გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 21+ წლის ასაკის პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ, და ჩვენ რას ველოდებით
bazuka
პოსტი May 8 2012, 04:08 AM
პოსტი #1


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ
17:52 07-05-2012
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე  21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ.
შესაძლო ცვლილება ვიცე სპიკერ გიგი წერეთლის ინიციატივით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტით დგინდება, რომ ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 21 წლის ასაკს მიღწეულ პირის მიერ ცივი იარაღის ტარება 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამავე პროექტის მიხედვით, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება.
კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა




Pშ სათაური ცოტა დავამოკლე, არ დაეტია მთლიანი, და აზრი ისე არ გამოდის როგორც საჭიროა.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bazuka: May 8 2012, 04:09 AM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
nihontoman
პოსტი May 9 2012, 08:03 PM
პოსტი #2


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja

ეგ ვიდეო ღადაობის პონტში დავდე ხუთი დანის ტარება ერთად მეც არ მესმის. ზოგისათვის კი ნორმაა, მარა რავი...


კარგი თუ გაინტერესებს, მე 20 წლის სტუდენტს, რომელსაც არც ყუთები აქვს სახსნელი, არც წერილები მოსდის კონვერტით და არც მანქანა ყავს და შესაბამისად შემთხვევით ჩაკეტილ კარებსაც ვერ გააღებს დანით (თუმცა მე მაგას არ ვიზამდი), რისთვის შეიძლება დასჭირდეს დანა ჯიბეში, გაგცემ პასუხს.

ძირითადად არც არაფერში. რაკი 21 წლის ჯერ არ ვარ, არც მიტარებია არანაირი დანა ჯიბით, თუ არ ჩავთვლით ყველაზე პატარა ვიქტორინოქსს ან შვეიცარულ ბარათს, რომელთა ყველა ფუნქციას ძალიან კარგად ვიყენებ ყოველდღიურად - მაკრატელი და ქლიბი ფრჩხილების დასაჭრელად (ადვილად მემტვრევა ფრჩხილები და ვერ ვიტან როცა ტანსაცმელს ან სხვა ქსოვილს ედება); კბილის საჩიჩქნს პირდაპირი დანიშნულებით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე რამეს მივირთმევ და არ მინდა უნივერსიტეტში ლობიოს კანით გამოჭედილი კბილებით ვიარო biggrin.gif; კალამი, როცა ჩვეულებრივ კალამს ვკარგავ ან მრჩება, პინცეტი როცა რამე მერჭობა ხელში ან თმას ვიპუტავ rofl.gif და ა.შ. დანის პირს ძირითადად ვხმარობ მაშIნ როცა ვარ გარეთ და მჭირდება უცებ რამე შეფუთვის გახსნა, ან როდესაც აღმოვაჩენ რომ წიგნის ფურცელი ერთმანეთზეა მიკრობილი (ერთი-ორჯერ მომხდარა), როცა უსა2გეორგიადან გამოვდივარ და ამანათის ნახვა მინდა (ხო ვიცი, ეგ უკვე ახსენე, მაგრამ მე ყოველთვის მასე ვარ biggrin.gif), როცა ფანქარს წერისას წვერი წატყდება და გასათლელია (კი ფანქარიც ისეთივე საჭიროა, როგორც კალამი) როგორც წესი დანა გაცილებით იშვიათად მჭირდება ხოლმე, ვიდრე სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები, მაგრამ ხანდახან მაინც საჭიროა და როცა ასეთი მომენტი დგება, ძალიან მიხარია ხოლმე რომ მომზადებული ვარ smile.gif

პლიუს ამას, ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს ვაჩუქე სპაიდერკოს ყველაზე პატარა დანების ნაკრები. არც ერთ მათგანს არ გააჩნია ჩამკეტი მოწყობილობა და პირები ისეთი პატარა ზომისაა, რომ მათი გამოყენება "ცუდი" მიზნებით ან მათი ჯიბეში ტარებით "დაცულობის" შეგრძნების გაჩენა წარმოუგენლად მიმაჩნია... თუმცა მას შემდეგ რაც ვაჩუქე, ჩემი კურსელი სულ თან ატარებს ერთ-ერთს და მიზზი ის აღმოჩნდა, რომ ზალიან ბევრ რამეში იყენებს. მაგალითისათვის ავიღოთ სიტუაცია, რომელსაც მე პირადად შევესწარი, როდესაც "საველე" პირობებში მანქანაში ჩავამონტაჟეთ ლეპტოპი თავისი კვების წყაროთი - უპს-ით და იქ დაგვჭირდა აკუმლატორიდან უპს-ზე შნურების დაერთება, რისთვისაც საჭირო იყო რამდენიმე უკვე ნაყიდი შნურის გადაჭრა, უპს-ის პლასტმასის კორპუსში პატარა ჭრილის გაკეთება დამატებითი შნურების გასაყვანად, საიზოლაციო თერმომილების სიგრძეზე დაჭრა, რამდენიმე ziptie-ს გადაჭრა და კიდევ რამდენიმე წვრილი ოპერაცია, რომელიც ყველა ამ პატარა დანით შევასრულეთ სწრაფად და ხარისხიანად...

თუ გაინტერესებს რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ზომის დანა, მაშინ გეტყვი, რომ დიდი ზომის ჯიბის დანის გამოყენება კიდევ უფრო ბევრ რამეშიდაც შეიძლება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ზომის პირიან დანას შეუძლია გააკეთოს ის საქმეები რასაც პატარა დანა გააკეთებს და პლიუს ამას ის საქმეებიც, რომლებსაც პატარა დანა ვერ გააკეთებს biggrin.gif ქალაქში არ ვატარებ ხოლმე, თუმცა თუ სოფელში ჩავდივარ ჩამაქვს და სამწვადე ჯოხების გათლიდან დაწყებული, ხორცის და სხვა პროდუქტების დაჭრით დამთავრებული ყველაფერში ვხმარობ. ქალაქში სხვა სიტუაციაა და რაკი პირადად არ მქონია დიდი დანის ტარების შემთხვევა ასეთ სიტუაციაში, ვერ გეტყვი დანამდვილებით ვერაფერს, თუმცა იყო შემთხვევა როდესაც მინატრია რომ ჯიბეში მდებოდა, კერძოდ კი ჩემი ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტისას იპოდრომზე, გადავაწყდი საკმაოდ არამეგობრულად განწყობილი ძაღლების ჯგუფს და დაახლოებით 100 მეტრი მანძილის გავლა მომიწია ზადნით, სანამ ყეფა და ღრენა არ მოსწყინდათ და თავი არ დამანებეს. რომელიმე მათგანს რომ გამოეწია საკბენად, მოგერიების შანსები ძალიან ცოტა მექნებოდა - დიდი ძაღლები იყვნენ და ცუდად დამთავრდებოდა ჩემთვის ეგ ყველაფერი... მაგ შემთხვევაში ჩემი სპაიდერკო მილიტარი რომ მქონოდა თან, მეცოდინებოდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში მთლად დაუცველი არ ვიქნებოდი...

შენ ეს შეიძლება გატრაკებად მიიჩნიო, მაგრამ ჩემთვის იმ დროს სხვანაირად იდგა საქმე...

პროსტო გასატრაკებლად არ ვიძახი ამას. არც ისეთი ჯიუტი ვარ, რომ როდესაც ვხედავ ჩემი მოსაზრების საპირისპირო არგუმენტს, მაინც ჩემსაზე დავდგე, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ არ გესმის ჩემი მიზეზი იმაზე თუ რატომ არ მომწონს ეს კანონპროექტი. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც გგონია, რომ ჩემთვის დანის ტარება არის პრიორიტეტი, რომ მას განვიხილავ როგორც რაღაც "მაწიბალ" აქსესუარს, რომლის ტარებითაც თავი მაგარი როჟა მგონია და ა.შ. ბევრის შემთხვევაში მართლა ასეა და მაგათი დედაც ვატირე - მაგნაირების გამოა ეხლა ეს კანონპროექტი შეტანილი. ჩემს შემთხვევაში, მე როგორც მაღალი ხარისხიანი ინსტრუმენტების დიდ მოყვარულს, მიზიდავს მათი ფუინქციონალური დიზაინი, დამუშავების მაღალი დონე, ესთეტიკა და ა.შ. და როგორც ხედავ მარტო მე არ ვარ ასე - სანადირო, საველე, "საბრძოლო" და სხვა დანიშნულების დანებთან ერთად ყველაზე მეტად პოპულარული არის ჯიბის დანები ყოველდღიური ტარებისათვის, რომელიც არის ფუნბქციონალური ინსტრუმენტი და ასევე დახვეწილი აქსესუარი (ხშირ შემთხვევებში). თუ მათ დანიშნულება არ აქვთ, მაშინ რატომ იწარმოება ისინი ამდენი რაოდენობით? რატომ ყიდულობს ხალხი მაჯის საათს, როდესაც თითქმის ყველგან და ყვეკლაფერზე არის საათი (მობილური მაგალიტად)?

რა გამოდის? გამოდის რომ ხანდახან საჭიროა დანა ჯიბეში გედოს სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. ნუ ჩემს შემთხვევაში მაინც ასე, სხვებზე არ ვიცი...smile.gif

ყველაფრის და მიუხედავად, რომ მიიღონ ეს კანონი და აღმოჩნდეს, რომ ცივი იარაღით ჩადენილმა დანაშაულებების შემთხვევებმა იკლო რაოდენობაში, ხმას არ ამოვიღებ, მზად ვარ შევეგუო სიტუაციას და თუ ერთი ადამიანით ნაკლები გარდაიცვლება დანით მიყენებული ჭრილობებისაგან, მზად ვარ ვთქვა რომ კანონპროექტი კარგი იდეა იყო. ბოლოს და ბოლოს, სხვისი სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჯიბით დანის ტარების უფლება... თუმცა ერთი საინტერესო დეტალი გასათვალისწინებელია - ბოროტმოქმედები იმით გამოირჩევიან კანონმორჩილი ხალხისაგან, რომ ისინი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, შესაბამისად არაა გამორიცხული რომ დანით ხალხის დაჭრის სტატისტიკურმა რაოდენობამ არ იკლოს. ან თუნდაც დანის გამოყენების მაგივრად გადავიდნენ სხვა - კანონით ჯიბით სატარებლად დაშვებულ საგნებზე, როგორიცაა სახრახნისი, ან სადგისი, ან ლურსმანი.

ისე თემას რომ გადავუხვიოთ - ინტერნეტ ექსპლორერი მართლა უვარგისია ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ნელია და ძალიან დატვირთული. თუ არ გჯერა, შეგიძლია აი ამ ლინკზე შეხვიდე ქრომით და ინტერნეტ ექსპლორერით და ცადო ვთქვათ ყველა მაზდის ძიება. შედეგები ამოვარდება ჰორიზონტალური ხაზების სახით, რომლებიც "ჩაკეცილია" და მათ გასახსნელად საჭიროა მარცხენა მხარეს არსებული + ნიშნებზე მაუსის გადატარება. ქვემოდან ზემოთ სწრაფად აატარე მაუსი ჯერ ექსპლორერში, მერე ქრომში და ნახე განსხვავება biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- bazuka   21+ წლის ასაკის პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ   May 8 2012, 04:08 AM
- - geojorjika   ძალიანაც კარგი , ოღ...   May 8 2012, 08:03 AM
|- - nihontoman   ციტატა(geojorjika @ May 8 2012, 0...   May 8 2012, 10:51 AM
- - CHICO30   21 წელს ზემოთაც? კარ...   May 8 2012, 09:02 AM
- - xabaza   კი 21 წელს ზემოთაც.. ს...   May 8 2012, 09:16 AM
- - koknar   მა პიკნიკზე სამწვა...   May 8 2012, 09:59 AM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 8th May 201...   May 8 2012, 10:30 AM
- - foxi   სათაური გაუგებრად ...   May 8 2012, 10:46 AM
- - bazuka   ja_ja აი მაგალითად, ლი...   May 8 2012, 12:11 PM
- - nihontoman   bazuka არ ვიცი, დანამდვ...   May 8 2012, 02:24 PM
- - gregory   nihontoman იურისტი შენა ხ...   May 8 2012, 03:19 PM
- - ARASERIOZULI   კაცო ტყეში რო მიდი...   May 8 2012, 04:09 PM
- - bazuka   nihontoman ციტატა(nihontoman @ 8...   May 8 2012, 06:49 PM
- - Power_VANO   ციტატა(ARASERIOZULI @ 8th May 201...   May 8 2012, 08:17 PM
- - ja_ja   ნუ პანიკიორობთ! ც...   May 8 2012, 08:23 PM
- - CHICO30   ავტო ტრანსპორტიც, ...   May 8 2012, 08:24 PM
- - nihontoman   gregory საზოგადოებრივ...   May 8 2012, 08:56 PM
- - dzvelo   არც ახლა ვატარებ დ...   May 8 2012, 09:10 PM
- - nihontoman   dzvelo 21 წლამდე ყველაფ...   May 8 2012, 09:44 PM
- - CHICO30   ჩემი მამიდაშვილი ი...   May 9 2012, 10:12 AM
- - ilariona   ციტატაარც ახლა ვატ...   May 9 2012, 10:46 AM
- - koknar   ტარება ტარებაა, გი...   May 9 2012, 10:47 AM
- - nihontoman   ilariona გადაიკითხე მერ...   May 9 2012, 11:13 AM
- - ilariona   nihontoman კი გადავიკითხ...   May 9 2012, 11:27 AM
- - nihontoman   თეატრში და კინოთეა...   May 9 2012, 11:42 AM
- - ilariona   nihontoman აი ეს გრუზინუ...   May 9 2012, 11:51 AM
- - nihontoman   როცა სადმე მიდიხარ...   May 9 2012, 11:59 AM
- - ilariona   nihontoman ხოდა ატარე მე...   May 9 2012, 12:02 PM
- - baxuti   მაინც ვერ გავარკვი...   May 9 2012, 12:03 PM
- - gregory   საქართველოს კანონ...   May 9 2012, 12:08 PM
- - nihontoman   ilariona სურვილი კი მაქ...   May 9 2012, 12:29 PM
- - gregory   ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 ...   May 9 2012, 12:33 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 9...   May 9 2012, 12:35 PM
- - cz80   ნეტააი თქვენა.. მაი...   May 9 2012, 12:46 PM
- - nihontoman   ja_ja არ გეწყინოს მაგ...   May 9 2012, 12:55 PM
- - koknar   gregory ესეიგი ნეტით გა...   May 9 2012, 12:58 PM
- - gregory   koknar რავი აბა. ეგ კან...   May 9 2012, 01:07 PM
- - nihontoman   koknar შეიძლება, ეგ კან...   May 9 2012, 01:07 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 9...   May 9 2012, 03:23 PM
- - WARNer brother   ციტატა(ja_ja @ 9th May 2012 ...   May 9 2012, 04:21 PM
- - baxuti   ja_ja შენ არ გჭირდება ...   May 9 2012, 04:52 PM
- - koknar   ja_ja ეე დაიცა... მაგალ...   May 9 2012, 05:07 PM
- - ja_ja   nihontoman baxuti ორივე მწარ...   May 9 2012, 05:13 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 9th May 201...   May 9 2012, 05:19 PM
- - nihontoman   ja_ja ციტატახალხნო არ...   May 9 2012, 05:30 PM
- - nihontoman   ეს გამომრჩა წეღან:   May 9 2012, 05:37 PM
- - WARNer brother   ja_ja მე რას ვახურებ ჯ...   May 9 2012, 06:52 PM
- - ja_ja   WARNer brother იზვინი აი ის ...   May 9 2012, 06:57 PM
- - WARNer brother   ja_ja არაუშავს, მაშინ ...   May 9 2012, 07:04 PM
- - ja_ja   nihontoman მოკლედ შენ რეა...   May 9 2012, 07:11 PM
- - nihontoman   ja_ja ეგ ვიდეო ღადაობ...   May 9 2012, 08:03 PM
- - cz80   ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 ...   May 9 2012, 08:44 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 9...   May 9 2012, 08:54 PM
- - koknar   RE: 21+ წლის ასაკის პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ   May 9 2012, 09:00 PM
- - cz80   koknar   May 9 2012, 09:14 PM
- - ikaaa   არ შეიძლება უბრალ...   May 9 2012, 09:18 PM
- - nihontoman   ja_ja გრძელი სიტყვა მ...   May 9 2012, 09:31 PM
- - ja_ja   აუ მე უკვე მკიდია ე...   May 9 2012, 10:58 PM
- - CHICO30   30 წელი მივლია, მითე...   May 10 2012, 09:49 AM
- - smekosmeko   უმარტივესი საკიოთ...   May 11 2012, 10:08 AM
- - foxi   არანაირი იარაღის ტ...   May 11 2012, 01:38 PM
- - koknar   foxi მა ქამარ-ხანჯალი...   May 11 2012, 01:56 PM
- - nihontoman   koknar +1 რავიცი რავიცი...   May 11 2012, 02:50 PM
- - bazuka   სამსახურში სიარულ...   May 11 2012, 02:52 PM
- - foxi   bazuka კაი მთქმელს კაი...   May 11 2012, 10:44 PM
- - ja_ja   bazuka ბაზუკ მოდი დავა...   May 12 2012, 06:04 AM
- - bazuka   ja_ja ვერ დაგეთანხმებ...   May 12 2012, 10:16 PM
- - gregory   ხო აი კიდო ერთი აფს...   Jun 7 2012, 06:00 PM
|- - google995   ციტატა(gregory @ Jun 7 2012, 07...   Sep 25 2014, 11:34 AM
- - ilariona   gregory აცალე ცოტა ხან...   Jun 7 2012, 07:54 PM
- - alexius85   უსა2ჯორჯია რომ უარ...   Jun 10 2012, 07:08 PM
- - nihontoman   alexius85 და როდის გითხრ...   Jun 10 2012, 07:56 PM
- - CHICO30   რა უფლება აქვთ უარ...   Jun 11 2012, 10:57 AM
- - ilariona   გთხოვთ აქ ნუ განიხ...   Jun 11 2012, 11:16 AM
- - google995   ციტატა(ja_ja @ May 12 2012, 07...   May 8 2014, 01:58 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 09:18 AM
Hosted by Pro-Service