![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით. ვხსნი თემას განყოფილებაში "პნევმატიკა მფლობელის თვალით". საქმე ეხება Air Arms s510-ს. თემის პატარა წინაისტორია: ორიოდე კვირის წინ გავხდი Air Arms s510-ს ის ბედნიერი მფლობელი. თოფი შეძენილი იქნა ჰიპერმარკეტ გუდვილში (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2), დამატებით ასევე შეძენილი იქნა ჰაცანის ტუმბო. თუმცა თავდაპირველად ზ.დ.პ-ს კლასის ბენჯამინ ნიტროს ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ ის მოდელი არ იყო ხელმისაწვდომი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. ამას თან დაერთო პცპ კლასის მფლობელთა და დარგის აღიარებული ექსპერტთა მთელი პლეადის მასტერ-კლასები, ლიკბეზი, რომლის შედეგად მიდგომა პნევმატიკისადმი რადიკალურად შეიცვალა. საჯაროდ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯაჯას, ილარიონას, ჩეზეს, იორამას და დევილს გამოჩენილი უანგარო დახმარებისა და თანადგომისათვის თოფის ყიდვისა და ტესტირებისთვის. გაიხარეთ... ![]() თემის ძირითადი ნაწილი. ამავე ფორუმზე არის ჯაჯას სრულყოფილი რეპორტი „Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და...“ (http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2089) რომელშიც დეტალურად არის განხილული თოფი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მინდა რამოდენიმე მაქვს ჩემი შეხედულება თოფის ავ-კარგის მიმართ და მინდა ამ თემაში თოფის სხვა ბედნიერმა მფლობელებმა თავიანთი აზრი გამიზიარონ. უპირველესად ავღნიშნავ, რომ თოფი ულამაზესია, ძალიან დახვეწილი და რაფინირებული. ამასთან ძალიან მხუბუქია და ლიპერსის 4-16/56 ოპტიკით (ბატონო დავით, დიდი მადლობა!!!) ძალიან ზუსტი და თამამად შეუძლია თვით ვაირაუხ 100-ს გაეჯიბროს. რამოდენიმე მცირე ნაკლოვანება (და არა მინუსი): 1. თოფი 2 დღის განმავლობაში გამოიცადა გურიაში. ამინდი -ცვალებადი მორღუბლულობა, შიგადაშიგ მცირე ნალექი (погода средней паршивости) და აქ მივადექით ჩემი აზრით პატარა მოუხერხებლობას. წვიმიან ამინდში ამ ულამაზესი და ამასთან ახალი თოფით სეირნობა საცოდაობაა. ხომ ვერ მეტყვით წვიმაში დასველების შემდეგ თოფის მოვლა როგორ უნდა? იჟ-22 კალაშნიკოვივით უპრობლემო იყო, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი ადვილად იშლება და მისი გამშრალება-გაპოხვა იოლია. ამას რა მოვუხერხო? 2. ჩემი აზრითაც სიჩქარის რეგულატორი არასაკმარისად რეგულირებადია. 1 დან 5-ე პოზიციაში არათანაბრად ბრუნავს, შეიძლება ეს კონკრეტულად ამ ერთი თოფისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მგონია, რომ ვინაიდან ფიქსირებული ბიჯები არ აქვს რეგულატორს, ყველა AA s510-ს იგივე მცირედი, მაგრამ მაინც ნაკლი ექნება. 3. ძალიან ადვილია, რომ ერთდროულად რამოდენიმე ტყვია შეტენო ლულაში, ამისგან დაცვა მგონი, რომ არაა გათვალისწინებული. 4. თოფს არ აქვს ღვედის დასამაგრებელი, ეს კი მიუხედავად მისი საკმაოდ მცირე წონისა, (3.1 კგ ოპტიკის გარეშე) მაინც გარკვეულწილად არაკომფორტულია. 5. გაქრონვის დროს JSB 10,2 გრანიანი ტყვიებით შემდეგი სიჩქარე აჩვენა: რედუქტორის 1 მდგომარეობაზე ~135 მ/წმ, 2-ზე ~202 მ/წმ, 3-ზე ~ 268 მ/წმ, 4-ზე ~282 მ/წმ, 5-ზე - 300მ/წმ... რედუქტორის 4-ე და განსაკუთრებით 5-ე პოზიციაზე დაფიქსირებული ტყვიის სიჩქარე საკმაოდ განსხვავდება ჯაჯას რეპორტში მოყვანილი მონაცემებისგან. იქ შესაბამისად 310 მ/წმ და 318მ/წმ იყო...თუმცა ჯაჯამ იქვე ივარაუდა, რომ ახალ თოფს ე.წ. „ლულის ასვინცოვკა“ ანუ ლულაში ტყვიის დაფენა უნდაო. მაინტერესებს სხვა მფლობელებმაც იგივე შენიშნეთ თუ დროთა განმავლობაში ეს შედეგი გაუმჯობესდა? სულ ~200-300 ტყვიის სროლა მოვასწარი და ეს მართლაც არაა საკმარისი ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად. 6. ხმა საკმაოდ მაღალი აქვს მეოთხე და განსაკუთრებით მეხუთე სიჩქარეზე. ალბათ მოდერის ყიდვა მოაგვარებს ამ საკითხს. 7. კლიპი მარცხენა მხრიდან იტენება, რაც (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) მოუხერხებელია. 8. რაც შეეხება ძალას. საკმაოდ მძლავრი თოფია, თუმცა აქ მაინც იჟ22-ს ვადარებ და ეს მთლად ადეკვატური შედარება არაა... ალუმინის სტანდარტული ქვაბი ცალმხრივად 5 გასროლიდან 3 გაიტანა 15 მეტრის მანძილიდან, JSB 10,2 გრანიანი ტყვიით 5-ე სიჩქარეზე. ასევე იმავე დისტანციაზე, იმავე ტყვიებით უპრობლემოდ გახვრიტა ე.წ. „ბელგოროდის“ სქელი შიფერი, მაგრამ ვერ გახვრიტა 1.5 მმ-იანი თუნუქის ფირფიტა, იმავე პირობებში. ფორუმის რეპორტებს თუ დავუჯერებთ, ამ თოფს საკმარისი და სამყოფი სიმძლავრე აქვს, მაგრამ ამან მეეჭვება, რომ ჩეზეს გმირობა გაიმეორეოს, როცა მან 144 მ-ზე რამოდენიმე იხვი მოინადირა, თუ არ ვცდები მარადიორით. 9. ნუუ ფასზე არაფერს ვამბობ, თუმცა ვაირაუხზე შედარებით იაფია, მაგრამ საკმაოდ ურტყამს საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ჯიბეს (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2). მთლიანობაში თოფი ძალიან კარგია, რახან ინგლისურია, მე AA s510-ს ბენტლის (http://en.wikipedia.org/wiki/Bently) შევადარებდი, რომელიც მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია, ელიტური კლასის წარმომადგენელია, განკუთვნილია დახვეწილი და ნატიფი მოპყრობისათვის, საკმაო ძალა აქვს და AA s510-ს ბენტლივით გურიის ოღრო_ჩოღრო გზაზე ხეტიალისთვის, იგიც წვიმასა და ტალახში, ოფროუდისა და ექსტრემული ხმარებისთვის არ გამოდგება.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
შეძლებით ყოლიფერი შეიძლება, მაგალითად აიღებ მაგ სარეგულიროს და მისნაირს გააკეთებ, ოღონდ რაღაც ერთი კონკრეტული ზომის ხვრელით და მორჩა ეგ პრობლემა ზუსტად ეგ იდეა მიტრიალებდა მეც, დაჟე შეგიძლია რამოდენიმე ზომის გქონდეს მასეთი და საპლინკაოთ თუ წახვალ ერთი ზომის დააყენო (მაგალითად 250-ით რომ ისროდეს) სანადიროთ სხვა ზომის (მაგალითად მძიმეს ტყვიას 300-ით რომ ისროდეს) და ასე გქონდეს ყველა ვარიანტისთვის სხვადასხვა ზომის ხვრელებით. მე რატომღაც ძალიან მანერვიულებს ის საკითხი, რომ 280 კუბიკით სულ რაღაც 35 გასროლა აქვს 10.2 გრაინიანი ტყიის 300მ/წ-ით. ჩემი ღრმა რწმენით სადღაც 50-60 გასროლას მაინც უნდა აკეთებდეს ამხელა რეზერვუარი. norica_dragon ავთოჯან, მე არ მახსოვს და იქნებ შემახსენო, ზამბარის რეგულირება თუ აქვს ამ მოდელს? რატომ ვკითხულობ იცი, თუ დამრტყმელი ყოველთვის ერთ დონეზე გახსნის კლაპანს, რაღა აზრი აქვს გადამშვების შევიწროვება გაფართოვებას? ja_ja რეალურია, რომ კლაპანი გაიხსნას ყოველთვის ერთ დონეზე და გადამშვებმა კი ჰაერის ნაკადი შეაჩეროს? მგონი, რომ ამ მომენტში ძალზედ საჭიროა, რომ ზამბარამ ნაკლები ძალით დაარტყას და ნაკლები ჰაერი გამოუშვას, მაგით მგონი შეჩერდება ამხელა ჰაერის ხარჯი. ისე მართლა უნდა გავქრონოთ სრული ციკლით და გავიგოთ რა ჰაერის ხარჯი აქვს ერთ გასროლაზე, მითუმეტეს საინტერესოა, წნევა 150 ბარის ქვევით როცა ვარდება მერე რა ხდება. ჰაჩიკაზე ამხსოვს, ბოლო გასროლებზე 19 კუბიკს აწვდიდა ჰაერს ![]() მაგრამ მე მაქვს ღრმა რწმენა იმისა რომ თუ მფლობელს ჯერ აწყობს მაშIნ თოფს ხელი არ უნდა ახლო. კარქი რა, კარქი რა ![]() ![]() , ადამიანის სულია ეგეთი, ვერ ჩერდები მიღწეულზე, სულ რაღაც ახალ ახალი გინდა კაცს შენთვითონ გაქვს ეგ ჭირი შეყრილი დღეს 2 კაცს ვერ გადაგაფიქრებინეთ ტოჟე მნე პატიოსანი რა ![]() ![]() ![]() ![]() nxs027 5-ზე სიჩქარეზე 200 დან120 მდე წნევის ფარგლებში ~30-35 სროლა მოვახერხე, მაშინ როცა 3-ზე თუ სწორად მახსოვს 50 სროლაც გავქაჩე აი მეც მაგას არ ვიძახი, საშინლად დიდი ხარჯი აქვს, ნუ ესე ვთვლი და მაგას ყოველთვის ვიძახდი. ახლრა რაც შეეხება ჩემს მიერ ზევით დაწერილს, ეს არის პნევმატიკის ერთ-ერთი დიდი პლუსიც და მინუსიც ![]() ![]() კაკო მაგალითად თავის მარადას ყოველ გასვლაზე 5 ჯერ შლის და აწყობს და მერე ისვირის ![]() ეს არის პნევმო მანია ხობია თუ რაღაც ჯანდაბა, რომელსაც მე ესე მარტივად ვერ აგიხსნით. მე მაგალითად, რომ ვიყო აირ არმსის მფლობელი, ყველაფერს ვიღონებდი, რომ ჰაერის ხარჯი შემემცირებინა, ბოლოს თოფს გავაფუჭებდი და მერე ახალს ვიყიდიდი ![]() უმაგრესი თოფია, არაფერი დასაწუნი არაქვს, მაგ სიჩქარის რეგულირებას თუ დაამუღამებ ძაან მაგარი რაღაცაა, თუმცა მე სუ მაქსიმუმზე მაქვს ხოლმე ხოდა თუ მაინც ბოლომდე გაქვს აწეული ეგ სისწრაფე, არ გინდა ჰაერის გადამშვები შეცვალო? ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2025 - 04:02 AM |
Hosted by Pro-Service |