Bushnell 4-12 x 42mm Laser Rangefinder Riflescope, განვიხილოთ ეს ოპტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Bushnell 4-12 x 42mm Laser Rangefinder Riflescope, განვიხილოთ ეს ოპტიკა |
Mar 29 2012, 06:43 PM
პოსტი
#1
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
როგორც იცით ძალიან მიყვარს ნადირობა, საერთოდ გლუვლულიანის მოყვარული ვიყავი ყოველთვის, მაგრამ წელიწადზე მეტია, რაც მოვიწამლე აირგანით. თავიდან ვიყიდე ბენჟამინ მარადიორი და დავაყენე ოპტიკა ბარსკა 4-12-50, დუპლექსი. ნუ როგორც დამწყებით აირგანლეს ბევრი რამ არ მესმოდა და ვერ ვხვდებოდი თუ რატომ ვერ ვარტყავდი შორ მანძილზე, მაგრამ შემდეგ შევიძინე ბევრად უკეთესი თოფიც და ოპტიკაც, თოფი ვაირაუხი და ოპტკია კი ვალტერის 8-32-56 მილ დოტით თავისივე პარალაქსის გასწორებით, მაგრამ პრობლემა რჩებოდა ყოვლეთვის მანძილი!!! მაქვს მანძილზომიც, ნადირობის დროს კი ძალზედ მოუხერხებელია ჯერ გაზომო მანძილი, შემდეგ გადადო მანძილმზომი, ამოიღო თოფი, დაუმიზნო და სამიზნე უკვე მიფრინავს არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ პნევმატიკაში ძალზედ მნიშვნელოვანია მანძილი ტყვიის ტრაექტორიის სწორი გათვლისთვის. ბევრი ვიფიქრე ამ პრობლემის გადასაჭრელად და თითქმის ერთი წელი ვუტრიალე ამ ოპტიაკს სულ მინდოდა შემეძინა, მაგრამ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სათანადო ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს ოპტიკა, რანაირად ზომავს და საერთოდ ამ ოპტიკაზე ძალზეც ცოტა რამ წერია ინტერნეტ სივრცეში. ამის გამო ამ ოპტიკის ყიდვა მქონდა შეჩერებული! 3 კვირის წინ ჩემთან იყო მოსული ჯაჯა და მასწავლა ამაზონიდან რაღაცეების გამოწერა თან გადავქექეთ მთელი ინტერნეტ სივრცე და რაღაც მცირე ინფორმაციებიც მოვიძიეთ ამ ოპტიკაზე, ერთი რაც დავადგინეთ, რომ ამ ოპტიკას აქვს მილდოტის ბადე და ზომავს მანძილს, მეტი ინფო არ იყო. ნუ ბევრი არც მიფიქრია, ამაზონის გამოყენებაც ვისწავლე და პირველი რაც დავუკვეთე იყო ეს პტიკა! ვინაიდან ძალზედ მომწონდა პნევმატიკისთვის. ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ დეკლარირება დამავიწყდა და საბაჟომ გამიჩერა, რომ დაედგინათ ამ ოპტიკის რეალური ფასი, გუშინ კი შემიფასეს 608 დოლარად და მომანიჭეს დ.ღ.გ-ს გადასახადი ოპტიკის ღირებულების შესაბამისად. გუშინ გვიანი იყო, რომ გამოვიტანე გადამზიდავისგან და აღარ დამიწყია აწყობა, დღეს რა თქმა უნდა ეგრევე გავხსენი ყუთი და ძალზედ გახარებული დავრჩი (გაღუნული არაა კაკა გასკდი გულზეეე ) ამ ოპტიკის პლიუსებს და მინუსებს ალბათ უფრო გამოყენების დროს დავწერ, მაგრამ დღეს რაც ვნახეთ ძალზედ კარგი რამ ჩანს! ახლა კი დავწერ ერთ დღში შექმნილ შთაბეჭდილებას: პლიუსები: 1) პარალაქსის ავტომატური გასწორება 2) მანძილის ძალზედ სწრაფად გამოთვლა 3) წონა (680 გრამი) 4) ზომა (ძალზედ კომპაქტურია) 5) ნათელი, მაქსიმალურ ჯერადობაზეც ძალზედ ნათელი რჩება. 6) დისტანციური პულტი, რომლის მეშვეობითაც ადვილად ვზომავთ მანძილს. 7) მოყვება საკუთარი რინგები (ვივერის) 8) მოყვება ცეცხლსასროლზე გათვლილი ტურეტები მინუსიები: მინუსები ჯერ ვერ ვუპოვე (ფასს თუ არ ჩავთვლით) და ალბათ გამოყენების დროს რამე გამოხტება, თუ არ გამოხტა და ხო საერთოდ კარგი ახლა კი იხილეთ ადგილზე გადაღებული სურათები. ეს კი უკვე რელსზე დამაგრებული ასეთი მეთოდით დავაყენებთ ბულკაზე აი შენ კაკოიე ლოთო, ხომ გაჯობე იდეაში
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:25 AM |
Hosted by Pro-Service |