ნადირობა მწყერზე, მინი რეპორტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ნადირობა მწყერზე, მინი რეპორტი |
Sep 16 2011, 05:41 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 707 რეგისტრ.: 27-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 589 |
სამშაბათი, დილის 7 საათი, მშვიდი და წყნარი დილა რომელმაც ნადირობის ჟინი გააღვიძა. ზარი მეგობართან შემდეგი კითხვით: წამო სანადიროდ წავიდეთ ძალიან კარგი ამინდია პასუხი: აუუ მეზარება რადროს ნადირობაა + ხაში ხომარაა.. (უცნაური შედარება) მეგობარი 2: სხვა დროს წავიდეთ რა კაცურად... მეგობარი 3: რა კარგ სიზმარს ვხედავდი... ერთი სიტყვით ვიჯექი სახლის წინ 07:30 am-ზე ნერვებ ჩამოკიდებული. ვერ ვიპოვე ადამიანი რომელსაც ნადირობა უყვარს, იტაცებს. ისევ დაწოლა გადავწყვიტე, მაგრამ... ავიღე ჩემი at44w-10-ი და ეულმა გადავწყვიტე წასვლა სანადიროდ, თან ცოტაარიყოს უცნაური გადაწყვეტილება ვიმიღე, მივდიოდი მწყერზე სანადიროდ თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მივადექი "თხილის" ნარგავებს. მიზეზი? დაბალი ბალახები რის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა მწყერის დანახვა ოპტიკის საშუალებით (24x) თხილების საერთო ფართობი დაახლოებით 2 გექტარი იქნებოდა. მისვლისთანავე ავირჩიე ერთი მყუდრო ადგილი, სასიხარულო ფაქტი: სკამი შესასვლელთან დამხვდა (ალბათ მებაღემ დატოვა) არ დაგიმალავთ იმას რომ არანაერი იმედი არმქონდა მწყერის მონადირების, უფრო მეტიც... ვფიქრობდი "დღეს რაღაც ვერ უნდა ვიყო კარგად სად წამოვედი" წინასწარი გათვლებით 30 წუთში დავბრუნდებოდი სახლში, მაგრამ 4 საათს დავრჩი ... voice: 4 საათს? 4 საათი ერთ ადგილას იჯექი თითქმის გაუნძრევლად? და რისთვის? ახლა არმითხრა მწყერის დახოცვით ვიყავიო დაკავებული smeko: რამდენ კითხვებს სვამ? თან ირონიები... დამცინი? ნახე ქვევით ფოტო ოპტიკაში გამოჩნდა მწყერი... გულის ცემა გაძლიერდა... ხელი მითრთის... გასროლა... (baracuda hunter) ობიექტი მოიცელა... გულის ცემა უფრო გაძლიერდა.. ( შევეცადე აღმეწერა ის რაც მოცემულ სიტუაციაში განვიცადე, ადრენალინი დიდი იყო და ემოციები მძლავრი იმის გამო რომ იარაღი პნევმატური იყო ) voice: ალბათ სიხარულით გავარდი რომ მწყერი ხელში აგეყვანა smeko: შენ ისევ დამცინი? გინდოდა რომ მხოლოდ ერთი მომეკლა და სხვები დამფრთხალიყვნენ? შემთხვევა 4-ჯერ განმეორდა, რომელიც 4 საათით თითქმის გაუნძრევლად ყოფნის შედეგი იყო ძალიან მომეწონა ეგ გასვლა, სიწყნარე, ირგვლივ მხოლოდ ბუნების ხმა მაგრამ ნაწილობრივ მოსაწყენიც იყო. პნევმატიკა არის იარაღი რომელიც თავს მონადირედ გაგრძნობინებს, რადგან შენი სუნთქვის სიხშირე, თვალის ჭრა, გულის პულსაცია, ზუსტი გათვლები გასროლისათვის აუცილებელი ინგრენდიენტებია და რაც მთავარია ჩუმი გასროლები. ეს კი ჟინს აათკეცებს საფანტისგან განსხვავებით ეს კი მადის აღმძვრელი კერძი
| |
> |
|
|
Sep 16 2011, 07:07 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მალადეც რა, 4 საათი ერთ ადგილას ყოფნა, მართლა მალადეც
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:22 PM |
Hosted by Pro-Service |