გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> წელიწადში სამი ჩემპიონატი, FT...BR...ჯგუფები
ilariona
პოსტი Mar 6 2012, 01:31 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



მოგესალმებით მეგობრებო და კოლეგებო,

მოვიდა დრო დავგეგმოთ ჩემპიონატები, წელს გვინდა ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და რაც მთავარია ვიცოდეთ თუ როდის რა უნდა ჩავატაროთ.

შარშან ჩატარდა სამი ჩემპიონატი ორ სახეობაში, პირველ ჩემპიონატში იყო ჯგუფები და ქულების დაგროვება (ქულები ძალზედ სწრაფად და არა სწორად იყო ჩატარებული), ჩემპიონები კი თაზო (მონადირე) ჯგუფებში და დავითა (დავილ) შემდეგი ორი ჩემპიონატი კი მხოლოდ ჯგუფებში ჩატარდა და ჩემპიონები: ჯაჯა და ნორიკა.

წელსაც გვინდა სამი ჩემპიონატის ჩატარება, ოღონდ სეზონების მიხდვით და რაც მთავარია სამ სხვადასხვა სახეობაში: FT...BR...ჯგუფები. (პლინკი ყოველთვის ჩვენთან იქნება და მანდ ჩემპიონატის ჩატარებაში აზრს ვერ ვხედავ, პლინკი იქნება ყოველთვის ბონუსად)


BR----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება გაზაფხულზე.


FT-----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება ზაფხულში.

ჯგუფებში კი გამოცდილება გვაქვს და მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვატარებთ. ამ სტილში კი შემოდგომაზე.


აუცილებელია არაა ზევით მოყვანილ წესებს მივყვეთ და ჩვენი არაფერი არ დავამატოთ, ყოველი ჩემპიონატის წინ გაიხსნება თემა და იქ დაიწერება თუ რა და როგორ.


ყველა შეკრებაზე ვსაუბრობთ გარდამავალ პრიზებზე და მგონი დროა ავამოქმედოთ ეს სისტემა.


ესეიგი როგორ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ,

მაგალითად:

პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ BR-ში, გამარჯვებული გახდა იორამა, პრიზი მას გადაეცემა მომავალ წლამდე სანამ იგივე ჩემპიონატში არ გვეყოლება ახალი გამარჯვებული, მომავალ წელს ვთქვად და გახდა ჩემპიონი ნორიკა, პრიზი გადავა მასთან, მესამე წელს კი გახდა ჩემპიონი ჯაჯა პრიზი გადავა მასთან, ვინაიდან ერთ პრიზზე გვეყოლება სამი გამარჯვებული დაინიშნება სამთა ტურნირი, მეოთხე წელს ამ სამ მოგებულს შორის ჩატარდება ჩემპიონატი და პრიზის სამუდამო მფლობელი გახდება ამ სამ კაცში გამარჯვებული. ავტომატურად თუ ორჯერ ზედიზედ რომელიმე მონაწილე გაიმარჯვებს, ეს პრიზი გადავა სამუდამოდ მასთან.

იგივე სქემა იმუშავებს FT-ზეც და ჯგუფებზეც.

გამოდის, რომ გვექნება სამი პრიზი და მინიმუმ ორი წელი ჩემპიონატები ჩატარდება ამ სამი პრიზით, თუ გაგვიმართლებს სამი წელი ჩემპიონატები იქნება და მეოთხე წელს დაძაბულ სამთა ტურნირებსაც ვიხილავთ.



ამ ჩემპიონატების სეზონები არ შეიცვლება, მაგალითად გაზაფხულზე ჩატარდება BR-ში ჩემპიონატი, მომავალ წელს ისევ გაზაფხულზე ჩატარდება იგივე BR-ში მომდევნო ჩემპიონატი და იგივე სქემა იმუშავებს დანარჩენ ჩემპიონატებზეც.


ზ.დ.პ-შნიკებო არ მიწყინოთ და ეს ჩემპიონატები ჩატარდება PCP-ს თოფებიდთ sad.gif

მე ზ.დ.პ არ მაქვს და ვერ ჩავუდგები სათავეში ასეთ რამეს (არაა გამორიცხული, რომ სხვა ორგანიზატორმა ითაოს ზ.დ.პ-ს ჩემპიონატიც)



აბა თქვენი იდეები დაჰყარეთ აქ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვიხილოთ ამ სამი პრიზის დიზაინი და დამზადების პირობები.

სასურველია პრიზის დიზაინები განვიხილოთ აი აქ.

შემდეგი ეტაპი კი იქნება FT-ში მზადება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ilariona
პოსტი Mar 6 2012, 05:02 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



giga_st

კერძოდ FT-ზე გაქვს საუბარი თუ დანარჩენ ჩემპიონატებზეც? უბრალოდ ჩვენ ძირითადად ვისვრით 50 მეტრზე და ზ.დ.პ-თი 50 მეტრზე სროლა ჯგუფებზე ან ქულებზე რთული იქნება.

სხვა კლასში ჩემპიონატის მოწყობას მე ვერ მოვაბავ თავს, თან ზ.დ.პ არ მაქვს და მარტო ორგანიზატორობასაც ვერ გავწევ smile.gif ერთდროულად თუ უნდა ჩატარდეს მაშინ სხვა საკითხია,

ამ შემთხვევაში ზ.დ.პ-შნიკებს ცალკე უნდა გამოვუყოთ ყველაფერი (სასროლი ზოლი, მაგიდა, სკამები, ლენტი, და რავი 1000 ნიუანსია) ამ ეტაპზე ყველაფერი რაც არის შეძენილი (მაგიდა, სკამები, სამზერი მილი და რავი კიდევ რა) არის შეძენილი პცპ-შნიკების მიერ, ასევთქვათ გასვლაზე დაკავებული იქნება.

მერე არის ის ფაქტიც, რომ არასდროს ზ.დ.პ-შნიკებს არ უაქტიურიათ და არცერთ წინა ჩემპიონატის მზადებაზე არაფერი არ დაუწერიათ. ისევ სამზერ მილს, რომ ვყიდულობდით გასვლებისათვის კაციშვილი არ შეგვხმიანებია. მაგიდებზე და სკამებზე ხომ არც კი ვსაუბრობ.

ისე არ გამიგოთ, რომ სკამებსა და მაგიდებს ,,ვაჯდები'' biggrin.gif მაგრამ როდესაც ერთ სახეობაში მიდის ჩემპიონატი და ამავე დროს ახალ კატეგორიაში უნდა დავიწყოთ ჩემპიონატი, მათ უნდა ვუწილადოთ ყველაფერი და შევაჩეროთ სხვა ჩემპიონატი. (უბრალოდ სკამებისა და სასროლი მაგიდების რაოდენობა არ გვეყოფა ორივე კატეგორიისათვის)

რაც შეეხება კერძოდ FT-ს, მანდ სურვილის მიხედვით არის, თუ ზ.დ.პ-შნიკი თანახმაა შეერკინოს პ.ც.პ-შნიკს, მაშინ პრობლემა არაა, მაგ თემას წამოვჭრით ზაფხულის დასაწყისში, როდესაც დადგება დრო სამიზნეების დამზადების და საერთოდ ჩემპიონატის ორგანიზების, ჩაერთონ ზ.დ.პ-შნიკეიბიც და მიიღონ მზადებაში მონაწილეობა smile.gif აი ამ შემთხვევაში ქემაინც გვეცოდინება, რომ მონაწილეს სურვილი აქვს და წინასწარ დავგეგმავთ ყველაფერს.

რავი მგონი სწორად გადმოგეცით ჩემი აზრი და თუ რამეში ვერ გაგარკვიეთ, კიდევ გავაგრძელოთ დისკუსია smile.gif

იმედია ნაწყენი არავინ რჩება smile.gif

ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 05:52 PM) *
ახლა 1 კაცი თუ იქნება და 2-3 მაშინ უბრალოდ აზრი არ აქვს შეჯიბრს, მინიმუმ 4-5 და მეტი მონაწილეა საჭირო რომ აზარტი და მართლა რაიმე შესაჯიბრებელი იყოს


ჯაჯინსკი, კი გეთანხმები რომ პრობლემა არაა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საშუალოდ პცპ-შნიკები ვიკრიბებით ხოლმე 15-დან 20-მდე, მაგას დაუმატე 5-10 ზ.დ.პ და მორჩა ჩვენი ბაზარი biggrin.gif

დამატებითი მაგიდები და სკამებია საჭირო, კიდევ ერთხელ მაშინ დაწერონ წინასწარ, რომ მათაც უნდათ და მიიღონ მონაწილეობა ამ ყველაფრის შეძენაში.

არ გამოვა 2 მაგიდაზე 25-30 კაცის შეჯიბრი. ნუ ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ ამას. გამორიცხულია.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   წელიწადში სამი ჩემპიონატი   Mar 6 2012, 01:31 PM
- - ja_ja   ilariona ციტატაგვინდა ს...   Mar 6 2012, 02:12 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 02:19 PM
- - giga_st   ზდპ-სე იქნებ რამე მ...   Mar 6 2012, 04:45 PM
- - ja_ja   giga_st ზ.დ.პ-ს გამორიცხ...   Mar 6 2012, 04:52 PM
- - ilariona   giga_st კერძოდ FT-ზე გაქ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - ilariona   და ისევ მივედით კლ...   Mar 6 2012, 05:05 PM
- - giga_st   მე კონკრეტულად Fტ-ზ...   Mar 6 2012, 05:10 PM
- - ilariona   ციტატა(giga_st @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:15 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:25 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:34 PM
- - ja_ja   ილოჯან მესმის რომ ...   Mar 6 2012, 06:22 PM
- - sekurifa   ja_ja - რაარის იცი? გას...   Mar 6 2012, 07:39 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 6th M...   Mar 6 2012, 10:10 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 10:28 PM
- - ja_ja   ნუ FT და HFT გინდა არ გი...   Mar 6 2012, 11:01 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 7 2012, 12:34 PM
- - geojorjika   ვაიმე რამხელა პოსტ...   Mar 7 2012, 07:51 PM
- - geojorjika   ისადა ადრე აგროვებ...   Mar 7 2012, 07:59 PM
- - ja_ja   დროა მაგ ფულზე უმო...   Mar 7 2012, 08:33 PM
- - geojorjika   ჯაჯ აი ხომ ნახე შენ...   Mar 7 2012, 08:35 PM
- - ja_ja   ილარიონ ისა... რა ჰქ...   Mar 21 2012, 10:05 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 07:52 AM
Hosted by Pro-Service