![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩვენთან ამ ფორუმზე, საკმაოდ არიან ენთუზიაზმით განმსჭვალული ეარგანერები. ძირითადი ნაწილი პნევმო მონადირეა (ან უნდა რომ მონადირე იყოს), პესტ კონტროლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ამოწყვიტეს რაც ყვავი იყო ამ საქართველოში ![]() ![]() ![]() თურმე რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ პნევმატური სათამაშოები... თუმცა ერთი რამ გვავიწყდება - პლინკი. დიახ, პლინკი. ზოგიერთმა შეიძლება არც იცოდეს რას ნიშნავს ეს პლინკი, იმიტომ რომ უცხოური სიტყვაა და ახალბედას არც მოეთხოვება მისი ცოდნა. ამიტომაც ავხსნი, თუ რა არის პლინკი და ამ მიზნებისათვის, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ვიკიპედიის სიბრძნეს: პლინკინგი- აღნიშნავს არაოფიციალურ მიზანში სროლას, სადაც სამიზნე შეიძლება იყოს სხვადასხვა არატრადიციული ობიექტი, როგორებიცაა კონსერვის ქილები, მინის ბოთლები, ჩამოყრილი გირჩები, კვერცხი, პომიდორი - ფაქტიურად ყველაფერი, თუ კანონს არ დაარღვევთ.... სიტყვა პლინკი ასახავს ტყვიის ხმას, რომელიც მეტალის ობიექტზე (კონსერვის ქილა) შეჯახებისას გამოიცემა. პლინკი ყველანაირი ტიპის და კალიბრის იარაღით შეიძლება, იქნება ეს პნევმატური 4.5მმ თუ 50 კალიბრიანი ბარეტი ![]() ![]() თემას აღარ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ პლინქისათვის ძირითადად გამოიყენება ეგრეთწოდებული გეკო .22 LR ან პნევმატური იარაღები. მიზეზი ამისი მარტივია - პლინკი რაც უფრო იაფი ჯდება, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს პლინკერს, გეკოს და პნევმატიკას კი სიიაფეში ვერაფერი შეედრება (თუმცა აქ, გურჯისტანში, გეკოთი პლინკი მაინც ძვირი დაჯდება...). ამასთან, პნევმატური იარაღი გაცილებით უსაფრთხოა მისი ბალისტიკური მაჩვენებლების გამო, შესაბამისად პნევმატურით პლინკიც უსაფრთხოა, რაც უპირველსი უნდა იყოს მსგავსი სახის გართობის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლინკისთვის სასურველია ისეთი ფიშტოები, რომელიც არ დაღლის მსროლელს. ჰიპერ-მაგნუმ ზ.დ.პ.-ები ამ შემთხვევაში ცუდი კანდიდატია საპლინკაო ფიშტიოებისათვის, რადგან მათ გადატენვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება და ამის რამდენჯერმე გაკეთება პლინკით მიღებულ სიამოვნებას უცბად გაანულებს ![]() ![]() ![]() რაში მდგომარეობს პლინკის მომხიბვლელობა? ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია. თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ. გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს. ![]() პლინკის უკეთ გასაგებად, შეძლებისდაგვარად განვავრცობ თვითოეულ შემადგენელს... ფასი - პნევმატური იარაღის ტყვიები საკმაოდ იაფი ღირს. დაწყებული ნაგავი თურქული ენცე (თუ რაც ქვია) და დამტავრებული ხარისხიანი და გამოცდილი JSB, H&N და Crosman-ის ტყვიებით. ყველაზე იაფები რაღა თქმა უნდა თურქული ნაგავი ღირს. თუმცა, მიუხედავად პლინკის ბუნებისა, მე მაინც არ გირჩევდით თქვენი თოფი და პირველ რიგში საკუთარი თავი გაიმეტოთ ამ ტყვიებისათვის. ზ.დ.პ.-ების მფლობელებს განსაკუთრებით არ ვურჩევ მათს გამოყენებას, რადგან ეს ტყვიები არ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას ლულაში. მათი კაბები დეფორმირებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს კაბა და ზოგიერთი საერთოდ სიგრძეზეა გახვრეტილი. დიახ, დირკები ადევს თავში რომელიც კაბისკენ გადის და ფაქტიურად არაა ჰერმეტული. ზ.დ.პ.-ში ასეთი ტყვიის ჩადებით რისკავთ რომ გახეთქოთ მანჟეტი შუაზე, გატეხოთ ზამბარა და თუ არ გაგიმართლათ, დააზიანოთ დგუში და კომპრესორის კამერა. სიზუსტეზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ..... მოკლედ ქაქია და არ გაეკაროთ ![]() შემდეგ მოდის რაღაც გაუგებარი ტყვიების კატეგორია ოზიტაი, რომელიც მაკვირვებს და გულს მწყვეტს ერთდროულად. ტყვიები მშვენივრადაა ფორმირებული, თუმცა მსუბუქებია ძაან და ზუსტებიც არაა. პრინციპში ამ ტყვიები ჩადება კიდევ შეიძლება ზ.დ.პ.-ში, სულ რომ არაფერი, ჰერმეტულია. თუმცა, შემხვედრია ოპზიტაის რამდენიმე კოლოფი, რომლებიც დიამეტრში დიდი და პატარები იყო. ნუ პლინკისათვის ყველაზე მინიმუმია.... ამის შემდეგ მოდის კიდევ ერთი გაუგებარი კატეგორია - ჰაცანის ტყვიები, რომლებიც საკმაოდ ძვირები რირს, თითქმის კროსმანის და ჯსბ-ს ფასი და ამ დროს რავი, არაა ისეთი რაც უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანის, "ტორპედოს" განხილვა ამჟამად პორტალზეც არის და შეგიძლიატ წაიკითხოტ დაწვრილებით. თუმცა დასკვნას მოკლედ აქვე გეტყვით - არ ღირს მაგ ტყვიების ყიდვა. აი 5-6 ლარი რომ ღირდეს კოლოფი, კიდევ შეიძლება თუმცა ახლა, როცა ერთი კოლოფი 30 ლარი ღირს.... მივადექით ნორმალურ ტყვიებს. პრინციპში ეს ნორმალური ტყვიები უკვე საუკეთესო ტყვიებია, ამაზე უკეთესები არც არსებობს. კროსმან პრემიერები, ჯსბ ეკზაკტები და გერმანული ტყვიები საუკეთესოებია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ქართველებსაც წილად გვხვდა ბედნიერება გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება იფიქროთ, პლინკისათვის საუკეთესო ტყვიები რატომ ავირჩიოო, მარა მერწმუნეთ - რაც უფრო ზუსტად ისვრის ფიშტო, მით უფრო სასიამოვნოა პლინკი და თვითო გასროლა რომ 5 თეთრი ღირს სადღაც, ეგეც კი გავიწყდება კაცს ![]() თავისუფლება - არანაირი შეზღუდვები! მთავარია დაიცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დანარჩენი კი მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიზღუდება. შეგიძლიათ ესროლოთ ყველაფერს და ყველგან. ეზოში, აივნიდან (უსაფრთხოების წესების დაცვით), სოფელში სადაც გინდათ. ესროლეთ რასაც გინდათ - აქაც მხოლოდ კანონი, უსაფრთხოების ზომები და ფანტაზია გზღუდავთ. აი მაგალითიც: მიხვდით ალბათ რაზეცაა საუბარი ![]() გართობა - გართობა რომ უმაღლეს დონეზეა, მგონი ამას ახსნაც არ უნდა. რა სჯობია რაღაცის დამსხვრევას, გატეხვას, გაჩვრეტას და ა.შ. ![]() ნუ მგონი საკმარისია და მიხვდით რაზეა საუბარი ![]() პლინკი კარგია, თუმცა არის ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც პლინკს უნდა მოყვეს - დასუფთავება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ბუნებას და ჩვენი დამსხვრეული ბოთლები და თუნუქის ქილები ადგილზევე არ უნდა დავყაროთ. აუცილებელია დალაგება. მიბაძეთ ამათ: დააიკვირდით, ის რასაც ესვრიან, პარკში უდევთ, რომ შემდგომ აკურატნად აიღონ და წესის მიხედვიტ გადაყარონ ნაგავში!!! პლინკი ამავდროულად მიგაჩვევთ იარაღს და 50 მეტრზე ქაღალდზე უკეთესი შედეგების მიღებაშიც დაგეხმარებათ (ვისაც გაინტერესებთ). პლინკი შესანიშნავი გზაა ასწავლოთ ბავშვებს სროლა ხალისიანად და შედარებით უსაფრთხოდ. მოკლედ კაი რამეა ეს პლინკი და ნერვები მეშლება, რომ პლინკის თემაში კაციშვილი არ პოსტავს, ბოლო პოსტი დენიკინის დროსაა დადებული და ისიც პლინკს საერთოდ არ ეხება. იაქტიურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენგანი პნევმოსთან ურთიერთობის 90 %-ს პლინკში ატარებთ. არ მოგერიდოთ დაწერეთ ვის როგორ გევასებათ და რანაირად. ![]() ბედნიერ პლინკს გისურვებთ და გახსოვდეთ - დაიცავით უსაფრთხოების წესები, არ დაანაგვიანოთ ბუნება და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
მე ძაან მომხობლა ამ ვიდეომ ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 05:17 PM |
Hosted by Pro-Service |