![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
სწორად გაკეთებული ლულის კვეთის "ფასკა", ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი იქნება, არის ზუსტი გასროლის 80%, დანარჩენი კი 10-10% არის ტყვიის ხარისხი და მსროლელის გამოცდილება. ცეცხლსასროლ იარაღს როგორც წესი უკვე აქვს, ნორმალური ლულის კვეთის "ფასკა" და მაგის უმაღლეს ხარისხს აქცევენ ყურადღებას მხოლოდ ზეზუსტი სროლის შაშხანებზე. პნევმატურ იარაღში კი, თუ ეს არ არის ძვირად ღირებული ევროპული ბრენდი, ძირითადად საშინელი "ფასკებია". არა და იქედან გამომდინარე რომ პნევმატიკას აქვს დაბალი ენერგეტიკა და ასე ვთქვათ ტყვიის ქვე-ბგერის სიჩქარე, ლულის კვეთის ფასკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტყვიის სტაბილურობაზე. ამ თემაში მინდა გავაკეთო ვრცელი, ასე ვთქვათ, მანუალი, თუ როგორ გავაკეტოთ ლულის კვეთის "ფასკა" პნევმატური შაშხანას ლულაზე. არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენ კი გავჩერდებით ყველაზე მარტივ, და ხელმისაწვდომ მეთოდზე, რომლისთვის არ დაგვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები და დაზგები. ყველა სამუშაოს, ჩატარება თავისუფლად შესაძლებელია სახლის პირობებში, ელემენტალური ინსტრუმენტის გამოყენებით. ჯერ სურათებს დავდებ როგორი არის ხოლმე ქარხნული "ფასკა", და როგორი უნდა გავხადოთ იგი. 3-4 დღეში იქნება თვითონ მანუალი. ქარხნული "ფასკა" ![]() ![]() დამუშავებული "ფასკა" ![]() ქარხნული ფასკა შტეირ-ზე ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
მანუალი: პირველ რიგში, ლულის ბოლოდან უნდა მოვხსნათ პლასტმასის, ეგრეწოდებული "ნადულნიკი". ძვრება ძალიან მარტივად. მძლავრად და მკვეთრათ დავარტყათ და ის მოძვრება, თუ ძალიან მაგრად არის დაპრესილი, ადუღებულ წყალში ჩაუშვათ 1 წუთით და ძალიან ადვილად უნდა მოძვრეს. შემდეგი ეტაპი ლულის კვეთის ინსპექტირება და დეტალური დათვალიერება. ზემოთ პირველ სურათში კარგად ჩანს რომ ღარები ძალიან არა თანაბარია. ეს ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით თურქულ ლულებზე. ამიტომ შემოწმებისას უნდა ვნახოთ თუ ღარები იყოს მკვეთრი და თანაბრად მოდიოდეს და მთავრდებოდეს ლულის კვეთამდე. მაგალითად პირველ სურათზე ღარები იყო ცუდი, ამიტომ ფასკის გაგეთების წინ ლულის კვეთიდან უნდა მოიჭრას 2 - 2,5 სანტიმეტრი, როგორც წესია ეს საკმარისია. შემდეგ კი უნდა დავამუშაოთ ლულას კვეთი ჯერ ჩვეულებრივი, მერე კი ძალიან პატარა შკურკით. მოკლედ უნდა გამოიყურებოდეს ასე. ![]() ![]() შემდეგი ეტაპი არის პირველი, ასე ვთქვათ დამცავი ფასკის გაკეთება, რომელიც დაიცავს მათავარ ფასკას. მე 3 სურათზე ჩანს როგორ უნდა გამოიყურებოდეს ორივე ფასკა. ![]() ესეიგი პირველ რიგში უნდა შევიძინოთ 2 შაროშკა, 2 სხვა და სხვა დიამეტრით და ჩაშვებით. ![]() ![]() დამუშავება შესაძლებელია უბრალოდ ხელით, ან მინი დრელით ძალიან დაბალ ბრუნვებზე. მე გირჩევთ ხელით გაკეთებას, იმიტომ რომ უფრო მარტივად შეიძლება გავაკონტროლოდ სწორად მიდის საქმე თუ არა. აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ მეორე ანუ მთავარი ფასკა უნდა იყოს დაახლოებით ღარის სიგანის. როდესაც მივიღეთ სასურველი ფასკები. გადავდივართ შემდეგზე არა ნაკლებად მნიშვნელობან ეტაპზე. ფასკის პოლირება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 05:29 PM |
Hosted by Pro-Service |