![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ალბათ ბევრი ფიქრობს საიდან მოვიტანე ჩემი ფორუმული სახელი-nihontoman. ვინც არ იცით აგიხსნით: ნიჰონტო იაპონურად ითარგმნება როგორც- ნიჰონ(იაპონია) ტო(ხმალი), ანუ იაპონური ხმალი. ალბათ მიხვდით, რომ რაკი ასეთი ნიკი დავირქვი, ასე თუ ისე მომწონს ეს ხმლები. ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობთ, რომ იაპონური ხმლების სიყვარული ისეთი კინოებიდან გამიჩნდა, როგორებიცაა: მოკალი ბილი, მატრიცა, უკანასკნელი სამურაი და სხვა ასეთი ჰოლივუდური ბლოკბასტერები. მართალია მომწონს ეს კინოები და თავის დროზეც სიამოვნებით ვუყურებდი, მარგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრ რამეს ამ ხმლებთან დაკავშირებით და საერთოდ მათი მეშვეობით ბრძოლასთან დაკავშირებით აზვიადებენ-ჰოლივუდში ეს განსაკუთრებით კარგად გამოსდით. მართალია ვიცოდი, რომ ბევრი რამე რასაც კინოებში აჩვენებენ სიაფანდია, მაგრამ იაპონური ხმლები მაინც შემიყვარდა ![]() ბევრი იტყვის კარგი ევროპული ხმალი ან თუნდაც ქართული გორდა მირჩევნიაო(რა თქმა უნდა პატრიოტიზმი კარგია, მარა არ დაიჯეროთ, რო ოდესმე საქართველოში ხმლის დამზედების ტექნოლოგია არსებობდა და მერე დაიკარგა-ეს მწარე სიმართლეა) თუ ხმლებზე მიდგა არჩევანი, მე აუცილებლად იაპონურ ხმალს ავირჩევ და არა სხვა ტიპს. რა თქმა უნდა სხვა ხმლებიც აკეთებენ თავის საქმეს, მაგრამ ოდნავი უპირატესობა მაინც არსებობს: ეს რამდენიმე წამი ბრძოლის პირობებში გადამწყვეტია. თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა რომელს აირჩევდით? :rolleyes: კითხვა გაგიჩნდებოდათ აქამდე, კი მაგრამ რატომ არის რო ეს ხმალია უკეთესიო? პასუხი მარტივია: დამზადების ტექნოლოგია. საქმე ისაა, რომ იაპონური ხმლების სხვა ხმლებთან შედარებისას ერთ რამეს შეატყობთ: სხვა სტილის ხმლებს რო შეხედავთ, იაპონურთან შედარებით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს კონვეიერზე ამზადებდნენო. იაპონური ხმალი ხარისხით ბრწყინავს და ესთეტიურად ნამდვილად ჯაბნის სხვა იარაღს(ეს არც თუ ისე სუბიექტური აზრია) სადღაც მეექვსე საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით იაპონიის იმპერატორმა ომი გაუბა სხვა ხალხებს(მგონი ჩინელებს) . მაშინდელი იაპონელები ჩინურ ხმლებს ხმარობდნენ. ეს ხმლები ბრძოლაში არასაიმედო იყო(როგორც ყველა სხვა ჩინური "ტავარი") ადვილად ტყდებოდა და იღუნებოდა. ბრძოლის შემდეგ იმპერატორმა ერთ ერთი ოსტატს ჩაუარა და უკმაყოფილომ იმის გამო, რომ ხმლებმა არ გაამართლა, დამტვრეული ხმლები მიუგდო ამ ოსტატს. ამ კაცს რა თქმა უნდა გაუტყდა და სადღაც მთებში განმარტოვდა, რათა ახალი ხმალი გამოეგონებინა. რამდენიმე თვის მედიტაციის და უჭმელობის შემდეგ მოელანდა ოდნავ გაღუნული ხმალი პირისკენ უცნაური ზოლით. ერთი წლის თავზე მან შექმნა დღევანდელი სახით არსებული ხმალი. მან საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიმართა იმ პრობლემის დასაძლევად, რაც ყველა ხმალს ახასიათებს. პრობლემა ისაა, რომ თუ ფოლადი ძალიან მყარია, ხმალი მინასავით ტყდება, თუ რბილია-ბასრი არ გამოდის. ამ კაცს შიმშილმა და ალბათ მედიტაციამაც ![]() გამოწრთობამდე ხმალი დაფარა თიხის ფენით. სქელი ფენა წაუსვა ზურგისკენ, ხოლო ძალიან თხელი ფენა წაუსვა პირისკენ. ამან განაპირობა ის, რომ პირის მხარე სწრაფად გაცივდა გამოწრთობის დროს და ამიტომ ძალიან მაგარი და ბასრი გახდა, ხოლო უკანა მხარე ნელა გაცივდა და სირბილე შეუნარჩუნა ხმალს. ხმალი უფრო გამძლე გახდა რბილი ზურგის დამსახურებით და აღარ გამტყდარა, ხოლო პირი ძალიან მაგარი და ბასრი იყო მთელი ბრძოლის მანძილზე. ასეთი წრთობა დამახასიათებელ გვერდითი ეფექტს იწვევს: ხმალი ოდნავ იღუნება, რაც ჭრის დროს ძალზედ აადვილებს საქმეს და აფდამიანის შუაზე გაჩეხვაც პრობლემას აღარ წარმოადგენს. :ph34r: ესეც ვიდეო დამზადებისა ეს ყველაფერი ალბათ საკმარისია რომ იაპონურ ხმლებს სხვა კუთხით შეხედო, დააფასო. ვერავინ ვერ დაგაჯერებთ, რომ Weihrauch hw100 და benjamin discovery ერთი და იგივეა, იმიტომ რომ იცით, თუ რამდენად განსხვავდება შესრულების ხარისხით. კი, ორივე აკეთებს თავის საქმეს, თუმცა ვაირაუხი ცოტათი უკეთესად აკეთებს ამას და ეს არის ის დიდი განსხვავება, რაც შემდეგ განაპირობებს მის პოპულარობას, მისდამი სიმპათიას და ასევე, მის ფასს. სწორედ იგივე ხდება ხმლებთან მიმ ართებაში: ნიჰონტო არის ხმლების ვაირაუხი, ხოლო სხვა დანარჩენი-დისკავერი(არ ვამბობ რომ დისკავერი ცუდია, ძალიან მინდა რომ მქონდეს და ბედნიერი ვიქნებოდი მაგის პატრონი რო ვიყო). ეს აბზაცი კი იმათთვის ვინც ამბობს, რომ ხმალი სისულელეა, ერთი კარგი 9 მილიმეტრიანი და იმის ჯანიო: ეს ყველაფერი მეც კარგად ვიცი. დღევანდელ ვითარებაში, სადაც ტექნოლოგიური ნახტომები და პროგრესი წუთი წუთზე ხდება, ხმლით ბრძოლა სისულელეა, თუმცა ეს არ არის იმის საბაბი, რომ ხმალი დავივიწყოთ-ამ შემთხვევაში ეარგანებიც არარაობა იქნებოდა, იმიტომ, რომ ცეცხლსასროლი ბევრად აღემატება ნებისმიერ კისტის თოფს ყველა მაჩვენებლით, მაგრამ ერთით მაინც ვერაფერი აჯობებს კარგ ეარგანს: იმ სიამოვნებით, რასაც ეარგანით მიიღებს კაცი. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ მიუხედავად ხელნაკეთი ეარგანების სასწაული ფასისა, ხალხი მაინც ყიდულობს ასეთ ნივთებს, თუმცა სამას დოლარად მშვენიერ ცეცსლსასროლ შაშხანას იყიდი უკეთესი მახასიათებლით. ვისაც დაგაინტერესათ, შეგიძლიათ ეს საიტები წაიკითხოთ: http://www.nihonto.us/ http://legacyswords.com/ http://www.summerchild.com/summer.html და სხვა მრავალი საინტერესო საიტი. გამორიცხული არაა, სხვა ჰობიც გაგიჩნდეთ ეარგანების გარდა, ვისაც ესეთი ამბავი შეგემთხვევათ და იტყვით რომ შანსი არაა, ერთსაც ვერ დავიჭერ ხელშიო აი ეს საიტი "დაგამშვიდებთ" http://www.sword-buyers-guide.com/ P.S. იმედია, ნაშრომს დამიფასებთ და არ დამცინებთ ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა ოო ეგ აშკარად დიდი დილემაა,,, მარა მე ყველავარიანტში ხმალს დავითრევდი პირველს ან შევაგროვებდი და ორივეს ერთად ჩამოვიტანდი მეც მასე ვარ_ხმლებით უფრო ადრე დავინტერესდი, ვიდრე სხვა რამით, ასე რომ შეიძლება მასეც მოვიქცე. მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო მომწონს(ფულის შეგროვების და ლოდინის გარდა)
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 08:34 PM |
Hosted by Pro-Service |