გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> წელიწადში სამი ჩემპიონატი, FT...BR...ჯგუფები
ilariona
პოსტი Mar 6 2012, 01:31 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



მოგესალმებით მეგობრებო და კოლეგებო,

მოვიდა დრო დავგეგმოთ ჩემპიონატები, წელს გვინდა ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და რაც მთავარია ვიცოდეთ თუ როდის რა უნდა ჩავატაროთ.

შარშან ჩატარდა სამი ჩემპიონატი ორ სახეობაში, პირველ ჩემპიონატში იყო ჯგუფები და ქულების დაგროვება (ქულები ძალზედ სწრაფად და არა სწორად იყო ჩატარებული), ჩემპიონები კი თაზო (მონადირე) ჯგუფებში და დავითა (დავილ) შემდეგი ორი ჩემპიონატი კი მხოლოდ ჯგუფებში ჩატარდა და ჩემპიონები: ჯაჯა და ნორიკა.

წელსაც გვინდა სამი ჩემპიონატის ჩატარება, ოღონდ სეზონების მიხდვით და რაც მთავარია სამ სხვადასხვა სახეობაში: FT...BR...ჯგუფები. (პლინკი ყოველთვის ჩვენთან იქნება და მანდ ჩემპიონატის ჩატარებაში აზრს ვერ ვხედავ, პლინკი იქნება ყოველთვის ბონუსად)


BR----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება გაზაფხულზე.


FT-----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება ზაფხულში.

ჯგუფებში კი გამოცდილება გვაქვს და მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვატარებთ. ამ სტილში კი შემოდგომაზე.


აუცილებელია არაა ზევით მოყვანილ წესებს მივყვეთ და ჩვენი არაფერი არ დავამატოთ, ყოველი ჩემპიონატის წინ გაიხსნება თემა და იქ დაიწერება თუ რა და როგორ.


ყველა შეკრებაზე ვსაუბრობთ გარდამავალ პრიზებზე და მგონი დროა ავამოქმედოთ ეს სისტემა.


ესეიგი როგორ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ,

მაგალითად:

პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ BR-ში, გამარჯვებული გახდა იორამა, პრიზი მას გადაეცემა მომავალ წლამდე სანამ იგივე ჩემპიონატში არ გვეყოლება ახალი გამარჯვებული, მომავალ წელს ვთქვად და გახდა ჩემპიონი ნორიკა, პრიზი გადავა მასთან, მესამე წელს კი გახდა ჩემპიონი ჯაჯა პრიზი გადავა მასთან, ვინაიდან ერთ პრიზზე გვეყოლება სამი გამარჯვებული დაინიშნება სამთა ტურნირი, მეოთხე წელს ამ სამ მოგებულს შორის ჩატარდება ჩემპიონატი და პრიზის სამუდამო მფლობელი გახდება ამ სამ კაცში გამარჯვებული. ავტომატურად თუ ორჯერ ზედიზედ რომელიმე მონაწილე გაიმარჯვებს, ეს პრიზი გადავა სამუდამოდ მასთან.

იგივე სქემა იმუშავებს FT-ზეც და ჯგუფებზეც.

გამოდის, რომ გვექნება სამი პრიზი და მინიმუმ ორი წელი ჩემპიონატები ჩატარდება ამ სამი პრიზით, თუ გაგვიმართლებს სამი წელი ჩემპიონატები იქნება და მეოთხე წელს დაძაბულ სამთა ტურნირებსაც ვიხილავთ.



ამ ჩემპიონატების სეზონები არ შეიცვლება, მაგალითად გაზაფხულზე ჩატარდება BR-ში ჩემპიონატი, მომავალ წელს ისევ გაზაფხულზე ჩატარდება იგივე BR-ში მომდევნო ჩემპიონატი და იგივე სქემა იმუშავებს დანარჩენ ჩემპიონატებზეც.


ზ.დ.პ-შნიკებო არ მიწყინოთ და ეს ჩემპიონატები ჩატარდება PCP-ს თოფებიდთ sad.gif

მე ზ.დ.პ არ მაქვს და ვერ ჩავუდგები სათავეში ასეთ რამეს (არაა გამორიცხული, რომ სხვა ორგანიზატორმა ითაოს ზ.დ.პ-ს ჩემპიონატიც)



აბა თქვენი იდეები დაჰყარეთ აქ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვიხილოთ ამ სამი პრიზის დიზაინი და დამზადების პირობები.

სასურველია პრიზის დიზაინები განვიხილოთ აი აქ.

შემდეგი ეტაპი კი იქნება FT-ში მზადება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ilariona
პოსტი Mar 7 2012, 12:34 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 07:22 PM) *
ილოჯან მესმის რომ მაგიდების და სკამების პრობლემაა...

მოკლედ დრო გივნდა ზუსტად განსაზღვრული და... ნუ მაგიდა სკამებიც არ გვაწყენდა... მოკლედ კლუბის ამბავი მართლა მერამდენედ გადაგვეღობა ბლიაძ


მართლა მერამდენედ უკვე sad.gif არაუშავს, ჩვენ ხომ ძლიერი ერი ვართ, ,,გურულების'' შემოტევასაც გავუძლებთ biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(sekurifa @ 6th March 2012 - 08:39 PM) *
რაარის იცი? გასაგებია რომ სურვილი თუ არის წამოსვლას წინ რა უდგას. ესარის რომ მე მაქ დროის პრობლემა საერთოდ.მე ვიხადნოი მარტო ორშაბათობით მაქვს და გასვლები კი სულ შაბთს ან კვირას იგეგმება.ეგ დღეები კი ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.კი გავინთავისუფლებ თავს ერთი დღით მარა სულ ვერა.თანაც ხომ უნდა იყოს ჩემს გარდა იქ კიდე რამოდენიმე ზედეპეშნიკი რომ ერთმანეთში შევეჯიბროთ


დროში ყველა ვიჭედებით ხოლმე, მაგრამ ერთი დღით ყველას ვიღებთ შვებულებას საკუთარი ჰობისთვის და გართობისთვის.

რაც შეეხება მარტო ხომ არ წამოხვალ: აი მანდ უკვე რა გითხრა არ ვიცი, რატომ არ უნდა წამოხვიდე? ელემენტარულად 5 მაღალი კლასის პცპ-ს თოფებიდან გაისვრი, გაგვიცნობ, დავმეგობრდებით და რავი 1000 მიზეზია რატომაც უნდა წამოხვიდე თუნდაც მარტო smile.gif

შენ რა გგონია, რომ ამ თასების მუღამზე ვიკრიბებით? თუ ბოლო ჩემპიონატზე ნორიკამ, რომ პრტყელტუჩა მოიგო მაგის გამო? biggrin.gif

შეჯიბრი არის მუღამის ამბავი, მე რომ ვაირაუხი მაქვს ხომ გავავსე სახლი პრიზებით biggrin.gif ბოლო ჩემპიონატიდან სახლში ხელცარიელი, რომ შევედი და ცოტა ნასვამი, ცოლმა მკითხა: რა ჯანდაბაში ხარჯავ ამდენ ფულს თუ სროლა მაინც არ იციო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასე რომ შეჯიბრი არის აზარტი და მითუმეტეს იმ პირობებში როგორც ჩვენ ვისვრით smile.gif ვგულისხმობ, მაგიდა ყანყალებს, სკამი დაბალი ვიყიდეთ, სამიზნეები ყუთზე მიკრული გვაქვს და რავი რა პირობა უნდა გითხრა კიდევ, რომ აგიხნსა ჩვენი არაპროფესიონალიზმი smile.gif

ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის პნევმატიკს მოყვარულთა კლუბი, რომელშიც ხალხი წევრიანდება და ფულს იხდის იმის გამო, რომ ეს საკითხები ვიღაცამ მოაგვაროს და გასვლები იყოს მაგარი და დახვეწილი.

ჩვენთან ვიცით, რომ ამაზე ფული შოვნა კი არა პირიქით უნდა დავხარჯოთ, რომ რამე გამოვიდეს და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებთ ყველაფერს.

აუფ რამდენს ვწერ smile.gif მოიცა ამოვისუნთქო

ხოდა კიდევ მთავარი იცი რა არის, სანამ თქვენგან არ წამოვა აქტიურობა ჩვენც ვერაფერს ვერ ვიზავთ sad.gif აბა ეხლა რა დავწერო, ზ.დ.პ-შნიკებო გეხვეწებით გააქტიურდით მეთქი?

ერთადერთი შენ ხარ ჩვენს ფორუმზე, რომელიც რაღაცას ჩალიჩობს და ფორუმს ახალისებს ზ.დ.პ-ს დაშლა აწყობით. მე მაგრად მიხარია, რომ ამ საკითხით ასეთი გატაცებული ხარ, მაგრამ ცოტა წინ თუ არ წაიწიეთ არაფერი გამოვა smile.gif

დარწმუნებული ვარ, შენ რომ ჩაერთვები კიდევ ბევრი აგყვება, შეიძლება ნიჰონტოც წამოვიდეს, მერე ხმელოსაც მოუნდება და 5 კაცი მაინც შეიკრიბებით.

ერთ მაგიდას თქვენთვისაც შევიძენთ ფულის აკრების მეთოდით და ეგ იქნება რეზულტატი.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   წელიწადში სამი ჩემპიონატი   Mar 6 2012, 01:31 PM
- - ja_ja   ilariona ციტატაგვინდა ს...   Mar 6 2012, 02:12 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 02:19 PM
- - giga_st   ზდპ-სე იქნებ რამე მ...   Mar 6 2012, 04:45 PM
- - ja_ja   giga_st ზ.დ.პ-ს გამორიცხ...   Mar 6 2012, 04:52 PM
- - ilariona   giga_st კერძოდ FT-ზე გაქ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - ilariona   და ისევ მივედით კლ...   Mar 6 2012, 05:05 PM
- - giga_st   მე კონკრეტულად Fტ-ზ...   Mar 6 2012, 05:10 PM
- - ilariona   ციტატა(giga_st @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:15 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:25 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:34 PM
- - ja_ja   ილოჯან მესმის რომ ...   Mar 6 2012, 06:22 PM
- - sekurifa   ja_ja - რაარის იცი? გას...   Mar 6 2012, 07:39 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 6th M...   Mar 6 2012, 10:10 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 10:28 PM
- - ja_ja   ნუ FT და HFT გინდა არ გი...   Mar 6 2012, 11:01 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 7 2012, 12:34 PM
- - geojorjika   ვაიმე რამხელა პოსტ...   Mar 7 2012, 07:51 PM
- - geojorjika   ისადა ადრე აგროვებ...   Mar 7 2012, 07:59 PM
- - ja_ja   დროა მაგ ფულზე უმო...   Mar 7 2012, 08:33 PM
- - geojorjika   ჯაჯ აი ხომ ნახე შენ...   Mar 7 2012, 08:35 PM
- - ja_ja   ილარიონ ისა... რა ჰქ...   Mar 21 2012, 10:05 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 12:28 PM
Hosted by Pro-Service