გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> წელიწადში სამი ჩემპიონატი, FT...BR...ჯგუფები
ilariona
პოსტი Mar 6 2012, 01:31 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



მოგესალმებით მეგობრებო და კოლეგებო,

მოვიდა დრო დავგეგმოთ ჩემპიონატები, წელს გვინდა ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და რაც მთავარია ვიცოდეთ თუ როდის რა უნდა ჩავატაროთ.

შარშან ჩატარდა სამი ჩემპიონატი ორ სახეობაში, პირველ ჩემპიონატში იყო ჯგუფები და ქულების დაგროვება (ქულები ძალზედ სწრაფად და არა სწორად იყო ჩატარებული), ჩემპიონები კი თაზო (მონადირე) ჯგუფებში და დავითა (დავილ) შემდეგი ორი ჩემპიონატი კი მხოლოდ ჯგუფებში ჩატარდა და ჩემპიონები: ჯაჯა და ნორიკა.

წელსაც გვინდა სამი ჩემპიონატის ჩატარება, ოღონდ სეზონების მიხდვით და რაც მთავარია სამ სხვადასხვა სახეობაში: FT...BR...ჯგუფები. (პლინკი ყოველთვის ჩვენთან იქნება და მანდ ჩემპიონატის ჩატარებაში აზრს ვერ ვხედავ, პლინკი იქნება ყოველთვის ბონუსად)


BR----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება გაზაფხულზე.


FT-----წესები და შეჯიბრის სტილი იხილეთ აქ. ამ სტილში ჩემპიონატი ჩატარდება ზაფხულში.

ჯგუფებში კი გამოცდილება გვაქვს და მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვატარებთ. ამ სტილში კი შემოდგომაზე.


აუცილებელია არაა ზევით მოყვანილ წესებს მივყვეთ და ჩვენი არაფერი არ დავამატოთ, ყოველი ჩემპიონატის წინ გაიხსნება თემა და იქ დაიწერება თუ რა და როგორ.


ყველა შეკრებაზე ვსაუბრობთ გარდამავალ პრიზებზე და მგონი დროა ავამოქმედოთ ეს სისტემა.


ესეიგი როგორ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ,

მაგალითად:

პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ BR-ში, გამარჯვებული გახდა იორამა, პრიზი მას გადაეცემა მომავალ წლამდე სანამ იგივე ჩემპიონატში არ გვეყოლება ახალი გამარჯვებული, მომავალ წელს ვთქვად და გახდა ჩემპიონი ნორიკა, პრიზი გადავა მასთან, მესამე წელს კი გახდა ჩემპიონი ჯაჯა პრიზი გადავა მასთან, ვინაიდან ერთ პრიზზე გვეყოლება სამი გამარჯვებული დაინიშნება სამთა ტურნირი, მეოთხე წელს ამ სამ მოგებულს შორის ჩატარდება ჩემპიონატი და პრიზის სამუდამო მფლობელი გახდება ამ სამ კაცში გამარჯვებული. ავტომატურად თუ ორჯერ ზედიზედ რომელიმე მონაწილე გაიმარჯვებს, ეს პრიზი გადავა სამუდამოდ მასთან.

იგივე სქემა იმუშავებს FT-ზეც და ჯგუფებზეც.

გამოდის, რომ გვექნება სამი პრიზი და მინიმუმ ორი წელი ჩემპიონატები ჩატარდება ამ სამი პრიზით, თუ გაგვიმართლებს სამი წელი ჩემპიონატები იქნება და მეოთხე წელს დაძაბულ სამთა ტურნირებსაც ვიხილავთ.



ამ ჩემპიონატების სეზონები არ შეიცვლება, მაგალითად გაზაფხულზე ჩატარდება BR-ში ჩემპიონატი, მომავალ წელს ისევ გაზაფხულზე ჩატარდება იგივე BR-ში მომდევნო ჩემპიონატი და იგივე სქემა იმუშავებს დანარჩენ ჩემპიონატებზეც.


ზ.დ.პ-შნიკებო არ მიწყინოთ და ეს ჩემპიონატები ჩატარდება PCP-ს თოფებიდთ sad.gif

მე ზ.დ.პ არ მაქვს და ვერ ჩავუდგები სათავეში ასეთ რამეს (არაა გამორიცხული, რომ სხვა ორგანიზატორმა ითაოს ზ.დ.პ-ს ჩემპიონატიც)



აბა თქვენი იდეები დაჰყარეთ აქ, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვიხილოთ ამ სამი პრიზის დიზაინი და დამზადების პირობები.

სასურველია პრიზის დიზაინები განვიხილოთ აი აქ.

შემდეგი ეტაპი კი იქნება FT-ში მზადება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ilariona
პოსტი Mar 6 2012, 02:19 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 03:12 PM) *
კაცოუ! ჩვენა ჯგუფებზე თუ ქულებზე ვსაუბრობდით იმ საღამოს?


აი ამაში ვერ მიგიხვდი smile.gif
ჩვენ ვილაპარაკეთ, ქულები დავამატოთ და პირველი ჩემპიონატი ჩავატაროთ ქულებშიო, მერე მე რა გავაკეთე? BR-ია პირველი smile.gif რამე ხომ არ მეშლება ჰა? biggrin.gif

რაღაც დევიბენი.

ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 03:12 PM) *
და დანარჩენმა ამ 3 კაცს უნდა უყუროს და უბალელშიკოს მეოთხე წელიწადს? მე ვიტყოდი რომ მეოთხე წელიწადს ახალი ათვლა უნდა დაიწყოს და პლიუს ცალკე სამთა ტურნირი. ნუ ია ტაკ დუმაიუ


ეგ ისედაც მასე იქნეაბ, აბა სამთა ტურნირზე მარტო სამი კაცი ხომ არ წახვალთ smile.gif ჯერ ჩატარდება სამთა ტურნირი და მერე ისევ სრულყოფილი ჩემპიონატი. (ისე მაქამდე ჯერ მივაღწიოთ biggrin.gif )

ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 - 03:12 PM) *
და ბოლოს ყველაზე უსიამოვნო - თანხები,


სანამ კლუბი იქნება (იმედია როდესმე იქნება) მგონი ჯობია ისევ ფულის აკრებით ჩავატაროთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   წელიწადში სამი ჩემპიონატი   Mar 6 2012, 01:31 PM
- - ja_ja   ilariona ციტატაგვინდა ს...   Mar 6 2012, 02:12 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 02:19 PM
- - giga_st   ზდპ-სე იქნებ რამე მ...   Mar 6 2012, 04:45 PM
- - ja_ja   giga_st ზ.დ.პ-ს გამორიცხ...   Mar 6 2012, 04:52 PM
- - ilariona   giga_st კერძოდ FT-ზე გაქ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:02 PM
- - ilariona   და ისევ მივედით კლ...   Mar 6 2012, 05:05 PM
- - giga_st   მე კონკრეტულად Fტ-ზ...   Mar 6 2012, 05:10 PM
- - ilariona   ციტატა(giga_st @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:15 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:25 PM
- - sekurifa   ციტატა(ilariona @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 05:34 PM
- - ja_ja   ილოჯან მესმის რომ ...   Mar 6 2012, 06:22 PM
- - sekurifa   ja_ja - რაარის იცი? გას...   Mar 6 2012, 07:39 PM
- - ja_ja   sekurifa ციტატა(sekurifa @ 6th M...   Mar 6 2012, 10:10 PM
- - sekurifa   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 6 2012, 10:28 PM
- - ja_ja   ნუ FT და HFT გინდა არ გი...   Mar 6 2012, 11:01 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 6th March 2012 ...   Mar 7 2012, 12:34 PM
- - geojorjika   ვაიმე რამხელა პოსტ...   Mar 7 2012, 07:51 PM
- - geojorjika   ისადა ადრე აგროვებ...   Mar 7 2012, 07:59 PM
- - ja_ja   დროა მაგ ფულზე უმო...   Mar 7 2012, 08:33 PM
- - geojorjika   ჯაჯ აი ხომ ნახე შენ...   Mar 7 2012, 08:35 PM
- - ja_ja   ილარიონ ისა... რა ჰქ...   Mar 21 2012, 10:05 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 07:11 PM
Hosted by Pro-Service