![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
![]() მე დიდი მზარეული არ ვარ, მაგრამ ხშირად მიყურებია თუ როგორ ამზადებენ ნანადირევს და მეც არაერთხელ მომიზადებია ნანადირევი. აქ დავწერ ჩემთვის ყველაზე გემრიელ რეცეპტს. სასურველია სანამ ამას ყველაფერს დაიწყებდეთ დაურეკოთ თქვენს მეგობრებს ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ნანადირევი კურდღელი. ასეთი სახით ვკითხულობთ რეცეპტს ![]() დააა ვემშვიდობებით კურდღელს ![]() (არ დაგავიწყდეთ, რომ მონადირება შეიძლება მხოლოდ სანადირო მეურნეობაში) რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გავასუფთავოთ ნანადირევი, ![]() შემდგომ უნდა ჩავდოთ ჯამში და შევუშვიროთ გამდინარე წყალს, სასურველია თუ გამდინარე წყალში დავტოვებთ მთელი ღამით ვინაიდან დარბილდეს ხორცი და გაცილდეს სისხლი. შემდეგ ვიღებთ ამ გაწკრიალებულ ხორც და ვჟრით პატარა ნაჭრებათ, ვიღებთ 4 თავ საშუალო ზომის ხახვს, ვჭრით წვრილ ნაჭრებათ და ვხრაკავთ ზეთში სანამ არ შეწითლდეაბა, ხახვი შეწითლდება თუ არა და ვაყრით ზევიდან დაჭრილ ხორცს, ვამატებთ 250 გრამ კარაქს და 200მლ წითელ ღვინოს. ვაყენებთ ნელ ცეცხლზე. პეროდულად ვუჭყიტინებთ, რომ არ დაგვეწვას ![]() რომ შევატყობთ ხორცი თითქმის მომზადდა (ვსინჯავთ ხორცს) ვამატებთ 0.5 ლიტრ გატარებლ ცოცხალ პომიდორს და ისევ ნელ ცეცხლზე და ვაცდით სადღაც 20 წუთს, რომ იდუღოს. შემდეგ ვამატებთ მარილს, შავ პილპილს და ცოტა წითელ პილპილს. სულ ბოლოს კი ვამატებთ დაჭრილ მწვანე ხახვს არომატისათვის. გახსოვთ დასაწყისში გირჩიეთ მეგობრებს დაურეკეთ მეთქი, ხოდა თქვენ და თქვენი მეგობრები დაჯდებით და ისიამოვნებთ ამ უგემრიელესი კერძით.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 04:59 PM |
Hosted by Pro-Service |