მინი გასვლა 12.12.2010, ტესტ დრაივი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
მინი გასვლა 12.12.2010, ტესტ დრაივი |
Dec 12 2010, 11:04 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
სუსტი ნერვებისა და სუსტი კუჭის წვენის მფლობელებს ვთხოვ ეს თემა გამოტოვონ. ასევთქვათ არასასიამოვნო ასოციაციები და ტანში ჟრუანტელი შეიძლება დაგემართოთ ასე იყო თუ ისე დღეს გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ერთი ორიც გაგვესროლა ავიკრიბეთ მენა, კოკნარა და რუპრეხტა (ნუ ეს კაცი ვერ მოვწამლეთ რა პნევმატიკით, სულ ლაგატკებს და შვილდ ისრებს დასდევს ) დილიდან ადუღებული წყლის მეტი ანუ ჩაის მეტი არაფერი მქონდა ნაჭამი და ამიტომაც სტომაქს ვიტენიდი ბუნებაში კოკნარამ შექმნა იმპროვიზირებული სამიზნე და დღის უდიდესი მანძილი გაატარა ოპტიკის გასწორებაში და ტესტ დრაივში იდეაში მე უარეს დღეში ვიყავი, ახლად დაკონფიგურირებული თოფი სუპერ პუპერ ჩუმად ისროდა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ, დავაძრე ქრონი გავრტესტე და თურმე ტყვია 28 მეტრ წამით მიფრინავს კიდევ ერთი ორი გავისროლე და ტყვია მიწაში სადღაც 15 მეტრში ერჭობოდა, მიწაშივე ვესროლე და ისე მოხვდა მიწას ჩემს ფეხებთან თითქოს თავისუფალ ვარდნაში დაგიგდია მიწაზე ტყვიაო, ვიხარხარეთ, მგრამ ამ დროს გამახსენდა რომ ინსტრუმენტები არ მქონდა სიჩქარეების დასარეგულირებლად დარჩა კოკნარა თავსი თოფით და რუპრეხტა ლაგატკით . მაგრამ კოკნარა ფიშტოს ასწორებდა, რუპრეხტამ კი ამოდენა ტრიალ მინდორზე ერთი ქვა ვერ იპოვა რათ გინდა ლაგატკა თუ მის ტყვიას ვერ შოულობ ბუნებაში , ჯინაზე ირგვლივ მხოლოდ მიწა იყო და ერთი კენჭიც კი არ ეგდო. ცოტახანში კოკნარა გასწორებას მორჩა წავიდა მინდორველებზე და დაგვანახა საშინელებათა ფილმების კადრები: ხომ გინახიათ ფილმი Star ship Troapers აი ეგეთი პონტია რა კოკნარა არახნიდების როლში იყო, ეს ჩიტუნია კი დესანტნიკი იყო ამომივიდა ყელში ისე ჯდომა დავაძრე დანა და ხის ტოტი, გამოვთალე იმპროვიზირებული ექვსკუთხედი და ჩემი მარადიორის ზამბარა მივჭიმე, შედეგად მივიღე 265 მეტრ წამი მესმის ბევრი არაფერია, მაგრამ გააჩნია რისთვის ესეიგი გავიხედ გამოვიხედეთ და ირგვლივ არის აურაცხელი სოროები, თუ კარგად გაახელ თვალებს დაინახავ რეაქტიულ არსებებს, მაგალითად აი ასეთებს: რა იდეა გაგვიჩნდა ხომ ხვდებით , მაგრამ წიკს დაგმართებენ, ამოყო თავი ჩაყო უკან, გაიქცა არაადამიანური სიჩქარით გადაკვეთა მინდორი, ამოძვრა სოროდან ამოეფარა ბუჩქს, ეს ბუჩქებით ისეთი ფერისაა სულ რომ გასკდე ვერ დაინახავ ბოლოს უკვე მოსაღამოვება დაიწყო, მზეც ჩაძრომას ლამობდა და კოკნარასთან საუბრისას უცებ გვერდითა ხედვით მოძრაობა დავაფიქსირე, უცებ თოფი ზემოთ და სადღაც 20 მეტრში აი ეს ჩაბარდა ისტორიას: კაი კიჭები კი აქვს რას აკეთებს Hollow Point-ი, ბლიინ, თან 14 გრანიანი.... ადგილზე აქვავებს, არც კი განძრეულა, თუმცა რას გაინძრეოდა როდესაც მეორე მხარეს აი ეს იყო: აზარტი მომენტალურად გაიჩითა, მითუმეტეს რომ ირგვლივ ალბათ 100-მდე სორო იყო, თან ეს შედარებით ახლო მანძილზე, სადღაც 20-25 მეტრის რადიუსში, იმის იქეთ კი.... ნუ იქეთ აღარ ვიყურებიდით. ცოტახანი არ გასულა მეორე პიფ პაფ და: არც ამას მოხვდა ნაკლებად აიქა... დადგა კოკა სადარაჯოზე და ელოდება, მაგრამ ხან იქედან გამოძვრება, ხან აქედან, ხან ლამის ფეხებს შუა გაგვიძვრნენ (ნუ ახლა ამას ვაზვიადებ რა თქმა უნდა, აბა ისე რა აზარტია ). ბოლოს ორივე ერთ კიჭ-მასტერას ვუყურებდით ოპტიკაში, მეთქი კოკაჯან მიდი, ესროლა CP 10.5 მოხვდა 100%-ით, ორივემ დავინახეთ ოპტიკაში, თან ტყვიამ ააგდო და გვერდზე გადააგდო კიდევაც, მაგრამ სანამ ის 20-25 მეტრი გავირბინეთ წრუწმა მოასწრო რომელიღაც სოროში ჩაძრომა. ეგა აქვს რა CP-ს ცუდი ხვდება ხვრიტავს და .... და მიდის რა... მოკლედ კიდევ ვეჩალიჩეთ მაგრამ ნამეტანი ბევრნი არიან, გაგირბის თვალები, ერთს უმიზნებ გარბის, უცებ მეორეს ხედავ იმას უმიზნებ და ბუჩქს ეფარება, ამასობაში პირველი ამოდის და გიყურებს, მოკლედ რა, გადაგრევენ! შედეგად დავრჩით მხოლოდ 2 ნადავლით და ერთი გაქცეულით იდეაში კაი გასართობი რამეა, თან რეაქციას საჭიროებს, ეგაა რომ ბევრნი არიან და გაბნევენ ისე ჩვენთან მართალია მინდვრის ძაღლები და ბურუნდუკები არ არიან, მაგრამ ასეთ არსებებზე ვარმინტი მაგრა გაასწორებდა ეგაა რომ ეს მამაძაღლები ერთ ადგილზე არ დგანან და სანამ ტყვია ადგილზე მივა უკვე ბალთას არიან წასული. ასე მორჩა ეს დღე. ბოლოს აცივდა ავლაგდით და წამოვედით.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:59 AM |
Hosted by Pro-Service |