![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
კროსმანის საიტზე შევამჩნიე რაღაც წარწერა nitro piston, coming in june 16... ძალიან დამაინტერესა :blink: მოკლედ დღეს შევედი პირამიდის საიტზე და ჰოი საოცრებავ, თურმე ეს ნიტრო რაღაცა ყოფილა კროსმანის ახალი ზ.დ.პ. ჰაერის პრუჟინაზე- თეობენის ზ.დ.პ-სავით :o კონდახზე წერია რომ ნახშირბადოვანი ბოჭკოაო(ეჭვი მეპარება მთლიანად ნახშირბადოვანი ბოჭკო იყოს, მარა მგონი მართლა რაღაც ნაწილები ეგ მასალაა. ესეც ერთი სიახლე კროსმანისაგან ![]() იმედია ფასის მომატებასთან ერთად ხარისხიც გაიზარდა და რადგან ფასმაც კარგად აიწია (350$) ![]() მოკლედ სულ მინდოდა კარგი ზ.დ.პ. ჰაერის ზამბარაზე და თუ გაამართლებს ჩემი შემდეგი სამიზნე(ვაირაუხის შემდეგ რათქმა უნდა) ნამდვილად ეს იქნება... აი იმედის მომცემი სურათებიც: ![]() ![]() ეს ვერსია კონდახის "ციფრული კამუფლაჟით" მაგარი მომეწონა: ![]() ჰა რას იტყვით დისცოების მფლობელებო, დისკოსავით კარგი რო იყოს ღირს თუ არა ეს ზ.დ.პ ამდენი?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman მოკლედ ძალიან ბევრი რიტორიკული უაზრო კამათი გამოგვდის, მოდი უაზრობებს შევეშვათ და ასე გიპასუხებ როგორც რიგითი discovery-ს მფლობელი ვთვლი, რომ კარგი პროდუქტია, მაგრამ ხელის შევლება უნდა, შესრულება საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგივე განმეორდება ყველა პროდუქტზე (თუნდაც იგივე დისკოზე) საერთოდ კროსმანში ამბობენ ლულებია სუსტიო, შენს კონსრეტულ შემთხვევაში არ ვიცი რა და როგორი ლულაა (სუსტში იგულისხმება წვრილი ლულა, დისკოვერის წვრილთან ერთად აქვს კიდევ ერთი რამ, კუთხვილები ლულაში სუსტადაა გამოხატული სხვა იარაღებთან შედარებით). რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ინფორმაციიდან შენს მიერ მოყვანილ თოფთან დაკავშირებით? მემგონი არანაირის. ასე რომ, რომც შევეშვათ pcp-სა და ზ.დ.პ.-ს შედდერებებს, მაგთ განსხვავებებს და სხვა პარამეტრებს, მაინც უაზრობა ინფორმაციას ვიღებთ როდესაც 2 სხვადასხვა მოდელს ვადარებთ ერთმანეთს. თუნდაც იგივე მწარმოებლისას. რაფერ გითხრა ღირს ან არ ღირს, მეთქი? რომ მკითხო დისკოზე - დაუფიქრებლად გეტყვი ღირს თავისი ფული მეთქი. ეგ თოფი კი არ ვიცი, ვერ გეტყვი, რაფერ ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა იმ პროდუქტზე რაც არ მინახაი და არ გამისინჯია??? რომ გითხრა ღირს მეთქი ჩამოვიდეს და შენ არ მოგეწონოს, იმიტომ რომ სულ სხვა იმედებს ამყარებდი, მერე....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 08:07 AM |
Hosted by Pro-Service |