გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ფოთლისებური კლაპანი
Jah
პოსტი Oct 26 2009, 10:32 AM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



აქ საუბარი წავა ფოთლისებურ კლაპანზე...
ცნობილია, რომ ტყვიის უკან მიმავალი ჰაერის ნაკადი კარგავს თავის სარგებლობას (ტყვიის აჩქარების უნარს), მაშინვე, როგორც ტყვია ტოვებს ლულის კვეთს.
შემდეგ კი იწყება მინუსების დიდი რიგი. ყველაზე მნიშვნელოვნები მათ შორის, გასროლის დიდი ხმა და ტყვიის დესტაბილიზება, ჰაერის პარაზიტული მორევებით.
მოვლენის სურათები:
მიმაგრებული ფაილი  24_000667_000033_23759.jpg ( 64.1 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 13

ამ პარაზიტულ მორევების, ტყვიაზე, ლულის კვეთის დატოვების შემდეგ ზეგავლენა, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება მოეჩვენოს პირველი შეხედვით...
ასეთი მოვლენის თავიდან აცილება ზალზე მნიშვნელოვანია, ზეზუსტი სროლის შემთხვევაში, ვინაიდან პნევმატური ტყვიის ტრაექტორია ისედაც იმყოფება დიდი "დევიაციის" ქვეშ: http://www.arld1.com/nutation.html
მიმაგრებული ფაილი  956174.jpg ( 30.7 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1
მიმაგრებული ფაილი  956175.jpg ( 29.11 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1
მიმაგრებული ფაილი  956176.jpg ( 13.59 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0

მიმაგრებული ფაილი  956177.jpg ( 36 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956178.jpg ( 10.3 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956179.jpg ( 28 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1

მიმაგრებული ფაილი  956187.jpg ( 11.1 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956188.jpg ( 8.35 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0

მიმაგრებული ფაილი  956189.jpg ( 11.96 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956190.jpg ( 10.89 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956191.jpg ( 10.58 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0

მიმაგრებული ფაილი  956183.jpg ( 20.45 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5
მიმაგრებული ფაილი  956185.jpg ( 20.41 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5
მიმაგრებული ფაილი  956181.jpg ( 16.35 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

მიმაგრებული ფაილი  956180.jpg ( 21 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

ფოთლისებური კლაპნის მიზანი, რომლის კონსტრუქციას ჩვენ განვიხილავთ ამ თემაში, არის სწორად ტყვიის უკან მიმავალი, ჰაერის ნაკადის, პარაზიტული მორევების მოკვეთა და გადაყვანა მოდერატორის, ინტეგრირებულ ნაწილში, ეგრეწოდებული დრენაჟის მეშვეობით. რის შედეგად მივირებთ სასურველ სიზუსტეს და ჯგუფურობას... რა თქმა უნდა სხვა, ამისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების იდეალურობის შემთხვევაში (პლატო, ფასკა, რედუქტორის სტაბილურობა, ტყვიის ხარისხი... და ა.შ.)
უდიდესი, ასე ვთქვათ, გვერდითა მოვლენა smile.gif არის, თითქმის სრულად, გასროლის ხმის ჩახრჩობა. რა თქმა უნდა ფოთლისებური კლაპანი შეიძლება გამოიყენოს მოდერატორის ნაჩინკის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხმის ჩახრჩობა არც თუ ისე დიდია...
ჩემს ერთ ერთ თემაში, ნახსენები მაქვს, რომ ვაპირებ ამ ტიპის კლაპნის დამზადებას.
ამ ეტაპზე დავდებ მხოლოდ სურათებს, ამ კლაპნის სხვადასხვა ტიპის, რომლებიც უკვე შესრულებულია და მშვენივრად მუშაობენ სხვადასხვა შაშხანაზე.
იქედან გამომდინარე, რომ ავტორები არ აქვეყნებენ ნახაზებს... მხოლოდ სურათებს დებენ, ნახაძები იქნება მხოლოდ მის შემდეგ როდესაც დამთავრდება ჩემი კლაპნის პროექტირება, შემდეგაც მზა კლაპნის სურათებს იხილავთ.
მიმაგრებული ფაილი  956194.jpg ( 9.24 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1
მიმაგრებული ფაილი  956195.jpg ( 11.43 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956196.jpg ( 32.78 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0

მიმაგრებული ფაილი  956197.jpg ( 31.17 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 0
მიმაგრებული ფაილი  956198.jpg ( 31.7 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4
მიმაგრებული ფაილი  2439200.jpg ( 520.96 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3

მიმაგრებული ფაილი  2439202.jpg ( 595.66 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
მიმაგრებული ფაილი  2515450.jpg ( 358.73 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  2530688.jpg ( 364.22 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 4

მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  2040689.jpg ( 310.65 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 9
მიმაგრებული ფაილი  2321255.jpg ( 19.97 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  2439192.jpg ( 348.04 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
მიმაგრებული ფაილი  2439194.jpg ( 366.2 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 5
მიმაგრებული ფაილი  2439198.jpg ( 285.48 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3
 
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 27 2012, 05:15 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დასდასდ
ikaaa
ნუ რაც პირველ პოსტშია მაგის გაკეთება.... ნუ ძალიან ძნელია რა.... სულ 1-2-ს აქვს გაკეთებული პლანეტის მასშტაბით და კომერციულ გაყიდვაში არ გაუშვია, რა მასალაბია გამოყენებული არ ახმაურებენ, მხოლოდ ტესტების ვიდეოებს დებენ ი ვსიო....

დანარჩენი კი მაგ მექანიზმის რეალიზება, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ერთი შეხედვით და რა უნდა იოლია, მაგრამ მთლად ეგრე არაა...

რამდენიმე სერიოზულ პრობლემას წააწყდები, მაგალითად:
1) დროის დამთხვევა ტყვიის გავლასა და კლაპნის დაკეტვაში . უმეტესობა მექანიზმი აგებულია იმ პრინციპზე რომ ჰაერის ნაკადი თვითონ ხურავს კლაპანს, ამის გამო პრობლემა წარმოიქმნება, რადგან ტყვიის ლულიდან გამოსვლისას ყოველთვის უკვე მოდის, წინ ჰაერის ნაკადო. ეს ნაკადი ან არის, ლულისა და ტყვიის კედლებს შორის გამოპარული ჰაერი ან ტყვიის წინ არსებული ჰაერი, რომელიც ტყვიის აჩქარებისთანავე პრაქტიკულად იგივე სიჩქარეს იღებს.... შედეგად ბევრი ტყვია აწყდება ნახევრად დაკეტილ კლაპანს და ნუ დალშე აღწერა საჭირო არაა... ამიტომაც ბევრი ექსპერიმენტით უნდა შეირჩეს მასალა და ფართობი, რომ იმ გამოპარულმა ჰაერის ნაკადმა ან ძვრა ვერ უყოს, კლაპანს, მაგრამ ვთვათ დააწყებინოს მიძრაობა და ტყვიას მისცეს ამასობაში საშუალება გავიდეს და მერე დაიკეტოს, ან... ნუ კაროჩე რა მოშნად ექსპერიმენტები გინდა

2) რეალურად იმტვრევა ამოდენა ჰაერის ნაკადის გამო პრაქტიკულად ყველა ფოთლოვანი კლაპანი... ვერ უძლებს ამოდენა ძალას, და ... გამოსავალი შემდეგია, მაქსიმალურად დიდი მოდერი, თვითონ კლაპანი უნდა იყოს განთავსებული სულ ბოლო ნაწილში, ანუ ტყვია ბოლოს რომ უახლოვდებოდეს, კლაპანს, კლაპანი იკეტებოდეს და მოდერის დიდი სივრცე რჩებოდეს იმისათვის რომ ჰაერი გაფართოვდეს, და ნაკლებად დააწვეს კლაპანს

3) დრენაჟი, ანუ მიუხედავად დიდი მოდერისა, მაინც წნევა ისეთი წარმოიშვება რომ მაინც ფუჭდება კლაპანი, მაგალითად "რულეტკას" ფირი რომ გამოიყენო რამდენიმე ათეულ გასროლაში (ასე 20-30 გასროლაში) ან ტყდება, ან იღუნება, ან საწყის პოზიციას ვეღარ უბრუნდება, იმის გამო რომ დიდი წნევა აწვება. წარმოიდგინე, ჩაიკეტა კლაპანი და ჰაერი ისევ აწვება კლაპანს... გახსნა ზოგჯერ უცებ არც ხდება, შედეგად რამდენიმე წამი კლაპანი მაგარი პრესის ქვეშაა....
ეს რომ რამენაირად შემცირებული იყოს ამისათვის საჭიროა კლაპნის ჩაკეტვასთან ერთად მოდერის უნაკა ნაწილში (საპირისპირო მხარეს) გაკეთებული იყოს წვრილი ხვრელები, რომლიდანაც გამოიპარება მოდერში დაგროვილი ჰაერი, მოდერში წნევა დაეცემა და კლაპანს მისცემს საშუალებას საწყის პოზიციაში უცებ დაბრუნდეს და ნაკლები ტრამვა მიიღოს (ნუ პახოდუ დაკეტვისთანავე ჰაერი დრენაჟიდან გადის, შედეგად პიკურ მნიშვნელობას მოდერში წნევა აღარ ადის, და საერთო ჯამში კლაპანს ნაკლები ძალა აწვება)

დრენაჟიდან გამოსულ ჰაერს რომ დარტყმის ხმა არ ჰქონდეს, ხვრელის ადგილზე ქეჩები უნდა იყოს ჩაფენილი...

4) ხმა - ხშირად კლაპნის მკვეთრი ჩაკეტვის და ლითონის დეტალების დაჯახების ხმა უფრო დიდია, ვიდრე ის ხმა რომლის მოკვეთასაც ცდილობ smile.gif



პირადად რაცხა რაცხაებს ვეჩალიჩე , მაგრამ ბოლომდე არცერთი არ მიმიყვანია ისე დავიკიდე, იმიტომ რომ დამღალა მიკრო ნაწილების კეთებამ შედეგი კი არ ჩანდა... და იდეაში მარადიორიც გაიჩითა, შედეგად საჭიროება მე გამიქრა...

ისე კი მარადიორში მეორე მოწყობილობა მაქვს ნაცადი, ეგრეთწოდებული ნმმ (ანუ - ნაკადის მოკვეთის მოწყობილობა), საქმე იგივე კეთდება, რეალიზება შედარებით იოლია, ერთადერთი მასალის პრობლემა რჩება smile.gif

მოკლედ ამ ნმმ-ში ყველაფერი მარტივია.... იღებ რეზინის გუბკას, ან აქაფებულ რეზინას, ან რაიმე სხვას.... მე მქონდა, აქაფებული ცელოფანის ვარიანტი (დაზგის უპაკოვკა იყო, ისე ბევრ თოფს მოყვება ხოლმე ყუთში ეგეთი შტუკა, აი მარადიორს ნაღდად მოყვება 2 სქელი ნაჭერი). მოკლედ მაქედან ჭრი მრგვალ დეტალს ჭიქის დიამეტრის ზომისას, მინიმუმ 2.5-3 სანტიმეტრის სიგრძისას, დებ მოდერში და ეგრევე იწყებს მუშაობს.

მანამდე ოღონდ უნდა გაამზადო ეგ მრგვალი დეტალი... იმ მხარეს საიდანაც ტყვია შედის ოდნავ კონუსის ფორმა უნდა ჰქონდეს, შუაში იასნია ხვრელი და ისეთი რომ ტყვია გავლისას არ ეხებოდეს.

შედეგად ტყვია გამოდის, ლულიდან, გაივლის ჭიქებს და ბოლოში გაივლის მაგ გუბკას, უკნიდან გამოსული ჰაერი ასევე ეჯახება ამ რეზინას, რეზინა ზეწოლას ვერ უძლებს და მომენტალურად იწყებს ჩაკეცვას, ამასობაში რეზინის შეკუმშვისას ტყვიისთვის გაკეთებული ხვრელიც იკეტება.

მოკლედ რომ ვთქვათ ჰაერი მომენტალურად იკეტება მოდერში. ოდნავ გრამი ჰაერიც არ გამოდის, გარეთ, შედეგად ტყვიას ჰაერი არ აწვება და მიფრინავს ბედნიერად.

გარკვეული დროის მერე გუბკა უბრუნდება საწყის ფორმას და იწყებს ხვრელის გახსნას, ჰაერი მინი ხვრელში ნელ-ნელა იწყებს გამოსვლას და რაღაც ცუილის მაგვარი ხმა ისმის.. ვსიო მზად ხარ მეორე გასროლისთვის, ციკლი სადღაც 2-3 წამი გრძელდება, მაგ პერიოდში გასროლას არც აკეთებ თუ გიჟი არ ხარ smile.gif

უნდა გაითვალისწინო რამდენიმე ასპექტი:
1) არ შეიძლება ძალიან რბილი იყოს რეზინა, იმიტომ რომ უცებ დაიკეცება და არ დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას
2) სიმაღლე ოპტიმალური უნდა შეარჩიო ექსპერიმენტალური გზით - ძალიან მოკლე და ვერ დაიკეტება, ძალიან გრძელი და ტყვია გავლას ვერ მოასწრებს, შედეგად მოყვება რეზინაში და ტრაექტორიას შეიცვლის
3) უნდა მიეჩვიო იმ აზრს რომ პერიოდულად ახალ ახალი რეზინა გექნება ჩასადგმელი, იმიტომ რომ რეზინაში არსებული ბუშტულები ადრე თუ გვიან დასკდება და ისე კარგად ვეღარ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას როგორც თავიდან უბრუნდებოდა
4) ძალიან უხეში აქაფებული რეზინა არ დაიკეტება, ძალიან რბილს კი წნევა დაკუჭავს და 5-6 გასროლის მერე, ტყვიასთან ერთთდ მოდერის ხვრელიდან გამოაძვრენს smile.gif
5) ნუ ამ კონსტრუქციაშიც სასურველი დრენაჟის ქონა რომ გუბკას, ნაკლები ძალა დააწვეს, მაგრამ ხვრელის დიამეტრი და რაოდენობა ექსპერიმენტალურად იქნება გასარკვევი (დამოკიდებულია თოფზე), ძალიან დიდი დრენაჟი და რეზინის დასაკეტად წნევა არ შეიქმნება, ძალიან პატარა დრენაჟი და იგივე იქნება რაც საერთოდ არ არსებული დრენაჟის დროს.


ნუ ვროდე ვსიო, თუ რაიმე კითხვები გექნება მოიტა....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Jah   ფოთლისებური კლაპანი   Oct 26 2009, 10:32 AM
- - bazuka   Jah ციტატა(Jah @ 26th October 20...   Oct 27 2009, 01:10 AM
- - geojorjika   Jah მადლობა ინფოსთვ...   Oct 27 2009, 07:54 AM
- - Jah   ციტატა(giorgi @ 27th October 2009...   Oct 27 2009, 09:07 AM
- - ja_ja   ციტატა(Jah @ 26th October 2009 ...   Oct 27 2009, 10:11 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 27th October 2009 ...   Oct 27 2009, 10:33 AM
- - ja_ja   Jah ციტატა(Jah @ 27th October 20...   Oct 27 2009, 10:54 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 27th October 2009 ...   Oct 27 2009, 11:06 AM
- - nihontoman   mcmaster.com   Oct 27 2009, 11:16 AM
- - Jah   ციტატა(nihontoman @ 27th October ...   Oct 27 2009, 11:26 AM
- - nihontoman   Jah მგონი იმაზე მეტა...   Oct 27 2009, 11:31 AM
- - geojorjika   nihontoman აუ ძალიან მაგა...   Oct 27 2009, 12:19 PM
- - nihontoman   geojorjika მე რა შუაშია, ე...   Oct 27 2009, 12:28 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 27...   Oct 27 2009, 05:45 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 27th October 2009 ...   Oct 27 2009, 05:52 PM
- - Power_VANO   ციტატა(ja_ja @ 27th October 2009 ...   Oct 27 2009, 08:27 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Oct 28 2009, 10:57 AM
- - geojorjika   ja_ja ეგ მარკა არ ივარ...   Oct 28 2009, 11:49 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 28th ...   Oct 28 2009, 05:04 PM
- - Power_VANO   Jah რა ბედი ეწია ამ ფ...   Mar 28 2010, 10:06 AM
- - Jah   ციტატა(Power_VANO @ 28th March 20...   Mar 29 2010, 03:56 PM
- - foxi   მაგის ნახაზები რომ...   Mar 29 2010, 04:35 PM
|- - geojorjika   ციტატა(foxi @ Mar 29 2010, 05...   Mar 29 2010, 09:58 PM
- - parna   შიდა დიამეტრი რამდ...   Mar 30 2010, 12:52 PM
- - ja_ja   parna ციტატა(parna @ 30th March ...   Mar 30 2010, 01:13 PM
|- - parna   ციტატა(ja_ja @ Mar 30 2010, 11...   Mar 30 2010, 01:37 PM
- - ja_ja   parna ციტატა(parna @ 30th March ...   Mar 30 2010, 01:54 PM
- - Jah   ეს არის, ამ კლაპნის ...   Apr 8 2010, 10:15 AM
- - ja_ja   Jah ეს TVA-ს ნაჩალიჩები...   Apr 8 2010, 10:16 AM
- - cz80   მაგარი მოფიქრებაა ...   Apr 8 2010, 10:25 AM
- - ja_ja   cz80 არა შენ არასწორა...   Apr 8 2010, 11:21 AM
- - ja_ja   ჰო აი ბარემ დაბრედ...   Apr 8 2010, 11:35 AM
- - cz80   ja_ja ვა რა დაუზარებე...   Apr 8 2010, 11:38 AM
- - ja_ja   აგერ ბარემ დავყრი ...   Apr 8 2010, 11:46 AM
- - ja_ja   კიდევ ერთი გენიალუ...   Apr 8 2010, 11:59 AM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 8th April 2010 ...   Apr 8 2010, 12:40 PM
- - parna   :| მდააააააააა   Apr 8 2010, 11:00 PM
- - geojorjika   ეს საინტერესოა დ...   Apr 8 2010, 11:10 PM
- - GioMegre   მაინც ვერ გავიგე ე...   Apr 23 2010, 08:40 AM
- - Jah   ციტატა(GioMegre @ 23rd April 2010...   Apr 23 2010, 10:07 AM
- - citadel   ესეთ რამეზე პნევმა...   Mar 1 2011, 12:03 AM
- - nihontoman   citadel კი რატო9მაც არა. ...   Mar 1 2011, 12:21 AM
- - Jah   ციტატა(babuawveri @ 1st March 201...   Mar 1 2011, 08:05 AM
- - ja_ja   citadel ციტატა(babuawveri @ 1st ...   Mar 1 2011, 10:06 AM
- - masteroff   აბატონო საუკეთესო ...   Mar 1 2011, 10:08 AM
- - citadel   ja_ja ეგ ატსეკატელიც ...   Mar 2 2011, 11:06 PM
|- - masteroff   masteroff პროგრამული კო...   Mar 3 2011, 06:35 PM
- - citadel   RE: ფოთლისებური კლაპანი   Mar 2 2011, 11:14 PM
- - nihontoman   citadel http://hatsan.com.tr/pdf/pcp_a...   Mar 3 2011, 01:11 AM
- - Davitus   ციტატა(ja_ja @ 1st March 2011 ...   Mar 3 2011, 02:28 AM
- - Jah   სად ფოთლისებური კლ...   Mar 3 2011, 10:30 AM
- - norica_dragon   ვერც მე მივხვდი და ...   Mar 3 2011, 11:46 AM
- - citadel   ერთი ძველი იჟ 38 მაქ...   Mar 4 2011, 10:50 AM
- - geojorjika   citadel არ გაიმეტო შეგი...   Mar 4 2011, 10:51 AM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 4th March 2011 ...   Mar 4 2011, 10:54 AM
- - geojorjika   cz80 , ნწუა , სხვა პროე...   Mar 4 2011, 10:55 AM
- - ikaaa   დღეს ვათვალიერებდ...   Aug 27 2012, 03:38 PM
- - ja_ja   დასდასდ ikaaa ნუ რაც პ...   Aug 27 2012, 05:15 PM
- - ikaaa   დიდი მადლობა ამომ...   Aug 27 2012, 06:11 PM
- - zviigo   რაღაცა მომაფიქრდა   Aug 27 2012, 07:53 PM
- - ja_ja   zviigo ციტატა(shotiko @ 27th Aug...   Aug 27 2012, 10:09 PM
- - zviigo   ხო რა იყო არ დამცოფ...   Aug 27 2012, 10:25 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 07:06 PM
Hosted by Pro-Service