![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
აქ დავდოთ ის ვიდეოები სადაც ასახულია სხვადასხვა პოზიციებიდან სროლის ტექნიკა. ასევე არა მარტო ვიდეოები არამედ სხვა იმფორმაციული წყაროებიც. ეს მართალია პნევმატური იარაღი არაა მაგრამ იგივე ტექნიკა გამოიყენება პნევმატიკაშიც. მართალია ეს ძველი ჩანაწერებია კომუნისტების დროინდელი მარა ძალიან გასაგებად გადმოცემს წამყვანი ყველა გასათვალისწინებელ დეტალს.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
გარდა ნათქვამისა არის კიდევ ერთი ნიუანსი. ბევრი დამწყები მსროლელი გასროლის დროს ელოდება გასროლის ხმას (თუნდაც მცირეოდენს), იარაღის უკუცემას,და ეს ფსიქიკური დაძაბულობა იწვევს სასხლეტზე არა თუ თითის ''პლავნად'' (სამწუხაროდ ვერ გადავთარგმნე) დაჭერას, არამედ სწრაფად გამოკვრას, რაც იწვევს იარაღის რყევას გასროლის წინ, და რა თქმა უნდა ცუდ რეზულტატს. მე გამოვყობ ორ ამის დასაძლევ მეთოდს ( თუმცა არ გამოვრიცხავ კიდევ ბევრ მეთოდს). პირველი - გასროლის წინ საკუთარ თავს ამეცნებ, რომ შენი საქმეა არა თუ გასროლ, რაც უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე და ასევე კუნთებზე, არამედ საჭირო შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თითი დააჭირო სასხლეტს, მხოლოდ და მხოლოდ თითი დააჭირო, მხოლოდ თითი დააჭირო ...დანარჩენს კი როგორც ვიცით იარაღი თვითონ გააკეთებს. მეორე ეხება ცეცხლ მსროლელი იარაღიდან სროლას, და არ გამოვრიცხავ მის გარკვეულ სარგებლიანიბას პნევმატიკაში. ზემოთ აღნიშნული ეფექტის დასაძლევად გამოიყენებენ ნახარშ ვაზნებს. როგორც ცნობილია თუ ვაზნებს ვხარშავთ ადუღებულ წყალში 15-20 წუთი, ისინი აღარ გაისვრიან. თუმცა გარეგნულად არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ვაზნებიდან. ჰო და ამ ნახარშ ვაზნებს აურევ კარგ ვაზნებში და აწარმოებ სროლას. ხდება ე.წ. ''ოსეჩკა'', და უყურებ შეიცვალა თუ არა ლულის მიმართულება სამიზნის მიმართ, თუ შეიცვალა ცუდია, რაც ხდება უმრავლეს შემთხვევაში თითის სწრაფად გამოკვრის დროს და არა მისი ''პლავნად'' დაჭერის დროს. გარკვეული დროის ვარჯიშის მერე შედეგი დადებითია. თუმცა კიდევ გავიმეორებ რომ, ყველას თავისი საყვარელი პოზა აქვს როგორც სანადირო ასევე სპორტული. ზუსტად ამ თემაზე მიწერია აქ
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 05:43 PM |
Hosted by Pro-Service |