გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Delta Airguns - PCP იარაღი ქართულად
ja_ja
პოსტი May 28 2014, 05:33 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



26 მაისს სტანდარტულად აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, ამ დღესთან დაკავშირებით როგორც წესი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი იხურება ხოლმე და კეთდება ხალხისთვის გასაცნობი გასართობი ღონისძებები.

ასევე 2014 წელს, ანუ მიმდინარე წელს 2 დღის წინ იგივე ღონისძება ჩატარდა, გამოფენილი იყო სამხედრო პროდუქცია ტანკები, იარაღები და ....

დილიდან მეგობარმა დამირეკა და შემომთავაზა მათი პავილიონი მომენახულებინა, ძირითადი საქმიანობა 3D რენდერინგი აქვს მეგობარს, ასე რომ მთლად ჩემს ინტერესების სფეროს არ ფარავს, მაგრამ რამდენიმე წუთში გადმომირეკა მეორე მეგობარმა, ამჯერად ჩვენმა ფორუმელმა DAWIT-მა და მითხრა ისეთი ინფორმაცია რის გამოც უკვე გადავიფიქრე სახლში დარჩენა, ჩვენი ჟორა ბიძიაც გამოვათრიე სახლიდან და გავეშურეთ დამოუკიდებელი გზებით თავისუფლების მოედნისკენ.



ნუ როგორც წესი აღმოვაჩინეთ აურაცხელი რაოდენობა ჯავშანტექნიკა, რომლებიც ოკუპირებული იყო ბავშვებით smile.gif, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს და რომელიღაც გოლიათზე ჭიანჭველების ხროვაა მივარდნილიო smile.gif



ახლა მეც და ჟორამაც ცოტა წავიმაიმუნეთ, მოვსინჯე M4, AR15, მარა კაიფი ისაა რომ ძალიან მსუბუქი იყო, ეს სიმსუბუქე კი გამოწვეული იყო იმით, რომ შიგნეულობა იარაღს ბოლომდე ჰქონდა გამოცლილი smile.gif

სამაგიეროდ მოვსინჯეთ McMilan-ის 0.50 კალიბრის შაშხანა... ამას უკვე ვეღარაფერს ამოაძრობდნენ ასე რომ ბედნიერად კაი 12-13 კილოს იწონიდა მიუხედავად იმისა რომ სტენდზე ეწერა 11,8 კილო.





სხვათა შორის მომეწონა Night Force-ს წვრილი ბადეც, კაი რამეა ნამეტანი კაი ადეკვატური ფასიც რომ ჰქონდეს smile.gif.



ასე იყო თუ ისე მივადექით „დელტას“ სტენდებს, იყო რაკეტები, თვითმფრინავები ვერტმფრენებიც











მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა სამად სამი კინკილა თოფი რომელსაც წარამარა აპრუწუნებდნენ (ისროდნენ) ბავშვები. გასაგებია ხმით ქე მივხვდი რაც იქნებოდა, მითუმეტეს დილით Dawit-მა დამირეკა და მითხრა ქართული პნევამტური იარაღი აღმოვაჩინეო smile.gif



მივუახლოვდი, გამოვართვი ერთერთ ბავშვს თოფი იმის შედეგ რაც ამოუვიდა ყელში გადატენვის ამაო მცდელობა (მსროლელის ზომა წონა და იარაღის სტანდარტული ზომა აშკარად ერთი მეორეს არ შეეფერებოდა smile.gif )... მიჭირავს ხელში და ვხედავ:






- წვრილი რეზერვუარი (რაღაცას მაგონებს, წააგავს დისკოს რეზერვუარს ზომით, მაგრამ ცოტა სქელია, არა და სადღაც ამდაგვარი ფორმა მინახავს....)
- წინიდან განივი დამტენი პორტი, მიკრო მანომეტრით
- რეზერვუარის ბოლოში ლატუნის ნაწილი - ეგრევე გამახსენდა CZ200-ის რეზერვუარი და პირველი გაფიქრებაც ეგ იყო ალბათ CZ-ს რეზერვუარზეა აწყობილი
- 1 ტყვიანი კოლოფი, ვინტებით დამაგრებული ტყვიების ჩასადებით, ისევ და ისევ CZ200-ს მაგონებს, იმედია კლიპის არსებობა გათვალისწინებულია, თორემ CZ200-ზე ეგ საკმაო პრობლემებს ქმნის
- პატარა კოლოფი, უკან მერცხლის კუდის სამაგრით, მაგრამ ტყვიის ჩასადები ნაწილის შემდეგ გრძელი გადმოფარებული პიკატინის რელსით... რაღაც ახალია და ცოტა არ იყოს მოუხერხებელია
- სქელი ჯანიანი ლულა, არც შავია არც ნაცრისფერი, მაგრამ ქვეცნობიერად უყურებ და რაღაც ჯანიანი გგონია.. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ჯანიანი ყოფილა
- მიმწოდებლის ცხვირზე გაცვეთილ დაგლეჯილი რეზინა, აშკარად მიგვითითებს ან გამოყნების ცუდ პირობებზე, ან რაღაც არაა კარგად გათვლილი ობტურაციის მხრივ
- ჩახმახ-მიმოწდებელი რაღაცით ძველებურ “GEKO”-ს შაშხანას მაგონებს, მაგრამ უხდება
- კოლოფის გარეთ მარცხელა მხარეს გამოტანილი გადასატენი მექამიზნი რაც მართალი რომ გითხრათ საკმაოდ ძნელად მუშოაბს პლიუს აშკარად იკვეთება CZ200_ის ნაკვთები. მართალია არსად გვიხსენებია საუბარში CZ200, მაგრამ შეუძლებელია ამდენი კვანძის მსგავსება, ან ამოსავალ წერტილად სწორედ CZ- მოდელი იყო გამოყენებული, ან CZ-ს ნახაზები იყო მოძიებული ინტერნეტში და....
- ლულის ბოლოში ვეებერთელა ნიტო ალიც ჩამქრობის, ნიტო ლულის ტორმუზის ფორმის ვეებერთელა კონსტრუქცია, რომელიც არც ჰაერის მოჭრაზე მუშაობს არც ხმის მოჭრაზე და საერთოდ რას რისთვისაა საინტერესოა
- ცოტა უცნაური კონდახი, როგორც საერთო ფორმით, ასევე საერთოდ იდეის და შესრულების მხრივ. მაგალითად რეზერვუარისთვის ცილინდრული ხვრელით რაც ახამდე არსად არ მინახავს







რა თქმა უნდა მომენტალურად აურაცხალი კითხვა გაჩნდა, ვის უნდა ჰკითხო? ალბათ იმ ხალხს ვინც სტენდის მეორე მხარეს იმყოფება. ვკითხულობ რა კუბატურა აქვს რეზერვუარს.. ყველა მხარს იჩეჩავს....





ამასობაში უკნიდან ერთი ადამიანი ცდილობს ხალხის გაწევას და ჩემსკენ მოიწევს თან მეუბნება 200 ატმოსფერო... ნუ მეც ხომ კაი მამაძაღლი ვარ, არ დავიბენი და ვუსწორებ შეცდომას
- 200 ატმოსფერო წნევაა და რეზერვუარის კუბატურა, ანუ მოცულობა რამდენია
პასუხად მიახლოებითი ციფრები ისმის
აქ უკვე ვეღარ მოვითბინე და პირდაპირი კიტხვა დავსვი
- თქვენ რაიმე შეხება გააქვთ ამ იარაღთან? შეიძლება თქვენთან გასაუბრება? მე ვარ პორტალ Airgun.ge -ს ადმინისტრატორი და დაინტერესებული ვარ ნებისმიერი ინფორმაციით თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას იქნებ გამასაუბრით ის ვინც საქმეშია ჩახედული, იქნებ დამაკავშიროთ რამენაირად?
საუბარში (რომლის ზუსტი მიმდევრობაც აღარ მახსოვს), ირკვევა რომ ვესაუბრები პირდაპირ თოფის კონსტრუქტორს, რაც რა თქმა უნდა მშვენიერი რამ აღმჩნდა. საუბარში ბევრი საინტერესო რამ გაირკვა რასაც საერთო ჩამონათვლის სახით შემოგთავაზებთ და არა დიიალოგის სახით რადგან ზუსტი მიმდევრობა არც მე დამიცავს არც დიდი ჟურნალისტი მე ვარ გამზადებული კითხვებით რომ მივსულიყავი ასე რომ საკმაოდ მეგობრულ საუბარში ბევრი რამ გაირკვა, ცოტახანში ჟორა ბიძიაც შემოგვიერთდა და იყო როგორც მოსმენა ასევე რაღაც იდეების შეთავაზებაც...



მაშ ასე საერთო ისტორიული ნარკვევი

დღეისათვის 1 წლიანი მუშაობის შედეგად არსებობს მხოლოდ 3 მუშა ეგზემპლარი. სახელი ჯერჯერობით იარაღს არ გააჩნია ასევე უცნობია მისი საორიენტაციო საბაზრო ფასი. თუმცა იდეაში სურვილი არის იარაღი საბოლოოდ ბაზარზე გამოჩნდეს.

ყველაფერი დაწყებულია მიახლოებით 12-13 თვის წინ, როდესაც პატარა ჯგუფი პირველად მიდის კომპანია “Delta”-ში და ცდილობენ რაღაც თავისი იდეები აამუშაონ. შიდა სამზარეულო რა თქმა უნდა უცნობია და არც უნდა გვაინტერესებდეს, მაგრამ ძირითადი მუშაობა იწყება იმის შემდეგ რაც ერთ-ერთ თანამშრომელს თუ ახლობენს ამ ჯგუფთან მაიქვს თურქული პნევმატური თოფი. სამწუხაროდ რომელ მოდელზე იყო საუბარი ვერ გავარკვიეთ.

თოფს ჰქონდა ერთი პრობლემა ტყვია იყო გაჭედილი ლულაში და სავარაუდოდ კიდევ მიყოლებული იყო რამდენიმე ტყვია. მოკლედ ბევრი წვალების შემდეგ ტყვია ამოღებული იყო შომპოლის მეშვეობით და აღმოჩენილი იყო რომ თურმე ხრახნები პრაქტიკულად ლულას არ ჰქონდა, ხოლო ხვრელი კი 4.5 მილიმეტრის მაგივრად შუაში 4 მილიმეტრამდე დადიოდა smile.gif



ამ დროს ირკვევა რომ 31-ე ქარხანაში სადაც ეს ჯგუფი იმყოფება არსებობს ლულების დასამზადებელი დაზგა, უფროსობა იძლევა თანხმობას გარკვეული ექსპერიმენტები იყოს ჩატარებული და ასე ნელ-ნელა ჩნდება პირველი ქართული პნევმატური იარაღის ლულა, თუმცა მთელი თავგადასავლებით smile.gif

პირველი ცდა დამთავრდა იმით რომ ლულა გამოიჭედა (დიახ დიახ გამოიჭედა ისევე როგორც CZ-ს ცნობილი ნაჭედი ლულები მზადდება), მაგრამ იმის გამო რომ უცნობი იყო რა მასალისგან უნდა გამზადებულიყო პნევმატიკისთვის ლულა... მოკლედ აღებული იყო ერთერთი ყველაზე საზიზღარი მასლა, რუსული მარკირებით „Сталь 30 ХГC “.

ნუ ვინც არ იცის ფოლადის მარკირებები ძნელია ასახსნელია თუ რა ხილთან გვაქვს შეხება, მაგრამ თუ დამიჯერებთ ვიტყვი რომ ასეთ მყარ ფოლადს არცერთი მწარმოებელი არ იყენებს პნევმატურ თოფებში, მიზეზი ბევრია, მაგალითად:
- გაძილებით ძვირია
- გაცილებით ძნელი დასამუშავებელია
- ზედმეტად მკვრივია და წვრილი კალიბრის დამზადებისას ხშირია წუნი
- და სხვა ამდაგვარი



თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვეულებრივი ლულები რომლებიც მზადდება Сталь 10-დან Сталь 20-30-ის ჩათვლით ( ნახსენებ ფოლადებში არ ფიგურირებს მარკირება ХГC, ანუ გაცილებით რბილი ფოლადებია ვიდრე ქართულ ლულაშია გამოყენებული) და მათი გაცვეტა ადეკვატური მოხმარების პირობებში ძნელად წარმოსადგენი რამ არის, თქვენ წარმოიდგინეთ რომ Сталь 30 ХГC -ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კატასტროფულ მწვერვალებს აღწევს და შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს 100 წლეულების მანძილზე smile.gif ან ყველანაირი რკინის ბურთულების და ეგრეთწოდებული „კისტების“ მოყვარულებს შეიძლება ჩაბარდეს. შედეგად დაიჩხაპნება ლითონის ბურთულაც და „კისტიც“, მაგრამ ლულას მაინც არაფერი დაემართება smile.gif.



რა თქმა უნდა ჩვენმა ევრეისკი ჟორა ბიძიამ მომენტალურად გაუშვა საუბარი ლულების დაკვეთა შეძენაზე, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა- ძვირი დაგიჯდებათო ასე გვითხრა ავტორმა sad.gif

ამ პირველ ლულას თავს დაატყდა პირველი კურიოზები, ასე მაგალითად პირველი ჭედვისა და ლულის შიდა ღარის გასწორების შემდეგ, ლულა გარედან გადასათლელად გადაეცა ხარატს. რომელსაც ლულის გარე დიამეტრი უნდა ჩამოეთალა რომ გარკვეულ ზომაზე გაეყვანა, ამასობაში გარე დიამეტრიც სწორდება და შიდა დიამეტრს ემთხვევა... მაგრამ ხარატმა იფიქრა იფიქრა და ცენტრებში ჩადებული ლულა ამოიღო, გახედა ცალი თვალით და რომ დაინახა გარედან მიღუნულ მოღუნული ლულა ადგა და ეგრეთწოდებული „რიხტოვკა“ ჩაუტარა ანუ გარე მიღუნ მოღუნვა გაასწორა და ამასობაში შიგნით რას შვებოდა ლულა არც კი დაინტერესებულა smile.gif

ასე ჩაბარდა ისტორიას პირველი ქართული ლულა smile.gif, მეორე მცდელობისას უკვე საქმის კურსში ჩაყენებულმა ხელოსნებმა გაითვალისწინეს თავიანთი შეცდომა და უკვე ყველაფერი სწორად გააკეთეს.

საერთო ჯამში 3 თოფისთვის დამზადებული სულ 3 მუშა ლულა, მაგრამ ყველა სხვადასხვა ზომის, რადგანაც ექსპერიმენტები ტარდებოდა რომელი ზომის როგორ დაჯდებოდა, გამოიყურებოდა და სხვა. უცვლელი არის მხოლოდ ერთი რამ, ტვისტი, რომელიც არის 280 მილიმეტრი. საუბარში ჩვენც ვახსენეთ რომ სხვა მწარმოებლები არ იყენებენ ასეთ მყარ მასალას და ავტორიც დაგვეთანხმა რომ ნამდვილად არ იყო ეს საჭირო, შემდეგში უკვე სხვა მასალა იქნება გამოყენებული. სხვათა შორის, მყარი მასალის გამოყენება ქმნის იმ პრობლემას, რომ ლულაში რეზინისთვის ღარის ამოღება პრაქტიკუალდ შეუძლებელია, ამიტომაც რეზინამ ლულიდან გადაინაცვლა მიმწოდებლის ცხვირზე.

შემდეგი თავგადასავლები თოფს გადახდა რეზერვუარის და კოლოფის დამზადებისას, რეზერვუარი დამზადებულია 3 მილიმეტრიანი კედლის მქონე მილისგან... ცოტა არ იყოს უცნაური გადაწყვეტილებაა... რადგან 3 მილემიტრიანი რკინის კედელი საკმაოდ ამძიმებს კონსტრუქციას... სწორი დურალის შერჩევისას კედლის სისქე ლავირებს 2,5-დან 3,5 მილიმეტრამდე, ამასობაში ალუმინი გაცილებით, გაცილებით მსუბუქია ვიდრე რკინა.

მოცულობა უხეშად გამოვთვალეთ და მივირეთ 135-დან 145 კუბურ სანტიმეტრამდე, რაც პრაქტიკულად Benjamin Discovery-ს ექვივალენტია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ თოფი ასევე 1 ტყვიანია, პრაქტიკულად ქართული თოფი გამოდის Benjamin Discovery-ს კონკურენტი



ზერერვუარის წონა კი მძიმეა, მაგრამ ალბათ აქ ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი, იქნება ეს ინფორმაციის არ არსებობა, ასევე მასალის არ არსებობა და სხვა... მოკლედ ეს პრობლემა არაა მიუხედავად ასეთი მძიმე გადაწყვეტილებისა მთლიანი თოფი 3 კილოგრამს არ სცდება.

კოლოფი, ამ მომენტისთვის არსებობს რკინის და 1 ცალი საცდელად გამზადებულია ალუმინისგან შედეგად ამ ერთ ეგზემპლარ თოფზე კონსტრუქციის წონა მთელი 400 გრამით ნაკლებია! როგორც უკვე ვთქვი კოლოფიში არის ვინტებით ჩახრახნილი ტყვიის ჩასადები ადგილი. როგორც გაირკვა ჩემი ვარაუდები მართალი იყო და თოფი გათვლილია კლიპის გამოყენებაზე, უბრალოდ კლიპის დამზადება საკმაოდ შრომატევადია და ძალიან ძვირი სიამოვნება გამოდის, პლასტიკატიდან ჩამოსხმა კი მოითხოვს ყალიბს და შესაბამის აპარატურას, რაც ამ მომენტისათვის ქარხანას არ გააჩნია. სამწუხაროა sad.gif

კიდევ ერთი თავისტკივილი აღმოჩნდა კონსტრუქტორებისთვის კონდახი. სადემონსტრაციოდ გამოტანილ ვერსიებს აქვს 3 კონდახი, ძირითადი განსხვავება ფერებშია. ფორმა კი ცოტა არ იყოს დახვეწას მოითხოვს, ისევე როგორც შესრულება. როგორც ყველა ლითონთან მომუშავე ადამიანს ასევე ამ ჯგუფსაც ხის ფორმებთან შეექმნათ პრობლემა. ფორუმზეც რამდენიმე ადამიანი ჩალიჩობს მაგრამ კონდახი ყველასათვის გადაულახავი პრობლემა აღმოჩნდა smile.gif

ასეა თუ ისეა პირველი საცდელი და სადემონსტრაციო ეგზემპლარები გამზადებულია, არის რაღაც კვანძები გასაუმჯობესებელი, მე და ჟორჯიკამ იქვე რამდენიმე ათეული იდეა ვაფრქვიეთ, მაგრამ თან ყველაფრის რეალიზება აუცილებლად გამოიწვევს კონსტრუქციის გართულებას და საბოლოოდ ფასის გაძვირებას, ამიტომაც ყველაფრის ერთ თოფში რეალიზება მემგონი საჭირო არაა, სავსებით მისაღები იქნება იარსებოს ერთდროულად რამდენიმე ვერსიამ, ვთქვათ
- ვერსია ერთი 1 ტყვიანი
- ვერსია 2 კლიპიანი
- ვერსია სამი რედუქტორით და ასე შედმეგ



ამჯერად მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე კუთხით, იქნება ეს სხვადასხვა დეტალის დამზადება, კონდახის ახალი ფორმის შექმნა, კლიპი, მანომეტრი და ისეთი საკითხიც კი როგორიცაა ნასოსი, დიახ დიახ ნასოსი, მართალია პირველ ჯერზე ალბათ ქართული არ იქნება, იმიტომ რომ საქართველოში როგორც წესი შესაბამისი მასალა არ იშოვება ხოლმე, მაგრამ საერთო იდეა იმაში მდგომარეობს რომ თოფი გაიყიდოს ნასოსთან ერთად.

ასევე ჯგუფს აქვს გარკვეული პრობლემები ისეთ საკითხებტან დაკავშირებით როგორიცაა ქრონოგრაფი. ჩვენთან უკვე ყოველ მეორეს აქვს ქრონოგრაფი, მაგრამ სამწუხაროდ კონსტრუქტორთა ჯგუფს არ აქვს, ქარხანა კი ალბათ სამხედრო ინსტრუმენტებთან წვდომის უფლებას არ იძლევა... მოკლედ ამ შემთხვევაში ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დახმარება შევთავაზეთ. ქართული პროდუქტია და როგორ გინდა არ დაეხმარო? ამიტომაც იმედს ვიტოვებ რომ არაერთი შედეგიანი შეხვედრა გვექნება, ჩვენს გამოცდილებასაც გავუზიარებთ, დახმარებითაც დავეხმარებით და შედეგად ბაზარზე გამოვა ჩამოყალიბებული მზა პროდუქტი.

მოკლედ კარგია რომ საფუძველი ჩაყრილია, ახლა მთავარია უფროსობა დაინტერესდეს სერიული წარმოებით. ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის გარემოება რომ „Delta“ ძირითადად სამხედრო დაკვეთებს ასრულებს და პნევმატური იარაღი არ არის პრიორიტეტული მიმართულება, თუმცა ყველამ ვიცით რომ მოთხოვნა ბაზარზე არის და ადეკვატური ფასის შემთხვევაში არაა გამორიცხული ქართულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს უცხოური ეგზემპლარები...

მოკლედ ვუსურვოთ წარმატებები და ვნახოთ როგორ განვითარდება ამბები.

P.S. ჰო მართლა თუ მოხერხდა და იარაღი გასატესტად გამოგვატნეს, ან ადგილზე მოვახერხეთ ყველაფრის შემოწმება, გარკვეულ რეპორტსაც გამოვაცხობ.. თუმცა ეს როდის იქნება, სამწუხაროდ არავინ არ იცის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Delta Airguns - PCP იარაღი ქართულად   May 28 2014, 05:33 PM
- - geojorjika   გუთ , მოკლედ ეს კვირ...   May 28 2014, 05:43 PM
- - zax ara   რათ უნდოდათ 30 ХГC . რ...   May 28 2014, 08:06 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 28th May 2014 ...   May 28 2014, 09:42 PM
- - gela   კარგია რომ საქართვ...   May 28 2014, 09:49 PM
- - cz80   ისა.. ნამეტანი პესი...   May 28 2014, 10:50 PM
- - nihontoman   cz80 ადრე თუ გვიან და...   May 28 2014, 11:00 PM
- - bazuka   nihontoman და შენს გარდა ...   May 28 2014, 11:02 PM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 29th May 2014 ...   May 28 2014, 11:06 PM
- - bazuka   cz80 აი მართლა საკვორ...   May 28 2014, 11:07 PM
- - cz80   ციტატა(bazuka @ 29th May 2014 ...   May 28 2014, 11:14 PM
- - ikaaa   ციტატა(bazuka @ 29th May 2014 ...   May 28 2014, 11:22 PM
- - nihontoman   bazuka გასატესტად მომ...   May 29 2014, 12:52 AM
- - gocha311   აპირებ რაღაცის გამ...   May 29 2014, 09:39 AM
- - name   31-ე ქარხანაააამმმ????...   May 29 2014, 06:15 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ვააააჰ, ქართული პნ...   May 29 2014, 08:07 PM
- - azzy   მეც ვნახე ეს პნევმ...   May 29 2014, 08:18 PM
- - piettro   ციტატა(bazuka @ 29th May 2014 ...   May 31 2014, 02:14 PM
- - okela84   ციტატა(x.m.e.l.o @ 29th May 2014 ...   May 31 2014, 06:13 PM
- - STALKER78   და ვსიო????????????ამით მო...   Aug 11 2014, 06:35 AM
- - gela   STALKER78 ციტატა(stalker78 @ 11t...   Aug 11 2014, 01:09 PM
- - Rebellion   სიუჟეტი ამ თემაზე   Aug 25 2014, 03:20 PM
- - ikaaa   ჩვენებს თუ მოუსმე...   Aug 25 2014, 06:49 PM
- - dawiti   RE: Delta Airguns - PCP იარაღი ქართულად   Aug 25 2014, 09:17 PM
- - Rebellion   dawiti აუ მე აღლუმზე თბ...   Aug 27 2014, 04:19 PM
- - Ex3   რამე სიახლე ხომ არ ...   Feb 15 2015, 12:23 AM
- - geojorjika   ჩაიკუკა მაგ პროექტ...   Feb 15 2015, 08:28 AM
- - Multi-Tool   მაგ იარაღის დაპროე...   Feb 15 2015, 09:36 AM
- - ja_ja   geojorjika შენ რა იცი?   Feb 15 2015, 09:37 AM
- - geojorjika   ja_ja ვიცი გუდუნა, დაგ...   Feb 15 2015, 10:12 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 02:03 AM
Hosted by Pro-Service