გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად
ja_ja
პოსტი Mar 25 2012, 09:54 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,355
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი.


ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი.


იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა

1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს

2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია.

3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა

4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება....


მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...)

დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი.



ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა.


კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ:

Benjamin marauder Bullpup stock
Hatsan At44 Bullpup stock
HW100 Bullpup stock
AA 510 Bullpup stock

გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი:



მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ.

1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა.

2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს.

3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად.

უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა



შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე



ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან.

ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება....

.................... ................................. ....................... ............................. .....................

მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ smile.gif ), მოკლედ იმედია დაუმეგობრდებით ამ თემას და იდეებსა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
tengo
პოსტი Apr 6 2012, 09:01 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(ilariona @ 5th April 2012 - 10:50 PM) *
მოვრჩი სასხლეტსაც და დამრჩა მხოლოდ დაერთებები და აწყობა. ხვალ იმედი მაქვს გავსინჯავ.

ვაახ, გილოცავ და რომელ საათზე გეგმავ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად   Mar 25 2012, 09:54 AM
- - ilariona   აი ასეთი გამოდის ჩáƒ...   Apr 4 2012, 11:40 AM
- - ja_ja   ilariona რაცხა მომრგვალ...   Apr 4 2012, 11:47 AM
- - WARNer brother   ja_ja ჯაჯა იქნება დადáƒ...   Apr 4 2012, 06:17 PM
- - ja_ja   WARNer brother არაფერი ინფო...   Apr 4 2012, 09:52 PM
- - Davitus   ilariona ლულა რომ არ ქონ...   Apr 5 2012, 01:53 AM
- - ilariona   Davitus დავით, წინ რეზიá...   Apr 5 2012, 09:00 AM
- - gregory   ilariona გილოცავ წინსვლ...   Apr 5 2012, 10:20 AM
- - ilariona   gregory არა გრიგოლ რა ვá...   Apr 5 2012, 11:23 AM
- - gregory   ilariona ტირში ხომ იქნეáƒ...   Apr 5 2012, 11:25 AM
- - ilariona   gregory ტირამდე ალბათ áƒ...   Apr 5 2012, 11:52 AM
- - tengo   ilariona ილო, კონდახის ა...   Apr 5 2012, 11:59 AM
- - ilariona   tengo ლულის გარე დიამá...   Apr 5 2012, 03:04 PM
- - koknar   ილოჯან გილოცავ ! რ...   Apr 5 2012, 05:13 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 5th April 2...   Apr 5 2012, 05:58 PM
- - koknar   აა გავიგე, არ ეწერა ...   Apr 5 2012, 06:03 PM
- - ilariona   koknar ja_ja ოფფერისტებო á...   Apr 5 2012, 10:50 PM
- - kaka8079   ilariona კი უნა გავსინჯáƒ...   Apr 5 2012, 10:55 PM
- - Davitus   ციტატა(ja_ja @ 5th April 2012 ...   Apr 6 2012, 08:40 AM
- - tengo   ციტატა(ilariona @ 5th April 2012 ...   Apr 6 2012, 09:01 AM
- - ilariona   Davitus მაგის სურათებს ...   Apr 6 2012, 09:11 AM
- - tengo   ციტატა(ilariona @ 5th April 2012 ...   Apr 6 2012, 09:40 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 6th April 2...   Apr 6 2012, 01:37 PM
- - ilariona   აი ასეთი გამომივიდ...   Apr 13 2012, 05:30 PM
- - geojorjika   ვა შენ გენაცვალე რáƒ...   Apr 13 2012, 06:30 PM
- - nihontoman   ვააა, ცუდ ვიდზე არაá...   Apr 13 2012, 08:07 PM
- - WARNer brother   ilariona ეს რა კაბელები áƒ...   Apr 13 2012, 09:28 PM
- - ilariona   WARNer brother შიგნით ყავის...   Apr 13 2012, 09:36 PM
|- - nihontoman   ციტატა(ilariona @ Apr 13 2012, 10...   Apr 13 2012, 11:00 PM
- - WARNer brother   ilariona მართლა ვერ მივ...   Apr 13 2012, 10:54 PM
- - ilariona   WARNer brother nihontoman ელექტრო...   Apr 13 2012, 11:06 PM
- - koknar   ilariona წონაში ალბათ სáƒ...   Apr 13 2012, 11:23 PM
- - ilariona   koknar არა რა 500 გრამი წá...   Apr 13 2012, 11:35 PM
- - bazuka   ilariona ვააა ახალი სათáƒ...   Apr 17 2012, 05:51 PM
- - ilariona   bazuka ვახ რა კაცი გაიáƒ...   Apr 17 2012, 07:55 PM
- - bazuka   რაიოო, რაის ბუბლიკáƒ...   Apr 17 2012, 09:58 PM
- - CHICO30   რამდენად გამართლეá...   Jun 25 2012, 09:42 AM
- - ja_ja   CHICO30 მხოლოდ ერთ კაცს...   Jun 25 2012, 10:00 AM
- - ilariona   CHICO30 დისკოს ბულკათ áƒ...   Jun 25 2012, 11:59 AM
- - CHICO30   ილო ზუსტად ათიანში...   Jun 25 2012, 07:51 PM
- - kaka8079   CHICO30 მეეჭვება სოხამ ...   Jun 25 2012, 08:18 PM
- - CHICO30   ჯაჯა თქვენ ბულკებთ...   Jun 25 2012, 08:46 PM
- - gigi30   აი, რუსების დისკობáƒ...   Jun 25 2012, 09:06 PM
- - ilariona   ციტატა(gigi30 @ 25th June 2012 ...   Jun 25 2012, 11:11 PM
- - soxa   ციტატა(CHICO30 @ 25th June 2012 ...   Jun 25 2012, 11:25 PM
- - CHICO30   ჯაჯას ალუმინისგან ...   Jun 26 2012, 07:58 PM
- - ja_ja   CHICO30 მე მაქსიმუმ შემ...   Jun 26 2012, 08:33 PM
- - gela   აბა ბიჭებო მარადაáƒ...   Jul 25 2012, 10:55 AM
- - koknar   gela აქ გამოყენებულიá...   Jul 25 2012, 11:15 AM
- - ja_ja   gela koknar აირსოფტის კოáƒ...   Jul 25 2012, 11:38 AM
- - sekurifa   ისე ვთქვათ და უკრაáƒ...   Oct 30 2012, 03:31 PM
- - ja_ja   sekurifa ნუ რაგითხრა ასáƒ...   Oct 30 2012, 04:17 PM
- - ReMiNgToN   sekurifa ატ44 ჯდება ზუსტა...   Oct 30 2012, 10:13 PM
- - ilariona   რვიანები მოყვება კ...   Oct 30 2012, 10:32 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 30th October 20...   Oct 30 2012, 11:13 PM
- - Davitus   sekurifa მაგ კონდახს საá...   Oct 30 2012, 11:43 PM
- - ilariona   sekurifa მაშინ EMS-ით გამოá...   Oct 31 2012, 08:54 AM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 31st October 20...   Oct 31 2012, 12:00 PM
- - ilariona   sekurifa ჯობია ქარხნული...   Oct 31 2012, 12:52 PM
- - name   ეჰ მეც კაიხანია დაáƒ...   Oct 31 2012, 09:20 PM
- - sekurifa   ციტატა(name @ 31st October 2012 ...   Nov 1 2012, 01:06 AM
|- - name   ციტატა(sekurifa @ Nov 1 2012, 01...   Nov 1 2012, 03:08 PM
- - cat   მაგარი გიჩალიჩია ფ...   Nov 1 2012, 01:27 AM
- - sekurifa   ციტატა(cat @ 1st November 2012 ...   Nov 1 2012, 01:37 AM
- - Dave   sekurifa რა იყო, მოვალეáƒ...   Nov 1 2012, 06:55 AM
- - Dave   sekurifa რა იყო, მოვალეáƒ...   Nov 1 2012, 06:55 AM
- - ja_ja   cat ციტატა(cat @ 1st November 20...   Nov 1 2012, 10:45 AM
- - cat   ხოდა მეც რომ ვერ ვნá...   Nov 1 2012, 11:54 AM
- - ReMiNgToN   cat მართლაც გავს ნაფá...   Nov 1 2012, 03:12 PM
- - Dave   ReMiNgToN რეალურია თუ არ...   Nov 1 2012, 08:04 PM
- - sekurifa   აგერ ახლა ვნახე ეს á...   Jan 15 2013, 09:43 PM
- - geojorjika   sekurifa ეჭვი მაქვს ეგ ქ...   Jan 15 2013, 10:13 PM
- - sekurifa   ციტატა(giorgi @ 15th January 2013...   Jan 15 2013, 11:26 PM
- - foxi   მაგარი სიმახინჯეა....   Jan 16 2013, 02:38 PM
- - Dave   sekurifa benjamin trein XL ია სუფთáƒ...   Jan 16 2013, 09:18 PM
- - sekurifa   ესეიგი გადავდივარ ...   Jan 21 2013, 04:58 PM
- - ja_ja   ნუუუ ცოტა სახელური...   Jan 21 2013, 05:07 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 21st January 2013 ...   Jan 21 2013, 05:27 PM
- - tengo   ციტატა(sekurifa @ 21st January 20...   Jan 21 2013, 05:53 PM
- - CHICO30   მეც ეგ ვუთხარი რო კá...   Jan 21 2013, 05:56 PM
- - sekurifa   ციტატა(tengo @ 21st January 2013 ...   Jan 21 2013, 06:22 PM
- - geojorjika   sekurifa სახელური რააც áƒ...   Jan 21 2013, 07:07 PM
- - CHICO30   ჯერ ღარი ამოჭერი დáƒ...   Jan 21 2013, 07:18 PM
- - tengo   ციტატა(CHICO30 @ 21st January 201...   Jan 21 2013, 08:38 PM
- - sekurifa   ციტატა(tengo @ 21st January 2013 ...   Jan 21 2013, 08:50 PM
- - tengo   ციტატა(sekurifa @ 21st January 20...   Jan 21 2013, 09:10 PM
- - sekurifa   tengo ვიყავი უკვე სამá...   Jan 21 2013, 09:19 PM
- - tengo   ციტატა(sekurifa @ 21st January 20...   Jan 21 2013, 09:37 PM
- - ja_ja   sekurifa სილიკონზე ორიე...   Jan 21 2013, 11:55 PM
- - sekurifa   დღეს ცოტა ფორმები áƒ...   Jan 22 2013, 04:42 PM
- - tengo   კარგია, ნელ-ნელა იძá...   Jan 22 2013, 05:41 PM
- - ja_ja   sekurifa აი წინა სახელუáƒ...   Jan 22 2013, 06:36 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 22nd January 2013 ...   Jan 22 2013, 07:14 PM
- - ja_ja   მე უფრო დახრის კუთáƒ...   Jan 22 2013, 07:34 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 22nd January 2013 ...   Jan 22 2013, 08:04 PM
- - geojorjika   მომკალი და სახელურ...   Jan 22 2013, 08:05 PM
- - sekurifa   geojorjika არ ივარგებს დáƒ...   Jan 22 2013, 08:23 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 22nd ...   Jan 22 2013, 10:14 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 22nd January 2013 ...   Jan 22 2013, 10:34 PM
- - geojorjika   sekurifa ციტატა(sekurifa @ 22nd ...   Jan 22 2013, 10:45 PM
5 გვერდი V   1 2 3 > » 


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th October 2026 - 10:20 AM
Hosted by Pro-Service