გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პნევმატიკა მფლობელის თვალით: Air Arms s510, რჩევები, კითხვები და დისკუსია
nxs027
პოსტი Mar 4 2012, 12:19 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



ყველას მოგესალმებით. ვხსნი თემას განყოფილებაში "პნევმატიკა მფლობელის თვალით". საქმე ეხება Air Arms s510-ს.

თემის პატარა წინაისტორია: ორიოდე კვირის წინ გავხდი Air Arms s510-ს ის ბედნიერი მფლობელი. თოფი შეძენილი იქნა ჰიპერმარკეტ გუდვილში (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2), დამატებით ასევე შეძენილი იქნა ჰაცანის ტუმბო. თუმცა თავდაპირველად ზ.დ.პ-ს კლასის ბენჯამინ ნიტროს ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ ის მოდელი არ იყო ხელმისაწვდომი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. ამას თან დაერთო პცპ კლასის მფლობელთა და დარგის აღიარებული ექსპერტთა მთელი პლეადის მასტერ-კლასები, ლიკბეზი, რომლის შედეგად მიდგომა პნევმატიკისადმი რადიკალურად შეიცვალა. საჯაროდ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯაჯას, ილარიონას, ჩეზეს, იორამას და დევილს გამოჩენილი უანგარო დახმარებისა და თანადგომისათვის თოფის ყიდვისა და ტესტირებისთვის. გაიხარეთ... i-m_so_happy.gif

თემის ძირითადი ნაწილი. ამავე ფორუმზე არის ჯაჯას სრულყოფილი რეპორტი „Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და...“ (http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2089) რომელშიც დეტალურად არის განხილული თოფი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მინდა რამოდენიმე მაქვს ჩემი შეხედულება თოფის ავ-კარგის მიმართ და მინდა ამ თემაში თოფის სხვა ბედნიერმა მფლობელებმა თავიანთი აზრი გამიზიარონ.

უპირველესად ავღნიშნავ, რომ თოფი ულამაზესია, ძალიან დახვეწილი და რაფინირებული. ამასთან ძალიან მხუბუქია და ლიპერსის 4-16/56 ოპტიკით (ბატონო დავით, დიდი მადლობა!!!) ძალიან ზუსტი და თამამად შეუძლია თვით ვაირაუხ 100-ს გაეჯიბროს.

რამოდენიმე მცირე ნაკლოვანება (და არა მინუსი):

1. თოფი 2 დღის განმავლობაში გამოიცადა გურიაში. ამინდი -ცვალებადი მორღუბლულობა, შიგადაშიგ მცირე ნალექი (погода средней паршивости) და აქ მივადექით ჩემი აზრით პატარა მოუხერხებლობას. წვიმიან ამინდში ამ ულამაზესი და ამასთან ახალი თოფით სეირნობა საცოდაობაა. ხომ ვერ მეტყვით წვიმაში დასველების შემდეგ თოფის მოვლა როგორ უნდა? იჟ-22 კალაშნიკოვივით უპრობლემო იყო, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი ადვილად იშლება და მისი გამშრალება-გაპოხვა იოლია. ამას რა მოვუხერხო?
2. ჩემი აზრითაც სიჩქარის რეგულატორი არასაკმარისად რეგულირებადია. 1 დან 5-ე პოზიციაში არათანაბრად ბრუნავს, შეიძლება ეს კონკრეტულად ამ ერთი თოფისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მგონია, რომ ვინაიდან ფიქსირებული ბიჯები არ აქვს რეგულატორს, ყველა AA s510-ს იგივე მცირედი, მაგრამ მაინც ნაკლი ექნება.
3. ძალიან ადვილია, რომ ერთდროულად რამოდენიმე ტყვია შეტენო ლულაში, ამისგან დაცვა მგონი, რომ არაა გათვალისწინებული.
4. თოფს არ აქვს ღვედის დასამაგრებელი, ეს კი მიუხედავად მისი საკმაოდ მცირე წონისა, (3.1 კგ ოპტიკის გარეშე) მაინც გარკვეულწილად არაკომფორტულია.
5. გაქრონვის დროს JSB 10,2 გრანიანი ტყვიებით შემდეგი სიჩქარე აჩვენა:
რედუქტორის 1 მდგომარეობაზე ~135 მ/წმ,
2-ზე ~202 მ/წმ,
3-ზე ~ 268 მ/წმ,
4-ზე ~282 მ/წმ,
5-ზე - 300მ/წმ...
რედუქტორის 4-ე და განსაკუთრებით 5-ე პოზიციაზე დაფიქსირებული ტყვიის სიჩქარე საკმაოდ განსხვავდება ჯაჯას რეპორტში მოყვანილი მონაცემებისგან. იქ შესაბამისად 310 მ/წმ და 318მ/წმ იყო...თუმცა ჯაჯამ იქვე ივარაუდა, რომ ახალ თოფს ე.წ. „ლულის ასვინცოვკა“ ანუ ლულაში ტყვიის დაფენა უნდაო. მაინტერესებს სხვა მფლობელებმაც იგივე შენიშნეთ თუ დროთა განმავლობაში ეს შედეგი გაუმჯობესდა? სულ ~200-300 ტყვიის სროლა მოვასწარი და ეს მართლაც არაა საკმარისი ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად.
6. ხმა საკმაოდ მაღალი აქვს მეოთხე და განსაკუთრებით მეხუთე სიჩქარეზე. ალბათ მოდერის ყიდვა მოაგვარებს ამ საკითხს.
7. კლიპი მარცხენა მხრიდან იტენება, რაც (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) მოუხერხებელია.
8. რაც შეეხება ძალას. საკმაოდ მძლავრი თოფია, თუმცა აქ მაინც იჟ22-ს ვადარებ და ეს მთლად ადეკვატური შედარება არაა... ალუმინის სტანდარტული ქვაბი ცალმხრივად 5 გასროლიდან 3 გაიტანა 15 მეტრის მანძილიდან, JSB 10,2 გრანიანი ტყვიით 5-ე სიჩქარეზე. ასევე იმავე დისტანციაზე, იმავე ტყვიებით უპრობლემოდ გახვრიტა ე.წ. „ბელგოროდის“ სქელი შიფერი, მაგრამ ვერ გახვრიტა 1.5 მმ-იანი თუნუქის ფირფიტა, იმავე პირობებში. ფორუმის რეპორტებს თუ დავუჯერებთ, ამ თოფს საკმარისი და სამყოფი სიმძლავრე აქვს, მაგრამ ამან მეეჭვება, რომ ჩეზეს გმირობა გაიმეორეოს, როცა მან 144 მ-ზე რამოდენიმე იხვი მოინადირა, თუ არ ვცდები მარადიორით.
9. ნუუ ფასზე არაფერს ვამბობ, თუმცა ვაირაუხზე შედარებით იაფია, მაგრამ საკმაოდ ურტყამს საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ჯიბეს (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2).

მთლიანობაში თოფი ძალიან კარგია, რახან ინგლისურია, მე AA s510-ს ბენტლის (http://en.wikipedia.org/wiki/Bently) შევადარებდი, რომელიც მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია, ელიტური კლასის წარმომადგენელია, განკუთვნილია დახვეწილი და ნატიფი მოპყრობისათვის, საკმაო ძალა აქვს და AA s510-ს ბენტლივით გურიის ოღრო_ჩოღრო გზაზე ხეტიალისთვის, იგიც წვიმასა და ტალახში, ოფროუდისა და ექსტრემული ხმარებისთვის არ გამოდგება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
nxs027
პოსტი Mar 4 2012, 02:49 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



ყველას მადლობა მოლოცვისათვის. სიამაყით და სიამოვნებით ვიღებ ! ერთი სული მაქვს, რომ გაგიცნოთ და გაგაცნოთ ჩემი ბენტლი აირგანელთა ფართო და საპატიო საძმოს.
friends.gif friends.gif

რაც შეეხება სიჩქარეთა რეგულირებას. პირველიდან მეორე ასევე და მეოთხედან  მეხუთე სიჩქარეში გადაწევაზე (და პირიქით) ბევრად ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე მეორედან მესამე ან მეოთხედან მესამე პოზიციაში გადაყვანას. მესამეზე თითქოსდა იჭედება და იქედან აქეთ თუ იქით გადატანა უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვინემ 1-ში ან 5-ში გადატანა. კიდევ ერთხელ გადავამოწმე. იგივეა. რატომღაც მეგონა რომ რადიოს ტუმბლერივით ერთნაირად რბილად გადავიდოდა სიჩქარეები. პრობლემა რა თქმაუნდა ეს არაა, მაგრამ ბიჯების არარსებობას უფრო თვალნათელს ხდის.

„JSB-ის გარდა ასევე ნაწილ H&N-ის ტყვიებსაც ისვრისო“, რომელია ის ნაწილი ხომ ვერ მეტყვით? თქვენი რჩევით JSB-ზე ვაპირებ კონცენტაციას და არჩევანის შეჩერებას.

რაც შეეხება კონდახის გახვრეტას, ამას კუსტარულად ნამდვილად არ ვიზამ და ისევ ისე „ხელიხელ საგოგმანებლად“ დარჩეს ჯობია.

ძალიან მაინტერესებს ამ თოფის სხვა მფლობელების კომენტარები. რამდენადაც ფორუმზე მიმოფანტული მასალიდან ვასკვნი, ეგეთი რამოდენიმე ადამიანია მხოლოდ. ზოგიერთმა გარკვეული მოდერნიზებაც კი გაუკეთა თავის Air Arms s510-ბენტლის. secret.gif ჩემი ცოდნა-გამოცდილება შორსაა ჯერ მოდერნიზების მკრეხელური აზრებისგან, მაგრამ „ცნობისმოყვარე“ ვარ ფორუმზე სტატუსით და მეპატიება კითხვა: ამ თოფისა თქვენ რა არ მოგეწონათ? mda.gif

ჯამ-ჭურჭლის, ტაფების, შიფერის და რკინა-თუნუქის ფირფიტების მონადირებას რაც შეეხება, ეს ალბათ პლინკაობის განუყოფელი ნაწილია, არა მგონია, რომ ვინმეს ეს ეტაპი გამოეტოვებინოს, განსაკუთრებით სოფელში. ალბათ ყველა დაკვირვებული ხართ, რომ როცა თოფით ხელში გამოდიხარ, მაშინ დაიკარგება ყვავ-ყორანი და ყველა მავნე და უწმინდური...

კურიოზული სიტუაციაც მქონდა. როცა გურიაში თოფი საერთო-სახალხო სამსჯავროზე გამოვიდა, ფურორი გამოიწვია და საკმაო დილემაში ჩამაგდო. ძნელი აღმოჩნდა ამ თოფის სხვებისთვის თხოვება. ისიც მხოლოდ ძალიან ახლობლისთვის და მხოლოდ მაშინ, როცა გვერდით ვედექი და ვაკონტროლებდი ყველა მოძრაობას...

რა თქმა უნდა ყიდვამ სავსებით გაამართლა. 100%-ით. თოფი მთლიანობაში ძალიან კარგია. ის, როგორც ყველა სხვა ნივთი, გარკვეული ამოცანების და წინაპირობების დასაკმაყოფილებლად იქნა შეძენილი, ფასი/ხარისხი ფარდობა მაღალი შედეგით გამოირჩევა (მიუხედავათ იმისა, რომ ფასი „ოი როგორ ვავა, ვავა“ scare.gif ). ეგ კიარა, ორიოდე დღის პლინკაობით მიღებულმა სიამოვნებამ ძველი, საოცრად დაჟანგებული, უსამართლოდ დავიწყებული იჟ-22 მაძებნინა. ბავშვობის ტკბილმა მოსაგონარმა გარკვეულწილად გადამაწყვეტინა პნევმატიკის თანამედროვე სამყაროში დაბრუნება და უკვე იჟ-22 რეაბილიტაციაზეც სერიოზულად დავფიქრდი, თუმცა, ძველი თოფის აღდგენა უკვე სხვა განყოფილებაში განსახილი თემაა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 06:23 AM
Hosted by Pro-Service