![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
მოგესალმებით ყველას, როგორც იცით მაქვს ბენჟამინ მარადიორი, ნუ ისიც იცით, რომ ვარეგულირე და რაგაც სასურველ შედეგს მივაღწიე, მაგრამ აქ არ მთავრდება ჩემი მოთხოვნები:DDDDD 1)22.01.2011-ში კი ვიყავით ასულები ლისის ტბაზე და ვასწორებდით ჩემს ოპტიკას!!! შედეგი- 60 მეტრი- რკინის ლარიანი- 5 სროლა და ხუთივე გავარტყი. გახარებული ვიყავი ძალიან, მაგრამ: 2) 23.01.2011-ში ვიყავით გასულები კახეთისკენ ქედანზე სანადიროთ(უამრავი ქედანი ვნახეთ) დილით სანამ დაფრთხებოდა მიგვიშვეს და დავერიეთ ჩვენი 12 კალიბრიანი ფიშტოებით ![]() ![]() აი აქ დაიწყო ჩემი ნერვების შლა ისევ. ჯერ ვერ ვარტყავდი, მერე დავაკვირდი რომ 80-90 მეტრზე ტყვიას მიქონდა არა ქვევით არამედ მარჯვნივ და რაც მთავარია როცა დავუმუღამე და ქედანს შიგ გულში ვარტყავდი აი აქ ისევ დაიწყო ჩემი ნერვების შლა ორი:DDD ეს შობელძაღლი მიფრინავდა თითქოს პენიცილინს ვესროდი. არ ვიცი რას დავაბრალო უკვე, ტყვიები თითქოს და სანადირო იყო, თავში რომ ღრმული აქვს და მოხვედრისას რომ უნდა გაბრტყელდეს. 3) გადავწყვიტე რომ მარადიორზე უკეთესი ფიშტო მინდა და გუშინ შუადღიდან ვუზივარ ყველა ფორუმს, რომ შევარჩიო უკეთესი ფიშტო. 3.1) პირველი ჩემი კრიტერიუმი გახდა რედუქტორი. 3.2) მეორე, ბევრი გასროლა 3.3) მესამე კი რაც შეიძლება მძიმე ტყვიების გასროლის შესაძლებლობა(სურვილი მაქვს, რასაც გავარტყავ ადგილზე დავტოვო) ჯერ ვერაფერი ვერ შევარჩიე. თუ ვინმემ უკვე იცით ასეთი ფიშტო, იქნებ დამეხმაროთ და სწორ გზაზე დამაყენოთ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ilariona ვაი დედა ჯერ ხომ ჩემი ინტერნეტით სისხლი გამიშრა სანამ ეს პოსტი წავიკითხე ![]() ![]() 1) ნასოსზე როდესაც ამბობ 2000-დან 3000-ზე ავდივარ შესვენეის გარეშეო - ნიშნის მოგებას შეეშვა და გაუფრთხილდე ნასოსსაც და თოფსაც ის ჯობია, თითო სერიაზე 50 ბუქნი და ისიც ნელა თითო ბუქნის ციკლი 4-5 წამი უნდა გრძელდებოდეს. თორემ მერე სიტყვები -"ზატო ჯანმრთელობა ხომ მაქვსო" დამთავრდება ჩემთან ან ჩემნაირთან ვიზიტით და მარტო დაშლა აწყობა გაწმენდაში 30 ლარის გადახდით, მაკომპლექტებელი ნაწილების ხარჯი ხომ ცალკე იქნება. თან რამდენიმე ნასოსი არსებობს უკვე საქართველოში რომელიც 100%-ით საწყის მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდა იმის გამო რომ თავიდან არასწორედ იყენებდა მფლობელი. 2) პარამეტრები რაც შენ გინდა მხოლოდ კოსტუმ მეიდ ტოფებს აქვს, ბაზარზე არსებულებიდან კი შენს მოთხოვნებს მგონი ვერცერთი დააკმაყოფილებს 3) მარადიორს იმიტომ იწუნებ რომ ეგრევე მაგ თოფით დაიწყო შენი მოღვაწეობა პნევმატიკაში, ამასობაში საჭირო იყო ეტაპობრივი ზრდა და თვეების მანძილზე სროლა მიზანშიც და ნადირობაზეც. 4) შენ ახლა ისეთ ეტაპზე ხარ რომელი თოფიც არ უნდა იყიდო ვერცერთი ვერ დაგაკმაყოფილებს, მითუმეტეს თუ შენი მარადიორი 300 მ/წ-ით ისვრის ამჯერად. ვერცერთ სხვა თოფს შენ ახლა ვერ ნახავ რომელიც შენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სიჩქარე მაქსიმუმზე გაქვს ლამის, მიზანში მარადიორი ყველამ იცის რომ ისვრის, მითუმეტეს შენც ამბობ ვარტყავდიო, ესეიგი პრობლემა მიზანში სროლასა და ნადირობას შორის უნდა ეძებო. ერთია სამიზნე ბოთლს ესროლო ან პრობკას და გინდაც 100 მეტრზე ამოაყირავო, მეორეა 25-30 მეტრში არსებას ესროლო და ჩამოაგდო. ეს ორლულიანი თოფი არაა მთელი ბურთულების ღრუბელი რომ მიფრინავს და ერთი მეორეს ფარავს. აქ ერთს ისვრი და ისეთ ადგილზე უნდა მოხვდეს რომ... მაგის გამოცდილება ყველას გვაქვს ესვრი აფრინდება და მიყვები თვალით, ახლა ჩამოვარდება ახლა, და ეს შობელძაღლი ჰორიზონტს ისე მიაფარება რომ ერთხელ არსად დაჯდება. მაგას თავისი გამოცდილება უნდა რომელიც ერთი და 10 ნადირობით არ მოდის. 5) პლიუს შენ ახლა გული ისე გაქვს აცრუებული რომ რაც არ უნდა გითხრან, მაინც გული არ მიგდის მაგ თოფთან და მუდმივ ძებნაში და მუდმივ უნიკალურის ძებნაში იქნება, რაც ხელს უარესად შეგიშლის და ვერცერთ თოფში სანატრელს ვერ იშოვი. ეგ გრძნობა და ემოციავე სამწუხაროდ არ მოგცემს საშუალებას მაგ თოფიდან სასურველ შედეგს მიაღწიო ![]() მესმის რომ სროლა იცი, მაგრამ ტყვიას და კალიბს თავისებური გადაწყობა უნდა, შეიძლება 308-დან 1000 იარდზე ბუზს პარსავდე, მაგრამ პნევმოდან 80 მეტრში ბუს ააცილო. ეგ უკვე სხვადასხვა კატეგორიებია და იმიტომ. მოკლედ ვიცი შენი გრძნობა, თოფებში არა მაგრამ სხვა საქმეში მქონია და ვიცი რა არის ეგეთი უსასრულო ძიება, წლები დამიხარჯავს და სასურველი ვერ მომიძიებია მიუხედავად უფრო და უფრო ძვირიანი და ცნობილი ბრენდების ამორჩევისა. იმედია იგივე წყალბორბალაში არ მოყები თორემ მაშინ ვავა ![]() მოკლედ ვერანაირად ვერ გადაგარწმუნებ რომ თოფი არაფერ შუაშია და მაგ თოფისთვის 80 მეტრი არაფერია, მითუმეტეს ჩემს თვალწინ 146 მეტრზე ჩვენს ფორუმელს 3 იხვი ყავს მოხსნილი, თან შემთხვევით გარტყმით კი არა, თავიდან გასწორება კორექტივებზე დასჭირდა ჩალიჩი და მერე ერთს მოარტყა, მეორე დააგდო, მეორე გასროლით, იმავეს კონტროლკა დაადო მესამე გასროლით და მეოთხე გასროლით კიდევ ერთი დააგდო. მე მაგ მანძილზე არაფერი მომიხსნია, მაგრამ ვერ დამაჯერებ რომ 80 მეტრზე თოფი ვერ ისვრის. P.S. გვერდზე მიაქვსო რომ ამბობ, რა გარანტია გაქვს რომ რინგები რომელზეც ოპტიკა გაქვს დაყენებული სწორეა და ცენტრიდან გადახრილი არაა? ხალხი გიჟი კი არაა კარგ რინგებში 200- და 300$-ს რომ იხსიდ, იმის გამო იხსიდ რომ გარანტია ჰქონდეს თოფზე რომ ფდააყენებს თოფის პარალელურად დაიჭერს ოპტიკას. ლიპერსის და აკუშოტის რინგებში კი 10-დან 3 ყოველთვის არეულია, დაჟე რუსებისა და უკრაინლებისგან ვიცი ცოტა რომ გაასწორონ გადაკვეთა წინა უკანას უკუღმა აყენებენ რომ რამენაირად კომპენსირება გააკეთონ ხოლმე. ანუ რა გინდა მოსთხოვო 5 და გინდათ 15$-იან რინგს??? რა გარანტია გაქვს რომ 50 მეტრზე გასწორებული 80 მეტრისთვის დიაგონალზე გადახრილი არაა შენი ოპტიკა? თუ 50 მეტრზე გაასწორე და ერტი და იგივე ადგილში ისვრი და ტყვიები ვერტიკალზე არ დადიან, ამასობაში 80 მეტრზე სამიზნის გადაწევისას ტყვია მარცხნივ ან მარჯვნივ გარბის, ესეიგი ოპტიკის ღერძი, გაქვს ჰორიზონტალზე გადახრილი! სანამ თოფს აიცრუებ და უსასრულო იდეალის ძებნას შეუდგები ჯერ ის რაც გაქვს გამოიყენე შესაძლო ხარვეზების აღმოჩენაში! თორემ იყიდი ახალ თოფს 1700-ად, მერე 2400-ად მერე 4500-ად და ზედ ისევ იგივე 200 ლარიან ოპტიკს დააყენებ იგივე რინგებით შედეგად იგივეს მიიღებ და არ მორჩება შენი იდეალის ძიება საცოდავი 200 ლარიანი კრივოი პრობლემის გამო ![]() მოკლედ პრობლემა მხოლოდ ოპტიკაში კი არა ბერვ სხვა რამეშI შეიძLება იყოს, ასე რომ ჯერ გამოძIება , თუ რატომ ვერ დააგდე შენი სამიზნე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 12:56 AM |
Hosted by Pro-Service |