|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jan 17 2011, 11:48 AM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ახალ თემას ვხსნი, იმიტომ რომ, გავარკვიე რომ კანონი შეიცვალა: მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ანუ ამოვარდა 4.5მმ-ზე მეტია. სამწუხაროდ რა არის "შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს" ჯერ ვერ გავიგე
| |
| > |
|
|
![]() |
Feb 2 2012, 12:58 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ესეიგი რადგანაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ აქ მინდა ერთი აღმოჩენილი ინფო შემოგთავაზოთ.... არ ვიცი რაიმეს მომტანია თუ არა, მარა რავარც ირკვევა 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაბარდა მეტეოროლოგიის სამსახურს იარაღების სპეციფიკაციების ამბავი. მოკლედ გუგული ბიძიას მეშვეობით შემთხვევით წავაწყდი აი ამ დოკუმენტს , რომლიდანაც ირკვევა რომ 27 ოქტომბერს რანცხა სხდომა კიდო ჰქონიათ და ბნლომათ რაცხაზე თავი მოუფხანიათ თავის მოფხანის შედეგად ჩვენ გვაინტერესებს ამ დოკუმენტის მესამე განხილვის პუნქტი როპმელიც რეალურად იწყება მე-5 გვერდზე და მტავრდება მე-6 გვერდზე. მე-6 გვერდზევე ნახსენებია რომ დანართ 7-ში არის ყოლიფერი აღწერილიო, ვეძებთ მაგ დანართს და იმავე დოკუმენტის 172-ე გვერდზე ვნახულობთ: ციტატა საქართველოს კანონი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (თბილისი,2003 წლის 8 მაისი. N 2264 – IIს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.”. 2. კანონის 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. 3. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სსიპ _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”. 4. კანონის 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანუ დავიწყოთ სათითაოდ განხილვა.... 1) მესამე მუხლის მესამე პუნქტი იცვლება, ადრე იყო: ციტატა მუხლი 3. იარაღის სახეები 1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი. 2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. 3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს. მოკლედ წითლად გამოყოფილი ახლა იცვლება აი ამაზე 3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.”. განმარტება ასეთი გამოდის - თუ ამ სააგენტოს სპეციფიკაციებში არ ჯდება რაიმე მოწყობილობა, მაშინ ის იარაღად არ ითვლება, მაგალითად ტრაქტორის სპეციფიკაციები არ შეესაბამება ამ სააგენტოს მიერ აღწერილ წესებს, შესაბამისად არ არის იარაღი. სხვანაირად რომ ვთქვათ, პნევმატური თოფები რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ აის არანაირი სპეციფიკაციით აღწერილი, შედეგად არ არის იარაღი, კაცმა არ იცის ხელში რა გვიჭირავს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს იარაღი არ არის - სედებილის მწვერვალია! კაი გავაგრძელოთ, მეორე ცვლილება: ციტატა მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება 1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას. 2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. 3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. მთლიანად იცვლება აი ამაზე: მუხლი 14. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს (იმენნა უნდა დაამტკიცოს, პირდაპირი ამათი მოვალეობაა რასაც 1.5 წელია ვერ აკეთებენ, პრეზიდენტს აღარ უნდა წარუდგინონ და არავისთან არარ უნდა შეათანხმონ!) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე ცვლიელბაში ნახესენებია მე 19 მუხლის მე-4 პუნქტი, რომ არ აგებნეთ თავგზა გთავაზობთ რა ჯანდაბაა მე-19 მუხლი - მუხლი 19. იარაღის შეძენა შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღის ვადაში. ნუ ეს ყველაფერი ჩვენ გვახატია, მთავარია ახალ რედაქციაში შესული მე-3 პუქნტი, ანუ 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. კაიხანია მიტრიალებს თავში აზრი ადრე ვიცხა GEOSTM-ი რომ იყო შემოსული რაცხას ეძებდა ვერ ეძებდა, გაარკვია ვერ გაარკვია... მოკლედ ჩვენ ხომ არ დავადგეთ მეთქი? თუ ვერ აყალიბებენ დავეხმაროთ თუ შსს აჩმახებს ადამიანურად მაინც თქვან რომ იმათი ბრალია და აგერ ჩვენ ეს გვაქვს გაწერილი.... კაი შემდეგი ცვლილება, ადრე იყო: ციტატა მუხლი 18. იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზიის გაცემის საფუძველი თუმცა მეორე პუქნტი ამ კანონს საერთოდ არ აქვს მემგონი ან ნამეტანი ძველი რედაქციის კანონი მაქვს ხელთ, სავარაუდოდ იგულისხმება აი ეს პუნქტი: ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოკლედ აწი ეს პუნქტი ყალიდება შემდეგნაირად “3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სსიპ _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ანუ შენობის შესახებ საბუთს რაცხა სხვა კანტორა გასცემს, ნუ იდეაში ეს ჩვენ დიდად არ გვაღელვებს. და ბოლო ცვლილება, ანუ იყო ციტატა გარდამავალი დებულებანი მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები პირველ პუნქტს გამოვტოვებ და პირდაპირ მეორე პუნქტიზე გადავდივართ [color]2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ: ა) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება "იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ"; [/color] შეიცვალა აი ამით: ,,ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ;“ მართალი გითხრათ რა იცვლება ამით მე ვერ გავიგე, მგონი იგივე წერია.... მტააკ მთავარი მგონი მაინც რჩება რამდენიმე ფაქტი: 1) ცვლილება ბოლოს მიღებულია 2011 წლის 27 ოქტომბერს, ანუ 3 თვის წინ 2) მთელი კანონმდებლობა ხელს ახოცავს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 3) იარაღის სპეციფიკაციები თუ არ აქვს ამ ორგანიზაციას ჩამოყალიბებული მაშინ ნივთი იარაღად არ ითვლება, მაგალითად ხვალ გამოვიგონებ პროტონულ რეი განს და მისი სპეციფიკაციები თუ არ ექნებათ და ეს იარაღი თუ არ იმოქმედებს სტანდარტული პრინციპებით (ხელში დაიჭირე, დაუმიზნე ესროლე და გაანადგურე, არამედ იქნება რაცხა ტვინში ჩასანერგი პრიმოჩკა რომელიც გაფიქრების შედეგად კონტინენტს ააბოლებს), მაშინ ეს ნივთი და ტექნიკა არ ითვლება იარაღად, შედეგად რა გვიჭირავს ხელში არავინ არ იცის. ანუ ისევ არასერიოზული დამოკიდებულება პნევმატურ იარაღთან (ნუ ტიკა, კისტის თოფია რა კარგით რა, რა გაგვიტრაკეთ საქმე, რაცხა კუანა ტირის თოფია ბლინ.) 4) კონკერტულად საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეეტენა პნევმატური იარაღის სპეციფიკაციების ჩამოყალიბება და დამტკიცება, არსად არაა ნახსენები შეათანხმმოს შსს-თან და ასე შემდეგ, ასე რომ წესით ან უნდა დაარეგულიროს, ან ხმა უნდა ამოეღო მათ წარმომადგენელს შესაბამის სხდომაზე. დააკისრეს ახლა უნდა გააკეთონ. მე სამსახურში სხვა კი არაფერს მიჩალიჩებდნენ, ჩემს გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩემს განყოფილებას რა ეტენებოდა გასაკეთებლად და სულ არ აინტერესებდათ ჩემი თავის მართლება უნდა გამეკეთებინა და მორჩა. სხვა რა გზა მქონდა ვაკეთებდი მოკლედ აბა გადახედეთ ნახეთ თქვენს ხელთ რა კანონის რედაქციები გაქვთ რაიმე აზრები გაქვთ თუ არა ხომ არ იცით სადაა ეს საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განთავსებული... ბოლო ბოლო მე მივაკითხავდი გავიკითხავდი რაიმეს მაინცა - თორემ პრეზიდენტმა არც კლუბი, არც ასოციაცია, არც კოოპერატივი და არც ფოხანი არ გვაღირსა... ტფუ ნა ნეგო
| |
| > |
|
|
gregory ცვლილებები კანონში Jan 17 2011, 11:48 AM
cz80 ციტატა(gregory @ 17th January 201... Jan 17 2011, 11:50 AM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(cz80 @ 17th January 2011 ... Jan 17 2011, 11:51 AM
giga_st ალბათ აქცენტია იმა... Jan 17 2011, 11:54 AM
iorama თუ ტექნიკური მახას... Jan 17 2011, 11:54 AM
cz80 ციტატა(gioxashuri @ 17th January ... Jan 17 2011, 11:56 AM
gregory საჯარო სამართლის ი... Jan 17 2011, 11:57 AM
giga_st ოჰო ჰოო დაიძაბა სი... Jan 17 2011, 11:59 AM
ilariona რა მაინტერესებს იც... Jan 17 2011, 12:02 PM
gregory ციტატა(giga_st @ 17th January 201... Jan 17 2011, 12:11 PM
Jah ოოოეს კარგი ინფო...
... Jan 17 2011, 12:12 PM
foxi თუ ევროპელობა გვინ... Jan 17 2011, 12:13 PM
nihontoman მე კიდე მგონია ამე... Jan 17 2011, 12:16 PM
bazuka დაენzრა ჰაცან 125-ს???? Jan 17 2011, 12:20 PM
foxi bazuka
როდეს ბლატაობდ... Jan 17 2011, 12:26 PM
Jah ციტატა(bazuka @ 17th January 2011... Jan 17 2011, 12:27 PM
gregory ეხლა დავადგინე, რო... Jan 17 2011, 12:58 PM
foxi სანამ არ ჩამოყალიბ... Jan 17 2011, 01:04 PM
ja_ja მდააა მაგარი თავსა... Jan 17 2011, 02:45 PM
cz80 წინასწარ ნერვების ... Jan 17 2011, 02:54 PM
gregory სამწუხაროდ კანონი ... Jan 17 2011, 06:08 PM
iorama ციტატა(gregory @ Jan 17 2011, 07... Jan 17 2011, 07:43 PM
koknar gregory
მშვილდებზე რა ხ... Jan 17 2011, 06:52 PM
gregory ციტატა(koka @ 17th January 2011 ... Jan 17 2011, 07:38 PM
VTEC ციტატა(iorama @ 17th January 2011... Jan 17 2011, 09:00 PM
ja_ja VTEC
ციტატა(VTEC @ 17th January ... Jan 18 2011, 09:35 AM
giga_st ციტატა(ja_ja @ 18th January 2011 ... Jan 18 2011, 09:49 AM
ilariona და რატომ ნერვიულობ... Jan 18 2011, 10:09 AM
gregory ციტატა(ja_ja @ 18th January 2011 ... Jan 18 2011, 10:22 AM
ilariona ilariona
არასწორად ჩამო... Jan 18 2011, 10:34 AM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 18th ... Jan 18 2011, 12:10 PM
ilariona თუ გაფორმება არ იქ... Jan 18 2011, 12:47 PM
cz80 ციტატა(ilariona @ 18th January 20... Jan 18 2011, 01:20 PM
ilariona ციტატა(cz80 @ Jan 18 2011, 02... Jan 18 2011, 01:51 PM
koknar ვაა რა წესია ჯერ კა... Jan 18 2011, 02:08 PM
Davitus დარცი მაგარია, 4.5 კა... Jan 18 2011, 03:00 PM
ReMiNgToN ოჰ ნეტა არ მოუწიოს ... Jan 18 2011, 06:38 PM
Power_VANO geojorjika
Jah
სპიმა ხომ არ... Jan 18 2011, 09:44 PM
foxi იქნებ გამარკვიოთ რ... Jan 19 2011, 01:25 AM
Jah ციტატა(Power_VANO @ 18th January ... Jan 19 2011, 10:21 AM
tengo ციტატა(Jah @ 19th January 2011 ... Jan 19 2011, 10:47 AM
gregory foxi
„იარაღის შესახე... Jan 19 2011, 11:13 AM
Jah დავიწყე კითხვა და ... Jan 19 2011, 11:23 AM
Power_VANO Jah
ციტატა(Jah @ 19th January 20... Jan 19 2011, 11:24 AM
gregory ციტატა(Power_VANO @ 19th January ... Jan 19 2011, 11:27 AM
Power_VANO gregory
და აბა მაგ კანო... Jan 19 2011, 11:31 AM
giga_st ციტატა(gregory @ 19th January 201... Jan 19 2011, 12:47 PM
zorg80 მოკლედ ძმებო მაგარ... Apr 26 2011, 03:07 PM
giorgi05 zorg80 გასაგებია შენი ... Apr 26 2011, 03:46 PM
Quick zorg80
მე არ ვარ ძალიან... Apr 26 2011, 04:27 PM
Jah ციტატა(Quick @ 26th April 2011 ... Apr 26 2011, 04:31 PM
foxi zorg80
თუკი ამდენი ბრძ... Apr 26 2011, 04:34 PM
zorg80 ციტატა(foxi @ Apr 26 2011, 05... Apr 26 2011, 05:43 PM
ja_ja zorg80
ციტატა(zorg80 @ 26th Apri... Apr 26 2011, 06:53 PM
foxi ja_ja
100%
zorg80
გამოაქვეყ... Apr 26 2011, 07:10 PM
zorg80 საწყენად არ გეუბნე... Apr 26 2011, 07:33 PM
giorgi05 zorg80წერილი პირადული... Apr 26 2011, 07:53 PM
geojorjika მაა, კაი მორჩით , მა... Apr 26 2011, 08:39 PM
ja_ja zorg80
ციტატა(zorg80 @ 26th Apri... Apr 26 2011, 10:09 PM
zorg80 ციტატა(ja_ja @ Apr 26 2011, 11... Apr 27 2011, 10:10 AM
giorgi05 მოქმედებაში შევიზ... Apr 27 2011, 10:22 AM
geojorjika დადგენილია უკვე და... Apr 27 2011, 11:46 AM
ja_ja zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th Apri... Apr 27 2011, 01:30 PM
ja_ja ბლიაძ!, ვინმემ შეზ... Apr 27 2011, 01:37 PM
zorg80 ის რომ კანონპროექტ... Apr 27 2011, 01:57 PM
giorgi05 ყველამ ჩვენსას ვეც... Apr 27 2011, 02:22 PM
ja_ja zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th Apri... Apr 27 2011, 03:03 PM
zorg80 ციტატა(ja_ja @ Apr 27 2011, 04... Apr 27 2011, 09:21 PM
ja_ja zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th Apri... Apr 28 2011, 09:53 AM
ilariona ციტატა(ja_ja @ 28th April 2011 ... Apr 28 2011, 10:03 AM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 28th ... Apr 28 2011, 10:54 AM
giorgi05 ja_jaციტატაყველას უხ... Apr 28 2011, 11:16 AM
ilariona ციტატა(ja_ja @ 28th April 2011 ... Apr 28 2011, 12:22 PM
Davitus ilariona
მეც ზუსტად იმი... Apr 28 2011, 01:21 PM
ilariona Davitus
ციტატა(Davitus @ 28th A... Apr 28 2011, 02:52 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(ilariona @ 28th April 2011... Apr 28 2011, 10:50 PM
ilariona ციტატა(gioxashuri @ 28th April 20... Apr 29 2011, 06:28 AM
ja_ja მოკლედ მემგონი უნდ... Apr 29 2011, 10:29 AM
bazuka ჩემი აქტივობა 0-ის ტ... Apr 29 2011, 11:42 AM
ja_ja bazuka
შენ მოკლედ ცხოვ... Apr 29 2011, 12:00 PM
koknar ja_ja
ეგ კარდიოგრამაა Apr 29 2011, 12:02 PM
bazuka პრინციპში ეგრეა რა... Apr 29 2011, 12:33 PM
masteroff გა და დე ქი გა და დე... Apr 29 2011, 09:12 PM
ilariona masteroff
ციტატა(teimuraz @ 29th... Apr 30 2011, 08:05 PM
levanib აბა არის რაიმე სია... May 16 2011, 07:35 PM
zorg80 ციტატა(levanib @ May 16 2011, 08... May 21 2011, 12:30 PM
nso ჩვენ ხომ ერთი მინი... May 21 2011, 06:36 PM
geojorjika 4.5 და 16 ჯოული , მოკლედ... May 21 2011, 07:20 PM
nso მიიღონ დ ამოგვასვე... May 21 2011, 08:36 PM
parna welcom back to (კისტის თოფი) Jun 8 2011, 09:31 AM
rekshet გამარჯობათ ახალი ა... Oct 10 2011, 10:12 PM
sekurifa მგონი ჯობია ჯერ ძლ... Oct 11 2011, 11:36 AM
kezsh აუუუუუუუუუუუუუუ გ... Nov 23 2011, 08:33 PM
amon გამარჯობათ
რატო ჩ... Dec 24 2011, 02:42 PM
kaka8079 ja_ja
მისამართი ვერ ვ... Feb 2 2012, 01:15 PM
kaka8079 მისამართსაც მივაგ... Feb 2 2012, 01:22 PM
rekshet ქ. თბილისი, 0141, ჩარგლ... Feb 2 2012, 01:36 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 2nd February 2012 ... Feb 2 2012, 02:14 PM
ilariona ახლა მობილურზე დავ... Feb 2 2012, 03:50 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th November 2025 - 01:38 AM |
| Hosted by Pro-Service |