გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პნევმატიკა მფლობელის თვალით: Air Arms s510, რჩევები, კითხვები და დისკუსია
nxs027
პოსტი Mar 4 2012, 12:19 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



ყველას მოგესალმებით. ვხსნი თემას განყოფილებაში "პნევმატიკა მფლობელის თვალით". საქმე ეხება Air Arms s510-ს.

თემის პატარა წინაისტორია: ორიოდე კვირის წინ გავხდი Air Arms s510-ს ის ბედნიერი მფლობელი. თოფი შეძენილი იქნა ჰიპერმარკეტ გუდვილში (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2), დამატებით ასევე შეძენილი იქნა ჰაცანის ტუმბო. თუმცა თავდაპირველად ზ.დ.პ-ს კლასის ბენჯამინ ნიტროს ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ ის მოდელი არ იყო ხელმისაწვდომი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. ამას თან დაერთო პცპ კლასის მფლობელთა და დარგის აღიარებული ექსპერტთა მთელი პლეადის მასტერ-კლასები, ლიკბეზი, რომლის შედეგად მიდგომა პნევმატიკისადმი რადიკალურად შეიცვალა. საჯაროდ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯაჯას, ილარიონას, ჩეზეს, იორამას და დევილს გამოჩენილი უანგარო დახმარებისა და თანადგომისათვის თოფის ყიდვისა და ტესტირებისთვის. გაიხარეთ... i-m_so_happy.gif

თემის ძირითადი ნაწილი. ამავე ფორუმზე არის ჯაჯას სრულყოფილი რეპორტი „Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და...“ (http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2089) რომელშიც დეტალურად არის განხილული თოფი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მინდა რამოდენიმე მაქვს ჩემი შეხედულება თოფის ავ-კარგის მიმართ და მინდა ამ თემაში თოფის სხვა ბედნიერმა მფლობელებმა თავიანთი აზრი გამიზიარონ.

უპირველესად ავღნიშნავ, რომ თოფი ულამაზესია, ძალიან დახვეწილი და რაფინირებული. ამასთან ძალიან მხუბუქია და ლიპერსის 4-16/56 ოპტიკით (ბატონო დავით, დიდი მადლობა!!!) ძალიან ზუსტი და თამამად შეუძლია თვით ვაირაუხ 100-ს გაეჯიბროს.

რამოდენიმე მცირე ნაკლოვანება (და არა მინუსი):

1. თოფი 2 დღის განმავლობაში გამოიცადა გურიაში. ამინდი -ცვალებადი მორღუბლულობა, შიგადაშიგ მცირე ნალექი (погода средней паршивости) და აქ მივადექით ჩემი აზრით პატარა მოუხერხებლობას. წვიმიან ამინდში ამ ულამაზესი და ამასთან ახალი თოფით სეირნობა საცოდაობაა. ხომ ვერ მეტყვით წვიმაში დასველების შემდეგ თოფის მოვლა როგორ უნდა? იჟ-22 კალაშნიკოვივით უპრობლემო იყო, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი ადვილად იშლება და მისი გამშრალება-გაპოხვა იოლია. ამას რა მოვუხერხო?
2. ჩემი აზრითაც სიჩქარის რეგულატორი არასაკმარისად რეგულირებადია. 1 დან 5-ე პოზიციაში არათანაბრად ბრუნავს, შეიძლება ეს კონკრეტულად ამ ერთი თოფისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მგონია, რომ ვინაიდან ფიქსირებული ბიჯები არ აქვს რეგულატორს, ყველა AA s510-ს იგივე მცირედი, მაგრამ მაინც ნაკლი ექნება.
3. ძალიან ადვილია, რომ ერთდროულად რამოდენიმე ტყვია შეტენო ლულაში, ამისგან დაცვა მგონი, რომ არაა გათვალისწინებული.
4. თოფს არ აქვს ღვედის დასამაგრებელი, ეს კი მიუხედავად მისი საკმაოდ მცირე წონისა, (3.1 კგ ოპტიკის გარეშე) მაინც გარკვეულწილად არაკომფორტულია.
5. გაქრონვის დროს JSB 10,2 გრანიანი ტყვიებით შემდეგი სიჩქარე აჩვენა:
რედუქტორის 1 მდგომარეობაზე ~135 მ/წმ,
2-ზე ~202 მ/წმ,
3-ზე ~ 268 მ/წმ,
4-ზე ~282 მ/წმ,
5-ზე - 300მ/წმ...
რედუქტორის 4-ე და განსაკუთრებით 5-ე პოზიციაზე დაფიქსირებული ტყვიის სიჩქარე საკმაოდ განსხვავდება ჯაჯას რეპორტში მოყვანილი მონაცემებისგან. იქ შესაბამისად 310 მ/წმ და 318მ/წმ იყო...თუმცა ჯაჯამ იქვე ივარაუდა, რომ ახალ თოფს ე.წ. „ლულის ასვინცოვკა“ ანუ ლულაში ტყვიის დაფენა უნდაო. მაინტერესებს სხვა მფლობელებმაც იგივე შენიშნეთ თუ დროთა განმავლობაში ეს შედეგი გაუმჯობესდა? სულ ~200-300 ტყვიის სროლა მოვასწარი და ეს მართლაც არაა საკმარისი ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად.
6. ხმა საკმაოდ მაღალი აქვს მეოთხე და განსაკუთრებით მეხუთე სიჩქარეზე. ალბათ მოდერის ყიდვა მოაგვარებს ამ საკითხს.
7. კლიპი მარცხენა მხრიდან იტენება, რაც (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) მოუხერხებელია.
8. რაც შეეხება ძალას. საკმაოდ მძლავრი თოფია, თუმცა აქ მაინც იჟ22-ს ვადარებ და ეს მთლად ადეკვატური შედარება არაა... ალუმინის სტანდარტული ქვაბი ცალმხრივად 5 გასროლიდან 3 გაიტანა 15 მეტრის მანძილიდან, JSB 10,2 გრანიანი ტყვიით 5-ე სიჩქარეზე. ასევე იმავე დისტანციაზე, იმავე ტყვიებით უპრობლემოდ გახვრიტა ე.წ. „ბელგოროდის“ სქელი შიფერი, მაგრამ ვერ გახვრიტა 1.5 მმ-იანი თუნუქის ფირფიტა, იმავე პირობებში. ფორუმის რეპორტებს თუ დავუჯერებთ, ამ თოფს საკმარისი და სამყოფი სიმძლავრე აქვს, მაგრამ ამან მეეჭვება, რომ ჩეზეს გმირობა გაიმეორეოს, როცა მან 144 მ-ზე რამოდენიმე იხვი მოინადირა, თუ არ ვცდები მარადიორით.
9. ნუუ ფასზე არაფერს ვამბობ, თუმცა ვაირაუხზე შედარებით იაფია, მაგრამ საკმაოდ ურტყამს საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ჯიბეს (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2).

მთლიანობაში თოფი ძალიან კარგია, რახან ინგლისურია, მე AA s510-ს ბენტლის (http://en.wikipedia.org/wiki/Bently) შევადარებდი, რომელიც მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია, ელიტური კლასის წარმომადგენელია, განკუთვნილია დახვეწილი და ნატიფი მოპყრობისათვის, საკმაო ძალა აქვს და AA s510-ს ბენტლივით გურიის ოღრო_ჩოღრო გზაზე ხეტიალისთვის, იგიც წვიმასა და ტალახში, ოფროუდისა და ექსტრემული ხმარებისთვის არ გამოდგება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ilariona
პოსტი Mar 4 2012, 03:26 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



აი მეც მოვედიი smile.gif ნუ გუშინაც მოვედი, მაგრამ ისეთ დღეში ვიყავი ძლივს ვკითხულობდი, არამცთუ პასუხები გამეცა biggrin.gif

სანამ მე პასუხები მოვიფიქრე აგერ ჯაჯას მთელი პროსტინა გამოუცხვია biggrin.gif biggrin.gif აწი მე კუდს თუ დავუქნევ, თორე ისე მეტი რაღა უნდა დავწერო?

თქვენ კიდევ მთავარ პრობლემაზე არ გისაუბრიათ აქ!

ტყვიის სისწრაფე სულ მცირე თოფის მორგების მერე მოიმატებს და მითუმეტეს ნორიკას თოფი როდესაც გავქრონეთ მაშინ კაი გემრიელი სიცხე იყო და ეგ სულ მინიმუმ 10 მ/წ მაინც უმატებს, ასე რომ აქ არაფერი საგანგაშო არაა. დაველოდოთ ოდნავ დათბეს მაინც და შემდგომ კიდევ ერთხელ გავქრონოთ, რომ საბოლოო რეზულტატებზე ვისაუბროთ.

კონდახის გახვრეტა გარდაუვალია, თუ მხარზე გადაკიდება გინდათ და ისე სიარული, რავი მე არცერთ პნევმატიკაზე ქამარი არ მქონია და არც მჭირდება smile.gif პნევმატიკით ძირითადად ჩასაფრებული ან მანქანიდან ვნადირობ და ქამრის არ ქონა პრობლემას არ მიქმნის. თუნდაც თუ ტყეში სატარებლად გინდათ, მაშინ აუცილებელია.


ხოოო, მთავარი განსახილველი თემა გამოგრჩენიათ ყველას biggrin.gif გადახარჯვა

ამას რას უპირებთ? blush.gif

თავიდანვე ვიძახდი და ვამტკიცებდი, რომ ამ სიჩქარეების სარეგულირებოს გამო ავქვს მეთქი გადახარჯვა, ჯაჯა მიმტკიცებს არაო, მეკიდევ ისევ ჩემს ჩვენებაზე ვრჩები smile.gif და საერთოდ რად უნდა ეს სიჩქარეების ცვლა ვერ გამიგია რა smile.gif

კითხვა ჯაჯასთან,

არ შეიძლება, რომ ეს სარეგულირებო ერთ პოზიციაზე დაყენდეს, ოღონდ ისე, რომ ის ხვრელი რომლიდანაც ჰაერი გამოდის იყოს ერთი დიამეტრის, რომელიც უფრო მოუხდება ამ თოფს?

რავი მგონი, რომ 280 კუბიკით 40 გასროლაზე ბევრად მეტი უნდა ჰქონდეს! მარადას 220 კუბიკი აქვს რეზიკი და (ახლა გადავქექე მთელი ფორუმი და ვიპოვე ჩემი შედეგები) 300-დან 315-მდე მქონდა 40 გასროლა smile.gif

რავი ამ თოფს უნდა კარგი დარეგულირება (ნუ ია ტაკ დუმაიუ)



კონდახს კი ძალიან უხდება ავეჯის გასაპოხი სითხეები, გუდვილშიც იყიდება ავეჯის მოსავლელი სითხეები, სასწაულად წმენდს კონდახს და ინახავს ნესტისგან. მე ჩემს კონდახებს მაგით ვწმენდ.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 06:06 PM
Hosted by Pro-Service