედეგი.

წნევა 3000
290
294
293
298
299
299
299
299
300
300
წნევა 2800
298
299
300
301
301
302
302
303
302
302
წნევა 2550
300
300
298
300
298
299
298
298
298
296
წნევა 2350
294
293
293
293
292
292
292
289 დაა მოვეშვი აღარ გავაგრძელე. ფაქტიურად 26 გასროლა გამომივიდა 5 მწ იან დერეფანში და მგონი არაა ცუდი. დროებით ასე დავტოვებ და მერე ვნახოთ. 15მწ იან დერეფანში ალბათ 40 გასროლაზე მეტი გამოვიდოდა. რას იტყვით გადმოაფრქვიეთ იდეები.

მერე ოპტიკის გაუსწორებლად გავედი სანადიროდ. 290 ით ჰოლოვ პოინტებს ვისროდი მის მერე ოპტიკა არ გამისწორებია. ვივარაუდე რომ არც დაჭირდებოდა დიდი პაპრავკები სანადიროდ. ტყვიის წონამ იმატა (10.5 იანი პრემიერები წავიღე) და ძალამაც იმატა. ხოდაა დღევანდელ 2013 წლის პირველ დღეს შეეწირა 3 ყვანჩალა და 10 კაჭკაჭი. მეტის მონადირება შეგვეძლო მაგრამ ჩემი ძმა გამოუცდელი მსროლელია და ძალიან ბევრი ააცილა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 1 2013, 05:01 PM
პოსტი #1298


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 1st January 2013 - 04:58 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხოდაა დღევანდელ 2013 წლის პირველ დღეს შეეწირა 3 ყვანჩალა და 10 კაჭკაჭი.

რა იყო წლის პრემია გინდა პეტს კონტროლზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1 დღე მაინც დაასვენე ეგ უბედურები biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jan 1 2013, 06:17 PM
პოსტი #1299


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



პრემია ისედაც ჩემი იქნება. თბილისში ჩემდენს არავინ მოკლავს წელს ვიცი. შენ გაქრონილზე შემაწიე 1 - 2 სიტყვა. შენი თოფი რო ასე იყოს რას იზამდი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 1 2013, 06:40 PM
პოსტი #1300


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 1st January 2013 - 07:17 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენი თოფი რო ასე იყოს რას იზამდი.

ხელს არ ვახლებდი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

80 გვერდი V  « < 63 64 65 66 67 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th December 2025 - 08:10 AM
Hosted by Pro-Service