Benjamin Marauder, ჩემი თვალით :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin Marauder, ჩემი თვალით :) |
Aug 23 2011, 04:00 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
მოგესალმებით ყველას მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ამ თოფზე. ეს არის ჩემი პირველი PCP შაშხანა და მინდა გითხრათ ყველას, რომ ამ თოფბა ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა. ნადირობაში ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ აივნიდან რამდენიმე კაჭკაჭი მივაჰედშოტე. ამ თოფზე ვერაფერს გეტყვით ახალს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის ფორუმზე და ჩემთვის მგონი ჯერ ნაადრევია რევიუების კეთება, აქედან გამომდინარე მე მხოლოდ ჩემს მიერ გაკეთებული ჯგუფებით შემოვიფარგლები. ჯგუფები გავაკეთე 25 და 50 მეტრზე. დავიწყოთ ჯერ 25 მეტრიდან. 25 მეტრზე გავაკეთე 35 გასროლა ანუ 7 ჯგუფი, სანამ მეზობელი სკამებს მომაწვდიდა, ვერ მოვითმინე და ქვედა სვეტში სამი ჯგუფი გავაკეთე ხელიდან ფეხზე დამდგარმა და შედეგიც სახეზეა, თუ არ ვცდები 25-მეტრზე საშინელია შედეგია. 19მმ, 29მმ, 26მმ, შემდეგ რაღათქმაუნდა სკამებიც მომაწოდეს და ჩემი ნაბიჯებით გადათვლილ მანძილზე გავმაგრდი. ნუ რათქმაუნდა ცდომილება შეიძლება ყოფილიყო + - 2 ან მაქსიმუმ 3 მეტრი, მაგრამ ეგეც არ მგონია. ტყვიები თუ გაინტერესებთ აი ეს ტყვიებია ზუსტად 10.5-ები ესეც ჩემი პირველი პოზიცია 25 მეტრიდან. ამინდი საკმაოდ კარგი იყო და ადგილიც ხელს მიწყობდა. თითქმის და დახურული სივრცის პირობებში ვიყავი როგორც მე ვიცი იგივეს და უფრო პატარა ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე როგორც ხედავთ ამ მანძილზე 15 მმ-ს არ გავცდი ხელით ნასროლებს თუ არ ჩავთვლით. საუკეთესო შედეგი კი 12 მმ-ზე ნაკლები ვერ გამოვიყვანე. ეხლა გადავიდეთ 50 მეტრზე. აქ უკვე მზემ ჩამაჭირა თავში, მოკლედ თავის მართლებაში ნუ ჩამითვლით და გეტყვით რომ ცოტას ვჩქარობდი. ესეც მეორე სურათი 50 მეტრიდან. 50 მეტრზე გავაკეთე 4 ჯგუფი ანუ 20 გასროლა. აქ უკვე რათქმაუნდა ყველა ჯგუფი გავაკეთე დამჯდარმა და საყრდენის როლში ის სკამია რომელიც სურათზე ჩანს. აქაც 35 მმ-ს არ გავცდი და საუკეთესო შედეგიგიც სახეზეა. ნუ საოცარი არ არის 21მმ, მაგრამ ახალბედასთვის მგონი ნორმალურია მადლობა ყველას ყურადღებისთვის და შემდეგ გასვლაზე არ გამომტოვოთ. საპრიზო ადგილებზე მაქვს პრეტენზია
| |
> |
|
|
Aug 23 2011, 04:06 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 |
გილოცავ კარგი შენაძენია. მალე უკეთესები მომელოცოს. ჯგუფებიც მშვენიერია.იქნებ 60-70 მეტრზეც გააკეთო და უფრო შორსაც. კიდევ რა მაინტერესებს ოპტიკა რა გიყენია
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 12:24 PM |
Hosted by Pro-Service |