![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით. ვხსნი თემას განყოფილებაში "პნევმატიკა მფლობელის თვალით". საქმე ეხება Air Arms s510-ს. თემის პატარა წინაისტორია: ორიოდე კვირის წინ გავხდი Air Arms s510-ს ის ბედნიერი მფლობელი. თოფი შეძენილი იქნა ჰიპერმარკეტ გუდვილში (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2), დამატებით ასევე შეძენილი იქნა ჰაცანის ტუმბო. თუმცა თავდაპირველად ზ.დ.პ-ს კლასის ბენჯამინ ნიტროს ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ ის მოდელი არ იყო ხელმისაწვდომი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. ამას თან დაერთო პცპ კლასის მფლობელთა და დარგის აღიარებული ექსპერტთა მთელი პლეადის მასტერ-კლასები, ლიკბეზი, რომლის შედეგად მიდგომა პნევმატიკისადმი რადიკალურად შეიცვალა. საჯაროდ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯაჯას, ილარიონას, ჩეზეს, იორამას და დევილს გამოჩენილი უანგარო დახმარებისა და თანადგომისათვის თოფის ყიდვისა და ტესტირებისთვის. გაიხარეთ... ![]() თემის ძირითადი ნაწილი. ამავე ფორუმზე არის ჯაჯას სრულყოფილი რეპორტი „Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და...“ (http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2089) რომელშიც დეტალურად არის განხილული თოფი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მინდა რამოდენიმე მაქვს ჩემი შეხედულება თოფის ავ-კარგის მიმართ და მინდა ამ თემაში თოფის სხვა ბედნიერმა მფლობელებმა თავიანთი აზრი გამიზიარონ. უპირველესად ავღნიშნავ, რომ თოფი ულამაზესია, ძალიან დახვეწილი და რაფინირებული. ამასთან ძალიან მხუბუქია და ლიპერსის 4-16/56 ოპტიკით (ბატონო დავით, დიდი მადლობა!!!) ძალიან ზუსტი და თამამად შეუძლია თვით ვაირაუხ 100-ს გაეჯიბროს. რამოდენიმე მცირე ნაკლოვანება (და არა მინუსი): 1. თოფი 2 დღის განმავლობაში გამოიცადა გურიაში. ამინდი -ცვალებადი მორღუბლულობა, შიგადაშიგ მცირე ნალექი (погода средней паршивости) და აქ მივადექით ჩემი აზრით პატარა მოუხერხებლობას. წვიმიან ამინდში ამ ულამაზესი და ამასთან ახალი თოფით სეირნობა საცოდაობაა. ხომ ვერ მეტყვით წვიმაში დასველების შემდეგ თოფის მოვლა როგორ უნდა? იჟ-22 კალაშნიკოვივით უპრობლემო იყო, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი ადვილად იშლება და მისი გამშრალება-გაპოხვა იოლია. ამას რა მოვუხერხო? 2. ჩემი აზრითაც სიჩქარის რეგულატორი არასაკმარისად რეგულირებადია. 1 დან 5-ე პოზიციაში არათანაბრად ბრუნავს, შეიძლება ეს კონკრეტულად ამ ერთი თოფისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მგონია, რომ ვინაიდან ფიქსირებული ბიჯები არ აქვს რეგულატორს, ყველა AA s510-ს იგივე მცირედი, მაგრამ მაინც ნაკლი ექნება. 3. ძალიან ადვილია, რომ ერთდროულად რამოდენიმე ტყვია შეტენო ლულაში, ამისგან დაცვა მგონი, რომ არაა გათვალისწინებული. 4. თოფს არ აქვს ღვედის დასამაგრებელი, ეს კი მიუხედავად მისი საკმაოდ მცირე წონისა, (3.1 კგ ოპტიკის გარეშე) მაინც გარკვეულწილად არაკომფორტულია. 5. გაქრონვის დროს JSB 10,2 გრანიანი ტყვიებით შემდეგი სიჩქარე აჩვენა: რედუქტორის 1 მდგომარეობაზე ~135 მ/წმ, 2-ზე ~202 მ/წმ, 3-ზე ~ 268 მ/წმ, 4-ზე ~282 მ/წმ, 5-ზე - 300მ/წმ... რედუქტორის 4-ე და განსაკუთრებით 5-ე პოზიციაზე დაფიქსირებული ტყვიის სიჩქარე საკმაოდ განსხვავდება ჯაჯას რეპორტში მოყვანილი მონაცემებისგან. იქ შესაბამისად 310 მ/წმ და 318მ/წმ იყო...თუმცა ჯაჯამ იქვე ივარაუდა, რომ ახალ თოფს ე.წ. „ლულის ასვინცოვკა“ ანუ ლულაში ტყვიის დაფენა უნდაო. მაინტერესებს სხვა მფლობელებმაც იგივე შენიშნეთ თუ დროთა განმავლობაში ეს შედეგი გაუმჯობესდა? სულ ~200-300 ტყვიის სროლა მოვასწარი და ეს მართლაც არაა საკმარისი ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად. 6. ხმა საკმაოდ მაღალი აქვს მეოთხე და განსაკუთრებით მეხუთე სიჩქარეზე. ალბათ მოდერის ყიდვა მოაგვარებს ამ საკითხს. 7. კლიპი მარცხენა მხრიდან იტენება, რაც (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) მოუხერხებელია. 8. რაც შეეხება ძალას. საკმაოდ მძლავრი თოფია, თუმცა აქ მაინც იჟ22-ს ვადარებ და ეს მთლად ადეკვატური შედარება არაა... ალუმინის სტანდარტული ქვაბი ცალმხრივად 5 გასროლიდან 3 გაიტანა 15 მეტრის მანძილიდან, JSB 10,2 გრანიანი ტყვიით 5-ე სიჩქარეზე. ასევე იმავე დისტანციაზე, იმავე ტყვიებით უპრობლემოდ გახვრიტა ე.წ. „ბელგოროდის“ სქელი შიფერი, მაგრამ ვერ გახვრიტა 1.5 მმ-იანი თუნუქის ფირფიტა, იმავე პირობებში. ფორუმის რეპორტებს თუ დავუჯერებთ, ამ თოფს საკმარისი და სამყოფი სიმძლავრე აქვს, მაგრამ ამან მეეჭვება, რომ ჩეზეს გმირობა გაიმეორეოს, როცა მან 144 მ-ზე რამოდენიმე იხვი მოინადირა, თუ არ ვცდები მარადიორით. 9. ნუუ ფასზე არაფერს ვამბობ, თუმცა ვაირაუხზე შედარებით იაფია, მაგრამ საკმაოდ ურტყამს საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ჯიბეს (http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-2). მთლიანობაში თოფი ძალიან კარგია, რახან ინგლისურია, მე AA s510-ს ბენტლის (http://en.wikipedia.org/wiki/Bently) შევადარებდი, რომელიც მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია, ელიტური კლასის წარმომადგენელია, განკუთვნილია დახვეწილი და ნატიფი მოპყრობისათვის, საკმაო ძალა აქვს და AA s510-ს ბენტლივით გურიის ოღრო_ჩოღრო გზაზე ხეტიალისთვის, იგიც წვიმასა და ტალახში, ოფროუდისა და ექსტრემული ხმარებისთვის არ გამოდგება.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ოოო, აირავარც იქნა საინტერესო თემა გაიჩითა ფორუმზე, ლამის 2 კვირიანი ჭამა სმის თემების მერე ![]() მოკელდ ამ თემის გახსნისთვის დიიდი მადლობა. ახლა რაც შეეხება ჩამოთვლილ მოუხერხებლობებს და უსიამოვნებებს: 1) ნუ საერთოდ პნევმატიკაში ჩვევა გვაქვს, ნესტიან ამინდში გასვლის წინ თოფს ზეთით დანამული ჩვარის შევლება უნდა რომ სუულ თხელიდ ა შეუმჩნეველი ზეთოის ფენა ჰქონდეს თოფს, და წყლისგან დაცული იყოს. ასევე გასეირნება ნადირობის მერე საჭიროა თოფს კონდახი მოსძვრეს და ისევ იგივე ჩვარით გაიწმინდოს. კონდახის მოხსნა საკმაოდ იოლია მგონი ერთ ექვსკუთხა ვინტზეა დამაგრებული. დიდი რაიმე სუპერ წმენდა და ტაოტში ბანაობა არ სჭირდება, ცეცხლსასროლივით ლულა წარამარა საწენდი არ არის. განსაკუთრებით თავიდან პირველი 1500-2000 გასროლამდე. 2) მარეგულირებეს არ აქვს მართლა, რაიმე საწკაპუნო, ან რაიმე ფიქსატორი რომ რომელიმე პოზიციაში გაჩერდეს, მაგრამ ვერ გავიგე როდესაც საუბარია არაერთგვაროვან ბრუნვაზე, კარგი იქნებოდა ცოტა მეტი ინფორმაცია. 3) ნუ ეგ პრობლემა ყველას აქვს, ერთერთი HW100-ის მფლობელებს არ აქვთ, მაგრამ იმათაც ექმნებათ ეგ პრობლემა გარკვეულ შემთხვევებში. მე თუ მკითხავთ ეგ ყველა კლიპიანი თოფის ახალი მფლობელის პრობლემაა. მე მაგალითად ჩემს მარადიორზე ლამის 2-3 კვირა ვახერხებდი რამდენიმე ტყვიის ჩატენვას, მერე გარკვეული რეფლექსები გამომიმუშავდა და ახალ სხვა კლიპიან თოფებზეც კი იშვიათად მაწუხებს რამდენიმე ტყვიის ჩატენვის პრობლემა. გარკვეული ჩვევის გამომუშავებაა საჭირო, ან ავტომატურად ქვეცნობიერად მიეჩვევა ხელი .... მოკელდ დრო უნდა, ან გარკვეული სპეციფიკაციების შემუსავება, მაგალითად თავიდან რომ ავირიდოთ 2-3 ტყვიის ჩატენვა, გადატენვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გასროლის წინ... 4) კი ეს მართლაც გარკვეულწინად პრობლემაა, საკუთარი ხელით კონდახის გახვრეტა ყველას ენანება, მითუმეტეს რომ მართლა ლამის ხელოვნებისდ ნიმუშია და ... ნუ მოკელდ ხელი არ მიდის მაგ ვარვარულ საქციელამდე. თუმცა სინამდვილეში დიდი სირთულე არაა, საჭიროა ღვედის სამაგრების შეძენა, ამაზონზე 10$-მდე ღირს, თბილისში 25-30 ლარამდე ღირს. დარჩა მხოლოდ წვრილი ხვრელის გაკეთება ზუსტად შუა ქვედა ნაწილში. მაგ საქმისთვის დრელი არ გამოდგება, ასე თუ ისე გვერდზე გადახრა მაინც იქნება. რაიმე ფრეზის მაგვარი დაზგაა საჭირო, ან სახვრეტი დაზგები რომ არის, და დეტალის დასადები თათი რომ აქვს, რაიმე ეგეთია საჭირო. კონდახი ამოტრიალებული დაიდება მაგ მაგიდაზე, ფანქრით შეიძლება ზუსტად შუაში პატარა ხაზი გაესვას და დანარჩენს უკვე სწორად ვერტიკალურად მოძრავი სახვრეტი თავი გააკეთებს. წესით რამდენიმე წუთის საქმეა. მე სამწუხაროდ რაიმე ეგეთი დანადგარი არ მაქვს თორემ უსიტყვოდ შემოგთავაზებდით მაგ საქმის გაკეთებას. 5) მაგაზე მეც ვიფხანდი თავს და მანდ არა მარტო ასვინცოვკის საკითხია კიდევ მინიმუმ 2 ფაქტორი დაემატება, ერთი ის რომ ახალი თოფია და კლაპანში ჯერ ცოტა, მაგრამ ქარხნული ტაოტია, მეორე კი ის რომ მაინც ზამთარია და კაკრაზ ეგ ტაოტი ცოტა არ იყოს შედედებული იქნება. ნორიკამ რომ მათხოვა თოფი რეპორტისთვის იმ დროისთვის უკვე ოხრად ჰქონდა გასროლა გაკეთებული და კლაპანიც და ლულაც უკვე მომჯდარი იყო. ასე რომ მაგ თოფსაც ხელახალი პოდიუმზე გასვლა მოვუწყოთ ასე ერთი კოლოფი ტყვიების დაცლის მერე, და დიდი იმედია რომ უფრო ობიექტურ ინფორმაციას მივიღებთ. თუ შეიცვლება სიჩქარეები ხრდის მხარეს, ესეიგი მოჯდომა იყო საჭირო, თუ არა და ... და... ნუ ჯერ არ ვიცი მაგაზე ჯერ პასუხი არ მაქვს ![]() 6) კი ტავისთავად, მაგრამ გააჩნია მოთხოვნებს, აგერ ნორიკამ საერთოდ ამოყარა შრაუდერიდან პლასტმასის ჭიქები, გემრიელად ხმაურობს მაგის თოფი, მაგრამ მაინც არ აინტერესებს ეგ პრობლემა ![]() ![]() 7) ნუ მანდ ვერაფერს ვიტყვი, მეც მთლად არ მომწონს მარცხენა მხრიდან ჩატენვის იდეა. იმიტომ რომ თოფი ეგრეთწოდებული "ცევიოს" ადგილზე მარცხენა ხელით გიჭირავს და უფრო ტავისუფალი მარჯვენა ხელია, რომლითაც მარცხნიდან ჩატენვა მთლად მოსახერხებელი მართლაც არაა... ნუ რავიცი, რატომღაც ეგრე გააკეთეს ინგლისელებმა. უფროსწორედ ვიცი რატომაც გააკეთეს, მარცხნიდან ჩადება, იმიტომ რომ მარჯვნიდანაა კლიპის სამოძრავებელი მექანიზმი. კლიპის ჩადება რომ მარჯვნიდან იყოს, მაშინ მექანიზმი მარცხნივგადმოვიდოდა და ლოყასთან და თვალთან იქნებოდა (იდეაში თვალთან მაგას დიდი რეაქცია არ აქვს, იმიტომ რომ მაინც ღია სამიზნეები არ აქვს, მარა).... 8) ეგა რბილი JSB-ის ბრალია, აი მაგ თოფიდან რომ CP იყოს 10.5 გრანიანი გასროლილი მაგ სიჩქარით მაშინ სულ დადირკავდა ყველაფერს ![]() ![]() მოკლედ გააჩნია რისთვის და რა აზრით გვინდა თოფი გამოვიყენოთ. თუ ჩემს მიერ მოგონებული ტერმინით ქვაბების და სკავაროდკების მოსანადირებლად, მაშIნ CP, ხოლო თუ ცოცხალი ობიექტების მოსანადირებლად მაშინ JSB. კონკრეტულად თქვენს თოფს CP-ს არ ვურჩევდი, მაგას LW-ს საფირმო ლულა აქვს, რომელიც დაფიცებულივით მხოლოდ JSB-ის ისვრის კარგად. ასევე ნაწილ H&N-ის ტყვიებსაც, არ გამოვრიცხავ რომ იგივე CP-ეც მშვენივრად გაფრინდეს, მაგრამ ტყვიების ხშირი ცვლა კარგი არაა არც ლულისთვის და არც სიზუსტისთვის, და ტან გადასაწყვეტია, რისთვის ვიყენებთ თოფს, რკინა შიფერის სახვრეტად თუ..... ![]() 9) ნუ მანდ საერთოდ ჩუმად ვარ ![]() ისე მთლიანობაში გაამართლა თოფმა თუ რაიმე ხინჯი დარჩა მაინც? ნუ ტიპა - აი ნიტრო რომ მეყიდა უკეთესი იქნებოდა, ან რაიმე მაგდაგვარი....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th June 2025 - 08:05 AM |
Hosted by Pro-Service |