ღვინისძიება 2012. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ღვინისძიება 2012. |
Oct 5 2012, 12:35 AM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 |
არადა გული მიგრძნობს კარგი სასტავი შეიკრიბებოდა! არაუშავს!! მოდით, ერთი გემრიელად დავგეგმოთ და შემდეგი კვირის ბოლო დღეებში მოვაწყოთ ბუნწიაღში კარგი ღვინისძიება! ორგანიზებას ისევ მე ვიკისრებ, თან ჩამოვყალიბდებით სად მივდივართ და ვინ მივდივართ! ჩზ-ს დასწრება-ტრანსპორტირებასაც მე გპირდებით. ამდენი სტრესების მერე მაგას უნდა ბუნება და მეგობრები თუ უნდა! მოკლედ ველოდები თქვენს იდეებს და აქტიურობას! მოკლედ კარგი შაფათკვირა მოვაწყოთ სანამ ამინდები გვაცლის კიდევ! აბა, კტო ზა!!!
| |
> |
|
|
Oct 6 2012, 06:39 PM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 |
რადგან კოლეგებმა თავი შეიკავეს და სრულიად მენდნენ ადგილის არჩევასთან დაკავშირებით, გამცნობთ, რომ ადგილი შერჩეულ არს! (მცირე ტაში) ეს არ იქნება ტიპა, "მივედი, ვნახე, დავთვერი წამოვედი"-ს ტიპის ღვინისძიება! კმარა უკიდეგანო ლოთაობა!!! (გაბმული ტაში) დილიდან გავალთ და დავათვალიერებთ ისეთ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს სადაც ალბათ ბევრიც არავართ ნამყოფები! იმის გამო, რომ არავინ დაიჩაგროს და დალევის საშუალებაც ჰქონდეს (ღვინისძიებაა ბოლობოლო ) ვფიქრობ რაიმე სამარშრუტო ტაქსის მომსახურებით ვისარგებლოთ! წაგვიყვანს, ბატონო ფხიზელი ადამიანი და მოგვემსახურება მთელი 2 დღე! მითუმეტეს ოფფროუდობანას არ ვაპირებთ და კუტუების დატოლების საშუალებაც აღარ გვექნება! ვოტ!!! დაიზოგება საწვავის თანხა და ნერვები! (მქუხარე ტაში) მცირედი ექსკურსიის შემდეგ მივალთ დანიშნულების ადგილზე, რომელიც იმყოფება ტყეში ჩაფლული ულამაზესი სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგვახვედრებენ გამზადებულ სუფრას ჩაციებული ღვინით!!! ისეთი ხალხი ვიკრიბებით და ისეთ ადგილზე, დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ლამაზად და კაცურად (როგორც ყოველთვის) ჩაივლის ყველაფერი! წინააღმდეგ შემთხვევაში: ღამით განვთავსდებით ჩვენს მიერვე წინასწარ გამზადებულ კარვებში. კარვების რაოდენობა ალბათ წინასწარ გვეცოდინება! დილით ავდგებით, მოვწესრიგდებით და ტყიდან გადავინაცვლებთ იქვე სოფელში, ოჯახში, სადაც ნაბახუსევზე გამოვალთ ყველანაირი აპრობირებული მეთოდით და ზემო აღნიშნული სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაგვარიგებს სახლებში!!!! ეუფ, რა ტექსტი და გეგმა გამომივიდა!!! ცუდია რომ რამოდენიმე ადამიანი ვერ მოდის, რომელთა იქ ყოფნაც ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, წინაა ყველაფერი! ჯანსაღი კრიტიკა და შესწორებები მიიღება და ველოდები! აბა რას იტყვით!
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 10:43 AM |
Hosted by Pro-Service |