![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მოგესალმებით ყველას ![]() ეს არის ჩემი პირველი PCP შაშხანა და მინდა გითხრათ ყველას, რომ ამ თოფბა ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა. ნადირობაში ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ აივნიდან რამდენიმე კაჭკაჭი მივაჰედშოტე. ამ თოფზე ვერაფერს გეტყვით ახალს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის ფორუმზე და ჩემთვის მგონი ჯერ ნაადრევია რევიუების კეთება, აქედან გამომდინარე მე მხოლოდ ჩემს მიერ გაკეთებული ჯგუფებით შემოვიფარგლები. ![]() ჯგუფები გავაკეთე 25 და 50 მეტრზე. დავიწყოთ ჯერ 25 მეტრიდან. 25 მეტრზე გავაკეთე 35 გასროლა ანუ 7 ჯგუფი, სანამ მეზობელი სკამებს მომაწვდიდა, ვერ მოვითმინე და ქვედა სვეტში სამი ჯგუფი გავაკეთე ხელიდან ფეხზე დამდგარმა და შედეგიც სახეზეა, თუ არ ვცდები 25-მეტრზე საშინელია შედეგია. 19მმ, 29მმ, 26მმ, შემდეგ რაღათქმაუნდა სკამებიც მომაწოდეს და ჩემი ნაბიჯებით გადათვლილ მანძილზე გავმაგრდი. ნუ რათქმაუნდა ცდომილება შეიძლება ყოფილიყო + - 2 ან მაქსიმუმ 3 მეტრი, მაგრამ ეგეც არ მგონია. ![]() ტყვიები თუ გაინტერესებთ აი ეს ტყვიებია ზუსტად 10.5-ები ![]() ესეც ჩემი პირველი პოზიცია 25 მეტრიდან. ![]() ამინდი საკმაოდ კარგი იყო და ადგილიც ხელს მიწყობდა. თითქმის და დახურული სივრცის პირობებში ვიყავი ![]() როგორც მე ვიცი იგივეს და უფრო პატარა ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე ![]() ![]() ![]() როგორც ხედავთ ამ მანძილზე 15 მმ-ს არ გავცდი ხელით ნასროლებს თუ არ ჩავთვლით. საუკეთესო შედეგი კი 12 მმ-ზე ნაკლები ვერ გამოვიყვანე. ![]() ეხლა გადავიდეთ 50 მეტრზე. აქ უკვე მზემ ჩამაჭირა თავში, მოკლედ თავის მართლებაში ნუ ჩამითვლით და გეტყვით რომ ცოტას ვჩქარობდი. ![]() ესეც მეორე სურათი 50 მეტრიდან. ![]() 50 მეტრზე გავაკეთე 4 ჯგუფი ანუ 20 გასროლა. აქ უკვე რათქმაუნდა ყველა ჯგუფი გავაკეთე დამჯდარმა და საყრდენის როლში ის სკამია რომელიც სურათზე ჩანს. ![]() ![]() აქაც 35 მმ-ს არ გავცდი და საუკეთესო შედეგიგიც სახეზეა. ნუ საოცარი არ არის 21მმ, მაგრამ ახალბედასთვის მგონი ნორმალურია ![]() ![]() მადლობა ყველას ყურადღებისთვის და შემდეგ გასვლაზე არ გამომტოვოთ. საპრიზო ადგილებზე მაქვს პრეტენზია ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
okela84 კიდევ ერთხელ გილოცავ შენაძენს და გისურვებ ამ თოფის წარმატებით გამოყენებას. ახლა რაც შეეხება 25 ჯოულს: 1) 270-ით გასროლილი 10.5 გრაინი 50 მეტრში მიფრინავს სადღაც 210-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალის არეში თუ მოხვდა დააბრმავებ, ყელის არეში შეიძლება სისხლდენისგან დაიცალოს ადამიანი, გულის არეში მომენტალური სიკვდილი. დანარჩენი რა გითხრა, ხელში თუ მოხვდება სასწაულად ეტკინება და შეიეძლება რბილი ნაწილი გაუხვრიტოს. იმასაც დავაყოლებ, რომ შემთხვევა ხდება ერთხელ და ეს შემთხვევა, რომ არ მოხდეს გვმართებს მაქსიმალური ყურადღება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. დანარჩენი შენით გადაწყვიტე სად უნდა ისროლო და რა პოზიციიდან.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 05:51 AM |
Hosted by Pro-Service |