Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Air Arms s510 - სრული განხილვა, ინგლისელი სერები, პერები, ლორდები და... |
Oct 7 2011, 11:04 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
წაკითხვის წინ სასურველია ძირს მოცემულ მელოდიას მოუსმინოთ რომ შესავლისთვის საჭირო განწყობა შეიქმნათ. აფრენილი ჩიტის სიმაღლიდან შორს მოჩანს ავსტრალიის გრუნტიან გზაზე მიმავალი ჯიპი, რომელიც უკან მტვრის ვეებერთელა კვალს ტოვებს... - დილის გრილი ნიავი სახეში ბედნიერად მიბერავს, ჩემი ღია ჯიპი მშვენივრად მიჰქრის ავტრალისს ბუშში, გზად გაოცებული სახის მქონე კენგურუები მხვდება.... - მზე ჯერ არ არის ზეცის მწვერვალში და იმედია შუადღემდე ადგილზე ვიქნები, იქ კი ჩემი ლამაზმანი ინგლისელი შეასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას... ლეონარდ ლონგარმი ლონდონი, ნისლიანი დღე თენდება, თავის საყვარელ ტყავის სავარძელში მოკალათებული ჯენტლმენი ჩასუქებული გრძელბეწვიანი კატით მუხლებზე და მარჯვენა ცერა თითზე ვეებერთელა ოქროს ბეჭდით... წინ ეკრანი სადაც ზედხედიდან მოჩანს ლეონარდის მანქანა მტვრიან გზაზე... - დავალება გადაცემულია, შემსრულებელი ცივსისხლიანი მკვლელია, დავალება შესრულებული იქნება, დაერხა ჯეკს , დაერხა და თან მწარედ, დღეს მისი ბედნიერების ბოლო დღეა. დევიდ ბეილორდი ავსტრალიური დღე, ბუშში, ინგლისიდან გადმოსახლებული ჯეკი იყურება თავისი სახლიდან რომელიც პრერიის შუაგულში მდებარეობს და ტკბება მოგვარეების წყნარი ფუსფუსით... - მშვენირი დღე თენდება, ვიცი რომ დღესაც მომიწევს ბევრი ჩალიჩი, მაგრამ დაქირავებულ მკვლელებს დღეს სიურპრიზი ელით, მთელი კლანი მზად ვართ სნაიპერის დასახვედრად, ჯერ კიდევ საკითხავია ვის გაუმართლებს დღეს... და ჯეკ რობერტსონი ლეგენდარულ მოთხრობაში ლიცენზია მკვლელობაზე! Fast Forward ->> კოალა ევკალიპტის ხეზე, კენგურუ ბუჩქებში, სტრაუსი მირბის თავქუდმოგლეჯილი მინდორში... ლეონარდის მანქანა მიჰქრის გზაზე....ჯეკი გარბის სახლიდან... დევიდი თანამგზავრით უყურებს ყველაფერს... თანამგზავრს ღრუბელი უშლის ხელს... ლეონარდს გზაზე ორმო ხვდება და მანქანა ცალი საბურავით ორმოში ვარდება... ჯეკი ხედავს ჰორიზონზე ამოვარდნილ მტვერის ღრუბელს... მოდიან! ლეონარდი გინებით მიდის მანქანის საბარგულისკენ და იღებს პლასტიკატის კეისს... ლორდ დევიდი ნერვიულობს და ეკრანს მუშტებს ურტყავს... ჯეკი ახლოს არსებულ მისის ბიქსის ბოსტანში გადარბის... Play მაშ ასე, ლიცენზია ჯიბეშია, თოფი უკვე გადმოღებულია მანქანიდან და კეისი გახსნილი. ესეც ჩემი ლამაზმანი ინგლისელი, საუცხოო ბრიტანული შედევრი, ლამაზი, ჩუმი, საუკეთესო დამუშავებით და შეპირებით რომ ტყვია ტყვიაში ჩაჯდება. ეჭვიც არ მეპარება, დღეს პირველად არ მიწევს ამ იარაღის გამოყენება, ჩემს AA510-ს ჯერ არ უმტყუნია ჩემთვის. მე არ ვიყო დაქირავებული კილერი, თუ დღეს მე და ჩემმა ჰაერ-მკლავ 510-მა ჩაბარებული ამოცანა არ შევასრულოთ. ადგილი შერჩეულია კაიხნისწინ. მე იმ ხალხს არ განვეკუთვნები ვინს სამუშაოდ მოუმზადებელი მიდის. 2 კვირა თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებს ვსწავლობდი, ვიცი ყოველი ნაკვალევი უახროესი 1 კილომეტრის რადიუსში, ვიცი როდის და საიდან გამოვა ჩემი მსხვერპლი... ჰოო დავხედოთ საათს.... კი ეგაა 10 წუთში ზეიმი დაიწყება და მე ჩემი შესრულებული ამოცანით დავბრუნდები ლონდონში იქ კი დარჩენილი თანხა მელის, მაშ ასე დავაყენეთ ოპტიკა, ბიპოდი გავშალეთ, სადაა პარალონი... აჰა აგერაა, ჩემი სამუშაო მიმართულება აი იმ მიმართულებითაა და დროა ჩავუსაფრდეთ.... Fast Forward ->> ... - ვერ წამიხვალ ... ... ... - ფეხებსაც ვერ მომ... ... ... - და ნიახურ.... ... - სადაა ეს ურჯულო დაქ..... ... ... ... ... ... - აბა სადაა? და რომე... … … - საინტერესოა რისი იმედი გქონ... .... ... დავალება ჯერ არ... .... ელს ტყუილა არ აწ... Play თვითმფრინავი ტურბინების გამაყრუებელი ღრიალით ჩერდება ტრაპთან, იხსნება კარები და ლამაზი სტიუარდესა ღიმილით აცილებს ლეონარდს კიბეებისკენ... - ლამაზო, გააფრთხილე პერსონალი რომ ჩემი ბარგი, ლორდ დევიდის რეზიდენციაში გააგზავნონ. - დიახ ბატონო ლეონარდ ლეონარდი სპორტული მოქნილობით ჩამორბის კიბეებზე და ამასობაში რეკავს მობილური ტელეფონი... - დიახ სერ! - ლეონარდ თანხა უკვე გადმორიცხულია - სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა სერ! - ლეონარდ კიდევ გვაქვს ერთი დავალება შენთვის და შენი საუცხოო ინსტრუმენტისთვის - ისევ ჯეკ რებიტი? - არა ლეონარდ, რებიტების საქმე დამთავრებულია, ამჯერად აფრიკა, ინსტრუქციებს შენს კომპიუტერზე გადმოვაგზავნი. - ვადა? - სასურველია ახლავე შეუდგე, დასვენებისთვის დრო არ გვაქვს, ახალი თვითმფრინავი გამოგიყავი, რეაქტიული. - ძალიან კარგი ახლავე შევუდგები გზას. - მეხუთე ანგარი, ბორტი ნომერი 3583, პერსონალი გაფრთხილებულია ადგილზე ჩვენი ხალხი დაგხვდება. - გასაგებია ვიწყებ დაკვეთის შესტულებას... ლეონარდი სასწრაფოდ თიშავს ტელეფონს, ჯდება ტრაპთან მოწოდებულ მერსედესში და მძღოლს აცნობებს, მეხუთე ანგარი და ჩქარა... თვითმფრინავი მიწაზე დგომით უკვე დაღლილია, რეაქტიული ძრავები ღმუიან და მთელი აპარატის ტანს ცისკენ ექაჩებიან, მაგრამ ერთი მგზავრი აფერხებს მის ლტოლვას... თუმცა აი მისი მანქანაც... ლეონარდი გადმოდის, მანქანიდან სირბილით ადის ტრაპზე, პერსონალი უმალ კეტავს კარებს და თვითმფრინავი მოძრაობას იწყებს ასაფრენი ბილიკისკენ... ფორსაჟი, ღმუილი, გარბენა და..... რული იქეთ, რული აქეთ, ჰაერი იჭრება ზუზუნით და წუილით Africa – Tanzania ტრაპთან გაჩერებულ მანქანაში ზის ლეონარდი და ნოუთბუქზე საბოლოო ინსტრუქციებს იღებს. მანქანას უახლოვდება შეიარაღებული 2 პიროვნება და ლეონარდს ესალმება. - ყველაფერი მზადაა სერ, ბარგი სად არის? - ახლავე მოიტანენ... არჩერ სადაა ჩემი კეისი? - უკაცრავად მისტერ ლეონარდ, პატარა შეცდომა მოხდა, თქვენი კეისი სხვა რეისზე აღმოჩნდა... - უკაცრავად, ეგ რას ნიშნავს? - ჰიტროუს აეროპორტში შეეშალათ ბარგის მისმართი და სხვა რეისზე აიტანეს... - და სადაა ახლა ჩემი ინსტრუმენტი? - რაღაც პატარა ქვეყანაა სერ, სახელად Georgia, უკან დაბრუნება დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ თქვენს ტვირთს შეცდომით ერთი პიროვნება დაეუფლა... - დაეუფლა?... ვინ! - ზუსტად არ ვიცით სერ... მხოლოდ სურათი გვაქვს, აი ეს - მას ეძახიან Norica Dragon-ს სერ. ამბობენ არანაკლები ექსპერტიაო. ლეონარდი მანქანას მუშტს ურტყავს და გამწარებული მირბის ტრაპისკენ... - ბორტზე ყველანი სასწრაფოდ!!! move, move, move!... საბოლოო ადგილი Georgia, მიზანი Norica Dragon!!!… ბორტ გამცილებელი სასწრაფოდ კეტავს კარებს, თვითმფრინავი ღმუის და იწყებს მოძრაობას ასაფრენი ბილიკისკენ, აფრიკული ცხელი მზე კი მას უკნიდან ანათებს.... ცხელი აფრიკიდან, ცხელ თბილისში თბილისში წესით არანაკლები სიცხე უნდა იყოს (სანამ ამ სტატიას ვწერდი დაგვეწია თბილისური ცხელი ზაფხულიც ), მაგრამ მეორე წელია გაზაფხულიდან მოყოლებული წვიმს, ასე რომ ახლა აივანზე ვზივარ ჯინსის ქურთუკით და ამ თემას ვწერ. მაშ ასე ჩემო კეთილო მკითხველო იმედია იხალისე შესავალ მოთხრობაზე და თავი კილერის როლშიც ირგძენი. უბრალოდ მინდა ჩაგაწვეთო რომ ჩვენი კილერი ავსტრალიაში, ჯეკ რობინსონს კი დასდევდა, მაგრამ ინგლისურად ჯეკ რებიტი ქე იცით ვინაა, ასე რომ მაქსიმუმ რაც შესძელით ეს იყო კურდღლების მონადირება :-) კარგით ხალისი გვერდზე გადავდოთ და დავუბრუნდეთ დღევანდელ ჩვენს თემას.. მაშ ასე თქვენს წინაშეა მიმოხილვა ლეგენდარულ Air Arms S510-ზე. ბრიტანული ინჟინერიის შედევრი, სილამაზის უმწიკლო ნიმუში, საუცხოოდ მოფიქრებული დეტალები და... თუმცა მოდით ყველაფერს დეტალურად მივყვეთ. ეს ის იარაღია რომელიც ჩვენს ერთერთ ფორუმელს ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო ინგლისიდან, ხელები ყველას გვეფხანებოდა, FOXI კი ნერწყვებს ყლაპავდა, მაგრამ ბოლოს გაირკვა ის გარემოება, რომ ინგლისში მყოფი ინგლისური თოფის კალიბრი არის 5.5მმ, ჩვენი კანონმდებლობა კი დღემდე ისეთ ყრუ ორმოში ზის რომ საბჭოთა შეგნების ”კისტის თოფის” დროინდელი კალიბრის გარდა არაფერს არ ცნობს. მოკლედ შარშანდელი გაცნობა ჩაიშალა. წელს მაღაზია მაგნუმში ჩვენმა მეორე ფორუმელმა დაადგა ამ თოფს თვალი, შეიძინა საკმაოდ სარფიანად, თან უცნაურ პირობებში (დღემდე ლეონარდი და მისი გუნდი დასდევენ მოსაკლავად) და იმის მოლოდინში რომ უცებ შედევრის სახის მიმოხილვას დავწერდი 1 კვირით ჩამაბარა და დამიტოვა ანდერძი - აბა შენ იციო... წლევანდელი გაცნობა მე გავჭიმე დროში უსასრულოდ, მგონი 4 თვეა ამ თემას ვწერ , Norika ალბათ ჩუმად რომელიღაც ღობესთან მელოდება თავისივე თოფით ხელში . ასე თუ ისე დაადგა თემას საშველი და დროა მოვკალათდეთ სკამზე. ახლა კი რა დაგვჭირდება ამ თემის გასაცნობად: 1) როგორც წესიერ ბრიტანელებს სჩვევით მინიმუმ 1 ბოთლი შოტლანდიური ვისკი, შეგიძლიათ სოდიანით გააზავოთ, ყინული ჩაამატოთ, მაგრამ პირდაპირ ბოთლიდან არ დალიოთ (არაჯენტლემენურია, უფრო რუსულ ”პახაბშინას” დაემსგავსება თქვენი საქციელი), პატარა პორციებით ჩამოისხით ჭიქაში და მთელი სტატიის მანძილზე ნელ-ნელა მოწრუპეთ და ისიამოვნეთ 2) სიგარა - ერთერთი აუცილებელი არტიბუტია , თუ აქამდე არ ეწეოდით დროა საერთოდ დაივიწყოთ მოწევა 3) მუხლებზე გადაფარებული პლედი და საქანაო სკამი ბუხართან ახლოს, ვიცი რომ გარეთ ჯერ კიდევ ცხელა მაგრამ ტრადიციები ასე მოითხოვს. 4) სურვილი წაიკითხოთ ჩემი ნაბოდვარი და შესაძლებლობის და მიხედვით მიიღოთ სიამოვნება ან... ვინ, სად, როდის აქ წესით ბუ მჭირდება და მოჭიხვინე ცხენი სატრიალებლით, მაგრამ სადაა.... კაი მოკლედ დღევანდელი განხილვის თემა, გასაგებია რომ იქნება AA s510, მაგრამ დავიწყოთ ისტორიის ფურცლებით. თავიდან კომპანია Air Arms-ი ამ მოდელს არ უშვებდა, ისევე როგორც სხვა დღეისათვის ძლიერი პნევმო მწარმეობელი თავს ზ.დ.პ კლასის წარმოებით ირჩენდა, ასევე ირჩენდა თავს AirArms-იც. გავიდა დრო და კომპანია ნელნელა გადავიდა PCP კლასის წარმოებაზე. ერთერთი პირველი PCP მოდელი იყო S200, რომელიც იდეაში პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ცნობილია უფრო სხვა ფირმის მარკით, კერძოდ კი CZ 200S, ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ ჩეხეთში CZ-ს ქარხანა აწარმოებდა Air Arms-ისთვის თოფებს. სხვათა შორის ჩეხური სახელით გაყიდული ვერსია ცოტათი უფრო იაფი ჯდება. შემდეგ გამოვიდა უფრო ცნობილი სამომხმარებლო S400, რომელსაც მოყვა 10 ტყვიანი მოდელი S410 (ანუ კომპანიამ ამოირჩია სტრატეგია, უშვებს მოდელის ხაზს 4xx და ეს არის ერთ ტყვიანი ვერსია, ანუ მოდელი s400, თუ xx-ის მაგივრად ჩნდება 10, ესეიგი გათვალისწინებულია კლიპი 10 ტყვიით, მაგალითად მარკირება s410, ნიშნავს რომ იგივე s400 გაქვს შეძენილი, მაგრამ მას უკვე მოყვება კლიპი და შესაბამისი მექანიზმი კლიპის ავტომატურად გადატრიალებისთვის), ტექნოლოგიური განვითარების შემდეგ გამოვიდა ერთ ტყვიანი S500 და ბოლოს 10 ტყვიანი S510. გარდა ჩვეულებრივი s510-ისა კომპანია ასევე უშვებს TC მოდელს, ანუ 2 რეზერვუარიან ვერსია. გარეგნულად იარაღიც რომ შეხედავთ, განსაკუთრებით წინიდან.. გინდა არ გინდა კაცს გაგეღიმება, მაგრამ თუ გავითვალისწინებს თუ 2-მაგი რეზერვუარი 2-ჯერ მეტი გასროლების რაოდენობას უზრუნველყოფს... მოკლედ დაიკიდებთ ფორმას და.... გარდა აღნიშნული ვერსიებისა პარალელურად ფირმა უშვებს კონკრეტულად სპრტისთვის შემუშავებულ მოდელს სახელად EV2, ანუ ევოლუშენი, დღეისათვის უკვე მესამე მოდიფიკაციაა გამოსული, ანუ EV2 MK3. ყველაფერთან ერთად ასევე გამოდის მხოლოდ 16 ჯოულიანი განსხვავებული მოდელიც, ეს არის TDR-ი, ასევთქვათ დაშლადი მინი კარაბინი, რომელიც თავისი ჩანთით და მთელი სიყვარულებით იყიდება. შემოკლებული ვერსია TDR-ი, გამოდის მხოლოდ 16 ჯოულიან ვარიანტში გარდა PCP კლასისა ფირმა ასევე უშვებს ზ.დ.პ კლასის იარაღსაც, მაგრამ დღეს ჩვენ ეს კლასი არ გვაინტერესებს. ისე პატარაზე გადავუხვევ და ვიტყვი რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის და სიზუსტის ზ.დ.პ. კლასის იარაღებს უშვებს ფირმა, რომელიც არ ჩამოუვარდება გერმანულ HW-ს, ვიტყოდი სერიოზული, კონკურენცია მიმდინარეობს ამ ორ ფირმას შორის და დღემდე უცნობია რომელი უფრო კარგ ზ.დ.პ-ს უშვებს . მაშ ასე, ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმარი შუაგულ ევროპაში გამოდის, უმაღლესი დონის დამუშავებით. ისმის კითხვა ჩვენთან საიდანღა მოხვდა? სპორტული ნაირსახეობა EV2 ივგივე, ევოლუშენი, სხვადასხვა გაფორმებით ჩვენთან ჩამოიტანა მაღაზია მაგნუმმა, სამწუხაროდ მაღაზიას არ გასჩენია სურვილი გადმოეცა თოფი გასასინჯად და ტესტირებისათვის, ამიტომაც მოგვიწია ლოდინი სანამ რომელიმე ჩვენი ფორუმელი შეიძენდა და შემდეგ დათმობდა გარკვეული დროით რომ ჩემთან დარჩენილიყო თოფი 1 კვირით. შეძენა სხვათა შორის მთელი ბურუსით და კომიკური სიტუაციებითაა მოცული, მაგრამ მთავარი იდეა ისაა რომ თოფმა გაიარა ტესტირება, ფოტოსესია და დღეს მე მაკისრია დეტალურად მოგიყვეთ რა და როგორ მომეწონა, ან არ მომეწონა (როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩემს სუბიექტურ შეფასებებზე არ ვიქნები, მოგაწვდით მაქსიმალურად ობიექტურ შეფასებებს და კომენტარებს). აქვე ბოდიშს მოგიხდით, ტესტირება კაიხანია თოფმა გაიარა, უბრალოდ მე ვერ მოვახერხე 4 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ყველაფრის თავმოყრას და რეპორტის დაწერას. ტექნიკური მონაცემები პირველად როდესაც ამ თოფის შესახებ ვკითხულობდი პრაქტიკულად დორბლები მდიოდა ყოველთვის, ერთი ორჯერ ლამის ინტერნეტითაც გამოვიწერე ეს იარაღი (მაშინ თბილისის მაღაზიებში ეს ეგზემპლარი არ იყო შემოტანილი), მოკლედ მომწონდა ყველაფერი, ვნატრულობდი, აი დადგა სანატრელი დღეც დავიჭირე ხელში და.... და სრული შტილი ემოციების მხრივ. ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ თოფი არ მომეწონა, მომეწონა და თავის საქმესაც აკეთებს, მაგრამ ემოციური ტალღა სადღაც გაქრა. სწორედ იმ გარემობამ რომ თოფის ხელში დაჭერისას არ გამიჩნდა სურვილი, ერთი ცნობილი ქართული ფილმის გმირივით მეყვირა - ლა თოფია ბიჭო ლა თოფი! ... მოკლედ სწორედ ამ ნულოვანი ემოციის გამო გამიჭირდა რეპორტის დაწერა. რაღაცნაირად თოფი ყველაფერს აკეთებს, ყველაფერი ლამაზი აქვს, სრულყოფილია... რაღაზე უნდა დაწერო? მოკლედ ასე იყო თუ ისე როგორც იქნა ვაიძულე თავი და დავიწყე წერა... საოცრება იცით რა არის? ამ რეპორტის დაწერისას მოვიდა ყველა ის ემოცია რაც თავის დროზევე უნდა გამჩენოდა ტექნიკური დეტალები მაშ ასე ჯერ დავიწყოთ მშრალი ციფრებით მწარმოებელი - Air Arms Co. მოდელი - s510 კლასი - PCP კალიბრი - 4.5 მმ . ჩვენთან სხვა მაინც არ იშოვება და კანონიც ზღუდავს სხვა კალიბრს წონა - 3.100 კგ სიგრძე - 111.12 მმ ლულის სიგრძე - 19.5” (მეტრულ სისტემაში 49.53 მმ) შრაუდერი - აქვს, მაღალ სიჩქარეზე ეფექტურად ვერ მუშაობს კლიპი - აქვს 10 ტყვიანი, კომპლექტშჳ 1 ცალია ლულა - LW 12 მმ რეზერვუარის მოცულობა - 280 კუბური სანტიმეტრი ოპტიკის სამაგრი - 11 მილიმეტრი მერცხლის კუდი გადატენვის მექანიზმი - გვერდითა ბერკეტი (sidelever) სასხლეტი - 2 საფეხურიანი რეგულირებადი მცველი - აქვს არაავტომატური რედუქტორი - არ აქვს, მაგრამ ქარხნულადვე კარგადაა გამართული სიჩქარეების რეგულატორი - აქვს, საკმაოდ ეფექტური კონდახი - კაკალი, დამუშავებულია უმაღლეს დონეზე მანომეტრი - აქვს, მართალია უფრო მაჩვენებელს ჰგავს, მაგრამ არის დამტენი პორტი - წინა პორტი საკუთრი კონსტრუქციის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცარიელი ციფრებია, ზედმეტი ემოციების გარეშე. ახლა კი დროა ამ თოფის დეტალურ განხილვას შევუდგეთ. ლა თოფია ბიჯო, ლა თოფი... თოფს ხელში იღებ და ხვდები რომ ერთერთი საუკეთესო თოფი გიჭირავს ხელში, დეტალები საუკეთესოდაა დამუშავებული, არანაირი ზედმეტი ნაწიბური. ლითონის დეტალები მუქ შავი ფერითაა დაფარული, რეზერვუარი პრიალებს, იმიტომ რომ ლაქით არის დაფარული. კონდახი კაკლის ხისგანაა გამოთლილი, თუ ხელოვნების ნიმუში არაა,... მოკლედ არაფერი უკლია, ხის ნახატიც კი მშვენივრადაა ამორჩეული.... მოდით დავიწყოთ შედარებით, არ გამოვიყენებ Steyr-ს, გამოვიყენებ შესადარებლად ჩვენთან შედარებით გავრცელებულ Benjamin Marauder-ს. ზომები თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეადაროთ. როგორც ხედავთ სიგრძეში ორივე თოფი თითქმის ერთი და იგივეა, AA510 ცოტათი, უფრო სწორედ კი 3 სანტიმეტრით მეტია ცნობილ Marauder-ზე. 11 სანტიმეტრი 108-ს წინააღმდეგ (ნაკლები ზომა მარადიორის არის). განსხვავება გარეგნულად მაშინვე ჩანს კონდახში, აირ არმს შედარებით ნაკლები სიგრძის კონდახი აქვს, და მონტეკარლოს ლოყის ჩამოსადები მხოლოდ ცალ მხარეს აქვს უზრუნველყოფილი. ვერ ვიტყვი რომ ხე ძალიან მძიმეა, მაგრამ ერთი 200 გრამის ეკონომია უკვე აქ აქვს გაკეთებული აირ არმს. ჭკვიანურია და ვიზუალურადაც ლამაზად გამოიყურება. დამუშავებაც მშვენიერია, ჭკვიანურადაა მოფიქრებული მუქი ჩანართები კონდახში, თან აირ არმს აქვს გამოყენებული კაკლის ხე, მარადიორში კი სტანდარტული წიფელა არის გამოყენებული. ესეც კიდევ ერთი ჭკვიანური სვლა, კონდახი მსუბუქი გამოდის და უკეთესად გამოიყურება, აქ ბრიტანელებმა გარანტირებულად მოიგეს, ჯობია ცოტა ძვირი გადაიხადო და... კონდახის შემდეგ ყველაზე ხშირად თოფში ადამიანის ხელი ეხება სასხლეტს, ასე რომ მოდით ახლა სასხლეტი განვიხილოთ. სასხლეტი ძალიან კარგადაა შესრულებული, სასიამოვნოდ ედება ხელს, არის რეგულირებადი, ძალიან, მსუბუქი და აღჭურვილია არა ავტომატური მცველით. დიახ, დიახ, სასხლეტია აღჭურვილი მცველით. დააკვირდით მოყვანილ სურათს, ჩანს პატარა მრგვალი დეტალი, თუ მას გაწევთ მარცხენა მხარეს, ამ დეტალს გამოუჩნდება წითელი საღებავით შეღებილი ღიობი, ანუ თოფი მზადაა სროლისთვის. ხოლო თუ ამ დეტალს მარჯვნივ გაწევთ ამ შემთხვევაში სასხლეტი დაცულ პოზიციაშია და სროლა შეუძლებელია. დაცვის მექანიზმი ძალიან მარტივადაა მოფიქრებული, უბრალოდ გამოწეული დეტალი საშუალებას არ გაძლევთ სასხლეტი კაკვი ამოძრაოთ. მორჩა, არც მექანიზმის ჩაკეტვა არც სხვა რაიმე ტვინის სახეთქი იდეებია, უბრალოდ ხელის შემშლელი ფაქტო გამოყენებულია მცველად. სხვათა შორის ამ ერთერთ საუკეთესო თოფში ძალიან უცნაურადაა უზრუნველყოფილი სასხლეტის კაკვის წინა პოზიციაში დაბრუნება. S400-ში ეს სასხლეტის კაკვი საერთოდ თავისუფლად ეკიდა, ეს საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევდა მომხმარებლებში და აირ არმსმა S410-ის სერიაში მონახა იდეალური გამოსავალი.. კაკვს უკნიდან ზამბარა დაუმატა. მართალია სისტემა მუშაობს, მაგრამ რაღაც ამ ჩახლართულ და ტექნოლოგიურ თოფში, უცებ სასხლეტის უკან ვიზუალურად ხილვად ზამბარას არ ელოდები კაცი... რაღაც ნაუცბადევად მიხლაფორთებულის შეგრძნებას ტოვებს. იდეაში ასეც არის, იმიტომ რომ სასხლეტი უკვე გამოცდილი და მუშაო იყო, მისი თავიდან გადაკეთება კი... ამიტომაც როგორც ჩანს ქარხანაში ეს მარტივი გამოსავალი ტექნოლოგიის მწვერვალად მიიჩნიეს. ნელ-ნელა წავიწიოთ წინ, საჰაერო სისტემისკენ, ჯერ გზად დავხედოთ მანომეტრს... მანომეტრი თოფს აქვს, უფრო სწორედ მაჩვენებელი აქვს, მანომეტრი ისეთი სიტყვაა რომ გულისხმობს, დეტალიზირებულ ინფორმაციას, თოფში კი ჩვეულებრივი მაჩვენებელი გამოიყენება, რომელიც რეზერვუარში არსებული ჰაერის წნევას გვიჩვენებს. საერთოდ ყველა მწარმოებელი რატომღაც ამ მეთოდს მიმართავს, გაუგებარია რატომ, დავიჯერო პნევმო მოყვარულებს არ გვჭირდება ზუსტი ინფორმაცია? ჯანდაბას დავუბრუნდეთ მანომეტრს. მოკლედ მანომეტრი არის, და შეგვიძლია დავინახოთ მაქსიმალური მაჩვენებული 250 ბარი, თუმცა თვითონ თოფის დატენვა 200 ბარზე შეიძლება. თუ გიჩნდებათ კითხვა მაშინ რაღა ჭირად არის 250 დაწერილი მანომეტრზეო... გაცნობებთ რომ მანომეტრი იქნება თუ მაჩვენებელი, არასდროს არ უნდა მუშაობდეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე, ყოველთვის 1/5 ან ¼ ზედმეტად გამოუყენებელი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მანომეტრი უფრო დიდხანს და მართებულად მუშაობს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ვიღაც ჭკვიანი ნუ ჩათვლის რომ შეუძლია თოფი 250 ბარზე დატენოს... არ შეიძლება! ამას გვამცნობს რეზერვუარზე არსებული წარწერაც. სხვათა შორის დააკვირდით რეზერვუარზე არის, მისი გამოშვების თარიღი დაწერილი, წესით ყველა კომპანია თვლის რომ თოფის რეზერვუარს მაქსიმუმ აქვს 10 წლიანი რესურსი, რომელიც მერეც გარანტირებულად უნდა იყოს გამოცვლილი, თუმცა ყველა ამცნობს თავიანთ მომხმარებლებს რომ აქტიური გამოყენების შემთხვევაში სასურველია ეს შეცვლა 5 წლის შესრულებისას მოხდეს. სხვა თოფების მომხმარებლებს უწევთ დამახსოვრება თუ როდის შეიძინეს თოფი და როდის იყო მათი რეზერვუარი გამოშვებული, ამ თოფზე კი აგერ ბატონო გარანტირებულად წერია როდის გამოვიდა ქარხნიდან . წავიწიოთ კიდევ წინ და ვნახოთ როგორ იტენება ეს ინგლისური შედევრი. აქამდე ყველამ იცოდით 2 სტანდარტული დატენვის სქემა, ერთი არის განივი პორტი და მეორე ”ფოსტერის” ჩქარი დატენვის კონექტორი. კროსმანის პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად ფოსტერის კონექტორებზე ზიან HW100-ისა და Hatsan AT44-ის მომხმარებლები იყენებდნენ განივ პორტს. აი AA-ს პროდუქციას კი თავისი ორიგინალური დატენვის პორტი გააჩნია. არ ვიცი რატომ არ გამოიყენა ამ კომპანიამ ცნობილი მეთოდები და რატომ ამჯობინა რაღაც ახალი გამოეყენებინა, მაგრამ ამ ინგლისური სიჯიუტის გამო სამყაროს მოევლინა მესამე დატენვის მეთოდი. მაშ ასე ისევე როგორც მარადიორზე, რეზერვუარს წინიდან აქვს ჩამოცმული ხუფი. ხუფი ჩვეულებრივად რეზბაზეა, ვატრიალებთ და იხსნება. აი მოხსნის მერე კი ვხედავთ განსხვავებული დატენვის სისტემას. იმისათვის რომ უცნაური დატენვის სისტემით სარგებლობა შესძლოთ, თოფს კომპლექტში მოყვება დამტენი ადაპტერი, რომელიც სტანდარტული 1/8 რეზბითაა აღჭურვილი და ნასოსში უნდა იყოს ჩახრახნილი. შედმეგ ამ ადაპტერს სპეციალური ღიობის დამიზნებით ვაცვავთ მას თოფის დამტენ პორტზე და ცოტათი უნდა გადავატრიალოთ, რომ რეზერვუარის დატუმბვისას ადაპტერი თავისით არ გამოსძვრეს რეზერვუარს. ახლა კი ბოლო სასიამოვნო ინფორმაცია, კერძოდ კი რეზერვუარის მოცულობა. შემიძლია ჩამოგითვალოთ ჩვენთან გავრცელებული თოფების რეზერვუარების მოცულობა, მაგალითად HW100 -ის რეზერვუარის მოცულობაა 175 კუბური სანტიმეტრი, Marauder-ის 225 კუბური სანტიმეტრი, Steyr LG110-ის 170 კუბური სანტიმეტრი, Hatsan AT44-ის 180 კუბური სანტიმეტრი. შეიძლება ვთქვათ რომ მარადიორი ყველას ჯობნის, მაგრამ ეს მანამდე სანამ არ გავიგებთ AA s510-ის რეზერვუარის მოცულობას, მზად ხართ? - მაშ ასე აირ მკლავაძეს მთელი 280 კუბური სანტიმეტრის მოცულობის მქონე რეზერვუარი აქვს. პირდაპირ გიგანტია (სექსუალური თუ არა, მოცულობითი ნამდვილად არის ). კოლოფი კლიპი, გადატენვა ისე გამოვიდა რომ თოფის ძირა განყოფილება ასე თუ ისე განვიხილეთ, ახლა დროა გადავიდეთ ლულაზე, შრაუდერზე, კლიპზე, მიწოდება გადატენვის მექანიზმზე... მოკლედ ყველაფერ იმაზე რომლის შედეგადაც ფიზიკურად გასროლა ხორციელდება. რომლით დავიწყოთ... რა თქმა უნდა ჯერ კოლოფით. კოლოფი როგორც წესი და რიგი შესრულებულია ალუმინისგან, ანოდირება უმაღლეს დონეზეა, და ასევე გვაქვს საოცარი წარწერა Made in England. 10 ტყვიანი კლიპი თოფში ჯდება მარცხენა მხრიდან, ეს მეთოდი ჩემთვის იწვევს ერთ პატარა დისკომფორტს. კლიპის შეცვლისას, გიწევს თოფის მარჯვენა ხელით დაჭერა, პისტოლეტის სახელურთან. რა თქმა უნდა თოფის დაჭერა ერთი ხელით მოუხერხებელია და ამიტომაც, გიწევს კონდახის უკანა ნაწილის ფერდზე, ან მუცელზე მიყრდნობა. ასევე ეს მარცხენა მხრიდან კლიპის ჩადება არ გაძლევს საშუალებას, თოფი მარცხენა ხელის მკლავზე გაიდო (სამხედრო ვარიანტში დაასვენო თოფი ხელში) და კლიპის გადატენვას შეუდგე, კლიპის დატენვის შემდეგ კი იგი თავისუფლად ჩადო კოლოფში. გინდა არ გინდა მოგიწევს თოფის გადმოდება მარცხენა ხელიდან, იმისათვის რომ კლიპის ჩასადები ადგილი ხელმისაწვდომი გახდეს. რა თქმა უნდა ეს სუბიექტური შეგრძნებაა, დარწმუნებული ვარ თოფის მფლობელი იმდენად მიეჩვია ასეთ ფორმას რომ პირიქით მოსწონს კლიპის მარცხენა მხრიდან ჩადება, ან უბრალოდ არ დაკვირვებია აქამდე ამ გარემოებას. ყურადღებიანი მკითხველი შეამჩნევდა კლიპის წინ რაღაც მრგვალ ბარაბანს, რომლის ირგვლივაც რაღაც პლიუს მინუსი წერია... ჰოო ეს არის ამ თოფის საუცხოო ნოუ-ჰაუ. ვერ ვიტყვი რომ ყველანაირი კონსტრუქციის თოფთან მქონია შეხება, მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ ბევრი კონსტრუქციის თოფთან მქონია შეხება, დამიშლია, ამიწყვია და გადამიწყვია, მოკლედ ბევრ თოფს ვიცნობ, მაგრამ ასეთი დეტალი დამიჯერეთ არცერთ იმ თოფში არ შემხვედრია რაც საქართველოში არსებობს, საერთოდ ამ პლანეტაზე ამდაგვარივე დეტალი მხოლოდ კიდევ ერთ კორეულ თოფს გააჩნია (მართალია ფორმით სულ სხვანაირია, მაგრამ იგივე დანიშნულება აქვს), მაგრამ ის თოფი კალიბრის გამო სამწუხაროდ საქართველოში არასდროს არ შემოვა, ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ კანონი არ შეიცვლება. მოკლედ ამ დეტალით რეგულირდება ტყვიის სიჩქარე, სინამდვილეში კონსტრუქციულად ეს დეტალი არის, გადამშვები, ანუ რეზერვუარიდან ლულაში ჰაერის მიმწოდებელი. მისი მეშვეობით გადამშვების დიამეტრის გადიდებისას ხდება მეტი ჰაერის მიწოდება, მეტი სიჩქარით გასროლა და შესაბამისად მეტი ჰაერის ხარჯი. შემცირებისას კი პირიქით, ჰაერის შემცირება, სიჩქარის შემცირება და საერთოდ ჰაერის ხარჯის შემცირება. დეტალი თავის მხრივ საკმაოდ მარტივ რაღაცას წარმოადგენს. ძირს შეგიძლიათ სურათი ნახოთ. რა თქმა უნდა ეს კონკრეტულად განხილული თოფის დეტალი არ არის, როგორც წესი მფლობელის გარეშე თოფის დაშლას არ ვაკეთებ ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა, მითუმეტეს შემდეგ გაცილებით მოგვიანებით გაირკვა რომ თოფის დაშლა მთლად ასე იოლი არაა ზოგიერთს რომ ჰგონია. მაგრამ ამაზე ცოტაოდენ მოგვიანებით. მოკლედ ხელთ გვაქვს გადამშვები. ხედავთ ხვრელს? სწორედ ამ ხვრელის პოზიციაზეა დამოკიდებული ჰაერი ბევრი მიეწოდება ტყვიას თუ არა. რაც უფრო ვერტიკალურად სწორე იქნება ეს ხვრელი ლულასა და რეზერვუარს შორის, მით უფრო მეტი ჰაერი გადადის ლულაში. თუ გადაატრიალებთ და მინუს მნიშვნელობაზე გადაწევთ ამ ღერძს, მაშინ ღერძი გადაიხრება, შესაბამისად ლულასა და რეზერვუარს შორის არსებული ჰაერის გასასვლელი ადგილი პატარა იქნება და... ერთი შეხედვით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ იხარჯება ამ დროს ნაკლები ჰაერი, ცოტა არ იყოს ადეკვატურ ახსნას არ ექვემდებარება. მესმის რომ ნაკლები ჰაერი გადადის ლულაში, მაგრამ კლაპანი უკვე გახსნილია და საჭირო რაოდენობა გამოსულია, შედმეგ არასაჭირო ჰაერი ისევ უკან წიხლებით თუ იტენება რეზერვუარში არ ვიცი და წესით ამ პატარა გადამშვებიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს მთლიანად ის ჰაერის მოცულობა რაც ერთ გასროლაზე გამოიყო. მიუხედავად იმისა სუსტად გვინდა გასროლა თუ არა. ანუ იმის თქმა მინდა რომ დამრტყმელი და კლაპანი როგორც მუშაობდა ისევ ისე მუშაობენ, შესაბამისად თუ დამრტყმელმა კლაპანი გხსნა და გამოუშვა გასროლის ჰაერი... მაშინ უშვებს ერთი და იგივე ჰაერს რაც სუსტი, ან ძლიერი გასროლისთვისაა საჭირო. უბრალოდ გამოყოფილი ჰაერის მოცულობა, ვთქვათ 10 კუბიკი, ნელნელა გადავა დაკეტილი გადამშვების გამო ლულაში თუ ჩქარა, მხოლოდ ამას არეგულირებს წესით გადამშვები და არა ჰაერის მოცულობის გამოყოფას რეზერვუარიდან. ერთი შეხედვით და გაუგებარი თეორია, სინამდვილეში საკმაოდ გაგებული და ცნობილია, უბრალოდ დამრტყმელი ეჯახება კლაპანს, წესით ნაკლები სიჩქარის დროსაც იგივე მოცულობის ჰაერი უნდა გამოუშვას რეზერვუარიდან, ჰაერი რა თქმა ამას ცდილობს. მაგრამ იმის გამო რომ გადამშვებში ადგილი არაა და ყველა ჰაერის მოლეკულა ვერ ახერხებს ერთად ხვრელში გაძრომას, იქმნება ასე ვთქვათ ჰაერის მოლეკულების რიგი, უკნიდან მოსული მოლეკულები წინ მყოფებს ეჯახებიან, რომლებიც ვერ ახერხებენ პატარა გადამშვებში გატევას, რეზერვუარიდან რა თქმა უნდა კიდევ უნდათ მოლეკულებს გამოქცევა, მაგრამ მოძრაობაში შექმნილი საცობის გამო აგვიანებენ დროზე გამოსვლას, ამასობაში კი კლაპანი იკეტება და გამოდის რომ ერთ გასროლაზე შედარებით ნაკლები ჰაერი გამოდის რეზერვუარიდან . ყველაფერი გენიალური მარტივია. თან ეს სიმარტივე AA S510-ს საშუალებას აძლევს ეკონომიურ რეჟიმში 4-5-ჯერ მეტი გასროლა გააკეთოს, ვიდრე სრულ ენერგიაზე. საკმაოდ შთამბეჭდავი სხვაობა . მაგრამ ყველაფერ კარგში ყოველთვის არის რაღაც ცუდი, ასე არის 510 მოდელშიც, და საერთოდ ყველა Air Arms-ის 4xx და 5xx მოდელებში. კერძოდ ეს რეგულირების ვინტი ძალიან, ძალიან მსუბუქი შეხებით იცვლის პოზიციას, ასე რომ შეიძლება დააყენოთ რაღაც პოზიციაზე, ისვრით ბედნიერად, ერთერთი გადატენვისას ოდნაც შეეხეთ ვინტს და მორჩა, სიჩქარემ ან მოიმატა, ან დაიკლო... მიზანში ისე ვეღარ გაარტყავთ როგორც არტყავდით. საკმაოდ დასანანი რამ არის... კაი იქნებოდა წკაპებზე იყოს ეს ვინტი დაყენებული, ან რაიმე ფიქსირებული ბიჯები ჰქონდეს, მაგრამ.. რაც არ არის, ესე იგი არ არის მოდი ახლა გადავერთოთ ლულაზე, მესმის რომ ცოტა უაზროდ დავხტივარ იქეთ აქეთ, მაგრამ მართალი გითხრათ მე თვითონ არ ვიცი რომელი დეტალის მერე რომელი უნდა განვიხილო, ან რა აზრი აქვს ასეთ მიმდევრობას თუ ეს დეტალები ერთმანეთთან რაიმე აზრით დაკავშირებული არ არიან. გადამშვების მერე უფრო ლოგიკურია ლულაზე ვისაუბროთ მაშ ასე ლულა, ამ ქმნილებას აქვს LW-ს ფირმის ლულა. დიდი რეკლამა ხრახნებს და დამუშავებას გასაგებია რომ არ სჭირდება , სახელი LW უკვე ბევრს ამბობს. მართალია ლულა სიგრძეში არის 495.3 მილიმეტრი, უხეშად რომ ვთქვათ 50 სანტიმეტრი. პრაქტიკულად Marauder-ის ანალოგია, მაგრამ ხარისხს ვერ შევადარებთ, სად მარადიორის საცოდავი ლულა და სად LW-ს ხელოვნების ნიმუში. შესაბამისი ფასიც აქვს ლულას როგორც ვიცით ბლანკი სადღაც 100$ ღის ამერიკის ბაზარზე, ევროპაში 100 ევრო, ბრიტანეთში კი 100 ფუნტ სტერლინგი , ჯადოსნური ციფრი ერთი და იგივე რჩება, მაგრამ ვალუტის აღმნიშვნელი სხვადასხვაა, როგორც ხვდებით ბრიტანეთში ამ ლულის შეძენა ყველაზე ძვირია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ თოფიც ბრიტანულია . ასე რომ მარადიორის 25-30$-ის ლულას, მინიმუმ 4 თავით ჯობია. შესაბამის შედეგსაც იძლევა, მართალია 4-ჯერ უკეთესს არა, მაგრამ 2-ჯერ უკეთესს გარანტირებულად იძლევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი 3-ჯერ უკეთესსაც. ლულა ახალ მოდელში ჩამალულია შრაუდერში. გასაგებია შრაუდერი რისთვისაცაა საჭირო, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ შრაუდერი საკმაოდ ვიწროა და ჰაერის მოცულობა შიგნით პატარაა. შრაუდერის გარე დიამეტრი სულ რაღაც 19,8 მილიმეტრია, კედელი მინიმუმ 1.5 მილიმეტრი უნდა იყოს, შედეგად შიდა დიამეტრი გამოდის 16,8 მილიმეტრი. 17 ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში. ახლა გავიხსენოთ ლულის დიამეტრი - 12 მილიმეტრი... გამოდის რომ ჰაერისთვის სულ 4 მილიმეტრი ადგილი რჩება . ისიც ლულის თითო მხრიდან 2-2 მილიმეტრი. მოკლედ ეკონომიურობამ ხვდებით ალბათ რა გამოიწვია... შრაუდერი მაღალ ენერგეტიკაზე ეფექტური არ არის და დამატებით მოდერის დაყენებას მოითხოვს, მაგრამ რაც მინახია უცხოურ საიტებზე, შრაუდერიანი აირ მკლავაძე + მოდერი... მოკლედ საზიზღარი დასანახია და საერთოდ მოუხერხებელი სიგრძის აგრეგატი გამოდის. ასე რომ 100-105 დეციბელი გარანტირებული გაქვთ მაღალ ენერგეტიკაზე. შრაუდერიან თოფებს შორის ყველაზე ეფექტური ჯერ რაც მინახავს მაინც Benjamin Marauder-ი რჩება თავისი 78-80 დეციბელით. ვითომ და დიდი რამე 20 დეციბელი - მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველ ახალ დეციბელს პროგრესული ზრდა ახასიათებს, უკვე ოოოო. ცუდი ის არის რომ თოფს შრაუდერს ვერ მოხსნი, შეიძლება ითქვას ჩასიკვდილებულია, როგორც მოგვიანებით პატრონმა გაარკვია, რაღაც ებოქსიტის წებო გამოიყენება კოლოფთან შრაუდერის ჩახრახვნის ადგილზე, შესაბამისად, წინა ხუფს კი მოხსნის კაცი, მაგრამ მთლიანად შრაუდერს ვერ მოხსნი. თუ მაინცა და მაინც გადაწყვიტავთ შრაუდერის მოხსნას, დაგჭირდებათ მისი გაცხელება ალის მეშვეობით რომ კოლოფთან არსებული რეზბა და მასზე წასმული ებოქსიტის წებო გათბეს. შემდეგ კი წვალებ წვალებით მოიხსნება შრაუდერი. ამის გამო ვერ გაჩვენებთ შრაუდერის შიგნეულობას. ჯინაზე ინტერნეტშიც ვერ მოვიძიე შესაბამისი სურათები, ასე რომ თუ ოდესმე ამ თოფის მფლობელი მოისურვებს და დაშლის (და რომ დაშლის მაგაში დარწმუნებული ვარ , იმიტომ რომ... მოკლედ ამაზე არ გვინდა...), იმედია გვაჩვენებს შიგთავსის სურათებს, თუმცა სურათებზე და ტექსტზე ძუნწი კი არის , მაგრამ იმედია არ გაგვაწბილებს და დაგვანახებს შრაუდერის შიგნეულობას. ჰო მართლა ბოლო პუნქტი, იქ სადაც შრაუდერი კოლოფზე ეხრახნება, არის ჰაერის წნევის დასაგდები ხვრელი, ანუ გასროლის შემდეგ არასაჭირო ჰაერის უკან გადასროლისას, ტყუილა რომ არ გაივსოს შრაუდერი და არ გადაიტვირთოს, გაკეთებულია სპეციალური ჰაერის წნევის დასაგდები ხვრელი. ძირს მოყვანილ სურათზე ჩანს ეს ხვრელი. ნუ ჩათვლით რომ ეს ხვრელი უშლის შრაუდერს ეფექტურ მუშაობაში, აქედან გამოსული ჰაერი უკვე გატეხილია და დარტყმის ძალა აღარ გააჩნია, ასე რომ ეს შრაუდერის ეფექტურობაზე არ მოქმედებს. გადავიდეთ ყველაზე საინტერესო დეტალზე... კოლოფი და კლიპი. დავიწყოთ კლიპით. კლიპი სტანდარტულია, 10 ტყვიისთვის გათვლილი. კლიპი წარმოადგენს ალუმინის დახვრეტილ დისკს რომელიც მოთავსებულია პლასტიკატის კონტეინერში. პლასტმასის კონტეინერი საჭიროა მოხერხებულად ტყვიების ჩასალაგებლად, ჩალაგებული ტყვიები რომ არ ამოიყაროს, პლიუს ამარტივებს თოფში კლიპის ჩადება ამოღების პროცედურას. თვითონ კლიპის ბარაბანს გარედან ერთი ღიობი გააჩნია და მასზე შემორტყმულია რეზინის რგოლი. ეს რეზინის რგოლი აკავებს ტყვიებს კლიპში, ანუ თავი ამ რეზინის რგოლს იქეთაა, ტანი კი აქეთ, წელზე კი ამ რეზინის რგოლია გადავლილი და იკავებს ტყვიას კოლოფში. ლულის კოლოფში ბარაბანს მარადიორის კლიპივით ავტო მოტრიალება არ გააჩნია, ანუ ყოველი ახალი ტყვიის ჩასადებად კლიპი უნდა მოტრიალდეს, მაგრამ ამ მოტრიალებას კლიპი არ აკეთებს, სპეციალური მოწყობილობაა საჭირო ისეთი როგორიც აქვს Hatsan At 44-10-ს ან HW100-ს. ამ უკანასკნელს იდეალურად აქვს კლიპის მოტრიალება უზრუნველყოფილი, კერძოდ კი ერთი საინტერესო მომენტია, თუ ჩახმახი გადატენე და ტყვია ლულაშია, მეორედ ჩახმახის გადატრიალებისას თუ გასროლა არ იყო გაკეთებული კლიპის გადატრიალება არ ხდება. ეს გიცავს იმ კურიოზისგან რომ შემთხვევით ლულაში 2-3 და მეტი ტყვია არ შეტენო. აი მარადიორში ასეთი დაცვა არ არსებობს, შესაბამისად ვაი, თუმცა ასეთივე დაცვა არ გააჩნია Hatsan-საც... მოკლედ აქვს თუ არა აირ მკლავაძეს უზრუნველყოფილი ეს ფუნქცია? ერთერთ ინგლისურ ფორუმზე ერთი მომხმარებელი წერდა რომ 410-ისგან განსხვავებით სწორედ ეს სიახლეა 510-ში შეტანილი და მშვენიერი გადაწყვეტილებააო. თუმცა რეალობაში როდესაც ვნახე ნურას უკაცრავად... არაფერი ეგეთი AA s510-ში რეალიზებული არაა. ანუ თუ თოფი გადატენეთ, კლიპს სპეციალური მექანიზმი მოატრიალებს და ახალ ტყვიას მიმწოდებლის წინ დააყენებს, ჩაკეტავთ მიმწოდებელს და თუ უცებ დაგავიწყდათ... ისა რა ჰქვია კაცო გადავტენე თუ არა თოფი... გადმოწევთ ისევ ჩახმახს და კლიპი ისევ გადატრიალდება... მოკლედ მეორე, მესამე და რავიცი თუ სურვილი გაქვთ, ან დაუდევრად იქცევით შეგიძლიათ მთელი 10 ტყვია შეტენოთ ლულაში. კბილანა რომელიც კლიპს ატრიალებს, შეგიძლიათ სხვადასხვა მოძრაობის პოზიცია ნახოთ. გამოსავალი? გამოსავალი ისეთივეა როგორც მარადიორში, თუ ჩახმახი უკან გადაწიეთ და იგრძენით რომ უიმე უკვე გადატენილი ყოფილა თოფიო... ამ დროს როდესაც ჩახმახი უკანა პოზიციაში გაქვთ კლიპი უნდა ამოიღოთ კოლოფიდან, ჩაკეტეთ ჩახმახი, გააკეთოთ საჭირო გასროლა საჭირო მიმართულებით, შემდეგ ისევ გახსენით ჩახმახი, და ჩადეთ კლიპი თავის ადგილზე. შეგიძლიათ ისარგებლოთ კლიპით შედმეგ შეცდომამდე . ისრით მინიშნებულია დეტალი რომელიც აფიქსირებს კოლოფში კლიპს თუმცა კიდევ ერთი უარყოფითი რამ არის კლიპში... ისევე როგორც ყველა 360 გრადუსზე მოტრიალე კლიპს, ამ კლიპსაც იგივე მინუსი გააჩნია, ანუ ავტომატურად არ გამცნობთ რომ მორჩა ტყვიები კლიპში, ასე რომ 10 გასროლის შედმეგ შეიძლება თამამად გადატენოთ თოფი და მეტერთმეტე გასროლაც გააკეთოთ... ეგაა რომ ამ მე-11 გასროლისთვის კლიპში ტყვია აღარაა, შედეგად გაისვრით ცარიელ ჰაერს. წესით არის კლიპზე წითელი მანიშნებელი ნიშნული, რომელიც უნდა დაინახოთ ხოლმე, მაგრამ როგორც წესი არავინ არ უყურებს, არავინ არ ითვალისწინებს, შედეგად კი.... ასე რომ ამ პუნქტში იაფი მარადიორი უგებს ძვირიან მოდელებს, თან ეს მხოლოდ ინგლისლის შემთხვევაში არაა ასე, გერმანელიც აგებს... აქ ჩანს მეორე მხრიდან როგორ დადის კლიპის გადასატრიალებელი კბილანა. რაც შეეხება თვითონ გადატენვის მექანიზმს, ის ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ სურათებზე. თვითონ კლიპის მოძრაობის მექანიზმი ისევე როგორც AT44-10-ზე ლულის კოლოფზეა გარედან მიმაგრებული, ოღონდ განსხვავება მის დამუშავებაშია. თუ თურქულ თოფზე რაღაც ზედმეტი დეტალივითაა მიტყეპებული კოლოფზე, ინგლისელში ყველაფერი ჰარმონულადაა გათვლილი და მშვენივრად ერწყმება კოლოფს. გადავიდეთ გადატენვის სახელურზე. ჩახმახი საკმაოდ რბილი გადასატენია რაიმე განსაკუთრებულ ძალას არ მოითხოვს, გადაწიე უკან, გაწიე ბოლომდე, წამოწიე წინ და ჩაკეტე, მორჩა გასროლისთვის მზად ვართ. მინდორი, ქალაქი და ინგლისური ამინდი უხეშად რომ ვთქვათ ზედაპირულ აღწერას მოვრჩით, დროა გადავიდეთ საველე ტესტირებაზე. ამისათვის თოფი მხარზე და გავაჭერი საყვარელ პოლიგონზე, სამიზნე საყვარელ 25 მეტრიან დისტანციაზე და.... დავიწყოთ რეგულირებით. როგორც ზემოთ ვახსენე თოფს აქვს სარეგულიროდ გადამშვების ვინტი... გადამშვებს უხეშად რომ ვთქვათ აქვს 5 პოზიცია. რა თქმა უნდა შუაშიც შეგიძლიათ გააჩეროთ მნიშვნელობებს შორის, მაგრამ ჯობია კონკრეტულ ნიშანზე გააჩეროთ მარეგულირებელი. მოკლედ 5 პოზიციიდან, ყველაზე დაბალი ჩავთვალოთ 1-იანად, ხოლო ყველაზე მაღალი 5-იანად, მაშინ გამოვა რომ თუ თოფს დავაყენებთ 1-აინზე (საუბარია JSB 10,2 გრანზე ყველა LW-ს ლულა გინდა არ გინდა JSB-ს ტყვიაზე ზის) ტყვია გაფრინდება 145-147 მეტრ წამით, თუ დავაყენებთ 5-იანზე მაშინ ტყვია გაფრინდება 318-317 მეტრ წამით. სრულად სია გამოიყურება შემდეგნაირად პირველი ნიშნული - 145-147 მ/წ მეორე ნიშნული - 208-210 მ/წ მესამე ნიშნული - 284-286 მ/წ მეოთხე ნიშნული - 310-311 მ/წ მეხუთე ნიშნული - 317-318 მ/წ როგორც ზემოთ მოყვანილი ჩანაწერიდან ჩანს პირველიდან მესამემდე აწევა იწვევს სიჩქარეების რადიკალურ ცვლილებას, მაგრამ აი მეოთხემდე და განსაკუთრებით მეოთხედან მეხუთემდე გაზრდა დიდ ვერაფერს გვაძლევს, განსაკუთრებით არ მომეწონა მეხუთე პოზიცია, სიჩქარე მეოთხე პოზიციასთან შედარებით 6-7 მეტრ წამით იზრდება, სამაგიეროდ ჰაერის ხარჯი იმდენია რომ უკვე ... მოკლედ დავიწყოთ მეხუთე ნიშნულით რას მოგვცემს თოფი: თოფი გვაძლევს შემდეგი სახის გრაფიკს ანუ 15 მეტრიან დერეფანში არის 27 გასროლა, 10 მეტრიანში რაც არ უნდა საოცარი იყოს იგივე 27 გასროლაა, გასროლა დავიწყეთ 200 ბარიდან დავამთავრეთ 130 ბარზე საშუალოდ გამოდის რომ თავიდან სადღაც 11 კუბიკი იხარჯებოდა გასროლაზე, პლატოს ბოლოს 12-12.5 კუბიკი, ხოლო მთლიანი ციკლის დასრულებისას სადღაც 14,5 კუბიკი. ხარჯი მშვენიერია, სიჩქარე გადასარევი, მაგრამ 280 კუბური სანტიმეტრის რეზერვუარი მხოლოდ 27 ნორმალურ გასროლას გვაძლევს. მთლიანად სიჩქარეები აგერაა შეგიძლიათ საკუთარი გრაფიკი ააგოთ: 315.2 316.7 316.4 316.9 316.8 319 318 318.2 319 319.3 318.3 318.5 318 318.8 317.9 317.6 317.5 317.1 314.8 315.1 313 314.2 312.9 313.9 312.5 311.4 310.9 303.9 303.1 300.7 300.7 300.5 298.4 298.2 297 295.4 293.9 293.3 294 292.8 290.2 284.4 282.4 283.3 281.2 281.4 279.7 276.5 275.2 275.7 გადავიდეთ მეორე ტესტირებაზე ანუ ვთქვათ მესამე ნიშნულზე დავაყენეთ რეგულატორი, მაშინ ვიღებთ აი ასეთ სურათს ანუ სულ გვაქვს სადღაც 50 გასროლა, აქედან 52 გასროლა 15 მეტრიან დერეფანში, ხოლო 10 მეტრიან დერეფანში კი 44 გასროლა. ჰაერის ხარჯი იწყება 11,3 კუბიკით და მთავრდება 14,5 კუბიკით, საშუალო 12 კუბიკია ხარჯი. ანუ ისევ ოპტიმალური ვარიანტია. ძირს გთავაზობთ სიჩქარეებს დანარჩენი თუ სურვილი გაქვთ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გრაფიკები ააგოთ: 274.5 275.2 273.6 276.1 275.9 275.7 273.1 275.5 277.4 275.9 276.4 273.9 272.7 274 273.8 275.8 274.9 274.7 273.7 272.9 272.7 272.6 271.9 271.4 272.3 272.5 272.8 270.8 270.6 268.3 274.4 277.4 276.8 277.1 279.1 278.1 275.9 271.2 275.8 273.3 273.6 273.7 270.7 269.8 270.3 269 267.6 266.9 266.1 264.3 264.3 264.7 263.4 262.3 260.5 259.7 261.5 259 257.1 256.4 და ბოლო ტესტირება ნიშნული 1-იანი...ჰოო აქ მე დავიღალე ინფორმაციის ჩაწერით, თქვენ იმედია წაკითხვით მაინც არ დაიღლებით . მოკლედ გრაფიკი შემდეგნაირია როგორც ხედავთ გასროლების რაოდენობა აურაცხელია, მთელი 170 ცალია!!!!!!!!, პრაქტიკულად სწორ ხაზზეა გასროლები, საერთოდ ნებისმიერ სიჩქარეზე, თოფი პლატოს რა სიჩქარეზეც იძლევა პრაქტიკულად რედუქტორის ვარიანტივით მუშაობს, 2-დან 4 მეტრ წამამდეა სხვაობა. მოკლედ ასეა თუ ისეა 15 მეტრიან დერეფანში გვაქვს 169 გასროლა, ხოლო 10 მეტრიან დერეფანში 159 გასროლა... უბრალოდ ეს სიჩქარე რომ პატრონს აკმაყოფილებდეს... ჰოო ალბათ წელიწადში 1-2-ჯერ დატუმბავდა თოფს და ბალონის შეძენაზე ოცნებებს შეეშვებოდა ერთხელ და სამუდამოდ . სროლა სტანდარტულად დავიწყეთ 200 ბარზე, ოღონდ ამჯერად დავამთავრე 100 ბარზე. რაც შეეხება ჰაერის ხარჯს... ჰოო აი ჰაერის ხარჯი, ჰოოო... იწყება 19 კუბიკით და მთავრდება 27 კუბიკით, საშუალო არის 21,5 კუბიკი... მოკლედ კოშმარია!!! წარმოიდგინეთ აქაც რომ საშუალო 11-12 კუბიკი იყოს ხარჯი... ვაიმე წარმოდგენა მიჭირს რამდენი აწეული გასროლა უნდა ჩამომეწერა.... სიჩქარეების ჩამონათვალს აღარ გთავაზობთ, მეც ცოდო ვარ და ეს თემაც ცოდოა, 170 ჩანაწერს სანამ ჩამოვწერ..... გადავედით საყვარელ ჯგუფებზე... 25 მეტრზე წესით ასეთი სიჩქარით თოფმა ერთი პატარა ხვრელი უნდა მოგვცეს.... მაგრამ დააკვირდით სურათს რა პოზიციიდან ვისვრი, რას ვიყენებ დასაყრდენად. ხვდებით ხომ რომ გამაგრებაზე საუბარიც კი არაა. მოკლედ 25 მეტრზე მივიღე აი ასეთი შედეგები, სახარბიელო ნამდვილად არაა. სამწუხაროდ უკეთესი ჯგუფები ვერ მივიღე, სასროლი პოზიციაც არ მიწყობდა ხელს და ამიტომაც შევეშვი შემდეგ მცდელობებს. ერთადერთს დავძენ, ეს ნასროლი აშკარად არ მოგცემთ წარმოდგენას თოფის შესაძლებლობებზე, სინამდვილეში პატრონი ამ თოფიდან ახერხებს 12-13 მილიმეტრიანი ჯგუფების მიღებას 50 მეტრიან დისტანციაზე. მგონი ეს უკვე კაის მაჩვენებელი უნდა იყოს ზოგიერთისთვის ჯამი, ტაშტი და ქვაბი მგონია დროა დავაჯამოთ ჩვენი მიმოხილვა. მაშ ასე თოფი მართლაც კარგი რამ არის, წონა, მოხერხებულობა, კლიპი, სიჩქარეების რეგულირება... პრაქტიკულად ყველაფერი გათვლილია, მაგრამ რა თქმა უნდა მინუსების გარეშე თოფი არ არსებობს, ამიტომაც ჩამოვყრი პლიუს მინუსებს და... პლიუსები 1) მსუბუქი წონა 2) მშვენიერი კონდახი 3) საერთოდ დამუშავების მაღალი დონე 4) 10 ტყვიანი კლიპი 5) მსუბუქი გადატენვის მექანიზმი 6) არა ავტომატური მცველი 7) სიჩქარეების რეგულატორი 8) ურედუქტოროდ საკმაოდ კარგი მუშაობა მინუსები 1) სიჩარეების რეგულატორის დაფიქსირება შეუძებელია 2) არ აქვს რედუქტორი 3) კლიპში ვერ ითვლი რამდენი გასროლა დაგრჩა 4) შეიძლება ლულაში რამდენიმე ტყვია ჩატენო 5) შრაუდერის არაეფექტური მუშაობა მოკლედ სულ ეს იყო. იმედია დააკმაყოფილა ამ მიმოხილვამ თქვენი წყურვილი და 6 თვიანი მოლოდინი. მეთვითონ უზუმოდ გახარებული ვარ რომ ამხელა ტვირთი მოვიცილე და აწი თამამად შემიძლია სხვა მიმოხილვები ვწერო, ბოლო ბოლო ნოემბერში უცხოპლანეტელები ჩამოდიანო და მოსასწრები მაქვს ბევრი რამ, ბლასტერებია დასამზადებელი, ხრენოგანია შესაკეთებელი და სადესანტო Star Saver-ია საყიდელი .
| |
> |
|
|
Oct 18 2011, 11:30 AM
პოსტი
#2
|
||
Search Pretty Womans from your town for night ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD |
იეს სერ ისე ეს 15.9 კოდური პარტნამბერია ხო .177 იანი ტყვიის??
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:19 AM |
Hosted by Pro-Service |