![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ცხელი ზაფხული... სადღაც საბურთალოზე ორი სპეცრაზმელი ხვდება ერთმანეთს, ორივე ერთმანეთს ამჩნევს ქუშის თავიდან, ერთი ქუჩის თავიდან, მეორე ქუჩის ბოლოდან აძრობენ ორივენი თავიანთ თოფებს და ემზადებიან Gun Fiting-ისთვის. შუაში ქალაქელი ყვავი მიფრინავს, ორივე მსროლელი ისვრის, ყვავი ილანძღება, ითარსება, ბუმბულებს ყრის და კოჭლობით მიფრინავს ![]() ასე დაიწყევლა ყვავებზე ნადირობის სეზონი. მზადება და ტუჩების მოლოკვა მომზადება დიდად არ მომხდარა, ერთი პოსტი ფორუმზე, მეორე ამყოლი პოსტი და აგერ 10-მდე მსურველი უცებ გაჩნდა ![]() ნორიკა პიპიათი, ბაზუკა პიპიათი და თაზოთი, პრეზიდენტი და მისი ძმა, მოსავლის ვერ აღების გამო მოსული დავითი (იგივე დაწიტი)მე საკუთარი პერსონით და... და ვინ იყო კიდევ? ააა! ველიკი ი მაგუჩი ტამაგუჩი! ანუ მანიტუს მოკასინებში გამოწყობილი ჩვენი ფორუმის სუპერ სექს სიმბოლო რომელიც სურათებში ჩნდება ხოლმე წარწერით ”ცენზურა”, მოკლედ ვინც ტანკში ზის თავზე კევლარის ჩაფხუტი ახურავს და ვერ მიხვდა... საუბარია CZ80-ზე ![]() გზა აბნეულები უდაბნოში ასე იყო თუ ისე, მოკლედ დავადექით, მაგრამ მანამდე ნორიკამ თავის მანქანაში დაყენებული მაღალ ტექნოლოგიური ”პრიბამბასის” დაპროგრამირება დაიწყო, ანუ მარტივად რომ ვთქვათ GPS-ში რუსთავის კოორდინატების შეყვანა დაიწყო. არ ვიცი რუსთავს ერთი სწორ გზაზე რაფერ უნდა ასცდე, მაგრამ ჯანდაბას. დავადექით გზასაი სამოთხისასაი. ბაზუკას პაწუა კორსა მშვენივად დახტოდა გზებზე, მაგრამ აი მაღალტექნოლოგიური GPS-ით აღჭურვილი აირტეკი ხან ბენზინგასამართ სადგულზე გაჩერდა, ხან გზაში აგვცდა. ხან ბაზუკა ასცდა პოპულის მაღაზიას, მოკლედ მინი აცდენებით მივედით რუსთავში სადაც დამატებით დაგხვდნენ ჩვენი პნევმანუტი ხალხი. რა თქმა უნდა მუსიე იორამ, ენდ ლორდ დევილ ![]() ![]() ბაზუკას მანქანით შევდივართ რუსთავში, დანარჩენი სასტავი ადგილზე გვხვდება და გვიღებს სურათებს ![]() დამხვედრი დელეგაცია ![]() პრეზიდენტი ქრთამის აღემის მომენტში ![]() თავდაჯერებული პრეზიდენტი სჯერავს რომ ქრთამი არ აუღია და ვისაც უნდა იმას წამოიყვანს შეხვედრაზე მოკლედ ვისაუბრეთ ვილაპარაკეთ და აბა წავედით ბაზარშიო. წავედით პროვიზიის შესავსებად და მაღალტექნოლოგიური აირტეკი თავისი GPS-ით ისევ დაიკარგა ![]() ჩვენს კოლონას თავში მაღალტექნოლოგიური GPS-ით აღჭურვილი მანქანა ჩაუდგა, სად ვიარეთ არ ვიცით, საერთოდ საკითხავია GPS-ი ურევდა, თუ აირტეკში რაღაც გაუგებარს, ეწეოდნენ, სვავდნენ, ან ჭამდნენ, გზად ისეთი რაღაცეები აკეთეს რომააა.... ![]() ![]() ![]() მაგალითად, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შევნიშნეთ რომ წინ მიმავალი აირტეკი გაქრა ![]() დავურეკე პრეზიდენტს, თუ ხედავთ ნაგვის მანქანას მეთქი? კი ვხედავთო, მერე რომ აგვავსეთ სურნელით გადაუსწარით მეთქი და ამ დროს აირტეკი უცნაურად მარჯვენა მხარეს უხვევს, მთელი კოლონა მივყვებით და აღმოვჩნდით ძველი ცემენტის ქარხნის გვერდზე არსებულ 20-30 მეტრიან, სადგომზე. დაგვრჩა პირი ღია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ბოლოს ვურეკავ პრეზიდენტს, რომელიც შარშანაც იყო წამოსული და თან აირტეკში ზის. - მეთქი ჯო... ეს ის ადგილები არაა მეთქი. - ვიციო ![]() ჰოო დაიწყო უაზროდ ხელების ქნევა, იქეთ აქეთ, მერე ზემოთ აუხვიეთო და ასე შემდეგ, მანამდე ნორიკა ვენებს იჭრის არიქა GPS-ის კოორდინატები მითხარით ზუსტად და მივაგნებო. კოორდინატები კი ფორუმზეა, მობილური ინტერნეტი ისეთი ნელი ტემპით მუშაობდა რომ 2-3 მცდელობის მერე ხელი ჩავიქნიე მობილურით საიტზე შემოსვლაზე. ამასობაში ნორიკას, პრეზიდენტს, ბროთჰერ ოფ პრეზიდენტს და სექსუალურ ლამაზმანს ვეკითხებით რას ეწევიან ასეთს ამ მანქანაში რომ ვერც კურსს დაადგნენ, ვერც, ნაგვის სუნს გრძნობენ, სად უხვევენ და სად ქრებიან გზიდან კაცი ვერ გაიგებს ![]() ![]() უკან რუსთავისკენ ![]() ![]() ![]() ლოგიკურია დაუჯერო იმ ადამიანს რომელიც იმ არემარეში ხშირად დადის და რა თქმა უნდა ლოგიკურია არ დაუჯერო ნორიკას დაბოლილ GPS-ს ![]() ![]() ძირს მოყვანილია სურათები რომელსაც იღებდნენ ნორიკას მანქანის მესვეურები, მიდით აბა და მითხარით რომ მათ მანქანაშI დაბოლილები არ იჯდნენ., ეს რა გადასაღები კადრებია ჰაააა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და გაიხსნა გზა ბედისა რავარც იქნა აღმოვჩნდით იგივე ატომური ელექტრო სადგრის ადგილზე (სინამდვილეში რა ჭირი შენობაა კაცმა არ იცის), ოღონდ მეორე მხრიდან, ანუ სწორი ადგილიდან, ცოტა ხანში გავიარეთ ის დასახლება და ის ხეები სადაც შარშან ბლომად შავი ნაყოფი ჩამოვყარეთ ხიდან. სამწუხარო ის იყო რომ ნაყოფი წელს მთელი გზის მანძილზე არ დაგხვედრია. ![]() ![]() წინ ის ალვის ხეები მოსჩანს რომელზეც შავი ნაყოფი მოდის ხოლმე უხვად, მაგრამ ამჯერად ნაყოფი ფა-ფუუუუუ გავცდით საყვარელ ხეებს, მივადექით იგივე ადგილებს და იგივე ხეობას, ნუ გზად გავერთეთ ვაი პლინკ ნადირობით, განსაკუთრებით სექსი ბოის მოეწონა წყლის კუ, რომელსაც არც ეშვებოდა, მაგრამ არც მონადირება არ უნდოდა. მოკლედ ასე იყო თუ ისე შარშანდელ ადგილამდე ცოტაოდენ არ მისული კაი დიდი მუხის ჩრდილში გავჩერდით. ![]() - აი მე როგორც დიდი ორნეტოლოგი ვთვლი რომ... ![]() - ხენდე ხოხ მეთქი! ![]() - აი თქვენც დამცინით არაა... ![]() - გამოდი შე გაიძვერა ნუ ემალები მეთქი უფროსსა! ![]() - უყურე შენ რეებს კადრულობს ბატონო უფროსო! ![]() ესეც პტიჩკა ნა პროვოდე ![]() ეს პტიჩკამ ჰოპლა გააკეთა ![]() ეს კი პტიჩკებმა შმაისერივით დაიწყეს ფრენა ერთი ტყვიამფრქვევიღა აკლდათ, ამიტომაც შეგვეშინდა და დავახვიეთ ![]() მოკლედ ბევრი პლინკაობის შემდეგ ძლივს მივადექით იმ ხეობას სადაც შარშან ვიყავით, ეგაა რომ ზუსტად შარშან დავითუსმა რა ადგილებში გვატარა და რომელ ბილიკზე იარა არ გვახსოვდა, ამიტომაც მივყევით გამოცდილ ხალხს და სულ სხვა ადგილზე მიგვიყვანეს, თუმცა ურიგო ნამდვილად არ ყოფილა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გადმოვლაგდით და იქაური შახ იბნ ბაზუკაც დევინახეთ ![]() ![]() ![]() ის იყო დავიწყეთ დაბინავება, რომ აღმოვაჩინე ერთ საინტერესო ფაქტს... მუხის ჩრდილამდე ჩემი თოფიდან (მარადიორი სტანდარტული ყველანაირი გადაკეთების გარეშე) მქონდა 10-15 გასროლა. სახლში მიზანი გასწორებული მქონდა 60 მეტრზე... ადგილზე კი 60 მეტრიან დისტანციაზე ტყვია კაი 1 მეტრით, თუ უფრო მეტით არა ძირს ხვდებოდა.... დავიწყე გასწორება და ერთი 10 ტყვია კიდევ მივახარჯე ამ გასწორებას. დავხედე მანომეტრს იმ იმედათ რომ ახლა დასატენია და დროა ამ სიცხეში ოფლი მოვიდინო მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად, მანომეტრი 3000 PSI-ზე იდგა..., აი მაშინ მივხვდი რაც მოხდა. ანუ რეზერვუარი გაცხელდა, ჰაერი გაფართოვდა და წნევამ მოიმატა, შედეგად დამრტყმელი კლაპანს ურტყავს, მაგრამ მომატებული წნევის გამო კლაპანს დიდად ვერ ხსნის, შედეგად ცოტა ჰაერი იხარჯება და ტყვიაც სიჩქარეს ვერ კრიფავს... აი აქ ვინანე რომ რედუქტორის ჩაყენება დამეზარა თოფში ბოლო დაშლის მერე. დერუქტორი რომ ყოფილიყო თოფში, რეზერვუარში წნევის გაზრდა ვერ შეცვლიდა რეზერვუარს მიღმა არსებული წნევის ძალას, ან შეცვლიდან პირველ გასროლაზე, შემდგომ კი რედუქტორს მიღმა წინასწარ ამორჩეული წნევა დარჩებოდა მუდმივად. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე ეს თოფი სამუდამოდ გადამყავს რედუქტორზე. მხოლოდ ზამბარების ცვლილება ვერ გაამართლებს. ![]() ![]() ის იყო რომ ეს დასკვნები გამოვიტანე და ვიწუწუნე, რომ იმ ხეზე რომელზეც მისროლას ვაკეთებდი, შემოჯდა 2 რუხი ნაყოფი. სასწრაფოდ, კლიპის გამოცვლა და ვეძებ ოპტიკაში ნაყოფს... დავინახე! ვიცი რომ ვერსად წავა, ვაწვები სასხლეტს და მესმის ჯერ სხვა თოფის ხმა, მერე კი ჩემი თოფის ხმა. ნორიკა ყვირის ვესროლე, მაგრამ ჯაჯამაც ესროლა და რომლის მოხვდა არ ვიციო, ამასობაში მე ვყვირივარ უტიფრად რომ მე მოვარტყი, მაგრამ არანაირი გარანტია არ მაქვს რადგან ვესროდი Hollow Point-ებს (სხვა ტყვიები სახლში დამრჩა), ეს ტყვიები კი ამხელა მანძილზე ხან სად უხვევენ ხან სად... ![]() ![]() ამ კამათში ვართ და მეორე ნაყოფი ჯდება იგივე ხეზე, ამჯერად ჯორჯიკამ და იორამამ ესროლეს, მეორეც ჩამოვარდა, ნორიკა ვენებს იჭრის წამოდი ვნახოთ და რომელი ტყვია ექნება მოხვედრილიო, მეთქი კაი წამო... დავიძერით და უცებ იმავე ხის უკან არსებული ბუჩქებიდან გამოძვრა ჩვენი Sexy Boy ანუ მეტსახელად CZ80 (როდის მოასწრო ის შეძრომა????), მოაქვს ერთი ნაყოფი და იძახის რომ გინდა თუ არა მე ვესროლეო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სამწუხაროდ ამ ორის გარდა სხვა ნაყოფი იმ დღეს ახლოსაც არ გაგვკარებია ![]() ხალისი, ქეიფი და ჩამორჩენილები ამასობაში დაინთო კოცონი დაიჭრა ხორცი კიტრი პამიდორი და იორამა შეუდგა მშვენიერ საქმიანობას, სუნელი დადგა ირგვლივ.... იფ-იფ იფ, ვიღას ახსოვდა ნაყოფი ჩამოკიდებული ხეზე ![]() ![]() ![]() ნიამ-ნიამ და იფ-იფ ვეშჩების მთავარი სულის ჩამდგმელი მუშაობისას ![]() ![]() ![]() ![]() ბეზდელნიკების სხადნიაკი ნიამ-ნიამის მოლოდინში ![]() ეს კიდო კაჩიგარები ![]() ![]() ![]() სუპერ სექსი ბოი ![]() ![]() ეს კიდო მთავარი იფ-იფ-ი ![]() ![]() სანამ იფ-იფ მზადდებოდა, ვილისი გავხადეთ ტირის მაგიდა, გამახსენდა რომ ნორიკას თოფის რეპორტი მაქვს დასაწერი, ვეცი და ვისროლე რამდენჯერმე რომ გამხსენებოდა რაზე უნდა დამეწერა რეპორტი. მოვსინჯე სხვადასხვა თოფი... შახ იბნ ბაზუკა ამოწმებდა რამდენადა სწორად ვისროდი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ცოტაც და ამასობაში რეკავს სპორტული ღონისძიებების მთავარი ”ზაჩინშიკი”, ანუ Ilariona, ჩამოვედი და სად ხართო? ნუ აქ პრეზიდენტმა დაიწყო ახსნა, იქ შეუხვევ აქ ჩემოუხვევ, და თან ეუბნება ბატებს ხედავ? აი მანდ უნდა შემოუხვიო... მაგარი ზუსტი მარკერია გზის ორიენტირებისთვის ![]() ![]() მოვიდააა, მოიდა სპორცმენი! ![]() კაცოუ, ვესალმები და ამ აბდალას გულმკერდზე სულ F*ck-უშკები არ აწერია! ტეტუუუუ, მე ეს პატიოსანი კაცი მეგონა და .... ![]() აჰაა, მინდორი დავიპყარი, ჩრდილი გადასარევია, აქვე ამოდენა ხეც ყოფილა მისაფსმელად... გადასარევია, გადასარევი! მოკლედ მოიდა ”ტავარიშჩ” სპორცმენი, შემოიტანა ალიაქოთი, მოიტანა მაგიდები, სკამი (2 მაგიდასთან ერთად 1 სკამი რაცხა ნიტოა, მარა...) და ერთი ვეებერთელა მაცივარი, ოღონდ ”ფინსკი, ხაროში, როზენლეფი” არ გეგონოთ, სტანდარტული სამოგზაურო მაცივარი, მაგრამ იმოდენა რომ SUV-ის საბარგულის ნახევარზე მეტს იტევდა, შედეგად დასიცხული ხალხი ეცა ცივ სასმელებს და ამოუწრუპეს ილარიონას 1 წლის ნაგროვები მარაგი. ამიტომაც შემდეგში ილარიონა დააჯდა მაცივარს და მხოლოდ პორცია პორცია გასცემდა ნაპიტოკებს ![]() ![]() აი ახლა მაცივარს დააძრობს მანქანიდან და.... ![]() .... და გამოსცალა მაცივრის შიგნეულობა ხალხმა ![]() ![]() ![]() ![]() ახლაც არ გჯერავთ რომ სულ F*ck-ები აწერია ამ კაცს! ![]() მოკლედ წაიდა ჭამა სმა... ვის ახსოვს ნადირობა და ნადავლით გამოკვება, აგერ ღუტუნიას უმშვენიერესი და უგემრიელესი ხორცია და ტილიანი ჩიტები ვის ახსოვს... ღვინო დალოცვა, ავოეეეეეე... ![]() ![]() ![]() ![]() რას ილოღნება ეს ცხოველი ბლიაძ! ![]() ![]() საინტერესოა ან სურათზე რას უყურებთ? იმას რომ მე რაღაცას ხელფეხის ქნევით ვაპირებ ავხსნა თუ სექსი-ბოის უკანა ნალით ტკვევით? ![]() ![]() ![]() ![]() ეს ღვინო და ქეიფი დაგვღუპავს ქართველებს ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე დაიწყო ილარიონამ თავისი HW100-ით, მანძილი 49 მეტრი, სამიზნე ჩამოკიდებული ხეზე, პოზიცია ფეხზე დგომით მანქანის კაპოტიდან, მხოლოდ თოფის წინა მხარის დაყრდნობით, ანუ, ან მხოლოდ ბიპოდის წინა ნაწილი და უკანა მხარე საკუთარი მხარის ხარჯზე უნდა გაჩერებულიყო, ან ვისაც ბიპოდი არ ჰქონდა წინა მხარეს ბალიშით ამყარებდა, უკნიდან ისევ საკუთაღი სკილეტის გამოყენება იყო ნებადართული. ![]() ![]() თავიდან არიქა და 5-5 გასროლაო, მერე ავიდა ილარიონა 10 გასროლაზე და ამტკიცებდა რომ ამოღრუტნა ერთი ადგილი, კაი წავედით სანახავად და რას ვხედავთ იდეალური სმაილი აქვს დახატული ილარიონას თავისი ნასროლით. აქ უნდა დავძინოთ რა ტიპის მიზნები გამოიყენებოდა! მთლიან თაბახის ფურცელზე ერთი დიდი სამიზნე იყო დახატული ერთიანიდან ერთიანამდე შუაში 10-იანი. შავი გული გადაჭიმული იყო 6-დან 6-მდე, მოკლედ ილარიონამ 6-დან 6-მდე სწორი ხაზი გაავლო პატარაზე შუაში ჩამოღუნვით რითაც ლამის 10-12 სანტიმეტრიანი სმაილიკი მიიღო ![]() ჩაერთო, ამ საქმეში ნორიკა ასე თუ ისე რაღაც გამოვიდა, ჯორჯიკა (ვაი), დაწიტი, მე და ბოლოს იორამა... ჰოოოო აი იორამამ ისროლააა... ვინც აწი იტყვის რომ HW 100 ყველაზე მაგარიაო, ნუ არ ვიცი, იორამამ სტანდარტული მარადიორით თავზე დაახურა სანაქებო HW100-ს ![]() ![]() ![]() ![]() აი აქ ნერვებმა უმტყუნა ილარიონას და სასწრაფოდ გადახია თავისი შედეგის ამსახველი ფურცელი, მერე გაიხედა Devil-ის ოპტიკიდან და მიხვდა რაშია საქმე. თავისი თოფი შეიძლება კი კარგია, მაგრამ 50 მეტრზე სამიზნეში სასროლად 9x არანაირად საკმარისია არაა, სამიზნე არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ფურცელი, აი ლიპერსის 16x-ში კი უკვე სამიზნეც ჩანს და მიზანიც, ასევე ნასროლიც. მოკლედ პრეზიდენტი და ილარიონა გადამრევენ, ორივეს ჰაი ენდ ფიშტოები აქვთ და ლოვ ენდ უფრო ლოვ ენდ ოპტიკები უყენიათ, ორივეს სანადირო 9 და 10x-იანი ოპტიკები აქვთ მარა იქაჩებიან არიქა და ვისვრითო. საწყალ დაბოლილ ნორიკას დასცინიან, მართალია ნორიკასაც იაფფასიანი ოპტიკა აქვს, მაგრამ 32x ეგ კი უკვე დიდი პრივილეგია, 9x-თან შედარებით, მიუხედავად იმისა რომ ბნელდება, სუფთა გამოსახულება არა აქვს და ასე შემდეგ. ვაი დედა მოკლედ ამ განცხრომაში ვიყავით რომ მომენტალურად მოიღრუბლა, და წარმოუდგენელი ქარიშხალი ამოვარდა. დავიწყეთ აშლა, მაგრამ ნაწილი შეზარხოშებული სასტავი მაშინ შეუდგა ბურთის თამაშს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე სასწრაფოდ ავლაგდით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, სექსი ბოის გადავუღეთ რამდენიმე ნახევრად იმტიმური სურათები და დავადექით გზასაი შინისაი თბილისისაი ![]() ![]() ![]() ![]() ვიცით რომ გენატრებოდათ ეს ბანჯგვლიანი უკანა ნალი, ამიტომაც მე და იორამამ პატარა ფოტო სესია მოვაწყვეთ ![]() ![]() ეს ბანჯგვლები ახლო რაკურსიდან ![]() ![]() გზად ნიაღვრები და ტბები ვნახეთ!!!! იმ დღეს ბევრი სოფელი და გზა დაიტბორა, მაგრამ მგონი ჩვენ ყველამ გამოვასწარით. აი ასე მორჩა იმ დიდებული დღის თავგადასავლები. მშვენიერი მწვადებით გასიებული კუჭები, კაი ღვინით გამსკდარი მუცლები, მინი უაზრო შეჯიბრება, რამდენიმე მზეზე დამწვარი ბეჭი, კაი ღლაბუცი და გართობა ... ჭირი იქა, ქესალოც იქით დარჩა, ჩვენ კი კაი მოგონება და დროს ტარება შეგვრჩა.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
|
> |
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 02:37 AM |
Hosted by Pro-Service |