![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო და კოლეგებო, მოვიდა დრო დავგეგმოთ ჩემპიონატები, წელს გვინდა ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და რაც მთავარია ვიცოდეთ თუ როდის რა უნდა ჩავატაროთ. შარშან ჩატარდა სამი ჩემპიონატი ორ სახეობაში, პირველ ჩემპიონატში იყო ჯგუფები და ქულების დაგროვება (ქულები ძალზედ სწრაფად და არა სწორად იყო ჩატარებული), ჩემპიონები კი თაზო (მონადირე) ჯგუფებში და დავითა (დავილ) შემდეგი ორი ჩემპიონატი კი მხოლოდ ჯგუფებში ჩატარდა და ჩემპიონები: ჯაჯა და ნორიკა. წელსაც გვინდა სამი ჩემპიონატის ჩატარება, ოღონდ სეზონების მიხდვით და რაც მთავარია სამ სხვადასხვა სახეობაში: FT...BR...ჯგუფები. (პლინკი ყოველთვის ჩვენთან იქნება და მანდ ჩემპიონატის ჩატარებაში აზრს ვერ ვხედავ, პლინკი იქნება ყოველთვის ბონუსად) BR----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება გაზაფხულზე. FT-----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება ზაფხულში. ჯგუფებში კი გამოცდილება გვაქვს და მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვატარებთ. ამ სტილში კი შემოდგომაზე. აუცილებელია არაა ზევით მოყვანილ წესებს მივყვეთ და ჩვენი არაფერი არ დავამატოთ, ყოველი ჩემპიონატის წინ გაიხსნება თემა და იქ დაიწერება თუ რა და როგორ. ყველა შეკრებაზე ვსაუბრობთ გარდამავალ პრიზებზე და მგონი დროა ავამოქმედოთ ეს სისტემა. ესეიგი როგორ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ, მაგალითად: პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ BR-ში, გამარჯვებული გახდა იორამა, პრიზი მას გადაეცემა მომავალ წლამდე სანამ იგივე ჩემპიონატში არ გვეყოლება ახალი გამარჯვებული, მომავალ წელს ვთქვად და გახდა ჩემპიონი ნორიკა, პრიზი გადავა მასთან, მესამე წელს კი გახდა ჩემპიონი ჯაჯა პრიზი გადავა მასთან, ვინაიდან ერთ პრიზზე გვეყოლება სამი გამარჯვებული დაინიშნება სამთა ტურნირი, მეოთხე წელს ამ სამ მოგებულს შორის ჩატარდება ჩემპიონატი და პრიზის სამუდამო მფლობელი გახდება ამ სამ კაცში გამარჯვებული. ავტომატურად თუ ორჯერ ზედიზედ რომელიმე მონაწილე გაიმარჯვებს, ეს პრიზი გადავა სამუდამოდ მასთან. იგივე სქემა იმუშავებს FT-ზეც და ჯგუფებზეც. გამოდის, რომ გვექნება სამი პრიზი და მინიმუმ ორი წელი ჩემპიონატები ჩატარდება ამ სამი პრიზით, თუ გაგვიმართლებს სამი წელი ჩემპიონატები იქნება და მეოთხე წელს დაძაბულ სამთა ტურნირებსაც ვიხილავთ. ამ ჩემპიონატების სეზონები არ შეიცვლება, მაგალითად გაზაფხულზე ჩატარდება BR-ში ჩემპიონატი, მომავალ წელს ისევ გაზაფხულზე ჩატარდება იგივე BR-ში მომდევნო ჩემპიონატი და იგივე სქემა იმუშავებს დანარჩენ ჩემპიონატებზეც. ზ.დ.პ-შნიკებო არ მიწყინოთ და ეს ჩემპიონატები ჩატარდება PCP-ს თოფებიდთ ![]() მე ზ.დ.პ არ მაქვს და ვერ ჩავუდგები სათავეში ასეთ რამეს (არაა გამორიცხული, რომ სხვა ორგანიზატორმა ითაოს ზ.დ.პ-ს ჩემპიონატიც) აბა თქვენი იდეები დაჰყარეთ აქ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვიხილოთ ამ სამი პრიზის დიზაინი და დამზადების პირობები. სასურველია პრიზის დიზაინები განვიხილოთ აი აქ. შემდეგი ეტაპი კი იქნება FT-ში მზადება.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
ეგეთი სად მუშაობ შეკაცო? არიცით ჩემი ამბავი? ![]() კარგია ორი კაცი ვართ,იქნებ შემოგვემატონ კიდე.რავი მემგონი ზედეპეშნიკები უფრო უნდა აქტიურობდნენ რავი.მასაში მაინც ზ,დ,პ, უფრო ბევრია მარა აქ ვართ ცოტა.და მაინც რამდენი ვართ აქ ვერ გავიგე.თუ ფტ-ეში ჩატარდება შეჯიბრი მაგაში მივიღებთ მონაწილეობას ვინც ვიქნებით. 2 თუ 3 კაცი.გავა ერთ დონეში ორივე თოფი.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:25 AM |
Hosted by Pro-Service |