![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ არავისთვის საიდუმლო არაა რომ სხვა ქვეყნებში შეჯიბრებები ტარდება ხოლმე, მოდით ამ თემაში ჩამოვყაროთ მათი გასვლები (ოღონდ ქეიფი და ყვავების ხოცვა არა, მხოლოდ სპორტული და ცივილიზებული შეჯიბრებები). ერთერთია სეთი არის, ბელგიაში ჩატარებული შეჯიბრი, წელს ზაფხულში, ვისაც სიამოვნების მიღება გინდა ღონისძIების მსვლელობის შესახებ შეგიძლიათ ამ ბმულის მეშვეობით დატკბეთ. მთელი ფოტო ალბომია 310 სურათისგან შემდგარი, არის რამდენიმე დღიანი შეჯიბრი FT-ში, ნახავთ რა ცივილიზებურ სამყაროში და რა ლამაზ ადგიელბში ტარდება შეჯიბრი.... შეიძLება მათი გამოცდილების გაზიარება, სამწუხაროა რომ ჯერ ჩვენთან არ არსებობს, რაიმე ორგანიზაცია, რომელიც მოვლილი ადგილებს ფლობს. ნუ მართალია არც იმდენი ვართ ჯერჯერობით რომ იმდენი ფული აიკრიბოს რომ ეგეთ ლამის პანსიონატის კარმიდამოში ჩატარდეს შეჯიბრი... მარა რა იცით რა იცით, ბელგიაც დიდია არაა მარა ნახეთ რას შობიან.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მდააა, ესეიგი ყველა მაგარია რა ყველას უნდა FT-ს მოწყობა და მონაწილეობა და ადრე თემა რომ მქონდა მე და ბექას გაკეთებული სამიზნეები გავაკეთოთ მეთქი, ჯერ იყო და ლამის 3-3 ცალი მინდაო იძახოდა ყველა და ბოლოს კაციშვილმა არაფერი არ გააკეთა. სანამ ტყეს და წესებს ჩამოაყალიბებთ სამიზნეებია საჭირო, ეგ კი უფასოდ არ გამოვა, შეჯიბრისთვის მინიმუმ, სულ მინიმუმ 25 ცალია საჭირო! ცალის ფასი უცხოეთში არის 20$ პლიუს ერთი მაგდენივე ჯდება ჩამოტანა, აქ გაკეთებული სადღაც 40 ლარი გამოგვდიოდა მგონი, მაგრამ გინდაც 40 ლარი იყოს, აბა 40 გაამრავლეთ 25-ზე.... რა თანხაა... ჯერ ეგ თანხაა საჭირო რომ გაკეთდეს სამიზნეები, ან თანხა თუ არა მაშინ საჭიროა რომ იმ თემაში რეალურად ხალხმა თავისთვის დაიადოს ეგეთი სამიზნე და შეჯიბრის დროს მოიტანონ ხოლმე, ან წინა დღეს ორგანიზატორებს მიაწოდოს რომ მოხდეს, მათი განთავსება ადგილებზე და ბილიკების გამოყოფა მოხდეს. რაც შეეხება წაღვერს და ასე შედმეგ, კი კაია, და აქ მოყვანილ სურათებზეც ხედავთ რომ კაი ტყე და პირობებია, მაგრამ სურათებზე ცალკე კლუბია მოყვანილი, ტყის მასივი, როემლიც ასევთქვათ დაიქირავა სასტავმა და გარკვეულ დღეებში ატარებენ შეჯიბრს, იმ დღეს სხვა იქ არავინ დაყიალობს, წაღვერში ტყეშI რომ ამბობთ შეჯიბრიო, რამდენი გზად მობოდიალე იქნება? რამდენ ბუჩქებში მოსექსავეს მოხვდება სამკურნალო ადგილზე ასხლეტი ან პირდაპირ გასროლილი ტყია? სურვილი კაია, მაგრამ ეგეთი თუ გაკეთდება, როგორც სურათებზეა, სერიოზული და ზედმეტი გადახვევების გარეშე უნდა იყოს, არანაირი საღამოს ქეიფი და მწვადები. დღის განმავლობაში შეჯიბრი, დილიდან ინსტრუქტაჟი, მერე სროლა, შუადღეზე პატარა წახამსება ბუტერბროტებით და გაგრძელება, საღამოს ყველა კეცავს ყველაფერს და ამ ცალკე გადადის საჭმელ სასმელ ადგილზე (სადაც თუნდაც მწვადები და ღვინო იყოს, პრობლემა არაა), მაგრამ გამოთრობა და კაცზე 0.5 ლიტრა არაყი მიუღებელია, იმიტომ რომ ის 25 მიზანი მეორე დღესაც უნდა მოიხსნას, და მხოლოდ ამის მერე მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა! კაროჩე სანამ ეგ ყველაფერი რეალურად გაკეთედება მანამდე ბევრი ორგანიზაციული საკითხია გასარკვევი, იქ რომ ვიღაცას სადღაც რაღაც არ მოხვდეს, რომ დასვენება ვიღაცას არ ჩაუშხამო, პატრული უაზროდ არ დაგვადგეს, ღრიანცელი არ იყოს.... sekurifa დიდი თხოვნაა შემდეგში ამოდენა ტექსტს რომ დაწერ, დააცილე ტექსტი, აბზაცები გააკეთე, თორემ ერთად მიტყეპებული კუბიკი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. საჭიროა დიდი და დეტალურად გაწერილი ტექსტი, მაგრამ კითხვადი გახადე, მეტი არაფერია საჭირო. ამჯერად მე გავუკეთე შენს ტექსტს დაცილებები, შემდეგშI გაითვალისწინე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2025 - 01:57 AM |
Hosted by Pro-Service |